ძებნის რეზულტატი:
8-9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი
8-9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. თბილისში 8 აპრილს იწვიმებს. 9-11 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-10 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 9 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ავსტრალიამ სანქციები კიდევ რუსეთის 67 მოქალაქეს დაუწესა
ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 67 მოქალაქეს უკრაინაში მოსკოვის ინტერვენციის საპასუხოდ, – ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა. ამგვარად, სასანქციო სიაში ავსტრალიას სულ 600-მდე პირი ჰყავს შეყვანილი. ამასთან, ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ: რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშუალებს
"6 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, თოვუზ აღდამში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით", - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღო. ერევანში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. „სომხურ მხარეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია, ის სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე
დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განუცხადა. „ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენ პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. ვიცით, ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს. შესაბამისად, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატოს სხვა წევრებთან ერთად. კანადა დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე იქნება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე. დიდი შვიდეული გახდა კოორდინაციის ჯგუფი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ძლიერ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს ვუწესებთ, არამედ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ არსებობს ხვრელები, რომ დასავლეთთან ერთად კოორდინაციაში ვართ", - განაცხადა ჯოლიმ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ლიზ ტრასი: NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა NATO-მ უარი თქვას მოძველებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ
NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა NATO-მ უარი თქვას მოძველებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. 1997 წელს ხელმოწერილი აქტი ადგენს, რომ „ NATO და რუსეთი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ მიიჩნევენ“. „რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინისთვის მრავალი სახის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“. ამის შესახებ სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა. „განიხილავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, მაგრამ ასევე მძიმე იარაღის და უკრაინის მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უნგრეთის უარი, აღიაროს რუსეთის უდავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის განცდის განმტკიცებას
უნგრეთის უარი, აღიაროს რუსეთის უდავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში და სხვა ქალაქებში, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის განცდის განმტკიცებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. უკრაინამ უნგრეთს უსაყვედურა მისი პოზიციისთვის რუსული ენერგომატარებლების მიწოდების საქმეში და განაცხადა, რომ ის „ზიანს აყენებს“ ევროკავშირის ერთიანობას და ძირს უთხრის დასავლეთის მცდელობას, შეწყდეს ომი. „უნგრეთის ხელმძღვანელობის უარი, აღიაროს რუსეთის უდავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში და სხვა ქალაქებში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მხეცობისთვის, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის განცდის განმტკიცებას და უკრაინელების მიმართ შემდეგი ბოროტმოქმედებებისკენ წაქეზებას,“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ენტონი ბლინკენი: „დიდი შვიდეული“ მზადაა, პუტინი პასუხისგებაში მისცეს
„დიდი შვიდეული“ (G7) მზად არის, პუტინი პასუხისგებაში მისცეს არაფრით პროვოცირებული არჩეული ომის გამო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „G7 მზად არის, პასუხისგებაში მისცეს პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული არაფრით პროვოცირებული ომის გამო და უზრუნველყოს, რომ ის უკრაინაში სტრატეგიულ მარცხს განიცდის უკრაინაში“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს
"კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც კორონავირუსით სიკვდილის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები აკეთებენ, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება. დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად“, – განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში COVID19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აშშ-ის სენატმა „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" მიიღო
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის სენატმა პირველად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის“ მიღებას, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები. სენატორებმა ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა) წინადადებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს. აქტის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ უკრაინის გარდა ამგვარი პირობებით სამხედრო იარაღისა და მასალების გადაცემას იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც შეძლებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის შეჭრის საფრთხე არსებობს. „პრეზიდენტს შეუძლია აშშ-ის ხელისუფლებას ნება დართოს, რომ ასესხოს ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის ხელისუფლებას ან სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ვისზეც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა გავლენას ახდენს, რათა ამ ქვეყნებს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და მათი სამოქალაქო მოსახლეობის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან პოტენციური შეჭრისგან ან მიმდინარე აგრესიისგან დაცვაში დაეხმაროს“, - წერია სენატის მიღებულ ლენდ-ლიზის აქტში. "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.
UN: საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან უკრაინა 4,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა 4 319 494 ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ლტოლვილების თითქმის ნახევარმა უკრაინა 24 თებერვალს დატოვა და პოლონეთში იმყოფებიან. პოლონეთის საზღვარი 2 514 504-მა ლტოლვილმა გადაკვეთა, რუმინეთის საზღვარი 662 751-მა, უნგრეთის -404 021-მა, მოლდოვის - 401 704-მა, რუსეთის - 350 632, სლოვაკეთის - 304 983-მა და ბელორუსის -18 060-მა ლტოლვილმა. გაეროს ცნობით, 18-23 თებერვალს რუსეთში დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებიდან 113 ათასი ადამიანი გადავიდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ომის დაწყებიდან 1 თვეში უკრაინიდან წასული ლტოლვილების რაოდენობამ უკვე 3.6 მილიონს გადააჭარბა
ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა. "ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ლუკაშენკო: უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენს გარეშე არ უნდა მიმდინარეობდეს
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, რადგან ქვეყანა ამ ომში "ჩაითრიეს" და რუსეთთან ერთდ ერთ „კალათში მოათავსეს“. „მსურს გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც უკვე გადავეცით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეალიზებისთვის. შეუძლებელია მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე. თუ ჩვენ ამაში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში ეს დასავლეთის ქვეყნებს ეხება, ამ მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, უნდა ისმოდეს ბელორუსის პოზიციაც. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის ჭიშკართან მიმდინარეობს და ის ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ბელორუსში არსებულ სიტუაციაზე. შესაბამისად, ბელორუსის ზურგს უკან სეპარატისტული შეთანხმებები ვერ იარსებებს". - თქვა ლუკაშენკომ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს
ვოლოდიმირ ზელენსკი: მტერი მარიუპოლის განადგურებას აგრძელებს
მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას და იქ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ყოველი დღე იწყება ახალი ამბებით მარიუპოლის თაობაზე, ქალაქზე, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატურად ანგრევენ. „ახლა ეს მხოლოდ ნანგრევებია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენს მშვიდობიან ქალაქს გაუკეთა, მაგრამ ასევე თქვენს მშვიდობიან მარიუპოლს. ეს ქალაქი ყოველთვის იყო დიდი ბერძნული თემის სახლი. უკრაინულ-ბერძნული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. უკრაინასა და საბერძნეთს შორის კავშირი იმდენად ძველია, რომ ახლა მისი საწყისის პოვნა შეუძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ლავროვი: კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება
უკრაინამ შეთანხმების ახალი პროექტი წარმოადგინა , სადაც კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „უკრაინამ მოლაპარაკების ჯგუფში შეთანხმების პროექტი წარმოადგინა, სადაც სახეზეა რომ უკრაინა სტამბოლში 29 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილ წინადადებებს შორდება. უკრაინამ ეს წინადადებები დააფქირა დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია“, - ლავროვის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს. „ცვლილებების მიუხედავად რუსეთის დელეგაცია განაგრძობს პოლაპარაკების პროცესს და შეეცდება შეთანხმების საკუთარი პროექტი გაიტანოს, სადაც ყველა საწყისი საკვანძო პოზიცია და მოთხოვნა სრულად არის გაწერილი“, - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების უუნარობა საუბრობს კიევის სურვილზე, შეაფერხოს და შეარყიოს მოლაპარაკებების პროცესი. მისი თქმით, მიზეზი დასავლეთის სურვილშია უბიძგოს უკრაინულ მხარეს საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა
NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. „ნატოს მინისტერიალზე შესაძლებლობა მომეცა, მოკლედ გავსაუბრებოდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრულ ემბარგოს მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების მოთხოვნას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე ითხოვენ სრული ემბარგოს დაწესებას. ევროპარლამენტმა გამოხატა აღშფოთება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ სამხედრო დანაშაულების ჩამდენნი უნდა დაისაჯონ და გაეროს მოუწოდეს შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე. რეზოლუციას მხარი 513-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 22. ამასთან ევროპარლამენტის დეპუტატები ითხოვენ, რომ რუსეთის ფედერაცია გარიცხონ G20-დან და სხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის გაეროდან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, იუნესკოდან. იმისთვის, რომ სანქციები უფრო ეფექტური იყოს, ევროპარლამენტი მოუწოდებს, რომ ყველა რუსული ბანკი SWIFT-დან გარიცხონ, ყველა გემს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან აეკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებში და პორტებში შესვლა. ასევე აიკრძალოს სატრანსპორტო გადაზიდვები რუსეთიდან ბელორუსში. ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე ითხოვენ ყველა „აქტივის დაპატიმრებას“ რომელიც ეკუთვნით რუს ოლიგარქებსა და მაღალჩინოსნებს, რომლებიც კავშირში არიან პუტინის რეჟიმთან. ასევე უნდა დაყადაღდეს აქტივები ბელორუსში, რომელიც ლუკაშნკოს რეჟიმთანაა დაკავშირებული. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვმია, რომ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს ისეთივე მკაცრი, როგორც რუსეთთან მიმართებით, იმიტომ რომ ვერ გამონახოს პუტინმა „ხვრელები“ და გამოიყენოს ლუკაშენკოს დახმარება სანქციებისაგან თავის არიდების მიზნით. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, იმითვის, რომ ქვეყანამ თავდაცვა ეფექტურად შეძლოს. ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ შემდგომ თავდაცვის დახმარებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინდივიდუალურად მიეწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და ერთობლივად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით. ხუთშაბათს დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში რუსი სამხედროების სისასტიკე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დამნაშავეები გამოვლენილი და პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი. 5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა
კრემლმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილებად ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა ოფიციალურად აღიარა
კრემლმა ოფიციალურად პირველად აღიარა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილებად ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, რომელთა მიმართაც აშშ-მა სანქციები დააწესა. "კრემლი აუცილებლად უპასუხებს პუტინის ქალიშვილების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და ამას გააკეთებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის", - განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან. ამასთან, აშშ-მა 6 აპრილს გამოაცხადა მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო შემოღებული შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი, რომელიც ეხება რუსულ ბანკებს - სბერბანკს და ალფა-ბანკს - ისევე, როგორც მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს, პუტინის ქალიშვილების ჩათვლით. ასევე წაიკითხეთ: BBC: ვინ არიან პუტინის ქალიშვილები
ანატოლი ფედორუკი: ბუჩაში მოკლულთა თითქმის 90% ჩაცხრილულია
ბუჩაში მოკლულთა თითქმის 90% ჩაცხრილულია, - ამის შესახებ კიევი ოლქში მდებარე ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკიმ განაცხადა. "მთლიანად დანგრეულია 112 კერძო სახლი, 18 მრავალსართულიანი კორპუსი კი საარტილერიო შეტევის შედეგად დაზიანდა და დაიწვა", - განაცხადა ფედორუკიმ. 6 აპრილის მონაცემებით, ბუჩაში 320 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.4 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა სოფელ სამებასთან მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 14:38 საათზე დაფიქსირდა.