ძებნის რეზულტატი:

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს. უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა გიორგი ქუჯოშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო დაკავება სოფელ აძვთან​​ გუშინ მოხდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებული იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი გამოცხადდა 15 მარტს, რომლის ფარგლებში სსსმ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. მათ მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა: · და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში; · მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; · ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება კონდენსანტით 3 აპრილის მდგომარეობით 1,4 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 3,9%-ით ნაკლებია, ვიდრე მარტში. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ნავთობკომპანიებმა წარმოება 49 ათას ტონამდე შემცირეს. (-4,1%) რაც შეეხება ექსპორტს, „ტრანსნეფტის“ სისტემით მიწოდება 2,6 ათასიდან 575,6 ათს ტონამდე გაიზარდა. რუსული  ნედლი ნავთობის ექსპორტი ბელორუსში ჯერ არ დაფიქსირებულა,გასულ თვეს ექსპორტმა დღე-ღამეში 8,6 ათასი ტონა შეადგინა.  რუსული რესურსების ექსპორტი „ტრანსნეფტის“ ხაზით უცხოეთში 6%-ითაა გაზრდილი. 17-დან 23 მარტის ჩათვლით, რუსული ნავთობის ექსპორტი გასულ კვირასთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ  Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, 24 საათში საშუალო მიწოდებამ 495 300 ტონა შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. ეს ციფრი დღეშუ 3,63 ბარელის ექვივალენტია.  შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.  14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს  იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა  უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა    

Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს

ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში რუსული „სბერბანკის“ ხელმძღვანელ გერმან გრეფსა და „ალუმინის“ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ამატებს.  ამასთან სიაში მოხვდება რუსეთის ელექტრონული კომერციული პლატფორმის Ozon-ის მფლობელი ალექსანდრე შულგინი. ასევე ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბორის როტენბერგი და ოქროს მომპოვებელი კომპანიის „პოლუსის“ მფლობელი საიდ ქერიმოვი.  სანქცირებულთა სიაშია „სურგიტნეფტგაზის“  გენერალური დირექტორი ვლადიმერ ბოგდანოვი, რომელის საწარმოც რუსეთის ნავთობის ბაზარზე მესამეა და მასზე მოპოვებული ნავთობის 10% მოდის.  თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს მხარს დაუჭერენ, მაშინ ამ პირებს აქტივებს გაუყინავენ და ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ. საგულისხმოა, რომ სია არაა საბოლოო და მის დამტკიცებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.    ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.  5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

კელი დეგნანი უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე: ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი

მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა, რითაც  უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის სეროზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: თეა წულუკიანი ვერეშჩუკს: საზღვრები კონტროლდება, დანარჩენი ყველაფერი ბინძური ტყუილია 

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ გოსტომელში 400, ხოლო ბოროდიანკაში 200 ადამიანი გაუჩინარდა

35 დღის განმავლობაში, როცა რუსული ჯარი კიევის ოლქში, გოსტომელში იმყოფებოდა, დასახლებიდან 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტარას დუმენკო ავრცელებს.  "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც მოკლეს. არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი მოკლეს - არის ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ. ინფორმაცია თვითმხილველებმა მოგვაწოდეს, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კავშირი, თუმცა ამ დრომდე ვერ შევძელით პოვნა. ინფორმაციის წყარომ გაქცევა მოახერხა", - ამბობს ის გომადსკის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.   ამასთან, ბოროდიანკის მერის მოვალეობის შემსრულებელი გეორგი ერკო აცხადებს, რომ ქალაქში 200 ადამიანია დაკარგული. მისი თქმით, შესაძლოა ისინი ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად.  29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.  ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.  ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „დღეს როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული გვერდში მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც, თავის მხრივ გახლავთ გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედი“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქართველ და სომეხ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს.

კომოს ტბაზე რუსი ტელეწამყვანის სოლოვიოვის ვილის დაწვა სცადეს

იტალიაში, კომოს ტბაზე უცნობებმა რუსი ტელეწამყვანის ვლადიმერ სოლოვიოვის ერთ-ერთი ვილის დაწვა სცადეს. ინციდენტი 6 აპრილის დილას მოხდა.  მენაჯოს მერის თქმით, კომოს ტბაზე ცარიელ ვილაში ცეცხლის გასაჩენად უცნობებმა საბურავები გამოიყენეს. მეხანძრეება ცეცხლის ლიკვიდირება სწრაფად შეძლეს.  მერი აცხადებს, რომ მომხდარი „დემონსტრაციული საქციელია“, რადგან მანამდე სოლოვიოვის კიდევ ერთ ვილაში  კედლებზე წარწერები იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და თავად ტელეწამყვანის  წინააღმდეგ.  იტალიაში სოლოვიოვის ვილები, როგორც პუტინთან დაახლოებული პირების კერძო საკუთრება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაყადაღებულია. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უკრაინა ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც თავდაპირველად გვსურდა. ეს შეუძლებელია. სრულად ლიბერალური და ევროპული – ის ასეთი არ იქნება. დაცული სახელმწიფო და უსაფრთხოება, ეს უნდა იყოს ნომერი პირველი. ვფიქრობ, მთელი ჩვენი ხალხი იქნება ჩვენი დიდებული არმია. ვფიქრობ, ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ, მომავალ შვეიცარიაზე. ალბათ, ჩვენი სახელმწიფო ასეთი შეიძლება იყოს დიდი, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ, მგონია, ნამდვილად გავხდებით დიდი ისრაელი, საკუთარი სახით". – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 9 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.  ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.  ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ქალაქის საბჭო: მარიუპოლში რუსეთის არმიის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა

მარიუპოლში რუსეთის არმიის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა. ამის შესახებ „ტელეგრამ-არხზე“ მარიუპოლის ქალაქის საბჭო თვითმხილველებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს.  „ბუჩაში მომხდარი გენოციდის გახმაურების შემდეგ, რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, რომ მარიუპოლში თავისი არმიის დანაშაულის მტკიცებულებები განადგურდეს“, - ნათქვამია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.  ქალაქის საბჭოს მონაცემებით, მობილურ კრემატორიუმებში მარიუპოლში დაღუპულების ცხედრებს წვავენ. ამასთან, კრემატორიუმებში მუშაობენ ადგილობრივები, რომლებიც რუსებთან თანამშრომლობას დათანხმდნენ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ პოლიტიკას კურირებენ. პროცესში ჩართულია პოლიტიკოსი კონსტანტინ ივაშენკო, რომელიც რამდენიმე დღის წინ მარიუპოლის მერად გამოაცხადეს. არჩეულმა მერმა ვადიმ ბოიჩენკომ მარტის ბოლოს ქალაქი დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაციაზე განაგრძობს მუშაობას.   „ერთი კვირის წინ არსებული მონაცემებით, მარიუპოლში 5 000 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქალაქის ფართობს, კატასტროფიულ ნგრევას, ბლოკადის ხანგრძლივობას და წინააღმდეგობას, ოკუპანტების მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანის შეიძლება გამხდარიყო. ამიტომ რუსეთი არ ჩქარობს თურქეთის მისიას მწვანე შუქი მისცეს და სხვა ინიციატივებს, რაც მარიუპოლიდან მოსახლეობის სრულ ევაკუაციას გულისხმობს“, - ამბობს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.  ამასთან, ქალაქის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის პოტენციურ მოწმეებს ეძებენ, რათა გაანადგურონ.  თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ 2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა

"აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა. „რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა  

იენს სტოლტენბერგი: NATO მზად უნდა იყოს, ეს ომი შეიძლება, მრავალი თვე და წლებიც კი გაგრძელდეს

ომი შეიძლება, გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, NATO უნდა იყოს მზად, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გამართულ პრესკონფეენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, დახმარების და უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის დამსახურებაა, რომ ბრძოლის ველზე სურათი ყოველდღიურად იცვლება. „ველოდები, რომ დღეს და ხვალ მინისტრები იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაზრდელად. მოკავშირეები აწვდიან შეიარაღებას უკრაინას, მათ შორის ტანკსაწინააღდმეგო შეიარაღებას, ასევე, ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს, სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებას, მსქუბუქ და მძიმე შეიარაღებასაც. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის, რასაც აკეთებენ მოკავშირეები, მნიშვნელოვანია და ეს მოიცავს მძიმე სისტემებსაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.  ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ბორის ჯონსონი: ქალაქ ბუჩაში ახლო მანძლიდან გადაღებული სხეულების ხილვა გენოციდისგან არაფრით განსხვავდება

"ქალაქ ბუჩაში ახლო მანძლიდან გადაღებული სხეულების ხილვა გენოციდისგან არაფრით განსხვავდება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება ბუჩაში, ეს იმის გამოვლინებაა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სჩადის, რაც ჩემთვის გენოციდს არაფრით ჩამორჩება. შესაბამისად, არც ხალხის რეაქციაა გასაკვირი“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.  ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორისა პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი.  აშშ-ის სანქციები ეხება რუსეთის უშიშრობის საბჭოს წევრებს, ექს-პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს. მოქმედ პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს. სანქციების შედეგად გაეთიშებიან აშშ-ის ფინანსურ სისტემას და აშშ-ში მატი ყველა აქტივი გაიყინება. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.  ასევე წაიკითხეთ მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა.    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას  შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.  ხაზი გაესვა,  რომ 2022 წელს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას.    ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს შვედეთის სამეფოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისა და ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას.   პეტერ ჰულთქვისტმა  პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა შვედეთის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.     შეხვედრას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ულრიკ თიდესტრომი, თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის  დირექტორი იოჰან ლაგერლოფი  და  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან

მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან ერთ-ერთი სასწავლი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მხარი დაუჭიროს NATO-ს ახლო და ღირებულ პარტნიორებს, მაგალითად საქართველოს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.  სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ნაწილს.  „უმჯობესია, ასეთ ქვეყნებს დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ის იქნება, თუ როგორ შეგვიძლია იმ პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა კიბერსივრცის, უსაფრთხოების კომუნიკაციებისა და  სხვა გზების მხრივ, რათა საქართველომ შეძლოს რუსეთის მხრიდან ზემოქმედებაზე წინააღმდეგობის გაწევა. NATO-ს კარი ღია რჩება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  6-7 აპრილს NATO-ს მინისტერიალზე მიწვეულები არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო მინისტრებიც.  შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.  6 აპრილს შეხვედრა დახურულ ფორმატში დაიწყება. 7 აპრილს იგეგმება ორი სესია. ამასთან სესიებზე ალიანსის წევრების გარდა მოწვეული არიან NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო ფინეთი და შვედეთი.  შეგახსენებთ, რომ 24 მარტს NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ.  ასევე წაიკითხეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა

ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან გუბურა სისხლისფრად შეღებეს

ლიეტუვაში, ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან მდებარე გუბურა სისხლისფრად შეღებეს. ამ პერფორმანსით ლიეტუვამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტეს  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქცია-პერფორმანსი ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. რაც შეეხება საღებავს, ის ცხოველებისთვისა და მცენარეებისთვის უსაფრთხოა.  ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცახდა, რომ ომის დანაშაულების არ აღიარებით, რუსეთის რეჟიმი „ნაცისტების მსგავსად მოქემედებს“. 29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვისას, ყველა გამომსვლელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე. ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული დოკუმენტის კანონად ქცევის გზაზე შემდეგი ეტაპი გახლავთ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე დამტკიცება, რის შემდგომაც, კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის სენატს მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას, სიტყვით გამოვიდნენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი და კონგრესმენები ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი. გრეგორი მიქსის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია. "დღეს როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული გვერდში მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც, თავის მხრივ გახლავთ გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედი,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. თავის გამოსვლაში კონგრესმენმა კონოლიმ ისაუბრა საქართველოს მნიშნველოვან როლზე და აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, დაამტკიცა თანამშრომლობის მზაობა და სურვილი ნატო-სა და დასავლეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. "ამის საპასუხოდ, აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს რუსეთის ნებისმიერი აგრესიისა თუ შეჭრის თავიდან აცილებაში. აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს წინანდელი ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისაკენ და სანქციების დაწესებისაკენ იმ პირების მიმართ, რომელთაც განახორციელეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რისი დამადასტურებელი მაგალითებიც სახეზე გვაქვს, როგორიც გახლავთ ადამიანთა გატაცებები, მკვლელობები და დაკავებები", - აღნიშნა ჯერი კონოლიმ. ადამ კიზინგერმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და მათ ფონზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. "რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ დღეს სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს. იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას გააჩნდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით", - განაცხადა კიზინგერმა.

„პატრიოტთა ალიანსი“ ინაშვილისა და თარხან-მოურავის ვიზიტზე: დასამალი არაფერია, ჩამოვლენ და პრეს-კონფერენციას გამართავენ

europetime-მა კითხვით მიმართა „საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსს იმყოფებიან თუ არა მათი პარტიის ლიდერები მოსკოვში. პარტიის ოფისმა დაადასტურა, რომ ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი საქართველოში არ იმყოფებიან, თუმცა სად არიან პარტიის ლიდერები ამის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.   „დასამალი არაფერია, დაბრუნდება ირმა ინაშვილი საქართველოში და პრეს-კონფერენციას გამართავს“, - განუცხადეს europetime-ს „პატრიოტთა ალიანსში“.  მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი შეხვდა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარეს, დავით თარხან-მოურავს და გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს.  როგორც ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ასწლოვანი მეგობრობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან კონტაქტების გაფართოებას", - განაცხადა ჯაბაროვმა. ამავე ვებგვერდის ცნობით, დავით თარხან-მოურავმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია. მან ასევე ილაპარაკა რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების სამომავლო მხარდაჭერასა და განვითარებაზე. შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.