ძებნის რეზულტატი:

აშშ-მ მსოფლიოში უმსხვილეს ალმასის მომპოვებელ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

„ალროსა“ და მისი 28 შვილობილი კომპანია სანქციების ქვეშ მოექცა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  „ალროსა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ალმასს მოიპოვებს. რუსეთის ფედერაციაში მოპოვებული ალმასის 90% ამ კომპანიაზე მოდის.  ამასთან სანქციები ვრცელდება 28 შვილობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებზე.  აშშ-ს სანქციებს კომპანიის პრეს-სამსახური გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ალროსას“ გენერალური დირექტორი სერგეი ივანოვი უხოეთში აქტივებს არ ფლობს, ამიტომ მასზე აშშ-სს და ბრიტანეთის სანქციები ვერ გავრცელდება.  „ალროსა“ მსოფლიოში ალმასების მსხვილი მწარმოებელია. მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 27%-ს, ხოლო რუსეთის ბაზარზე 95%-ია. 2021 წელს „ალროსას“ გაყიდვებმა $4,169 მილიარდი შეადგინა.  აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ლავროვი: ბელორუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა იყოს

  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბელორუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა გახდეს, მას შემდეგ, რაც კიევი მის ნეიტრალურ სტატუსს დაადასტურებს. „უკრაინის მოთხოვნით, მისი ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებით უნდა გამყარდეს. ბელორუსის რესპუბლიკა გარანტორ ქვეყნებს შორის აუცილებლად უნდა იყოს",  - თქვა ლავროვმა. ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 7 აპრილს განაცადა, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, რადგან ქვეყანა ამ ომში "ჩაითრიეს" და რუსეთთან ერთდ ერთ „კალათში მოათავსეს“. 7 აპრილს ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა  ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს

რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. „მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ მოლაპარაკებების წინაშე დასახული ყველა ამოცანა შესრულდეს. დასავლეთმა რუსოფობიურ აურზაურში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მექანიზმი გააუქმა“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 7 აპრილს ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა  ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს

ჩერნოგორიამ რუსეთს სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ჩერნოგორიამ რუსეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა დრიტან ბაზოვიჩმა განუცხადა. „ხელისუფლებამ მიიღო შემზღუდავი ზომები უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრისა და ომის საპასუხოდ“, - დაწერა აბრამოვიჩმა Twitter-ზე. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ჩერნოგორიის სანქციები რუსეთთან მიმართებით, ამ დრომდე დეტალები ცნობილი არ არის. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

უკრაინის შეიარაღაბული ძალები: უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 19 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 19 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "განადგურდა რუსეთის 700 ტანკი, 1891 -ჯავშანტექნიკა, 333- საარტილერიო სისტემა, 108- სარაკეტო სისტემა, 55 -ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 150 -თვითმფრინავი, 135- ვერტმფრენი, 1361 -საავტომობილო ტექნიკა, 7- გემი/კატერი, 76 -საწვავის ავზი, 112 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 25 - სპეციალური აღჭურვილობა, სარაკეტო კომპლექსი - 4", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს ამასთან, გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ. „ჩვენ ვიხილეთ პუტინის არმიის ცივი სახე, ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ ეს ქალაქი. აქ, ბუჩაში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ადამიანობა. ბუჩას მოსახლეობასთან ერთად, მთელი მსოფლიო გლოვობს. ისინი არიან ადამიანები, ვინც იცავენ ევროპის საზღვარს, ადამიანობას, დემოკრატიას და შესაბამისად, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში გაემგზავრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო. „ბოლო სანქციები მივიღეთ რუსეთის არმიის მიერ ბუჩასა და სხვაო კუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი მხეცობის შემდეგ. ჩვენი სანქციების მიზანია, შევაჩეროთ რუსული ჯარის უგუნური, არაადამიანური და აგრესიული ქცევა და კრემლში გადაწყვეტილების მიმღებები მივახვედროთ, რომ მათი უკანონო აგრესია ძვირად დაუჯდებათ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. რას ითვალისწინებს სანქციების მე-5 პაკეტი იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ამ დროისთვის ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტი წელიწადში 8 მილიონ ევროს შეადგენს. იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. იკრძალება ნებისმიერი რუსული და ბელორუსიის ავტოტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა ევროკავშირის ფარგლებში და მათ შორის ტრანზიტი. გამონაკლისია ფარმაცევტული, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქცია. მათ შორის ხორბალი და ავტომობილები, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებისთვისაა საჭირო. იკრძალება რეაქტიული საწვავის, კვანტური კომპიუტერების, მოწინავე ნახევარგამტარების, მაღალი ხარისხის ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, მგრძნობიარე მანქანების და სატრანსპორტო აღჭურვილობის იმპორტი. ახალი აკრძალვები ეხება ისეთი პროდუქტების იმპორტს, როგორიცაა ხე, ცემენტი, სასუქი, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლი. შეთანხმებული ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვები, შესაბამისად, 10 მილიარდ ევროს და 5,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის გარდა ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს იმ კომპანიებს, ვისმა პროდუქციამაც და ტექნოლოგიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე გავლენა იქონია. სანქციები ეხება კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, ასევე სანქცირებულთა ოჯახის წევრებს. ამასთან, სრულად აიკრძალა ოთხი რუსული ბანკის ტრანზაქციები, რომელთაც საბანკო ბაზრის 23%-ი უჭირავთ. სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის მიზნით, ახალი პაკეტით ასევე გაფართოვდა კრიპტოვალუტების გამოყენებასთან დაკავშირებული აკრძალვები. ევროკომისიის განაცხადებით, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, დამატებით 217 ადამიანი დაემატა ევროკავშირის შავ სიას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში მათი აქტივები გაიყინება და ისინი დაექვემდებარებიან ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. ჯამში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ადამიანების რაოდენობა 900-მდე გაიზარდა. ბლოკი განიხილავს დამატებით სანქციების დაწესებას, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მისი პრიორიტეტია. აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება

რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა. „ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. დიდება უკრაინას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. "რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. წინასწარი ინფორმაციით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს

ზელენსკი: გვჭირდება სანქციების ისეთი კოქტეილი, რაც მოლოტოვის კოქტეილად დაგვამახსოვრდება

ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება, როგორც მოლოტოვის კოქტეილები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტში ვიდეოფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც ევროკავშირში თქვენს პარტნიორებს აქვთ... დაჟინებით მოითხოვეთ... მთლიანად უნდა გაწყდეს ეკონომიკური კავშირი ამ სახელმწიფოსთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა დღეს სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ:  ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

მარია ზახაროვა: უკრაინას არ უნდოდა ბორში ყოფილიყო საერთო, ესაა ქსენოფობია და ნაციზმი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში წლიდან წლამდე მიმდინარეობდა გამოუსადეგარი წიგნების განადგურების კამპანია. მისი თქმით, იკრძალებოდა კულინარიული ლიტერატურაც კი, იმის გამო, რომ საზიარო არ ყოფილიყო ბორშჩი. „უკრაინაში ყველაფერი იკრძალებოდა. ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ეთნოსთან და კულტურასთან. კულინარიული წიგნებიც კი. რატომ? იმიტომ რომ, არ შეიძლებოდა ბორში ყოფილიყო საერთო.ის ერთი ხალხის, ერთი ეროვნების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა საერთო ყოფილიყო? და ყველა ქალაქსა და რეგიონში დიასახლისს თავისებურად მოეხარშა? არა. მათ(უკრაინელებს) არ უნდათ კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება“, - განაცხადა ზახაროვამ.  unian წერს, რომ 2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბორშჩს „ეროვნული სამზარეულოს სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი რუსული კერძი“ უწოდა. საპასუხოდ უკრაინის კულტურის სამინისტრომ ბორშჩი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვმა მიანიშნა, რომ კიევის ეს კულინარიული ინიციატივა მისთვის მიუღებელი იყო. რუსეთის სახელისუფლებო გამოცემა „Российская Газета“-მ უკრაინის ნაბიჯს „საერთაშორისო სკანდალის საფუძველი უწოდა“. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს

იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს. „რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებით და ატომურ ელექტროსადგურზე შეტევით. ეს უპატიებელი სამხედრო დანაშაულებია“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. ამასთან Kyodo წერს, რომ იაპონიის ხელისუფლება აპირებს იმ პირთა წრის გაფართოებას, რომელთა აქტივებსაც გაყინავს. ეს დაახლოებით 550 ადამიანია და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ასევე იაპონია რუსეთის ფედერაციაში ახალ ინვესტიციებს შეაჩერებს.  21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

რატი ბრეგაძემ და NATO-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა ალინსისა და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

რატი ბრეგაძემ  ალექსანდრე ვინიკოვს  იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში“ უმასპინძლა. იუსტიციის მინისტრმა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისთვის მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ მექანიზმებს და სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ პროცესის წარმართვისათვის. რატი ბრეგაძემ და ალექსანდრე ვინიკოვმა NATO-ს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიწვევის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიწვევას პასუხობს. "როგორც სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებმა, დღეს მეც მივიღე რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდე უკრაინაში და საკუთარი თვალით დავრწმუნდე რუსეთის აგრესიის სისასტიკეში. შეუძლებელია, სიტყვით აღწერო ის გრძნობა, რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება. სამწუხაროდ, ეს გრძნობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენ სწორედ ამ გრძნობით დავდივართ. ხვალაც, 9 აპრილს, სწორედ ეს გრძნობა შეგვახსენებს თავს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს გრძნობა გაზიარებას და მართლმსაჯულებას ითხოვს. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ დაეწყო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება, რათა დადგინდეს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ფართო რესურსები და შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთივე ერთი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც მეტი რესურსების მქონე ქვეყნებს და ჩვენ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინული სახელმწიფოს მხარდასაჭერად. რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ. შევასრულებთ ისე, როგორც ამას ქართველი და უკრაინელი ხალხების ძმობა იმსახურებს. P.S. აქვე ვურთავ უკრაინის რადას თავმჯდომარის წინა მომართვაზე ჩემს მიერ 12 მარტს მიწერილ წერილს, რომელზეც, სამწუხაროდ, დღემდე რაიმე რეაქცია არ მიმიღია“, – წერს შალვა პაპუაშვილი. საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.

ევროკომისიის პრეზიდენტი ბუჩაზე: ჩვენ დავინახეთ პუტინის არმიის სახე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობამ აჩვენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არმიის სასტიკი სახე. ამის შესახებ მან დღეს, ბუჩაში ვიზიტისას განაცხდა. „აქ მოხდა წარმოუდგენელი რამ. ჩვენ დავინახეთ პუტინის არმიის სასტიკი სახე. ჩვენ ვნახეთ გაუაზრებლობა და ცივსისხლიანობა, რითაც მათ მოახდინეს ქალაქის ოკუპაცია“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა ბუჩაში. მან განაცხადა, რომ ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის ბლოკში გასაწევრიანებლად. „მთელი მსოფლიო გლოვობს ბუჩის მცხოვრებლებთან ერთად. ზუსტად ისინი იცავენ ევროპის საზღვრებს, კაცობრიობას, დემოკრატიას და ამიტომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“. ფონ დერ ლაიენი ბუჩაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან და სლოვაკეთის პრემიერთან ერთად ჩავიდა. ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შესაბამისი ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა ერთ ღამეში. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინის ომი ერთ ღამეში არ დასრულდება“, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნის Starstreak საზენიტო რაკეტებს, რომლებიც ისვრის ხმის სამჯერ მეტი სიჩქარით, კიდევ 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას. მაღალი სიზუსტის დამიზნების მქონე საბრძოლო მასალა, რომელიც იქამდე რჩება ცაში, სანამ სამიზნეს არ მიაღწევს.უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით ჩაფხუტებს, ღამის ხედვის მოწყობილობასა და ჯავშანჟილეტებს", - აღნიშნა ჯონსონმა.  ბორის ჯონსონმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საბჭოთა კავშირის ბლოკში შემავალი იმ ყოფილი ქვეყნების მხარდაჭერას, საიდანაც სამხედრო აღჭურვილობა უფრო მარტივად გაიგზავნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა მათ ეს დახმარება გაგზავნონ. |  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: პუტინს არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა   

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია

ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცახდა. მისი თქმით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის შედგენა ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა. „კითხვარის მოწოდება ხდება ძალიან მოკლე ვადებში და ეს უკვე ხაზგასმაა იმის, რომ ევროპული მხარე მონდომებული და დაინტერესებულია პროცესის სწრაფად წარმართვით. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ჩვენ მიერ კითხვარის შევსების მოლოდინიც იქნება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სამივე ასოცირებული ქვეყნის შესახებ ერთდროულად მიიღეს, კითხვარიც სამივე ქვეყნისთვის ერთ დროს იქნება გადმოცემული და დიდი ალბათობით პასუხებიც დაახლოებით ერთ დროს იქნება მოთხოვნილი. „ევროპული მხარე მიიჩნევს, რომ იმ ევროპული სახელმწიფოების ადგილი, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირში დამკვიდრებულ პრინციპებსა და ღირებულებებს - ევროკავშირშია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. 2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლე კირილენკოს განცხადებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. 38 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში.  მისივე თქმით, დაჭრილია 98 ადამიანი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული. ავიადარტყმის დროს სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმა კრამატორსკში სადგურს 8 აპრილის დილით მიაყენეს. რაკეტის ნარჩენებზე შემორჩენილია წარწერა „ბავშვებისთვის“. უკრაინის და რუსეთის ხელისუფლება თავდასხმაში მტერს ადანაშაულებს. კრამატორსკი არის ქალაქი დონეცკის ოლქში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. რუსი სამხედროები ამ ტერიტორიებს უტევენ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს

კომპიუტერების მწარმოებელი Acer რუსეთში საქმიანობას აჩერებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თვენახევრის შემდეგ Acer რუსეთში საქმიანობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე  Acer-მა გადაწყვიტა რუსეთში საქმიანობა შეაჩეროს. კომპანია შეეცდება დაეხმაროს თანამშრომლებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ კომპანიაში. Acer 1976 წელს ტაივანის ქალაქ სინჯუში მულტიტექნიკური კომპანიის სახით სტან შიჰმა და მისმა მეუღლემ კიდევ ხუთ სხვა ადამიანთან ერთად დააარსეს. მათი თავდაპირველი კაპიტალი 25 000 აშშ დოლარი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ დაეხმარებიან უკრაინას აღნიშნული კითხვარის შევსებაში. „ეს არის კითხვარი, რომელსაც გადმოგცემთ შესავსებად. ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში. ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ერთად ბოლო წლებში. ასე რომ, ამ მოსაზრების ჩამოყალიბება, როგორც ჩვეულებრივ, არა წლების, არამედ, ვფიქრობ, კვირების საკითხი იქნება, თუ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მჭიდროდ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის ამ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა: „პასუხები მზად გვექნება ერთ კვირაში“. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველო მომავალ კვირაში მიიღებს.  2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

საგარეო უწყება მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას გამოეხმაურა.  "აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს "ტვიტერზე" საქართველოს საგარეო უწყება. დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლე კირილენკოს განცხადებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. 38 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში.  მისივე თქმით, დაჭრილია 98 ადამიანი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული. სარაკეტო დარტყმა კრამატორსკში სადგურს 8 აპრილის დილით მიაყენეს. ავიადარტყმის დროს სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს