ძებნის რეზულტატი:
უკრაინის დედაქალაქში, სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა
კიევის სკოლებში დღეიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სასწავლო კურსები იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებით. „დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთ მძიმე საომარ პირობებში. ჩვენს დაშინებას ცდილობენ. ეს არ იმუშავებს“, – თქვა კლიჩკომ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება
ჯო ბაიდენი: პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მომითხოვია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მეზობლებზე და რეგიონზე. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 460 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 749 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 711 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის - 4.39% ხოლო 7 დღის - 3.43%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 993 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 621 396. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 720 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 25, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 8, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 403 საიდანაც, 638 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 352, აჭარაში - 52, იმერეთში - 118. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 164 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 95, აჭარაში - 24, იმერეთში - 24. 7 765 ადამიანი სახლში მკურნალობს.
დღეიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
დღეიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექვემდებარებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას.
კიევის ეკონომიკის სკოლა: უკრაინაში ომმა ქვეყნის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა
უკრაინაში ომმა ქვეყნის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა, – ამის შესახებ BBC კიევის ეკონომიკის სკოლაზე დაყრდნობით წერს. ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მინიმუმ 4 431 საცხოვრებელი კორპუსი, 92 ქარხანა და საწყობი, 378 სკოლა განადგურდა ან დაზიანდა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად
„ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა. ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, მთელმა მთავრობამ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. „აქვე, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ და 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: კომუნალური გადასახადები გაათმაგებულია მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, ქვეყანაში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აპრილიდან იგეგმება კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მშენებლობის წახალისება, დასაქმების პროგრამა და სხვა. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამ მიზნით, შეგახსენებთ, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, დავიწყეთ მუშაობა, გვსურს, რომ აპრილში დავიწყოთ მშენებლობის წახალისება და გუნდს უკვე მზად აქვს ამის თაობაზე პროექტები, გვინდა დასაქმების პროგრამა დავიწყოთ აპრილიდან ინტენსიურად და სხვა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ვითარებას ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ყველას საერთო მონაპოვარია. „დღეს, 28 მარტს, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია. სავიზო ბარიერების გაუქმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის მარტივად დაგეგმვის საშუალება მიეცათ, საქართველომ კი ევროკავშირის სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი განიმტკიცა და ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. უვიზო მიმოსვლამ ჩვენს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და ხელშესახები შედეგები მოგვცა ტურიზმის, ბიზნეს კავშირების, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, პროფესიონალური კავშირებისა და ზოგადად, ხალხებს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. არსებული მონაცემებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებს საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ესტუმრა და თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა“, – აცხადებენ უწყებაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად
ირაკლი ღარიბაშვილი: არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ
საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს. „ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს, საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირთან/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის ხუთი წლის იუბილეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს მუდმივად მზარდი პარტნიორობის შედეგად. საქართველოს პასპორტს დიდი ღირებულება აქვს, 119 სახელმწიფოში ის 30-ე ადგილზეა გლობალურ რეიტინგში ვიზის/ვიზის გარეშე ჩასვლისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად
ლევან დავითაშვილი: აბსოლუტურად გამორიცხულია საქართველოში რუსეთიდან შავი ფულის შემოსვლა
ლევან დავითაშვილის თქმით, აბსოლუტურად გამორიცხულია საქართველოში რუსეთიდან შავი ფულის შემოსვლა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს ფინანსური სისტემა დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, სადაც გამორიცხულია მსგავსი ტრანზაქციები და რისკი. იმიტომ რომ საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში არაკანონიერი შემოსავლის ბრუნვის პრევენციას აკეთებს. არსებობს რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობისა და მონიტორინგის სისტემა, მათ შორის ფულადი ნაკადების მიმოსვლასთან დაკავშირებით, რასაც მკაფიო ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი და შესაბამისი სტრუქტურები. საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანი და მეტსაც ვიტყვი, ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით, იმიტომ რომ ყველა ძირითად მაკონტროლებელი ინსტრუმენტი, რომელიც ბანკებს უნდა ჰქონდეს, დანერგილია“, - განაცხადა დავითიშვილმა.
ლევან დავითაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე
დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე - საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციისას მთავრობა ფასის დაზღვევის რა მექანიზმებზე იმუშავებს. როგორც მინისტრი განმარტავს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია განხორციელდეს. „მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე მსჯელობა მიდის. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია. ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, ვფიქრობთ, არ არის შესაბამისი ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში, არ დაირღვეს, ამას არ ჰქონდეს ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე იმოქმედოს. გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა. ეკონომიკური გუნდი მუშაობს. შესაძლოა, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები. საწვავთან დაკავშირებით იმასაც მოგახსენებთ, რომ რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე. გარკვეულწილად პიკური ფასები გადაივლის და დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო ნაკლები ფასები შესაძლოა გვქონდეს. საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით", - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა. სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მთლიანი ქვეყნის საკრედიტო რისკის შეფასებას წარმოადგენს და აჩვენებს, რამდენად მაღალია მისი დეფოლტის ალბათობა. ამასთან, ქვეყნები ფასდება მათი ეკონომიკის სტაბილურობის მიხედვით.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი ოკუპანტების მიერ გადატაცებული რამდენიმე მერი ცოცხალი აღარ არის
"რუსი ოკუპანტების მიერ გადატაცებული რამდენიმე მერი მკვდარი იპოვეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც უკრაინული მედია ავრცელებს, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენეს. "ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ რამდენიმე მოკლეს, ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან".- თქვა მან და აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე მერი შეცვალეს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება
ერდოღანი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ერდოღანმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. "პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა სახის მხარდაჭერას ამ პროცესთან დაკავშირებით",- წერს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში
ირაკლი კობახიძე: საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული
საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ ომის პარტიის ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა", - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინა კომპანიებს, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს, მშვიდობის ჯილდოს გადასცემს
კომპანიები, რომლებმაც უკრაინას მხარი დაუჭირეს და რუსეთის ბაზარი დატოვეს, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციისგან მშვიდობის ჯილდოს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. “ჩვენი მიზანი - არც ერთი გროში აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ასაკი გაიზარდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, თუმცა იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინიზე მყოფი უკრაინელი სამხედროების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა და შემდეგ გაცვალეს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინიზე მყოფი უკრაინელი სამხედროების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა და შემდეგ გაცვალეს. კუნძულ ზმეინის, ომის პირველივე დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის სამხედრო ხომალდი მიადგა და იქ მყოფ მესაზღვრეებს მოუწოდა, დანებებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბომბავდნენ. „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი”, – უპასუხეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი ოკუპანტების მიერ გადატაცებული რამდენიმე მერი მკვდარი იპოვეს
ირაკლი კობახიძე: ჩვენ საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინულ მხარესთან
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია, განსაკუთრებით საერთაშორისო ფორუმებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია, განსაკუთრებით საერთაშორისო ფორუმებზე. რამდენიმე დღის წინ შედგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეკრება, რომელზეც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და იქ შედგა კომუნიკაცია რადას წარმომადგენლებთან. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი მსჯელობა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ინფორმაციისა და მოსაზრებების ასეთი გაცვლა მუდმივად ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გამოვთქვამთ სინანულს იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც გადაიდგმება იმ კოორდინაციის გამო, რომელიც არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლებაში მათ წარმომადგენლებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.