ძებნის რეზულტატი:

იენს სტოლტენბერგი: განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას პუტინზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტოს

NATO-ს მინისტერიალზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის უსაფრთხოების ვითარება განიხილეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიცვალა. ასევე იმსჯელეს იმ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან.  ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იესნს სტოლტენბერგმა ორდღიანი მინისტერიალის დასკვნის შეხვედარზე განაცახადა.  „ჩვენ განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას [რუსეთის პრეზიდენტზე] ვლადიმერ პუტინზე, რათა მან ომი შეწყვიტოს“, - განაცახდა სტოლტენბერგმა.  მისი თქმით, სხდომის მონაწილეები, უკრაინისთვის დახმარების საკითხს განიხილავენ.  „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ძირეულად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში. მადრიდში ივნისის სამიტზე განიხილება შეკავებისა და თავდაცვის, ასევე ახალ რეალობასთან გრძელვადიანი ადაპტაციის საკითხი. ამ უფრო სახიფათო და კონკურენტუნარიან სამყაროში ჩვენ განვაგრძობთ NATO-ს მოკავშირეების დაცვას, პარტნიორების მხარდაჭერასა და მათი ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შემდეგ შეხვედრა პრესისთვის დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან ერთად ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება.  ასევე წაიკითხეთ  NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩემთვის პატივია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა

ჩემთვის პატივია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა, სადაც მქონდა შესაძლებლობა ყურადღება გამემახვილებინა საქართველოს ევროატლანტიკურ გზასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ჩემთვის პატივია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა, სადაც მქონდა შესაძლებლობა ყურადღება გამემახვილებინა საქართველოს ევროატლანტიკურ გზასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე“, - წერს ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა  

კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ

„დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე განაცახდა. მისი თქით, ომი წარიმართება „ძირითადი ოპერატიული მანევრებით და ათასობით ტანკით, თვითმფრინავითა და ჯავშანტექნიკით". კულებამ მოკავშირეებს დახმარებისკენ მოუწოდა. „ან დაგვეხმარებით ახლა - მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე - ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება", - განაცახდა კულებამ.  ბრიუსელში NATO-ს  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომლებიც ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.  ბრიუსელში იმყოფება ახლადდანიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელმაც TWITTER-ზე დაწერა, რომ კულებასთან ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა მიეცა და მხარდაჭერა დაუდასტურა.  6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა  იენს სტოლტენბერგი: განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას პუტინზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტოს

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის პირობები შექმნას

„ანკარა განაგრძობს ძალისხმევას რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის“, -  ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელში NATO-ს  ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უახლესი ფოტოები და ვიდეო უკრაინის ქალაქებიდან, მათ შორის ბუჩადან, ჩრდილს აყენებს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესს. ჩავუშოღლუმ უკრაინულ ბუჩაში მომხდარს მიუღებელი და არაადამიანური უწოდა. „ის, რაც ბუჩაში მოხდა, კაცობრიობის თვალსაზრისით სამარცხვინოა“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა. მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარამ კონფლიქტის მხარეებს თურქეთში მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა. „თურქეთი ყველა პერიოდში მშვიდობისა და კანონიერების მომხრე იყო. ეს ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. რაც შეეხება სავარაუდო სცენარებს, ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების, შემდეგ კი პრეზიდენტების დონეზე იქნება შეხვედრა. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეს შეხვედრები თურქეთში ჩატარდეს. ორივე მხარე მხარს უჭერს პრინციპულად ჩვენს ქვეყანაში მოლაპარაკებების გამართვის იდეას“, - განაცხადა მან. თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ყურადღება მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ანკარა განაგრძობს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან ამ ქალაქიდან საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებაზე. 6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის

G7-ის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სფეროებში ინვესტირება აკრძალეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ეკონომიკის „საკვანძო სფეროებში“ ახალი ინვესტიციები აკრძალონ.  როგორც G7-ის ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი, ინვესტიციების აკრძალვას ექვემდებარება ენერგეტიკის სფეროც.  ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ „რუსული ბანკების გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის პროცესი გაგრძელდება“.  G7-ის ქვეყნების განცხადებაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებია დაანონსებული. კერძოდ ეს ეხება რუსეთის ელიტასა და მათ ოჯახებს.  „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ დააჩქარებენ რუსულ ენერგეომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად დასახულ გეგმას. ამავდროულად, ეტაპობრივად უარს იტყვიან რუსულ ქვანახშირზე.    5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრა 7 აპრილს გაიმართა. აშშ-ის მიერ წარმოყენებულ ინიციატივას ასამბლეის წევრი 93 ქვეყანა მიემხრო, 24 წინააღმდეგ წავიდა, 58-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. Reuters-ის თანახმად, კენჭისყრამდე მოსკოვმა გაეროს წევრი სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ “არამეგობრულ ჟესტად” შეაფასებდა როგორც ხსენებული ინიციატივის მხარდაჭერას, ისე ხმის მიცემისაგან თავის შეკავებას. 5 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება.  27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ანტონიო გუტიერეშს მიმართა, რომ  აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას და რუსეთის ფედერაციის მოქმედებებსა და განცხადებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ესტონეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული გაზზე უარს იტყვის

ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  2022 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტზე უარს იტყვის. ამის შესახებ უკრაინული მედია ERR-ზე დაყრდნობით წერს.  „რაც შეიძლება მალე უნდა შევწყვიტოთ გაზის ყიდვა პუტინის რეჟიმისგან, რადგან შემოსავალს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ გადავწყვიტეთ გავზარდოთ მიწოდება და შევქმნათ ტერმინალი პალდისკში თხევადი ბუნებრივი აირის შესანახად.  ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის, შევიდეთ მომდევნო ზამთრის სეზონში რუსულ გაზზე ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. მან დასძინა, რომ ქვეყნის პრინციპული პოზიციაა, რომ გემები, რომლებიც გაზს LNG ტერმინალში მიაწვდიან, არ უნდა შეიცავდეს რუსულ გაზს. ამასთან ესტონეთი და ფინეთი შეთანხმდნენ ერთობლივად იჯარით აიღონ მცურავი LNG ტერმინალი, რომელსაც შეუძლია ორივე ქვეყანაში ჩასვლა, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე.  1-ელი აპრილიდან ლიეტუვა პირველია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი. რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

იბრაჰიმ ქალინი: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები ართულებს მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის

უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია, რისკს უქმნის თურქეთის შუამავლობას რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ „ალინმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „ადგილზე მიმდინარე პროცესები, ფოტოები ბუჩადან და სხვა დასახლებებიდან, რა თქმა უნდა, ართულებს მოლაპარაკებების იმავე მიმართულებით გაგრძელებას“, - თქვა ქალინმა. მისი თქმით, ბუჩასა და ბოროდიანკაში მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების შემზარავმა კადრებმა გავლენა მოახდინა კიევის მზადყოფნაზე განაგრძოს მოლაპარაკებების პროცესი. „ჩვენ ყველანი აღშფოთებულები ვართ ამ კადრებით. ეს არის ადამიანის უფლებების ღია დარღვევა და, სავარაუდოდ, ომის დანაშაული“, - განაცხადა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ქალინმა აღნიშნა, რომ მომხდარი მოლაპარაკების სურვილის შემცირების რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით უკრაინული მხრიდან. მან არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღით შეჩერებულიყო, შემდეგ კი დიალოგი განახლებულიყო. „უკრაინელები შოკში არიან, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი... მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, რა თქმა უნდა, საზარელი და არაადამიანურია. ვინც ამას ასრულებს, უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა მან. მისი თქმით, თურქეთი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „დიპლომატიას უნდა მივცეთ შანსი და მნიშვნელოვანია რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება“, - განაცხადა კალინმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ან კვირაში მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს არ ელის. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „ერთ-ორ კვირაში“ შეიძლება ახალი პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებებში. კალინმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობდა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ბლოკადირებული მარიუპოლიდან მოსახლეობის ზღვით ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობას დააყენებდა, რაც ქვეყანაში სანქციების ზეწოლას შეამსუბუქებდა. „ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზაა მოსკოვისთვის, რომ წავიდეს დათმობებზე", - განაცხადა თურქეთის ლიდერის პრესმდივანმა. 6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის პირობები შექმნას ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის

აშშ-მ „აეროფლოტს“, Utair-სა და Azur Air-ს ექსპორტზე სანქციები დაუწესა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სამ რუსულ ავიაკომპანიას „აეროფლოტს“, Utair-სა და Azur Air-ს ექსპორტზე სანქციები დაუწესა.  შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს, რომ ავიაკომპანიები ვერ შეძლებენ არა მხოლოდ ამერიკული პროდუქციის გატანას აშშ-დან, არამედ რეექსპორტს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. სანქციები დაწესებულია 180 დღის ვადით, გაგრძელების შესაძლებლობით. აშშ-ს მრეწველობისა და ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ შეზღუდვები იმის გამოა მიღებული, რომ ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები დაარღვიეს.  რუსული ავიახაზები იყენებენ ამერიკული წარმოების თვითმფრინავებს, სანქციები კრძალავს მათ მომსახურებას და სათადარიგო ნაწილების შეძენას. სანქციების გამო, მეიჯარეების მოთხოვნით, რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიების თვითმფრინავების დაკავება დაიწყო საზღვარგარეთ. ამან გამოიწვია რუსული ავიახაზების საზღვარგარეთ ფრენების თითქმის სრული შეწყვეტა. 14 მარტს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსული ავიახაზების მიერ იჯარით აღებული უცხოური თვითმფრინავების უფლებების რეგისტრაციის შესაძლებლობის შესახებ. კანონით ასევე ნებადართულია შიდა ფრენისუნარიანობის სერტიფიკატების გაცემა ისეთ თვითმფრინავებზე, რომლებსაც ასევე შეექმნათ სირთულეები სანქციების გამო. ამის შემდეგ „აეროფლოტმა“ განაახლა ფრენები ზოგიერთ უცხო ქვეყანაში. 18 მარტს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ თვითმფრინავების სია, რომლებიც აგრძელებენ ფრენას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად. სიაში შედიოდა აეროფლოტის 33 თვითმფრინავი, აქედან 23 Azur Air -ს ეკუთვნოდა, ხოლო 12 Utair-ს. ასევე წაიკითხეთ „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა ომის დაწყებიდან €35 მილიარდი დახარჯა რუსეთის ენერგომატარებლებზე და მხოლოდ €1 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის 

უკრაინას მივეცით თითქმის 1 მილიარდი ევრო. ეს შეიძლება ძალიან ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად ენერგიისთვის, რომელსაც გვაძლევს. ომის დაწყებიდან მას მივეცით 35 მილიარდი ევრო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში განაცხადა.  მისი თქმით, ევროკავშირმა ომის დაწყების შემდეგ, 35 მილიარდი ევრო გადაიხადა რუსეთის ენერგეტიკაში, რაც 35-ჯერ უფრო დიდი თანხაა უცხოეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან შედარებით. „ეს არის ის, რასაც უკრაინელები ჩვენგან მოელიან და ჩვენ ამას ვაკეთებთ; ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ... ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით დაეხმარეთ მათ, რომ ებრძოლონ დამპყრობელ ძალებს“, - აღნიშნა ბორელმა.  7 აპრილს ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების მოთხოვნას მხარი დაუჭირა.  5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

პესკოვმა აღიარა, რომ რუსულ არმიას უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა  Sky News-თან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსულმა არმიამ უკრაინაში „მნიშვნელოვანი დანაკარგები“ განიცადა.  „ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", -განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები დატოვეს არა იმიტომ, რომ დანაკარგები აქვთ, არამედ იმისთვის, რომ კომფორტული ვითარება შეექმნათ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებეითვის.  24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ორჯერ გასაჯაროვა მონაცემები სამხედრო დანაკარგების შესახებ. უახლესი ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს გაავრცელა. მაშინ გამოცხადდა, რომ ერთ თვეში 1351 რუსი სამხედრო დაიღუპა და 3825 დაშავდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგი 18 700 ადამიანია და არ აკონკრეტებს, მხოლოდ დაღუპულები არიან თუ დაჭრილები. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის დაზვერვის მონაცემების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის დაზვერვა უკრაინელ დამცველებს უზიარებს უახლეს მონაცემებს, კერძოდ, დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსების გეგმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინული მედია, CNN-ზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ ვაწვდით მათ სადაზვერვო ინფორმაციას დონბასში ასეთი ოპერაციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ოსტინმა.  ოსტინს სენატის შეიარაღებული სამსახურის კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას, სენატორმა ტომ კოტონმა ჰკითხა, აწვდის თუ არა აშშ სამთავრობო დაზვერვის მონაცემებს უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში საბრძოლო ოპერაციებისთვის. გარდა ამისა, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატებს არ აქვს მცდელობა, გადააფიქრებინოს ან ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელება.  საგულისხმოა, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს მთავრობის მაღალჩინოსანმა საჯაროდ დაადასტურა საიდუმლო სამთავრობო დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის ფაქტი აშშ-სა და უკრაინას შორის. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ლოიდ ოსტინი: რუსებმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვეს ლოიდ ოსტინი: მინდა, კრემლში პრეზიდენტმა პუტინმა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას

დმიტრო კულება: თქვენ არ გესმით რა გრძნობაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, NATO-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბუჩაში მომხდარი მოვლენების შეაფასა.  თქვენ არ გესმით, რა გრძნობაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ, - განაცხადა კულებამ.  მისი თქმით, არის რაღაცები, რასაც ხალხი უბრალოდ ვერ მიხვდება. ,,თქვენ არ გესმით, რა გრძნობაა, როდესაც ბუჩას სურათებს უყურებ, გაქცეულ ადამიანებთან საუბარი, იმის ცოდნა, რომ ადამიანი, რომელსაც იცნობთ, 4 დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ... თქვენ არ გესმით, რა გრძნობაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ. ვწუხვარ, მაგრამ არის რაღაცები, რომლებსაც უბრალოდ თქვენ ვერ მიხვდებით", - განაცხადა კულებამ. ბუჩაში მოკლულთა თითქმის 90% ჩაცხრილულია, - ამის შესახებ კიევი ოლქში მდებარე ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკიმ განაცხადა. "მთლიანად დანგრეულია 112 კერძო სახლი, 18 მრავალსართულიანი კორპუსი კი საარტილერიო შეტევის შედეგად დაზიანდა და დაიწვა", - განაცხადა ფედორუკიმ. 6 აპრილის მონაცემებით, ბუჩაში 320 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

Bloomberg: 2022 წელს რუსეთში უმუშევრობის დონე შესაძლოა გაორმაგდეს

2022 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე რუსეთის ფედერაციაში ორჯერ გაიზრდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში 9%-ს პირველად გადააჭარბებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ექსპერტების შეფასებით რუსეთის შრომის ბაზარზე რისკის ზონაშია 2-მილიონამდე სამუშაო ადგილი.  „ეს მაგონებს 90-იანი წლების დასაწყისს, როცა რუსეთში დაიწყო რეფორმები და იხურებოდა ქარხნები“.- ამბობს გამოცემასთან საუბარში პროფესორი, ეკონომისტი ევგენი გონტმახერი.  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის შრომის ბაზარზე კრიზისი თანდათან განვითარედება. კომპანიები ხელისუფლების ზეწოლის გამო თანამშრომლებს არ გაუშვებენ, თუმცა დაიწყება ხელფასების შემცირება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

ილია დარჩიაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხევდრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშიმაშა ჰაიაშისთან. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთიბების 30 წლისთავს და აღნიშნეს, რომ საიუბილეო თარიღი კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ხაზი გაესვა იაპონია-საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას, იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის პანდემიის შედეგების აღმოფხვრისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა და იაპონიის მთავრობის მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების მზარდ პოტენციალს და მიესალმნენ გასულ წელს იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების და ორმაგი დაბეგვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და შეთანხმდნენ მომავალში აქტიურად იმუშაონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე  საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე კულტურის სფეროში თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ამ კუთხით მინისტრებმა განიხილეს იაპონიაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში “ექსპო 2025” საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა. მინისტრებმა ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. ილია დარჩიაშვილი 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობდა. ასევე წაიკითხეთ ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ზიმბაბვეში ფულის ახალი ბანკნოტი გამოჩნდა

ზიმბვაბე, 2000 წლიდან მსოფლიოში ყველზე მაღალი ინფლაციითა ცნობილი. მაღალი ინფლაციის ფონზე, მალე ქვეყანაში მიმოქცევაში ჩაუშვებენ ფულის ახალი ბანკნოტს 100 ზიმბვაბურ დოლარს (ZWL).  ქვეყნის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მალე ბრუნვაში ახალი ბანკნოტები ჩაეშვება.  ამ დროისთვის მიმოქცევაშია 10,20 და 50-ის ნომინალის ზიმბვაბური დოლარი. 2022 წლის მარტში ქვეყანაში ინფლაციამ 70% შეადგინა. 

ირაკლი კობახიძემ თქვა, თუ რატომ არ დაუწესა საქართველომ რუსეთს სანქციები

ჩვენ ვთქვით ცალსახად, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ დავაწესებდით ორი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი უკავშირდება სამხედრო ინტერვენციის რისკს და, რა თქმა უნდა, სანქციები არის ამასთან პირდაპირ კავშირში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ სანქციების ეკონომიკურ ასპექტზეც ილაპარაკა. „ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამ ურთიერთობების მყისიერი ჩაჭრა კარგად მოგეხსენებათ, რასაც გამოიწვევს, იქნება უმძიმესი შედეგები ქართულ ეკონომიკაზე, იგივე ენერგეტიკის სფეროში ძალიან მძიმე იქნება ამ კავშირების ჩაჭრა რუსეთთან. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენი ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ან რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არის ორი ფაქტორი - ინტერვენციის რისკი და ეკონომიკური მხარე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ალტერნატივა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შეძლებლობების მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, ისევე, როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი ქვეყანა“, - აღნიშნა კობახიძემ.  25 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცახდა, რომ საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში

შვეიცარიამ $8 მილიარდამდე სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ, 7 აპრილის მდგომარეობით $8 მილიარდის (7,5 მილარდი შვეიცარული ფრანკი) რუსული აქტივები გაყინა, მას შემდეგ რაც კრემლთან დაახლოებული პირებისთვის პირველი სანქციები დააწესა. ამის შესასხებ Bloomberg ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივან ერვინ ჰოლინჯერზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით, ეს ციფრი 30% გაიზარდა, იმ მონაცემებტან შედარებით, რაც შვეიცარიის ფინანსთა სამინისტრომ 24 მარტს წარმოადგინა. 1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

ჯო ბაიდენი რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „მე აპლოდისმენტებით ვხვდები ხმების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გააძევეს. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კვლავაც აჩვენებს, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულ, განდევნილ ქვეყნად აქცია“, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე. ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს 1 მლნ ლარი დაემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. თანხა - 1 მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს.