ძებნის რეზულტატი:

დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - წინსვლა არ არის

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსული მედიის კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა სტამბოლის მოლაპარაკების შემდეგ პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრას, უპასუხა: „არა. წინსვლა არ არის“. „პროგრესზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია. თავად ფაქტი. რომ მოლაპარაკებები პირისპირ ფორმატში გაგრძელდება, უთუოდ, მნიშვნელოვანია. მაგრამ ჯერჯერობით რაიმე დეტალების გასაჯაროებისგან თავ შევიკავებთ. მიგვაჩნია, რომ ეს მოლაპარაკების პროცესს ხელს შეუშლის. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ შეგვიძლია რაიმე არსებითი მიღწევის ან გარღვევის დადასტურება", - თქვა პესკოვმა. ამასთან, კრემლში აცხადებენ, რომ სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას არ უნდა ველოდეთ. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ. რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. 21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს     

ის ყველაფერს დაკარგავს... აფხაზეთსაც - ზელენსკი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს რუსული გამოცემების წარმომადგენლებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის სამომავლო გეგმები არასტრატეგიულია.  „ამ მრავალვექტორულობით ის ყველაფერს დაკარგავს აფხაზეთსაც, მაგრამ მერე როგორ უნდა იცხოვრონ იმ ადამიანებმა? მე გპასუხობთ კითხვაზე - რა იქნება შემდეგ. მაგალითად, დონბასში, სადაც ბავშვებს უკვე 10 წელია ასწავლიან, რომ ჩვენ ვართ ნაცისტები. ამაშია პრობლემა. რა იქნება 3-5 თაობის შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის როლზე მსოფლიოში, ლიდერობაზე და ყველა იმ ქვეყანაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა, და ვისაც აქვს უფლება არ იყოს რუსეთი. „მთელი ისტორიაა აქ: კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები - მოლდოველები, უკრაინა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი ფაქტორის გამო. ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. რუსეთმა დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა, მათ ამის დაბრუნება ძალით უნდათ, რასაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს, მეორე საკითხია გეოპოლიტიკა, უკრაინის ადგილი, ერი... ასეთი აზარტული და შრომისმოყვარე ერი ეკონომიკურად წინ სწრაფად წავა. ჩვენთან ხომ პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება.. ჩვენთან ხელისუფლებაში ახალგაზრდები მოდიან. თუ იქ შეიძლება, ჩვენთან რატომ არ უნდა შეიძლებოდეს? - იტყვის ხალხი. ძალიან ბევრი რამაა რატომაც მოქმედებს პუტინი ასე. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიცია აქვს, მაგრამ რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ყველა ადამიანი, რომელიც 70-80 წლის არის, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგიაა, მაგალითად, მე მაინტერესებს რა იქნება უკრაინაში ჩემს მერე, როგორ იქნებიან ჩემი შვილები“,  განაცხადა ზელენსკიმ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შესახვედრად  

თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც შეიძლება უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი

თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც შეიძლება უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც შეიძლება ოფიციალურ კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვაზე დაყრდნობით წერს.  მისი განმარტებით, ეს პირობა შეიძლება იყოს ომის დასრულების მიზნით რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზრიდან გადის

ნიდერლანდების ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება ვებგვერდზე გაავრცელა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ახალ ინვესტიციებს, ექსპორტსა და ბრენდის რეკლამებს აჩერებდა, ხოლო დღეს ბაზრის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი. “შოკირებული და დამწუხრებული ვართ უკრაინაში ომის მიმდინარეობის ყურებით, რომელიც გრძელდება და მწვავდება”, - წერია კომპანიის განცხადებაში. საგულისხმოა, რომ Heineken რუსეთში სიდიდით მესამე ლუდის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ სამ ბრენდს ფლობს.ამას გარდა, კომპანიაში აცხადებენ, რომ 1800 დასაქმებულს ხელფასს 2022 წლის ბოლომდე შეუნარჩუნებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

უკრაინის დაზვერვმ ევროპაში მომუშავე ФСБ-ს სავარაუდო აგენტების სია გამოაქვეყნა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ევროპაში მომუშავე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სავარაუდო აგენტების სიას აქვეყნებს. გავრცელებულ სიაში ФСБ-ს 620 სავარაუდო აგენტის პირადი მონცემები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაციაა მოცემული. „ყველა ევროპელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ФСБ-ს თანამშრომლების სია მოიპოვა. აგენტების, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე აგრესორი ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობენ", - წერს სამმართველო.

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გრძელდება

თბილისის მერის ინიციატივით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი გრძელდება. ბელიაშვილის N5-ში, სადაც ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია გახსნილი, კახა კალაძე დღესაც მივიდა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების გაწევის მსურველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ ბიჭების გადმორიცხული თანხებით მოხდა გარკვეული პროდუქტების შესყიდვა. ერთი ნაწილი ფედერაციამ უკვე გააგზავნა უკრაინაში, მეორე ნაწილი კი აქ არის წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი მძღოლების კვებას და სხვა საჭიროებებს ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მათ სატვირთო მანქანებში დაიტვირთება ეს ტვირთი და გაიგზავნება უკრაინაში, სადაც გადანაწილდება იმ ქალაქებში, რომლებშიც ეს დახმარება ყველაზე მეტად საჭიროა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა კომპანიას და რიგით მოქალაქეებს ამ მხარდაჭერისთვის; მადლობა კომპანია „დაგს“. ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბელიაშვილის N5-დან უკრაინაში ამჯერად, 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტების შეგროვების პროცესი, უკვე სამ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. 50 ტონამდე ტვირთი უკრაინაში ორი კვირის წინაც გაიგზავნა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დიპლომატებმა ქვეყანა 5 დღეში უნდა დატოვონ. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 5 რუსმა დიპლომატმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ნორმებს ეწინააღმდეგება.  ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა

Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის

europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის. უწყების ინფორმაციით, კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. RakutenViber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს. Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით - ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები აშშ - ში; დიდ ბრიტანეთში; საფრანგეთში; ისრაელში; ლუქსემბურგში; ბელორუსში; ბულგარეთში; სინგაპურში; უკრაინასა და სხვ. „Rakuten Viber-ის, ამ მასშტაბის და ცნობადობის ბრენდის საქართველოში შემოსვლა ახალი სტიმული იქნება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული აქტორებისთვისა და ცალკეული პირებისთვის, განსაკუთრებით, აითი - სპეციალისტებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისროში.

თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დრო ცნობილია

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები თურქეთში დღეს, 29 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერფაქსს“ უკრაინული დელეგაციის წევრმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ დაუდასტურა. არახამიას განცხადებით, დელეგაციის წევრები ჯერ ისევ გზაში არიან და დიდი ალბათობით, სტამბოლში გვიან ჩავლენ. ამას არახამია ლოჯისტიკურ სირთულეებს უკავშირებს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

„დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა - გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე, - აღნიშნული განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „დიდი შვიდეულის“ ყველა მინისტრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა. „რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, - აღნიშნა ჰაბეკმა.  „რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

რუსეთი „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცადა, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც რუსეთთან მიმართებით „არამეგობრული ქმედებები“ ჩაიდინეს გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.  „ახლა მზადდება პროექტი-განკარგულება საპასუხო ზომებზე, რაც „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს“, - განაცხადა ლავროვმა „ერთიანი რუსეთის“ კომისიის სხდომაზე.   ამასთან სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 15 მარტს ამ საკითხზე კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორება შევიდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას შეზღუდვას უწესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არ მქონე პირებს. მანამდე ასეთი წესები, მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებთან მიმართებით  ვრცელდებოდა.  ცნობისათვის, „არამეგობრული ქვეყნების“ სია რუსეთის ფედერაციაში 5 მარტს დაამტკიცეს. ამ სიაშია ავსტრალია, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ესპანეთი, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, ჩერნოგორია, შვეიცარია, იაპონია. 

გერმანიის კანცლერი: ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც ამჟამად ძალადობას იყენებს

ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც ამჟამად იყენებს ძალადობას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა იმპერიალიზმისკენ დაბრუნებაა. „ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც ამჟამად იყენებს ძალადობას. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ქცევის კოდექსად იქცეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

Carlsberg-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს 

დანიური ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კონცერნი Carlsberg-ი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო აპირებს გაყიდოს აქტივები და დატოვოს რუსული ბაზარი. ამის შესახებ Ruters წერს.  Carlsberg-ი რუსეთში ფლობს უდიდეს ლუდსახარშ „ბალტიკას“. „მივიღეთ რთული და აუცილებელი გადაწყვეტილება, რათა მოვახდინოთ რუსეთში არსებული ჩვენი ჰოლდინგის ქვეყნიდან სრული გაყვანა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ აღარ ვიქნებით რუსეთში", - ნათქვამია კონცერნის განცხადებაში. ჯერ კიდევ 9 მარტს, Carlsberg-ი აცხადებდა, რომ რუსეთში შეაჩერებდა საინვესტიციო პროექტებს, თუმცა მუშაობას გააგრძელებდა. Carlsberg ფლობს 140 ბრენდს, მათ შორის Carlsberg, Tuborg, Kronenburg, Baltika და სხვა. პროდუქცია იყიდება 150-ზე მეტ ქვეყანაში. 2021 წელს რუსეთში ბიზნესის შემოსავალმა $960 მილიონი, საოპერაციო მოგებამ $100,41 მილიონი შეადგინა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ რუსეთის ბაზარი დატოვა ჰოლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Heineken-მა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირმა პოზიტიურად მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირმა პოზიტიურად მიიღო. მისივე თქმით, ახლა საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში. „საზოგადოებამ იხილა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან სწრაფად განვახორციელეთ ყველა პროცედურა, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. გაკეთდა განაცხადი, გაიგზავნა ევროკავშირში და ასევე ევროკავშირის მხრიდან მიმღებლობა იყო ძალიან პოზიტიური. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო იყო ის სისწრაფე და პროცედურები, რომელიც გაირა ჩვენმა განაცხადმა. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, საკითხს უკვე განიხილავს ევროკომისია. საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში. ჩვენ უახლოეს პერიოდში შემდგომ ნაბიჯს ველოდებით – ეს არის კითხვარი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს. დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, რა დროში მივიღებთ ამ კითხვარს, მაგრამ ეს არის შემდგომი აცილებელი ნაბიჯი. კითხვარი აუცილებელია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მოცულობის კითხვარი აქვს. შეიძლება, 1 000 კითხვა იყოს, შეიძლება მეტი. ამ კითხვებში არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური საკითხები, დემოკრატიზაციის თემები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

​ირპენის მერი: ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ UNIAN წერს.  „ჩვენი ირპენი განთავისუფლდა რუსი ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს",- ამბობს მერი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

Bloomberg : რუსული ნავთობის ექსპორტი დღეში 26%-ით ეცემა

17-დან 23 მარტის ჩათვლით, რუსული ნავთობის ექსპორტი გასულ კვირასთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ  Bloomberg წერს.  გამოცემის ცნობით, 24 საათში საშუალო მიწოდებამ 495 300 ტონა შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. ეს ციფრი დღეშუ 3,63 ბარელის ექვივალენტია.  „რუსული ნავთობის ექსპორტის მკვეთრი დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ნედლეულის მომხმარებლებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყეს“, - წერს გამოცემა.  შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.  ასევე წაიკითხეთ  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს  Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ  ნავთობის სექტორის გიგანტი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს     

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთი სანქციების შედეგად ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.  ამასთან , დიმიტრი კულება აცხადებს, რომ ამას აკეთებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ კომპანიები, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ.  ცნობილია, რამდენმა კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი ბოლო 24 საათში.  -  Google-მა შეწყვიტა რუსული Android-სმარტფონების ლიცენზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული კომპანიები Android-სმარტფონებს ვერ აწარმოებენ ადგილობრივი ბაზრისთვის; - აშშ-ის ერთ-ერთმა უძველესმა სასწავლებელმა - იელის უნივერსიტეტმა რუსეთიდან ინვესტიციები გაიტანა; - ამერიკულმა კომპანია  Clorox-მა, რომელიც სამომხმარებლი ქიმიის მსოფლიო მწარმოებელია რუსეთის ფედერაციაში ყველა ბიზნეს-ოპერაცია შეაჩერა; - Grammarly ონლაინ-სერვისი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ინგლისურ ენაზე ტექსტების შედგენისას, მომხმარებლებს რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიდან წვდომა დაუბლოკა. - Signet Jewelers – რომელცი მსოფლიოში საიველირო ნაწარმისა და ბრილიანტების მსვილი მომწოდებელია, თავის პარტნიორებს სთხოვა რომ რუსეთში საქმიანობა შაჩერონ. ამასთან დაუდასტურონ, რომ მათ მიერ Signet-ისთვის მოწოდებულ პარტიებში არ არის რუსული წარმოამვლობის ბრილიანტი და ლითონები;  - De Beers, რომელიც მსოფლიოში ბრილიანტის მომპოვებელი ყველზე მსხვილი კომპანიაა, აშშ-ის სანქციებს შეუერთდა რუსეთიდან ბრილიანტების იმპორტთან დაკავშირებით. - კატარმა შეაჩერა ახალი ინვესტიციები რუსეთში. კატარის ფონდი QIA წილი რუსეთში, ინვეტიციებში 18,53%-ია: - საინვესტიციო ფონდი ОАЭ Mubadala Investment Company რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს; - ავიაკომპანია SriLankan Airlines-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა; - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitchრუსეთს სანციების გამო სუვერებული რეიტინგი შეუჩერა; -  Bloomberg-ი 3 აპრილიდან თავის ტერმინალებზე მომხმარებლებს რუსეთიდან წვდომას შეუზღუდავს; - Heineken-მა და Carlsberg-მა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადეს; -  Bacardi Limited-მა რუსეთში ბრენდების ექსპორტი შეჩერა. ასევე კომპანიამ სრულად „გაყინა“ რუსეთის ბაზარზე სარეკლამო კამპანია; -  Ab Invbev შეაჩერა ბრენდ Bud-ის წარმოების ლიცენზია;- საფრანგეთმა და იაპონიამ შეაჩერეს ფონანსური პროექტები რუსული გაზის კომპანია „ნოვეტეკში“, იგეგმებოდა თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც $23 მილაირდ შეადგენდა; -  G7-ს ქვეყნებმა რუსულ გაზში რუბლის გადახდაზე უარი თქვეს;„ჩვენ არ გავჩერდებით. საჭიროა მეტი დიდი და პატარა სანქცია. ამასთან არ შეგვიჩერებია ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებიც უარს არ მბობენ „სისხლიან რუსულ ფულზე“, - წერს კულება.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

WSJ: აბრამოვიჩსა და მასთან შეხვედრაზე მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ.    აბრამოვიჩს მოწამვლის სიმტომები მარტის დასაწყისში, კიევში შეხვედრის შემდეგ გამოუვლინდა, ამ ინფორმაციას გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით დღეს 28 მარტს აქვეყნებს.  „კერძოდ, თვალების სიწითლე, ცრემლდენა, კანის ქავილი სახეზე და ხელებზე ასევე აღენიშნებოდათ უკრაინის დელეგაციის მაღალჩინოსნებსაც. ამ დროისთვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ სიცოცხლეს აფრთხე არ ემუქრება. მაგრამ გარკვეული არაა, რამ გამოიწვია ეს სიმპტომები“, - წერს გამოცემა აბრამოვიჩის ახლობელზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი. კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.  ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში.   მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.  შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.  ასევე წაიკითხეთ  პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია

უკრაინელმა დეპუტატმა რუსტამ უმეროვმა მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

უკრაინელი დეპუტატი რუსტამ უმეროვი, რომელიც რომან აბრამოვიჩთან ერთად რუსეთ-უკრაინის სამშიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა ყვითელ ამბავზე, რომელიც გავრცელდა. გთხოვთ არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენთან საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს. თავს გაუფრთხილდით. Slava Ukraini!" The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ.   როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი. კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.  ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში.   მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.  შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.  ასევე წაიკითხეთ  პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია