ძებნის რეზულტატი:

აშშ: გავანადგურეთ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მომუშავე ბოტების ქსელი უკრაინაში

დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცახდა, რომ უკრაინაში რუსების სპეცსამსახურების სასარგებლოდ მომუშავე ბოტების ქსელი გაანადგურა. ინფორმაცია უწყების ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.  ბოტების გამოვლენის ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის ფედერალური ბიურო.  სანქცირებული ოპრეაცია ბოტების ქსელის წინააღმდეგ 2022 წლის მარტში ჩატარდა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ბოტების ქსელს კავშირი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბთან და დაზვერვის მთავარი სამმართველოსთან.  ოპერაციის მსვლელობისას განადგურდა ინტერნეტთან დაკავშირებული ბრაუზერები, რომლებსაც Sandworm იყენებდა ქვემდებარე ბოტნეტის მართვისა და კონტროლისთვის. 

Forbes: დონალდ ტრამპის ქონება წელიწადში $600 მილიონით გაიზარდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება $2,4 მილიარდიდან ერთ წელიწადში $3 მილიარდამდე გაიზარდა. ამის შესახებ Forbes მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით წერს. 2021 წელს დონალდ ტრამპმა შექმნა თავისი სოცილური პლატფორმა Truth Social, რომელსაც Trump Media მართავს.   თუმცა მისი კაპიტალის ძირიტადი ნაწილია უძრავი ქონება ნიუ-იორკში. ტრამპმა მიიღო $430 მილიონი ინვესტორებისგან Trump Media-ში.  Forbes მილიარდერების რეიტინგში დონალდ ტრამპი 1076-ე ადგილზეა. 

Reuters: ჩინეთი რუსეთთან ახალი ნავთობკონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებს

ჩინეთის სახელმწიფოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთთან ნავთობის არსებულ კონტრაქტებს იცავენ, თუმცა, მიუხედავად დიდი ფასდაკლებებისა, ერიდებიან ახალ შესყიდვებს. ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აზიის უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპანია Sinopec-ი, ასევე CNOOC-ი, PetroChina და Sinochem -ი კვლავ ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან. ჩინურ სახელმწიფო ფირმებს ნავთობის დამატებითი მოცულობის შეძენით არ სურთ ღიად დაუჭირონ მხარი მოსკოვს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ვაშინგტონმა ქვეყანაში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა რუს წერსულ ექსპორტიორებს, „როსნეფტსა“ და „გაზპრომნეფტს“ სანქციები დაუწესა. „SOE-ის წარმომადგენლები ფრთხილად არიან, რადგან სანქციების ფონზე, მათ არ სურთ რუსული ნავთობის იპორტიორებად გამოჩნდნენ", - ამბობს ერთ-ერთი ანონიმური პირი Reuters-თან ინტერვიუში.  ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, რუსეთიდან დღეში 1,6 მილიონ ბარელს ყიდულობს. წყაროებზე დაყრდნობით, ჩინეთის სახელმწიფო ფირმები მიყვებიან რუსეთთან არსებულ გრძელვადიან კონტრაქტებს, თუმცა მათი გახანგრძლივებისგან ან ახალი შეთანხმებებისგან თავს იკავებენ. ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ბრიტანეთმა „სბერბანკსა“ და 8 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა

ახალი შემზღუდავი ზომების თანახმად, ლონდონი რუსეთის ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას კრძალავს და ბანკების გარდა 8 ოლიგარქს სანქციებს უწესებს. სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობის რუსეთში ექსპორტისა და რუსეთის ფედერაციიდან ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, სანქცეიბი უწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკ "სბერბანკს" და მოსკოვის საკრედიტო ბანკს. ამავდროულად, გაფართოვდა ლონდონის მიერ სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეთა სია და დაემატა 8 ფიზიკური პირი (ოლიგარქი): სერგეი ივანოვი "ალროსა"; ანდრეი აკიმოვი "გაზპრომბანკი"; ალექსანდრე დიუკოვი "გაზპრომნეფტი"; სერგეი კოგოგინი "კამაზი", ანდრეი გურიევი "ფოსაგრო"; ვიაჩესლავ კანტორი "აკრონი"; ლეონიდ მიხელსონი "ნოვატეკი"; ბორის როტენბერგი  „გაზპრომნეფტი“; ამასთან, ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს. 5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა

საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე 

საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია  აღნიშნული.  კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და EFTA-ს ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უერთდებიან დეკლარაციას. დეკლარაცია მტკიცედ გმობს მხეცობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს. „მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა“, - აღნიშნულია დეკლარაციაში. ევროპული საბჭო მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა, რომელიც დანაშაულების ჩადენის მომენტში კიევის ოლქის ქალაქებს აკონტროლებდა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი. 29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა უკრაინასთან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რათა სამხედრო დანაშაულებზე მტკიცებულებები შეაგროვოს  

„ყველამ ვნახეთ შემზარავი კადრები ბუჩადან და სხვა რაიონებიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსეთის ჯარები გავიდა. გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის მივუსამძიმრე და ამ საშინელ დროს ევროკომისიის სრული მხარდაჭერა აღვუთქვი. ეს უკიდურესი სისასტიკე არ შეიძლება და არც დარჩება უპასუხოდ“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის დამტკიცებამდე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საშინელი დანაშაულების ჩამდენნი დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. „ევროკავშირმა უკრაინასთან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. მისი ამოცანაა შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიძიოს სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები უკრაინაში. რუსეთი სასტიკ და დაუნდობელ ომს არა მხოლოდ უკრაინის მამაცი ჯარების, არამედ მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც აწარმოებს. ამ კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე მაქსიმალური ზეწოლის შენარჩუნება. სანქციების ოთხმა პაკეტმა მძიმე დარტყმა მიაყენა და შეზღუდა კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები. ხელშესახებ შედეგებს ვხედავთ. მაგრამ ცხადია, მოვლენების გათვალისწინებით, ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. დღეს შემოგვაქვს წინადადება, ჩვენი სანქციები მეტად გავაძლიეროთ. სანქციებს გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ, რათა რუსეთის ეკონომიკაში უფრო ღრმად შეიჭრნენ“,- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი მნიშვნელოვანია და რუსეთს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს. „ამ მეხუთე პაკეტს აქვს ექვსი მიმართულება. პირველ რიგში, დავაწესებთ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რომლის ღირებულება წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს სანქცია რუსეთს შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს. მეორე:ტრანზაქციების სრულად აკრძალვა ოთხ მთავარ რუსულ ბანკთან, მათ შორის სიდიდით მეორე - VTB ბანკთან. ამ ოთხ ბანკს, რომლებიც ჩვენ ბაზრებს  სრულად ჩამოვაშორეთ, რუსეთის საბანკო სექტორში საბაზრო წილის 23% უკავიათ.ეს რუსეთის ფინანსურ სისტემას კიდევ უფრო შეასუსტებს. მესამე: რუსეთის გემებისა და რუსეთის სარგებლობაში მყოფი გემებისათვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა. გარკვეული გამონაკლისები შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე - ენერგომატარებლებს.  გარდა ამისა, დავაყენებთ წინადადებას რუსეთის და ბელარუსის საგზაო სატრანსპორტო ოპერატორებისთვის აკრძალვების დაწესების თაობაზე. ეს რუსეთის სამრეწველო დარგს საჭირო ნაწარმის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუზღუდავს. მეოთხე: 10 მილიარდი ევროს მოცულობის ექსპორტის აკრძალვა ისეთ მიზნობრივ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ყველაზე დაუცველია. ამაში შედის, მაგალითად, კვანტური კომპიუტერები და თანამედროვე ნახევარგამტარები, აგრეთვე მაღალი სიზუსტის მოწყობილობები და სატრანსპორტო ტექნიკა. ამით რუსეთის ტექნოლოგიური ბაზის და სამრეწველო სიმძლავრეების დასუსტებას გავაგრძელებთ. მეხუთე: ახალი აკრძალვები იმპორტზე, 5.5 მილიარდი ევროს ღირებულებით, რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის ფულის ნაკადის შესამცირებლად ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ხის მასალა თუ ცემენტი, ზღვის პროდუქტები თუ ალკოჰოლური სასმელები. ამით რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ კავშირებს დავასუსტებთ. მეექვსე: მივიღებთ რიგ მიზანმიმართულ ზომებს, როგორიცაა რუსული კომპანიებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა, ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება როგორც ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. იმიტომ, რომ ევროპელთა მიერ გადახდილი გადასახადების თანხები რუსეთში არანაირი ფორმით ან სახით არ უნდა მოხვდეს. და ბოლოს, ასევე გთავაზობთ სანქცირებული პირების სიის გაფართოებას, რასაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აგიხსნით. მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით და ვმსჯელოებთ წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ იდეაზე, როგორიცაა გადასახადები ან გადახდის კონკრეტული არხები, როგორიცაა პირობითი დეპონირების ანგარიშები. დღეს მსგავს სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს. მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. მკაფიო პოზიცია პუტინის ომის არჩევანის წინააღმდეგ. მკაფიო პოზიცია მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ და მკაფიო პოზიცია მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის წინააღმდეგ“, - განაცახადა ევროკომისის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.  ასევე წაიკითხეთ:  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ

7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ინტერვიუში განაცხადა. „აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ქვეყნების ნაწილი მზად არის უკრაინას მხარი სრულად დაუჭიროს, ნაწილი კი არა და სწორედ ამიტომ, საჭიროა შეხვედრა მრჩევლების დონეზე და პოტენციური დოკუმენტის პუნქტების განხილვა. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“  ბარბარა ვუდვორდი: დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს Reuters: გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვისახალი ამბებიუცხოეთი La Repubblica: იტალია მზადაა უკრაინის ნეიტრალეიტეტის გარანტორი გახდეს

აშშ არ მიიღებს მონაწილეობას G-20-ის ფინანსური ლიდერების შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ მიიღებენ მონაწილეობას მიმდინარე წელს „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება. ამის შესახებ Bloomberg წერს.  მოგვიანებით პრეს-სპიკერმა განმარტა, რომ იელენი გულისხმობდა ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკის მმართველების შეხვედრას, რომელიც 20 აპრილს ვაშინგტონშია დაგეგმილი.  „მე გასაგებად ვუთხარი ჩემს ინდონეზიელ კოლეგებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგ შეხვედრებში, თუ რუსები იქ იქნებიან", - თქვა იელენმა.  ინდონეზია 2022 წელს „დიდი ოცეულის“ მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერთა სამიტი ბალიში მიმდინარე წელს ნოემბერში გაიმართება.  G-20-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები მასპინძელ ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. აპრილის სესიის გამართვა იგეგმება ვაშინგტონში „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა" და „მსოფლიო ბანკის" საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში. ასევე წაიკითხეთ  Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

მარიუპოლის მერი: ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა

მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას, 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაწვეს. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ თქვა. ქალაქის მერის თქმით, მარიუპოლი, რომელიც ბოლო დრომდე განვითარების სიმბოლო იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსმა დამპყრობლებმა. კერძოდ, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი. აქედან მინიმუმ 40% აღდგენას აღარ ექვემდებარება. „მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვია. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოზე, თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დრამატული თეატრზე თავდასხმა, სადაც იმ დროს 900-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია", - ამბობს ბოიჩენკო. 29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას 

BBC: ვინ არიან პუტინის ქალიშვილები

აშშ პირველად უწესებს სანქციებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოჯახის წევრებს. თეთრი სახლის ვებგვერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სანქციები პუტინის „სრულწლოვან“ შვილებს დაუწესდებათ.   ვინ არიან პუტინის ქალიშვილები - ამის შესახებ BBC-მ რამდენიმე მედიაზე დაყრდნობით დაწერა.    რა არის ცნობილი პუტინის ქალიშვილებზე რუსეთის პრეზიდენტს ჰყავს ორი შვილი ლუდმილა პუტინასთან ქორწინებაში, რომელთან გაყრის შესახებაც მან 2013 წელს გამოაცხადა.  რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობს შვილებზე, მან ქალიშვილებთან გადაღებული ფოტო, ბოლოს 2002 წელს გამოაქვეყნა.  The New Times ცნობით, პუტინის უფროსი ქალიშვილია მარია ვორონცოვა. სააგენტო Reuters-მა 2015 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ფუნდამენტური მედიცინის კურსდამთავრებულია და კარიერას ენდოკრინოლოგიაში იკეთებს. ასევე მედია წერდა, რომ უფროსი ქალიშვილი ბიზნესმენ იორიტ იოსტ ფასენის მეუღლეა და ნიდერლანდებში ცხოვრობს. 2022 წლის მარტში გამოცემა Follow The Money დაუკავშირდა ფასენს, მან განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა პუტინის ქალიშვილზე დაქორწინებული.  ვორონცოვა - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია. 2017 წელს მან დისერტაცია დაიცვა თემაზე „ჰიპოფიზის ჯირკვლის მქონე ბავშვების მკურნალობა ზრდის ჰორმონის პრეპარატებით: სამედიცინო და ეკონომიკური ასპექტები“.  როგორც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაარკვია, მარია ვორონცოვა არის კომპანია Nomeco-ს თანამფლობელი, რომელიც ჩართულია რუსეთის ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი კერძო საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში. პუტინის ოჯახის ნაცნობმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილია. პუტინის უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა, როგორც სააგენტობი Reuters და Bloomberg 2015 წელს წერდნენ „ნაციონალური ინტელექტის განივითარების“ ფონდი დირექტორია. ეს ინფორმაცია BBC-ის რამდენიმე წყარომაც დაადასტურა.  ამასთან ტიხონოვა პუტინის შვილად აშშ-ის ფინანსთა მინისტრის პრეს-რელიზშიც იყო დასახელებული 2018 წლის 6 აპრილს. თავად პუტინი მასთან ნათესაურ კავშირს არც არასდროს ადასტურებდა და არც უარყოფდა.  2019 წლის მაისში BBC-ის ჟურნალისტები დაესწრნენ ტიხონოვას საკანდიდატო დისერტაციის დაცვას ლომონოსოვის სახელობის მექანიკის ინსტიტუტში. ტიხონოვას შრომა მიეძღვნა ვესტიბულური აპარატის შესწავლას და მისი ერთ-ერთი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ სადოვნიჩი. 2019 წლის დეკემბერში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, BBC-ის კორესპონდენტმა ფარიდა რუსტამოვამ პუტინს დაუსვა კითხვა მისი ქალიშვილების შესახებ, მაგრამ მან პირდაპირ არ უპასუხა. „თქვენ ახსენეთ ერთი ქალი, მეორე. თქვენ ახსენეთ მათი პირადი წილები, ბიზნესის მოცულობა. თქვენ უბრალოდ მიუთითეთ ფაქტი, როცა ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, როგორი ბიზნესია, არის თუ არა ის იქ, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება“, - თქვა პუტინმა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება

ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები და რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში, კიევი მაინც გაიმარჯვებს. კონფლიქტი შესაძლოა, გაჭიანურდეს, თუმცა ის ვერ ხედავს ვერც ერთ პოტენციურ სცენარს, სადაც კიევი არ იმარჯვებს", - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინაში 150-მდე დაზიანებული, ან განადგურებული ძელგია

რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინაში 150-მდე დაზიანებული, ან განადგურებული ძელგია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ,,ტვიტერის" გვერდზე წერს. ,,წინასწარი შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად, 150-ზე მეტი ძეგლი და კულტურული ობიექტი ნაწილობრივ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა უკრაინაში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ლიზ ტრასი: უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დიდი შვიდეული და NATO აძლიერებენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დიდი შვიდეული და NATO აძლიერებენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. „უკრაინაში პუტინის მიმდინარე აგრესიის წინაშე, დიდი შვიდეული და ნატო აძლიერებენ ძალისხმევას სანქციებსა და შეიარაღებაზე. გაერთიანებული სამეფო რუსული ენერგორესურსების სრულ იმპორტს კრძალავს. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მეტ ბანკს და ვაძლიერებთ ჩვენი შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. ქრისტიანული ლიტერატურის მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. ახალი აღთქმის თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების მიხედვით, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.        

უკრაინის უმაღლესი რადა: მადლობა საქართველო. უკრაინელები ქართველების მხარდაჭერას გრძნობენ

უკრაინის უმაღლესი რადა, საქართველოში, რუსთაველის გამზირზე, ბუჩაში, რუსეთის შემოჭრის შედეგად გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად გამართულ აქცია-პერფორმანსს ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულის ვიდეოს აქვეყნებს. ,,მადლობა საქართველო. უკრაინელები ქართველების მხარდაჭერას გრძნობენ", - ნათქვამია უმაღლესი რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ რუსთაველის გამზირზე ბუჩაში, რუსული ძალების მიერ მოკლული ადამიანებისთვის პატივის მისაგებად, აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც ადამიანები, ბუჩაში გარდაცვლილების მსგავსად, მიწაზე ხელებშეკრული დაწვნენ.

საქართველოში COVID19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 420 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 205 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის - 2.32% ხოლო 7 დღის - 1.9%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 987-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 26, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 930 საიდანაც, 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 230, აჭარაში - 23, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 72, აჭარაში - 18, იმერეთში - 10. 3 504 ადამიანი სახლში მკურნალობს.

ჟოზეფ ბორელი: გავაგრძელებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას

ზელენსკის აქვს ბევრი მხარდაჭერა, კარგი სიტყვები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია პრაქტიკული საკითხები, მეტი სამხედრო შესაძლებლობა აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ NATO-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა. როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად კიევში ჩასვლას გეგმავს. „ყველამ იცის, იმ სისასტიკეების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია ბუჩაში და სხვა ახლომდებარე დასახლებებში კიევის ოლქში. უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავალთ კიევში, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ გავიგებთ უკეთესად, რა ხდება იქ“, – განაცხადა ბორელმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

დმიტრო კულება: მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება

მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, სურვილის ნაკლებობას, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ NATO-ს კოლეგებთან პირადად შეხვედრის წინ, დმიტრო კულებამ განაცხადა. ,,მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, სურვილის ნაკლებობას, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობის მიზანს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათი „დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო“ ქმედებების გამო გააძევა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყნა არაუგვიანეს 12 აპრილამდე უნდა დატოვონ. შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.  ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ: რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

იენს სტოლტენბერგი: ყოველდღიურად წინ ვუდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას

ყოველდღიურად წინ ვუდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ყოველდღიურად წინ უდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს გაეროს ქარტიაშია წერია. აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას. ნატო ამარაგებს უკრაინას იარაღით, მაგრამ ნატო არ აგზავნის უკრაინაში ჯარისკაცებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ის უკრაინას არ გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი. ამიტომ დახმარებასთან ერთად ვმუშაობთ, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთაზე“, - აცხადებს სტოლტენბერგი. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას