რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის დამტკიცებას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს, - მიიჩნევს საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.
- რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია
- ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ
რა შეზღუდვები შეიძლება, შევიდეს სანქციების მეშვიდე პაკეტში, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, იქნება რუსული ბანკების სრული გათიშვა SWIFT სისტემიდან და რუსი ოლიგარქების სიის გაფართოება, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს.
„მჯერა, რომ ამას აუცილებლად 2-3 თვე დასჭირდება, რადგან ისინი (სანქციები) გაივლიან საპარლამენტო კომიტეტებს და ახლა ივნისის შემდეგ ბევრ პარლამენტს (ევროპის სახელმწიფოს) ექნება არდადეგები, ამიტომ, ეს მათი (პარლამენტარების) დაბრუნების შემდეგ უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა არახამია.
ამ პაკეტში ჩვენ ვავითარებთ ე.წ SMART სანქციებს, ისინი მიზნობრივია და ძალიან მტკივნეული“, - ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა. მაგალითად, მან მოიყვანა სადაზღვევო კომპანიების მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობა, რომლებიც რუსულ ნავთობტანკერებს ემსახურებიან.
„ამგვარად, რუსეთი, რომელსაც აქვს ნავთობი, რომლის შეძენაც სხვა ქვეყნებს სურთ, ამ პროდუქციის ტრანსპორტირებას ვერ შეძლებს“,- აღნიშნა არახამიამ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.