ძებნის რეზულტატი:
ჯონსონი რუსებს: პუტინმა იცის, თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით
რუსი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს. რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ნაწილებში ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა. „მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, ხელებშეკრულები დახვრიტეს. ქალები შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეულები სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს, ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი მთავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც სამხედრო სამსახურში წასვლის დროს ამაყად ემშვიდობებოდა შვილს და მან იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. ლაქა, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდი და წარუშლელი გახდება, სანამ ეს ომი გრძელდება. მაგრამ მხოლოდ ჩემს სიტყვებს ნუ დაიჯერებთ. რაც თქვენ გჭირდებათ, VPN კავშირია, რათა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოთ და როდესაც სიმართლეს აღმოაჩენთ, გააზიარეთ ის. პასუხისმგებელი ადამიანები პასუხს აგებენ და ისტორია დაიმახსოვრებს, თუ ვინ არ იმჩნევდა ამ ყველაფერს. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, - განაცხადა ჯონსონმა. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ
მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება
ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს. Bloomberg წერს, რომ პუტინის ქალიშვილებისადმი, კატერინასა და მარიას მიმართ სანქციების დაწესება ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან გაურკვეველია, ფლობენ თუ არა ისინი მნიშვნელოვან აქტივებს რუსეთის ფარგლებს გარეთ. პუტინის ქალიშვილების ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული, მათ სხვადასხვა გვარი აქვთ. კრემლს არასოდეს დაუდასტურებია პუტინის ქალიშვილების სახელები და არ გაუვრცელებია მათი სრულწლოვნების პერიოდში გადაღებული ფოტოები. 2015 წელს პუტინმა ქალიშვილების შესახებ რამდენიმე დეტალი გაამჟღავნა. მათ შორის, აღნიშნა, რომ ორივემ დაამთავრა რუსული უნივერსიტეტები და საუბრობენ არაერთ ენაზე. 36 წლის მარია ვორონცოვა Nomenko-ს თანამფლობელია. 37 წლის კატერინა ტიხონოვა კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს მართავს. 5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
Twitter მომხმარებელს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს აღარ ურჩევს
კომპანია Twitter-ში აცხადებენ, წაშლიან იმ ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოებს, სადაც ტყვეები არიან გამოსახული. ეს ეხება იმ ანგარიშებს, რომლებიც კავშირში არიან იმ მთავრობებთან და სახელმწიფოებთან. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, პირველ რიგში ეს ზომები რუსეთის ხელისუფლებაზე მოახდენს გავლენას, რადგან ახალი წესის მიხედვით, რუსული სამთავრობო მედიის ანგარიშები არ გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე, არც ძიებისას ან "აღმოჩენის" ფუნქციის გამოყენებისას. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს დააზარალებს რუსეთის მთავრობის 300-ზე მეტ ანგარიშს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ი ცენზურაში დაადანაშაულა. კერძოდ კომპანიამ ინგლისურენოვანი შეტყობინება დამალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე. სადაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური თეზისები იყო განთავსებული.
WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა
აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტში რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი „სბერბანკი“ მოხვდა. ცნობილია, რომ ევროკავშირი ამ ბანკის სანქციების ქვეშ მოქცევაზე ამ დრომდე თავს იკავებდა. ამის შესახებ WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტში აკრძალვები ვრცელდება რუსეთში განსახორციელებელ ახალ ინვესტიციებზე და მსხვილ ბანკებში არსებულ უცხოურ აქტივებზე. ძირითადად სანქციები შეეხებათ რუსეთის მსხვილ ბანკებს, მათ შორის იგეგმებას „სბერბანკის“ აქტივების გაყინვა. სანქციების ახალ პაკეტში ჩართული იქნება „ვითიბი ბანკი“ და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც სანქციები ადრეც ამოქმედდა. ახლა კი ზეწოლა გაძლიერდება. ასევე აშშ-ის სანქციები გავრცელდება რუსეთის ოფიცილურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. 5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
აშშ რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო რუსულ darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. ამის შესახებ Reuters წერს. უწყების ცნობით, კრიპტობირჟები ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ფუნქციონირებენ. „მნიშვნელოვანი გზავნილია კრიმინალებისთვის, რომ ვერ დაიმალებიან darknet-სა თუ მათ ფორუმში". - თქვა ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა. სანქციები Hydra-სა და კრიპტოვალუტა Garantex-ს დაუწესდა. ახალი სანქციებით, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ, მიიღონ ან განახორციელონ ნებისმიერი კონტრიბუცია, მომსახურება Hydra-სა თუ Garantex-ზე. ბლოკჩეინის მკვლევართა აზრით, 2019 წელს რუსული კრიპტო ბირჟების მიერ მიღებული ბიტკოინების დაახლოებით 86% Hydra-ს ეკუთვნის, რომელსაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო "ყველაზე დიდ და ცნობილ darknet-ის ბაზრად" აფასებს. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეუერთდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-ს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც განაცხადა, რომ დახურეს Hydra-ს სერვერები გერმანიაში და ამოიღეს 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. დახურვამდე, DarkMarket-ს, საშუალოდ 500 000 მომხმარებელი ჰყავდა და ევროპოლის მიხედვით, აქ ჯამში განხორციელდა 320 000 ტრანზაქცია. ამ ბაზარზე ვაჭრობდნენ ისეთი არალეგალური საქონლით, როგორიცაა ნარკოტიკები, ყალბი ფული, მოპარული საკრედიტო ბარათების დეტალები თუ მავნე კომპიუტერული პროგრამები. ევროპოლის შეფასებით, DarkMarket-ზე დღევანდელი კურსის ექვივალენტური 140 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქცია გაიყიდა, ბიტკოინისა და მონეროს კომბინაციით.
ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინას 100 მილიონის ღირებულის ანტისატანკო სისტემა „ჯაველინებს“ გადასცემს. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
აშშ-ის თავდაცვის მდივნი: აშშ განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს
"აშშ განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნმა, ლოიდ ოსტინიმ განაცხადა. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. „თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო. საკუთარ გამხსნელ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით“. ამასთან, თავდაცვის მდივანმა ისაუბრა, ამერიკის დახმარებაზე უკრაინის მიმართ. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები. გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება. თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა მათი თქმით წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
უკრაინის პროკურატურა: რუსული ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 468 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ კიევის მიმდებარე ახლად გათავისუფლებულ ქალაქებს „წამებული რეგიონები“ უწოდა. „რუსეთი იქნება პასუხისმგებელი ბუჩაზე ჰააგაში“, - განაცხადა ვენედიქტოვამ. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მდივნი: აშშ განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%, ბოლო 14 დღის - 2.43% ხოლო 7 დღის - 1.98%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 38, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 44, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 327 საიდანაც, 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 244, აჭარაში - 22, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 118 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 16, იმერეთში - 10. 3 882 ადამიანი სახლში მკურნალობს.
მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ
მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინსტრმა, ანალენა ბერბოკმა რუმინელ და ფრანგ კოლეგებთან, ასევე მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გავაძლიერებთ მოლდოვის მდგრადობას ასევე ფინანსურ სფეროში. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით მხარი დავუჭიროთ მოლდოვას სესხებით, საბიუჯეტო მხარდაჭერით და სხვა ფინანსური დახმარებით, 695 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა ბერბოკმა. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
მიკროპროცესორების მომწოდებელი ამერიკული კომპანია Intel-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს
მიკროპროცესორების მომწოდებელმა ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, ამერიკული Intel-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დაუყოვნებლივ ვაჩერებთ ყველა საქმიან ოპერაციას რუსეთში. ეს ჩვენი წინა გადაწყვეტილების გაგრძელებაა, როდესაც რუსეთსა და ბელარუსში მიწოდების შეწყვეტის შესახებ განვაცხადეთ“, - აღნიშნულა განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს.
უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ უკრაინის სამ დასახლებაზე დობრიანკაზე, ნოვოვოზნესკოესა და ტრუდოლიუბოვკაზე დაკარგა კონტროლი
რუსეთის არმიამ უკრაინის სამ დასახლებაზე დობრიანკაზე, ნოვოვოზნესკოესა და ტრუდოლიუბოვკაზე დაკარგა კონტროლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბის ინფორმაციით, მიმდინარეობს ბრძოლა ალექსანდროვკასთვის. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს
უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „თავიდანვე მკაფიოდ ვსაუბრობდით სამეზობლოში ომზე: ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს. ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული აქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
დედაქალაქში, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას ითვალისწინებს. „სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მთელი რიგი რეფორმები განვახორციელეთ. გვყავს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ვგეგმავთ. ასევე, ყოველდღიურად ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს. დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული, კომფორტული და სწრაფი იყოს. ამ მიზნით, შესაბამისი პროექტები ხორციელდება. ყველა ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, საავტობუსე ზოლებს ვაწყობთ. ეს მიდგომებია განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც იგივე ნაბიჯებს ვდგამთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება, პრინციპულად მნიშვნელოვანია.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი: ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ მათ ავტორებს ეკუთვნით. „ეს არის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომ ევროპარლამენტარებს დაეხმარონ დასკვნების გაკეთებაში, სიტუაციის შეფასებაში. რაც შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელსაც ანგარიში ეხება, იქნება ეს პოლარიზაცია პოლიტიკურ თუ მედია სივრცეში, მართლმსაჯულება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს საკითხები წამოწეული იყო, როგორც ბრიუსელის მხრიდან, ასევე პირადად ჩემს განცხადებებშიც. ამ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე დისკუსიებს საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს, გაგრძელდეს. კომისია მალე გამოიტანს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით. მოკლედ, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტი: 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით
ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი: იმედი მაქვს, მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებს ოლქის დატოვებას
აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკის ოლქის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებს ოლქის დატოვებას იქამდე, ვიდრე ეს უსაფრთხოა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. მათივე ცნობით, რუსეთის ჯარი გადაჯგუფებისთვის და დონბასის მიმართულებით ახალი შეტევისთვის ემზადება. „როგორც ხედავთ, რუსები ყოველთვის არ ასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებს. მივმართავ ლუგანსკის რეგიონის ყველა მცხოვრებს - ევაკუაცია მოახდინოს, ვიდრე ეს უსაფრთხოა... სანამ არის ავტობუსები და მატარებლები - ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით“, - წერს ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი Telegram-ზე. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია
"უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენიმ განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას. „მხოლოდ შვიდი კვირის წინ, ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება კიევის შემოგარენში, თუმცა გასულ კვირას, ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა. ის მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით. ჩვენ ყველამ ვიხილეთ შემზარავი სურათები ბუჩადან. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვინც ახლა, რუსეთის არმიის წასვლის შემდეგ, თავისუფლად საუბრობს. „ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ“, თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა პუტინის სამხედროების შესახებ. აი, ეს ხდება, როდესაც პუტინის სამხედროები იკავებენ უკრაინულ ტერიტორიას. ისინი ამას გათავისუფლებას უწოდებენ. არა, ჩვენ ვუწოდებთ ამას სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ ნამდვილად უნდა დავარქვათ ამას თავისი სახელი. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი ადგილზე მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე. დამნაშავეებმა უნდა გადაიხადონ. ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟირინოვსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება COVID19-ით ინფიცირებამ გამოიწვია.
კახა კალაძე დმიტრო კულებას განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. კალაძის თქმით, ბრალდება იყო უკრაინის მხრიდან და სწორედ მათგან ელოდებიან ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც. „საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩვენ მოვისმინეთ ბევრი სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარისგან. მათი მხრიდან იყო გაჟღერებული სამარცხვინო ბრალდება და კეთილი ინებონ, წარმოადგინონ თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ“, – განაცხადა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: თეა წულუკიანი ვერეშჩუკს: საზღვრები კონტროლდება, დანარჩენი ყველაფერი ბინძური ტყუილია
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის შედეგი. „ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას. ეს არის რასაც უკრაინელები ჩვენგან ელოდებიან და ეს არის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ რუსეთზე და დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ჩვენ უკრაინას უკვე გადავეცით ერთი მილიარდი ევრო. ეს თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენ იგივე თანხას ვუხდით პუტინს ყოველდღე ენერგიისთვის. ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ პუტინს 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ ეს უკრაინისთვის გაწეულ ერთ მილიარდ ევროს. ეს განსხვავება ხაზს უსვამს იმას, რომ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული