ძებნის რეზულტატი:
ლვოვში დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა - CNN
ლვოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაკსიმ კოზიცკის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა, წერს CNN. ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, თავდასხმა კიდევ განმეორდეს. ლვოვი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, სადაც ათასობით ლტოლვილი ქვეყნის დატოვების მიზნით ჩადის. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ბრიტანეთში აბრამოვიჩის მეგობრის შვინდლერის ორი თვითმფრინავი დააკავეს
ბრიტანეთის ხელისიფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი შვინდლერს ეკუთვნის, რომელიც რომან აბრამოვიჩის მეგობარია. ამის შესახებ The Guardian წერს. ბრიტანეთის ხელიუფლება ორი თვითმფრინავის წარმომავლობას სამი კვირა იკვლევდა. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ გამოსცა დადგენილება თვითმფრინავების დაკავების შესახებ, რადგან გაირკვა, რომ ისინი სანქციების ქვეშ მოექცა. The Times-ის მონაცემებით თვითმფრინავი Bombardier Global 6500 $45მილიონი ღირს და ფარნბოროს აეროპორტში დგას. მეორე Cessna Citation Latitude, რომლის ფასიც $13 მილიონია ბიგინ-ჰილზში. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ღვთის გულისათვის ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, რუსეთში ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდა. „უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედობისა და სიბნელის სამყაროსი ცხოვრებაზე. ჩვენ სხვაგვარი მომავალი გვაქვს, ნათელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. იმედისა და სინათლის, წესიერებისა და ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების. ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. 16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა
მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
სალომე ზურაბიშვილი: დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით
საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. "საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. დროა, ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. აქ იყო ამერიკის პრეზიდენტი და მივიღეთ ისე, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის. მე მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ". – თქვა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულების განმავლობაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტი: 2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, შეიძლება ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა მსოფლიო, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება
შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება - რაც იყო, ის არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონო ელჩო, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია 30 წელი. 30 წელი ეს არის ერთი თაობა. 30 წელია, რაც ამერიკა ყველანაირად გვერდში გვიდგას. მე ვეთანხმება იმას, რაც ახლა ითქვა, რომ ვიღაცები ცდილობენ გაავრცელონ არასწორი, ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სხვა ღირებულებები გვქონდეს, შეიძლება ეს არ იყოს ჩვენი უძველესი კულტურის შესატყვისი, მაგრამ ის თანადგომა, მხარდაჭერა, ამერიკის პოლიტიკა რაც იყო და არის ჩვენს მიმართ ფასდაუდებელია და ამას ჩვენ უნდა ვაფასებდეთ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი თუ ერაყი“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ საქართველოს ყოველმხრივ გვერდში ედგა, ეს იყო ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური და ასევე კულტურული დარგი. ამასთან პრეზიდენტმა გაიხსენა Voice of America-ს ქართული სექციის დამფუძნებლის სიტყვები საქართველოსთან მიმართებით. „შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება - რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში უკრაინისადმი სოლოდარობის საღამო გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და მეგობრობაზე. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით
თეთრი სახლი: ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება
ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება. ამის შესახებ Reuters „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს. „პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებსა და რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას", – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. 26 მარტს ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ილაპარაკა და განაცხადა "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში". დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. 16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა
მორის ყვითელაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილი მე-4 ადგილზე გავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ქართველ მოციგურავეებს არასოდეს მიუღწევიათ ასეთი მაღალი სატურნირო პოზიციისთვის. „26 მარტი კიდევ ერთი წარმატებული სატურნირო დღე აღმოჩნდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მოციგურავეთა გუნდისათვის. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში მოასპარეზე 22 ქვეყნის 30 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ შედეგიანად იასპარეზა ორივე პროგრამაში. თავისუფალ პროგრამაში მან სერიოზული კონკურენცია გაუწია მსოფლიოს რეიტინგულ მოციგურავეებს იაპონიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მხოლოდ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელს დაუთმო პოზიციები, შეასრულა ურთულესი ოთხმაგი ნახტომები, დახვეწილად მოახდინა საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია და ორი პროგრამის ჯამური 272,03 ქულით მეოთხე საპატიო ადგილი დაიკავა და ამ შედეგით საუკეთესო აღმოჩნდა ევროპის ქვეყნების მოციგურავეებს შორის. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ქართველ მოციგურავეებს არასოდეს მიუღწევიათ ასეთი მაღალი სატურნირო პოზიციისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის მე- 4 ადგილი, ევროპის ქვეყნებს შორის პირველი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი საგზური მამაკაცებს შორის ეს ის მონაპოვარია, რომელიც შესძინა მორის ყვითელაშვილმა ჩვენს ქვეყანას და ასე ღირსეულად იასპარეზა მისთვის ისეთ დაძაბულსა და ყველაზე საპასუხისმგებლო წელს, როგორიც ოლიმპიური თამაშების სეზონი იყო. ვულოცავთ ქართველ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციასა და ერთგულ ქართველ გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ ასეთ საამაყო შედეგებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის არმიამ ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა
უკრაინის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან გაათავისუფლა. ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი 93-ე ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რიგი წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის არმია გაიქცა ტროსტიანეციდან, დატოვა შეიარაღება, ტექნიკა და საბრძოლო მასალები, რასაც 93-ე ბრიგადა სხვა უკრანული ქალაქების ოკუპანტებისაგან გასათავისუფლებლად გამოიყენებს“, - აცხადებენ 93-ე ბრიგადაში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ CNN: რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში ნავთობის ბაზა დაბომბეს - UNIAN
ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ნავთობის ბაზა და ქარხანა დაზიანდა. ამის შესახებ UNIAN წერს. „ორი დარტყმა მოხდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ერთი მოხვდა ნავთობის ბაზას ლვოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში. მეორე სამხედრო თავდაცვით ობიექტს, ქარხანას, რომელიც ასევე საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს“, – განაცხადა ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ კოზიცკიმ. მისი თქმით, ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. თავის მხრივ, ლვოვის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ლვოვზე დარტყმა იყო გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით, რომელიც დღეს პოლონეთს სტუმრობდა. „ეს უკვე მეორე დარტყმაა ამ კვირაში. დარტყმები ხდება ინფრასტრუქტურაზე. დაზიანება და ნგრევის ხარისხი მნიშვნელოვანია. დარტყმის ტალღამ დააზიანა საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლა და ბაღი. კარგია, რომ არავინ დაღუპულა“, – განაცხადა ლვოვის მერმა, ანდრეი სოდოვოიმ. უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვზე დარტყმების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება
თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში. „როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება", - აღნიშნა დანილოვმა. ასევე წაიკითხეთ: მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან
"რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩიუკი ავრცელებს. ირინა ვერეშჩიუკის განცხადებით, რუსეთს კვაზიდერეფნებით უკრაინელები გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს. „რუს სამხედროებს ისინი ძალდატანებით გაჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით, ან რუსეთში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება
პრემიერი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. შესრულდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოლიდარობის კონცერტზე იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო
ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ყველა აუცილებელი საჭიროებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ამასთან, ზელენსკიმ პოლონელ კოლეგას ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს
მედია: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქები, პოლტავკა და მალინივკი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქები, პოლტავკა და მალინივკი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე ვიდეოს გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სუმის ოლქის რამდენიმე სოფელზე, ისევე როგორც ვილხივკას დასახლებაზე, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარეობს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის არმიამ ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 155 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.27%, ბოლო 14 დღის - 4.49% ხოლო 7 დღის - 3.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 237 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 618 403. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 14, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 179 საიდანაც, 636 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 351, აჭარაში - 50, იმერეთში - 119. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, აჭარაში - 24, იმერეთში - 25. 10 543 ადამიანი სახლში მკურნალობს.
პოლიციამ თბილისში და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 6 პირი
თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „TT“-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი - ე.წ. "აბრეზი" და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული თ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა სოფელ ბაკურციხეში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ზუგდიდში დააკავეს 1964 წელს დაბადებული რ.პ. სამართალდამცველებმა, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო - ხელყუმბარა და ტროტილის 3 ცალი კოჭა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სტიქიამ შენობები დააზიანა
ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ შენობები და ავტომაგისტრალებზე განათების სისტემა დააზიანა. ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გაერო: რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, უკრაინაში 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან, 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ინფორმაციას გაერო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 51 ბავშვია. ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ რეალური მონაცემები უფრო მაღალი იქნება.
ლიზ ტრასი: თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეიძლება, მოიხსნას
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასის განცხადებით, სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, შეიძლება მოიხსნას, თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს და აგრესიას შეწყვეტს. „საჭიროა არსებობდეს მკაცრი ბერკეტები. რა თქმა უნდა, სანქციები მკაცრი ბერკეტია. ეს სანქციები უნდა დასრულდეს მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის და ჯარის გაყვანის შემთხვევაში, ასევე ვალდებულებების აღებით, რომ შემდგომი აგრესია არ მოხდება“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო