ძებნის რეზულტატი:
Reuters: უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს თხოვნით მიმართა, რომ როსტოვში ოფისი არ გახსნას
უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა თხოვნით, არ გახსნას რუსეთში, დონის როსტოვში ოფისი, რაც დაგეგმილი ჰქონდათ. კიევის შეფასებით, ეს იქნება მოსკოვის „ჰუმანიტარული დერეფნების“, უკრაინელების გატაცებისა და იძულებითი დეპორტაციის ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ცნობისთვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის შეთანხმება იყო საჭირო, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდებოდა. ასევე წაიკითხეთ: გაერო: რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, უკრაინაში 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინის ვიცე-პრემიერი: შეთანხმებულია ორი ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან და რუბეჟნოედან მოსახლეობის ევაკუაციისთვის
შეთანხმებულია ორი ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან და რუბეჟნოედან მოსახლეობის ევაკუაციისთვის, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა სროლა შეაჩერონ, ხალხს მივცეთ საშუალება გამოვიდნენ სარდაფებიდან, თავშესაფრებიდან და ჰუმანიტარული დერეფანი გაიარონ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი მშობლიური უკრაინა“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ რომელიმე რუს ოლიგარქს ლეგალური ბიზნესის დაწყება უნდა თურქეთში, მე ამას განვიხილავ
თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ. თუ რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ. თუ რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: ლიზ ტრასი: თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეიძლება, მოიხსნას
მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ
მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ. ამასთან როგორც პენის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, ის თავის ოსკარს გადაადნობს. "თუ აკადემიას არ მიუღია ზელენსკის ცერემონიაზე მიწვევის გადაწყვეტილება ეს იქნება, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე უწესო მომენტი იქნება", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი: ბირთვულმა სტატუსმა რუსეთს არ უნდა მისცეს უსამართლოდ მოქცევის უფლება
ბოლო 24 საათში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 763 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 27 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 853 040ა აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 359 196 ადამიანი ,18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 47.3%. სრულად ვაქცინირებულია 1 255 834 ადამიანი , 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43.7% 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 114 (2.32%), სრულად აცრილია - 3 256 (1.84%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 596 (15.53%) , სრულად აცრილია - 11 146 (13.74%). 26 მარტს აცრა 763 ჩატარდა.
კელი დეგნანი: ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხს
„ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხსა და თქვენს სურვილს, იცხოვროთ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტზე. „ჩვენ დავეხმარეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ, ბევრ სხვა ინიციატივასთან ერთად. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, იმიტომ რომ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ერის წარმატების“, - განაცხადა დეგნანმა.
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" ორგანიზებით, უკრაინაში დღეს კიდევ 25 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" ორგანიზებით, უკრაინაში დღეს კიდევ 25 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. "დავითიანნის" პრეზიდენტის, კოტე სვანაძის განცხადებით, უკრაინაში 15 ტონამდე დახმარება უკვე გაიგზავნა და ჯამში, ქართველი ხალხის მიერ, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, მოსახლეობის ჩართულობით, 40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ასევე, მეუფე იოანემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უკრაინის დასახმარებლად, მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების ჩართულობა იყო. "ერთი თვე შესრულდა დღეს, რაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, უკრაინაში გასაგზავნად, სურსათ-სანოვაგე და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გროვდება. ყველამ ვიცით, როგორი მძიმე დღეები უდგას უკრაინას. საკმაოდ სოლიდური ტვირთი შეგროვდა. ეს ყველაფერი რამდენიმე სატვირთო ავტომობილით გაიგზავნება. სასიხარულოა ის, რომ აქ იყო მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების ჩართულობა. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ღმერთმა დალოცოს უკრაინა და საქართველო!", - განაცხადა მეუფე იოანემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მარტს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იუწყება, რომ აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს. „ამ თანხით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს, უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფრასტრუქტურა ვლადიმირ პუტინის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და უსაფუძვლო თავდასხმის პირობებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო
ენტონი ბლინკენი: აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია
აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „გუშინ პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, რომ აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. ამ შემთხევაში, საქმე ეხება რუსეთის მოსახლეობას და ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი“, - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
უკრაინის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი: უკრაინაში მარცვლეულის მოცულობა რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე შემცირდა
უკრაინის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი მიკოლა სოლსკის თქმით, ქვეყნის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე უარესდება და გაუმჯობესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომი დასრულდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი თქმით, მოცულობა ახლა რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე შემცირდა. "ზემოქმედება გლობალურ ბაზრებზე არის პირდაპირი, დრამატული და დიდი და ის გრძელდება. დღითიდღე ვითარება უფრო და უფრო გართულდება“, - განაცხადა მიკოლა სოლსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს პერსპექტიული, სტაბილური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო
აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს პერსპექტიული, სტაბილური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. 30 წელი თითქოს დიდი დროა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს უდიდესი გამარჯვება იქნება, ააშენოს ძლიერი, უსაფრთხო ევროპული დემოკრატია. ამერიკელი ხალხი ძალიან ამაყობს, რომ ამ ისტორიული პროცესის თანამონაწილეა, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ 1992 წლის 24 მარტს, თუმცა ეს ურთიერთობა არაოფიციალურად 100 წელზე მეტ დროს ითვლის, კერძოდ 1890 წლიდან. რაღა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობის ისტორია კიდევ უფრო ხანგრძლივია. თავიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარული იყო საქართველოს მოსახლეობისადმი და თქვენი სურვილისადმი, გეცხოვრათ თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოში. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ეფუძნება საერთო ხედვას, გახდეს საქართველო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებას და მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს", - განაცხადა დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი: ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხს
Reuters: თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ
თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ზნეობის გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ავიაკომპანიებს, ახალი შეზღუდვების შესახებ, წერილი შაბათს გაუგზავნა.
ფინეთის რკინიგზის კომპანია VR Transpoint-ი 27 მარტიდან რუსეთიდან მატარებლების მიღებას აჩერებს
ფინეთის რკინიგზის კომპანია VR Transpoint-ი (სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR Group-ის შვილობილი კომპანია სატვირთო გადაზიდვებში) 27 მარტიდან აჩერებს რუსეთიდან მატარებლების მიღებას. „რუსეთის რკინიგზის წინააღმდეგ სანქციების გამო აღმოსავლეთისკენ მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელია. VR Group-ი ვალდებულია, დაიცვას დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები,“ განაცხადა VR Transpoint-ის პრეზიდენტმა მარტი კოსკინენმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, სატრანსპორტო მოძრაობა გახსნან
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება თბილისში დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება. „თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტოკვანძის დაკეტვა. აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე: მე პუტინის მისამართით, ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი
მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ France 3-თან ინტერვიუში განაცხადა. ამით მაკრონი გამოეხმაურა, აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის მიერ შაბათს პოლონეთში, ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის დროს გამოთქმულ კრიტიკას რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რა დროსაც ბაიდენმა პუტინს „ყასაბი“ უწოდა. „ჩვენი მიზანია ომის შეჩერება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა, ამასთან, უნდა ავიცილოთ ომი და ესკალაცია“, - დასძინა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში
რომის პაპი: სასტიკი და უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს
რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ ,,სასტიკი და უაზრო ომი“ თვეზე მეტია გრძელდება, რაც ,,ყველას დამარცხებას“ ნიშნავს. Associated Press წერს, რომ რომის პაპს რუსეთი აგრესორად არ უხსენებია. ,,ომი ანგრევს არა მხოლოდ აწმყოს, არამედ საზოგადოების მომავალს“, - განაცხადა პაპმა.
ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. „28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ღიბრაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება
რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. "რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნას რეფერენდუმზე. უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი", - დასძინა უკრაინის პირველმა პირმა. 21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს