ძებნის რეზულტატი:
დარჩიაშვილი კულებას: ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას
"მადლობას ვუხდი დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის" - საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინელ კოლეგას Twitter-ზევე პასუხობს. "დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ" - წერს ილია დარჩიაშვილი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას ელის. მანამდე უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას. ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 15:02 საათზე მოხდა და მისმა სიმძლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც ასევე სოფელ სამებასთან იყო. ბიძგები დღეს თბილისის დროით 10:43 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
პესკოვი ბუჩაზე: ესაა კარგად მართვადი შოუ
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცახდა, რომ ბუჩაში შექმნილი ვითარება დადგმული შოუა. ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ბუჩის კადრები არის "კარგად მართული ტრაგიკული შოუ". "მოვლენების მთელი მიმდინარეობა, უზარმაზარი მონაცემები, ფაქტობრივი მტკიცებულებები მიუთითებს გაყალბებაზე. ცდილობდნენ რუსული არმიის შეურაცხყოფას".- ამბობს პესკოვი. კრემლის სპიკერმა უშიშროების საბჭოს წევრებსა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, თავი დააღწიონ სიტუაციის ემოციურ აღქმას. "მონაცემები იყო წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა თვალი და ყურები დახუჭა და არაფრის მოსმენა არ უნდა".- თქვა მან. მანამდე სახელმწიფო დუმამ ბუჩაში შექმნილ ვითარებას რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართული პროვოკაცია უწოდა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე ავრცელებს: რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს; 4 მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა, მათ შორის VTB, სიდიდით მეორე რუსული ბანკთან; ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთის, ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლის აკრძალვა; 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო შეზღუდვები მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის, მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები; მიზანმიმართული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა. ასევე, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა; უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ
რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვიცით, რომ საქართველოს პრემიერს აქვს ძალიან მჭიდრო ნდობითი ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან და ამან თავისი შედეგებიც გამოიღო, მოხდა შეთანხმება ნაღმების რუკის გაცვლასთან დაკავშირებით, ასევე, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება, ნდობითი ურთიერთობების აღდგენის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა
NATO გენერალური მდივანი: მოსკოვი უკრაინაში თავის ამბიციებს არ თმობს, ახლა ჩვენ ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას
მოსკოვი უკრაინაში თავის ამბიციებს არ თმობს, ახლა ჩვენ ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას, - განაცხადა NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე. „უახლოეს კვირებში ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ შეტევებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. დონბასის მთლიანად აღებასა და ოკუპირებულ ყირიმზე გასვლას შეეცდებიან. ეს ომის გადამწყვეტი ეტაპია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა
საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.
დეზინფორმაცია/პროპაგანდა: ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათ საქართველოში?
უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე. პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც. საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათნი საქართველოში? რა როლი აქვს მედიას? და როგორ მუშაობს ომის დროს პროპაგანდისტული მედია? რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე და საომარი მოქმედებების განვლილმა 40-მა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფაქტი, რომ ომს მრავალი ფრონტი აქვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი კი საინფორმაციო ომია. ჰიბრიდული ომების ეპოქაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ინფორმაცია დეზინფორმაციისგან, რომელიც მტრის ყველაზე დიდი იარაღია, განსაკუთრებით ისეთი მტრის, როგორიც რუსეთია, რომლის პოლიტიკა სწორედ პროპაგანდისტულ ნარატივებზეა დაფუძნებული, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. რა არის დეზინფორმაცია/პროპაგანდა, რა გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, როგორ შეუძლია ჩვენი არჩევანის, მსოფლმხედველობის შეცვლა, როგორ ფუნქციონირებს ომის პირობებში და როგორ შევამციროთ პროპაგანდის გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე, ამ ყველაფერზე Europetime-თან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე საუბრობს: დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე მრავალგზის გვისაუბრია, თუმცა მიმდინარე ომის პირობებში, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა არის დეზინფორმაცია, რა არის პროპაგანდა და როგორ მოქმედებს ის საზოგადოების ცნობიერებაზე? ინფორმაციული ომი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ფსიქოლოგიური ოპერაციები, ჰიბრიდული ომი - ეს ტერმინები ხშირად იმაზე მეტ გაუგებრობას იწვევს, ვიდრე სიცხადეს. წლებია, ჰიბრიდული საფრთხეების ეპიცენტრში ვცხოვრობთ. უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე... დეზინფორმაციის ფენომენსა და საფრთხეებზე მრავალი წელია საუბრობენ ექსპერტები, ორგანიზაციები... თითქოს, რიგითმა მომხმარებელმაც გაისიგრძეგანა, როგორი მარტივია სოც-ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება - ცოტაოდენი კონტექსტის შეცვლა ფაქტობრივი მონაცემებისთვის, ცოტაოდენი ფოტოშოფი ფოტო მტკიცებულებისთვის, ცოტაოდენი ვიდეო მანიპულაცია და „ახალი რეალობაც“ მზად არის... მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ მეტ-ნაკლებად ყველამ ვისწავლეთ დეზინფორმაციის ამოცნობის მარტივი ხერხები, რატომღა ახდენს დეზინფორმაცია ასეთ გავლენას საზოგადოების ზოგიერთ ჯგუფებზე? აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ პროპაგანდა, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მაგრამ არ იგივდება დეზინფორმაციასთან. პროპაგანდა მესიჯების თანმიმდევრული და განგრძობითი სქემაა, რომელიც მომხმარებელზე ნარკოტიკივით მოქმედებს - პროპაგანდა ცხოვრების სტიმული ხდება და მის „მოსაპოვებლად“ მომხმარებელი არაფერს დაიზარებს... მაგალითად, დღეს, როდესაც ქართული ახალგაზრდული პრორუსული დაჯგუფების საქმიანობას ბლოკავს ზოგიერთი ინტერნეტ აპლიკაცია პუტინის იდეოლოგიის გავრცელების გამო, მისმა მომხრეებმა არ დაიზარეს რუსულ პლატფორმებზე დარეგისტრირება „აკრძალული სიმართლის“ მოსასმენად... ერთი რუსი სოციოლოგის გამოსვლა მახსენდება საერთაშორისო კონფერენციაზე. პოსტსაბჭოთა რუსეთის მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ანალიზის მცდელობისას, მან სხვადასხვა კვლევების საფუძველზე დაასკვნა, რომ რუს მოქალაქეს, როგორც ყოფილ საბჭოთა მოქალაქეს, არ სჯერა არანაირი ინფორმაციის, ამინდის პროგნოზსაც კი ეჭვის თვალით უყურებს და ეს ფსიქოლოგიური „თავდაცვითი მექანიზმი“ მას აიძულებს არასოდეს დაიჯეროს სიმართლეც, შედეგად კი ისევ სიცრუის მსხვერპლი ხდება... ესეთია პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ხანგრძლივად ცხოვრების ტრაგიკული შედეგები... საბჭოთა წარსულს რომ თავი დავანებოთ, პუტინის რუსეთის პერიოდში პროპაგანდის მანქანა განსაკუთრებით მძლავრად ამუშავდა ყირიმის კამპანიის შემდეგ. კრემლმა პროპაგანდით ომისთვის დიდი რესურსები დახარჯა, რადგან კარგად გააცნობიერა მისი მნიშვნელობა როგორც შიდა, ასევე გარე სივრცისთვის. უკვე წლებია მრავალი ქვეყნის მოქალაქეები ამ პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ვცხოვრობთ, რაც რიგითი ადამიანის ფსიქიკაზე მძიმედ აისახება.. ვინ არიან რუსეთის პროპაგანდის ,,ჯარისკაცები,, საქართველოში და რა არის მათი მიზანი? პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც. საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. ეს მიზანი რამდენიმე ტაკტიკურ ქვე-მიზნად თუ ეტაპად შეიძლება დავყოთ: რუსეთის უძლეველობის მითის შექმნა, აშშ-სა და ევროკავშირის დისკრედიტაცია, უიმედობის დათესვა, კოლაბორაციონიზმის მორალური გამართლება თუ პრაგმატიზმით შენიღბვა, ევროინტეგრაციის ფარსად ქცევა, რეგიონში გეოპოლიტიკური სამკუთხედის (საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი) დისკრედიტაცია და ჩამოშლა, საზოგადოებრივი პოლარიზაცია... თითოეული ამ მიზნის მისაღწევად ასობით და ათასობით მესიჯი მწყობრად მოედინებოდა წლების მანძილზე. პროპაგანდისტული მესიჯები ყოველთვის ერგება დროსა და აუდიტორიას, ანუ არის ცვალებადი, თუმცა ინარჩუნებს თავის ძირითად მახასიათებლებს და ერთობლიობაში ქმნის იდეოლოგიას. რაც შეეხება საინფორმაციო ომის პროფესიონალ, ანაზღაურებად ჯარისკაცებს, ესენი არიან პოპულისტური დაჯგუფებები და პარტიები თავისი მედია პლატფორმებით. ამგვარი ჯგუფები არ არის მუდმივი - სხვადასხვა ეტაპზე აქტიურდება სხვადასხვა ჯგუფი ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად. „მოხალისე ჯარისკაცების“ რიგიც საკმაოდ დიდია და განვლილ წლებში ახასიათებდა მუდმივი ზრდადობა. ჩვენდა დიდად სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მღვდლების გარკვეული ნაწილიც პროპაგანდის გამავრცელებლად იქცნენ ნებსით თუ უნებლიედ, რაც განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას. რა როლი აქვს დამოუკიდებელ მედიას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ომის პირობებში? როგორია პროპაგანდისტული მედიის დამოკიდებულება დეზინფორმაციის მიმართ? ომის მიმდინარეობის დროს კიდევ უფრო რთული ხდება სანდო ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, ანალიზი, რაც დიდი გამოწვევევაა მედიისთვის და ომის პერიოდში განსაკუთრებით დიდია ჟურნალისტების პასუხისმგებლობა. საბედნიეროდ, ჟურნალისტების უმეტესობას აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია, შეაჯეროს სხვადასხვა საინფორმაციო ნიუსები, წარმოადგინოს სხვადასხვა არგუმენტაცია თუ მოიძიოს ოფიციალური დოკუმენტები ჭორების თავიდან ასაცილებლად... ჩემი აზრით, პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობაზე მეტად, ქართულ ჟურნალისტიკაში პრობლემად რჩება საბჭოთა საგანმანათლებლო მემკვიდრეობა, როდესაც ჟურნალისტს არ აქვს კონკრეტული დარგის ცოდნა (მაგალითად პოლიტიკის, ეკონომიკის...) და პროფესიულ განვითარებად უმეტესად ჟურნალისტური საქმიანობის ტექნიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მიიჩნევა. დამოუკიდებელმა მედიამ უნდა გააცნობიეროს ეს პრობლემა და დასახოს გზები პრობლემის დაძლევისთვის. რაც შეეხება პროპაგანდისტულ მედიებს, რაოდენ კომიკურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში წლების მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართული კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც. ისინი საქართველოშიც ჩამოდიოდნენ და ტრენინგებს ატარებდნენ ადგილობრივი მედიებისთვის. პრობლემა ის არის, რომ მათთვის დეზინფორმაციაა ყველა ის ინფორმაციაა, რასაც არარუსული მედია საშუალებები ავრცელებენ და ჭეშმარიტი ინფორმაცია - მხოლოდ საკუთარი იდეოლოგია. პროპაგანდისტული მედია ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. იდეოლოგიზირებული მედიისთვის თუ ადამიანისთვის არჩევანი მარტივდება - თუ გჯერა ერთი ნარატივის, არ გაინტერესებს რას წერს სხვა, რეზისტენტული ხდები ყველა სხვა ინფორმაციის მიმართ... დღეს რუსეთის დუმის დეპუტატები და კრემლის ჟურნალისტები სხვადასხვა ასპარეზზე „არგუმენტირებულად“ ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წამება და დახოცვა უკრაინაში უკრაინელებისა და დასავლური მედიის ფაბრიკაციაა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალმხრივი სიმართლე, ანუ დეზინფორმაცია. ამგვარი იდეოლოგიზირებული სიბრმავის გავლენა ქართულ საზოგადოებაშიც შეიმჩნევა - ვისაც სწამს და სჯერა, რომ თავად უკრაინელები არიან დამნაშავე საკუთარ ტრაგედიაში, მისთვის ომის ნიუსებს შესაძლოა ჰქონდეს ემოციური დატვირთვა, მაგრამ მიღებული ინფორმაცია აზრს ვერ შეაცვლევინებს. რა გავლენას ახდენს მიმდინარე ომი პროპაგანდისტულ მედიაზე და როგორი იქნება მისი მომავალი ომის შემდგომ? ომის დროს ლეგალური ხდება ის ქმედებები, რაც მშვიდობის დროს მიუღებლად ითვლება - ინფორმაციის შეზღუდვა მოწინააღმდეგის საინფორმაციო არხებიდან და მტრის წინააღმდეგ ინფორმაციული კამპანიის წარმოება. ომის დროს შიდა პლურალიზმიც ყოველთვის ზარალდება. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც წლებია მძლავრი იარაღია და გაცილებით უფრო თანამედროვე და ეფექტური, ვიდრე რუსეთის სამხედრო აღჭურვილობა, რასაკვირველია, ომის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა. ერთის მხრივ, ის უკრძალავს საკუთარ მოსახლეობას შეკითხვის დასმასაც კი, და მეორეს მხრივ, მტრულ ინფორმაციად მიაჩნია არა მხოლოდ უკრაინის მედიის თუ სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არამედ მსოფლიოს ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც კრემლის ვერსიის გავრცელებით არ არის დაკავებული. ეს ახალი საინფორმაციო შტურმი, რომელსაც თან ახლავს რუსეთში მრავალი ინტერნეტ მედიისა თუ ინტერნეტ აპლიკაციების ორმხრივი დაბლოკვა, რუსეთის მოსახლეობას ჩააყენებს სრული იზოლაციისა და ინფორმაციული ვაკუუმის მდგომარეობაში. რაც შეეხება კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ზეგავლენას სხვა საზოგადოებებზე, მიმდინარე ომის ყოველდღიური საშინელებათა ფონზე პროპაგანდა ბევრ მოხალისე მიმდევარს დაკარგავს. თუმცა, გულუბრყვილო ოპტიმიზმი იქნება იმის თქმა, რომ ეს ეტაპი რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ჩამოშლის წინაპირობაა. ამ მანქანას ბევრი ავტორი ჰყავს და ის აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას ახალი მესიჯებით, ახალი მანიპულაციებით, ახალი თემებით და ახალ სამიზნე ჯგუფებზე თავდასხმით... უფრო რეალური ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ პროპაგანიდისტული კამპანია ისეთივე დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სამხედრო კამპანია. ვფიქრობ, გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება ამ მანქანის კვლავ მძლავრად ამუშავებას გარე სივრცეში და ეს დრო ქართულმა მედიამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ცნობიერების გაჯანსაღებისთვის.
ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ
ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა. „თუ ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ ქვეყნებს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იარაღის ძალის გამოყენებით მოუწევთ, გაერო უბრალოდ შეიძლება დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმა, რომ ვეტოს უფლება მკვლელობის უფლება არ იყოს. ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად, ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ დაზვერვის განცხადებაზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვთან შეხვედრა გამართა. უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება. ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხევდრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების - უსაფრთხოების სასმსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ უკრაისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელ ლტოლვილთა მიღების საქმეში გაწეული წვლილისა და საქართველოს მტკიცე პოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების თვალსაზრისით. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზაობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშჩუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია. ასევე წაიკითხეთ სუს-ი: მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, მოგვაწოდონ მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ განცხადება დეზინფორმაციაა
ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით გაეროს ორი გზა აქვს: „ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად, ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა“- აღნიშნა ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ
ზელენსკი: სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერომ უნდა მოგვცეს?
სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერომ უნდა მოგვცეს? რუსეთის ქმედებები უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა დროის ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებია, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა. ზელინსკის განცხდებით, რუსი ოკუპანტები განზრახ აფეთქებენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები საჰაერო თავდასხმებს თავს აფარებენ. „ისინი შეგნებულად ქმნიან დროებით პირობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს. ბუჩას ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რასაც რუსული ძალები უკრაინაში ბოლო 41 დღის განმავლობაში აკეთებდნენ. როგორ ფიქრობთ, დასრულდა საერთაშორისო სამართლის დრო? თუ თქვენი პასუხი არის არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს წესდება სასწრაფოდ უნდა აღდგეს, სისტემის რეფორმაციაა საჭირო, რათა ვეტო არ იყოს სიკვდილის უფლება. გეოგრაფიული არეალი შესაძლოა მრავალგვარი და განსხვავებული იყოს, მაგრამ ის, რაც ერთგვარია, რუსეთის სისასტიკეა. იგივეა ჩადენილი დანაშაულებიც და პასუხისმგებლობაც უნდა იყოს გარდაუვალი“, - აღნოშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები დაადანაშაულებენ ყველას, რათა გაამართლონ თავიანთი ქმედებები. „ისინი იტყვიან, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსიები, შეუძლებელია დადგინდეს, რომელია ამ ვერსიებიდან სიმართლე. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ცხედრები სავარაუდოდ გადაყარეს და ვიდეოები დადგმულია, თუმცა ახლა 2022 წელია. ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, არსებობს სატელიტური ფოტოები, რომლებიც მომხდარს ასახავს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება“, – აღნიშნავს პრეზიდენტი. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ
ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ სპეციალურ განცხდებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს. 19 რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა. ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის არაერთ ოკუპირებულ ქალაქში, მათ შორის, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ მიიღეს. „ევროკავშირი სრულად სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდამჭერას საერთაშორისო პარტნორებთან კოორდინირებით". – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
ზელენსკი: მსოფლიოს არ უნდოდა, დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ, არც დნესტრისპირეთის მიტაცება
მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ, არც მთელი დნესტრისპირეთის მოლდოვისგან მიტაცება, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი სხვა კონფლიქტებისთვის საფუძველს, მათი საზღვრების სიახლოვეს, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად. ისინი უნდა გასამართლდნენ ისე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნიურნბერგის პროცესზე მოხდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება
რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება. ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ უნდა იკავებდეს ხელმძღვანელ პოსტს ორგანოში, რომლის მთავარ მიზანსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. ლინდა ტომას-გრინფილდი აღნიშნავს, რომ არაპროვოცირებული ომისა და ჰუმანიტარული კრიზისის შემდეგ, რუსეთის მონაწილეობა ზიანს აყენებს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სანდოობას. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ
რუსეთის ელჩი გაეროს: უკრაინის მთავრობა, ზელენსკის მეთაურობით, ნაცისტები არიან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით რუსეთის წარმომადგენელი გაეროს უშიშრეობის საბჭოში, ვასილი ნებენზია გამოვიდა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა - პრეზიდენტი ზელენსკის ხელმძღვანელობით, რომელიც ებრაელია - ნაცისტები არიან. ვასილი ნებენზიამ რუსეთის ჯარების მიერ ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ ბრალდებები უარყო და თქვა, რომ შეიმჩნევა "აშკარა შეუსაბამობა მოვლენებში, რომლებიც ნაჩვენებია უკრაინული და დასავლური მედიით". ასევე, მან თქვა, რომ უკრაინის ქალაქში ჟურნალისტების მიერ ნაპოვნი ცხედრები არ იყო იქ რუსული ძალების გაყვანისას და დასძინა, რომ ეს "დადასტურებულია რამდენიმე ვიდეოთი". "ცხედრები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც ქუჩაში სამი, ან ოთხი დღის განმავლობაში იწვა", - ამბობს რუსეთის ელჩი გაეროში. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ
ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოორდინირებულმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილი რესურსების 60% გაუყინა. ტრასის განცხადებით, რუსეთის $604 მილიარდის სავალუტო რეზერვებიდან $350 მილიარდზე მეტი მოსკოვისთვის მიუწვდომელია. „ეს დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს“ - ამბობს ლიზ თრასი. მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის ქვეყნებს მოუწოდა, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ გამკაცრებული სანქციები გარდა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეზღუდვისა, უნდა მიემართებოდეს გემების, ბანკებისა და ოქროთი ვაჭრობის საკითხებს. 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
უკრაინაში ზებგერითი რაკეტის გამოყენების შემდეგ AUKUS მათგან თავდაცვაზე მუშაობას იწყებს
დღეს ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ახალი შეთანხმება წარმოადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია „თეთრი სახლის“ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირი, რომელიც ცნობილია AUKUS-ის სახელით, ზებგერითი იარაღის კვლევისა და მისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნის მოტივით ითანამშრომლებს. პროგრამა დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ავსტრალიის თავდაცვის ალიანსის ნაწილი იქნება, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა. ინიციატივა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და რუსეთში ზებგერითი რაკეტების წარმოება დაიწყო. ასევე, ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია გასულ თვეში რუსეთის მიერ უკრაინაში მათი გამოყენების შესახებ. ამასთან, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ავსტარლიას გადასცემს ატომურ წყალქვეშა გემს, შესაბამისი აღჭურვილობით უმოკლეს ვადებში და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტები ზედმიწევნით იქნება დაცული. გაფართოებული შესაძლებლობების ფარგლებში AUKUS შეიმუშავებს და უზრუნველყოფს ერთობლივ მოწინავე სამხედრო შესაძლებლობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 2022 წლის მარტს სამი მოკავშირის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩევლები ვირტუალურად შეხვდნენ და განიხილეს AUKUS-ის პროგრესი სამმხრივი პარტნირობის ფარგლებში. ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში AUKUS კავშირის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს განაცხადეს.
აშშ უკრაინას Switchblade-ის დრონებს გადასცემს
აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაუყოვნებლივ გაუგზავნის Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატს. ამის შესახებ Reuters წერს. ოსტინის ცნობით, უკრაინაში Switberland 600 და 300 გაიგზავნება, რომელსაც, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, AeroVironment-ის მიხედვით, სამიზნე 40 წუთზე მეტ ხანს შეუძლია მიიზიდოს. CNN-ის, NBC-ისა და Politico-ს ცნობით, აქ იგულისხმება Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე ქვეითების გასანადგურებლად. NBC News-ის ცნობით, ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. AeroVironment-ს მისი პროდუქციის უკრაინის არმიისთვის გადაცემის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ნატოს ყველა ქვეყანას. უკრაინასა და ჩვენს აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს ახლა სჭირდებათ ჩვენი ტექნოლოგია, რათა რუსული არმია დაამარცხონ და მომავალი აგრესია თავიდან აიცილონ“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რუმინეთმა და სლოვენიამ რუსი დიპლომატები გააძევეს
რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და განუცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი, რადგან მათი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. ამასთან, უწყებამ მკაცრად დაგმო ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები. მანამდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს