ძებნის რეზულტატი:
მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე ადგილობრივები აქციას მართავენ
მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე ადგილობრივები აქციას მართავენ. მაცხოვრებლები გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგებას მოითხოვენ. ამასთან, მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეების თქმით, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით გზა დაახლოებით 6 თვის წინ გადათხარეს, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა.
უკრაინაში ომის ფონზე, მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა ცივი ომის შემდეგ, მაქსიმუმს მიაღწია - SIPRI
სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა მაქსიმუმს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, მსოფლიოში დაახლოებით 2000 ქობინი იყო მაღალ მზადყოფნაში, თითქმის ყველა მათგანი ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციას ან შეერთებულ შტატებს. თუმცა ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ 2021 წელს ბირთვული ქობინების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. SIPRI-ის ცნობით, „ბირთვული კლუბის“ ყველა ძალა - რუსეთი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა აპირებენ, გაზარდონ ქობინების რაოდენობა უახლოეს წლებში. „უკრაინაში ომმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიქტატორულმა რეჟიმმა გააჩაღა, ბირთვულ ძალებს შორის დაძაბულობა გაამძაფრა. ამრიგად, დღეს მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უმაღლეს დონეს მიაღწია ცივი ომის შემდეგ“, - წერია ანგარიშში. ვილფრედ ვანგმა, SIPRI-ის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის დირექტორმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ბირთვული ძალა შექმნის ან განაახლებს არსენალს.
უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს, კონკრეტულად რამდენი და რომელი შეიარაღება სჭირდება უკრაინის არმიას. პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მძიმე შეიარაღების კუთხით, რუსეთთან პარიტეტი სჭირდება. 155 მილიმეტრიანი კალიბრის 1000 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის 300 რეაქტიული სისტემა, 500 ტანკი, 2000 ერთეული ჯავშანტექნიკა და 1000 დრონი. „15 ივნისს, ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას“, - წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კახა კალაძე: ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ სტატუსი არ მიიღოს
ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მიიღოს. „რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, რათა მოხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. თუმცა, მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად
მტერი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებს - გაიდაი
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მტერი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებს. სერჰი გაიდაის თქმით, მასობრივი ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ამჟამად შეუძლებელია მუდმივი დაბომბვის გამო, ამიტომ, უკრაინის ძალებს დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია შეუძლიათ. უკრაინის შეიარაღებული ძალები: მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკში და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია „რუსები მთლიანად აკონტროლებენ სვეროდონეცკის უმეტეს ნაწილს. ბრძოლები იმდენად სასტიკია, რომ ბრძოლა ერთი შენობისთვის; რომ აღარაფერი ვთქვათ ქუჩაზე, შეიძლება, გაგრძელდეს ერთი დღე. დაახლოებით, 500 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 40 ბავშვი რჩება თავშესაფარში. ინდუსტრიული ზონა იბომბება მტრის დიდი კალიბრის არტილერიის მიერ“, - წერს გაიდაი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს, კონკრეტულად რამდენი და რომელი შეიარაღება სჭირდება უკრაინის არმიას. პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მძიმე შეიარაღების კუთხით, რუსეთთან პარიტეტი სჭირდება. 155 მილიმეტრიანი კალიბრის 1000 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის 300 რეაქტიული სისტემა, 500 ტანკი, 2000 ერთეული ჯავშანტექნიკა და 1000 დრონი. „15 ივნისს, ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას“, - წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის დამცველებმა ხარკოვის რეგიონში რუსული სუ-34 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია
უკრაინა ხარკოვის რეგიონში რუსული სუ-34 ჩამოგდების შესახებ იუწყება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა. „2022 წლის 12 ივნისს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა დაარტყეს რუსეთის სუ-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენ თვითმფრინავს ხარკოვის ოლქის იზიუმთან ახლოს“, - ნათქვამია მოხსენებაში. თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინა: ოკუპანტებმა ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების სასაზღვრო ტერიტორიებზე ცეცხლი გახსნეს
რუსმა ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიიდან ჩერნიგოვის და სუმის ოლქების სასაზღვრო ტერიტორიებზე ცეცხლი გახსნეს. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობამ Facebook-ზე გაავრცელა. მისივე თანახმად, პერსონალსა და აღჭურვილობას შორის დანაკარგი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, დაახლოებით დილის 05:40 საათზე, რუსეთის ჯარები ნაღმტყორცნების სისტემებით ისროდნენ ბაჩივსკში, სუმის რეგიონში. დაფიქსირდა რვა აფეთქება, სავარაუდოდ, 120 მმ ნაღმტყორცნებიდან. პერსონალი და ტექნიკა უვნებელი დარჩა. სროლა რუსეთის ტერიტორიიდან იყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში მადნით დატვირთული 54 ვაგონი მოიპარეს - რეგიონის თავდაცვის ძალები
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რკინის მადნის ქარხნიდან, მადნით დატვირთული 54 სარკინიგზო სატვირთო ვაგონი მოიპარეს. შესაბამისი განცხადება რეგიონის თავდაცვის ძალებმა Facebook-ზე გაავრცელეს. .„ვასილივკას რაიონში, რუსმა დამპყრობლებმა სულ 3240 ტონა მადანი მოიპარეს“, - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ ზაპორიჟიეს რეგიონის ვასილივკას რაიონში დასახლებების უმეტესობა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კახა კალაძე: დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია
დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „რეზოლუციის ტექსტის თითოეული სიტყვა სამარცხვინოა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გააკეთებს: ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო და ის დამოკიდებულება რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესების შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ამას ტყუილად ცდილობენ და არავის არაფერი გამოუვა", - განაცხადა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად
პრემიერი: მოლაპარაკება დასრულდა, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე
პრემიერ-მინისტრმა „ბორჯომთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის თანამფლობელი სახელმწიფო გახდება. მისივე თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება და პროცესი წარიმართა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. „პირველი საკითხი, ეს არის „ბორჯომის“ ქარხნის საკითხი და ამ ქარხნის ბედი. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე საზოგადოებს ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის რომ იტყვიან, თანამფლობელი. და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების ასე ვთქვათ წარმატებით დასასრულებლად, ასე რომ ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა, „ბორჯომის“ თანამშრომლების იმ ნაწილთან დაკავშრებით, რომლებიც თვლიან, რომ მათ კომპანია უსამართლოდ მოექცათ, აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ჩაგვრის განცდა. „ვიცი, რომ იქ რამდენიმე ათეული თანამშრომელი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია, 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა, მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ბატონ ზურა აზარაშვილს დავავალე და ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. მას შემდეგ რაც სახელმწიფო გახდება თანამფლობელი ამ ჩვენი საწარმოსი, „ბორჯომის“, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და მინდა, ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არც ერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“, ჩვენი მართლაც ეროვნული სიმდიდრის. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ზურა აზარაშვილი და ლევან დავითაშვილი ჩაერთვებიან ამ პროცესში და ჯობია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის რომ იქ ვინმე იჩაგრება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს - „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს - ბეჰემოთ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. „დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა - ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება „მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება იყოს. სულ სიძლიერე ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებსა და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა. ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა. ქანდაკების ესკიზის კონკურსი 2019 წელს გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული ავტორი თბილისის მერიის მიერ შექმნილმა, 12-წევრიანმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ.
დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო იობაშვილის განმარტებით, კანონპროექტში რედაქციული ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით წესრიგდება სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებასთან, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან, წერილობითი მითითებების გაცემასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას, მზღვეველის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში და სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას სადაზღვევო ბროკერის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. „კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია და იგი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის რომ მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა
თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? ან რას ნიშნავდა ეს, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე რუსეთში ცხოვრობს, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მოხდება იმ 4 მილიონ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას
„თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ - შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა. პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად, რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში შევიდა
გემს (Alppila), რომელსაც 18,000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში (Coruña) შევიდა. იტყობინება CNN. საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს არის „ახალი საზღვაო მარშრუტი“, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისთვის ორი მარშრუტი შეადგინა მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს
2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს. კომპანია ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. შეთანხმების შედეგად: • მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია. • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება. • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება. „IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი. პრემიერი: მოლაპარაკება დასრულდა, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე
ღარიბაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა
„მთავრობა უკანონო ქმედებას არავის აპატიებს და ქვეყნის მშვიდობას დაიცავს“, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. „ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს, ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს და ვინ ატარებს ამ აქციას - ის ძალა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას, ადამიანებს კლავდა და აწამებდა, გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და პირადად ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს და არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა სახალხო დამცველის მხრიდან ბოლოდროინდელი კრიტიკაც შეაფასა და განაცხადა, რომ „ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არავის უნახავს“. „გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია და საჯაროდ თქვა - ამას მირჩევნია ბომბებისგან ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს, გახსოვთ სახალხო დამცველი გამოსულიყო და რაიმე საჯაროდ დაეგმო ადამიანების ტანჯვა-წამება, გაუპატიურება და მკვლელობები?“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. „ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, - დაწერა ლომჯარიამ Facebook-ის პირად გვერდზე 11 ივნისს. მის ამ შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება უძღოდა წინ, რომლის თანახმად, „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“.
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ
ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე მასუდ გარახანთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. „როგორც იცით, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იყო 2008 წელს. ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იგივე ხდებოდა 1990-იანებში. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ. შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ახლა, 2022 წელს, ივნისის მადრიდის სამიტისთვის იქნება ის დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველი ხალხისთვის და შესთავაზონ არა მხოლოდ ღია კარი, არამედ ის გზა, როგორ შეუძლია საქართველოს, გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ელისეის სასახლე მაკრონის შესაძლო ვიზიტზე უკრაინაში: არაფერია გადაწყვეტილი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს, CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ელისეის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი. „პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაბამის მომენტში ეწვევა უკრაინას. რამდენიმე ვარიანტი შესწავლის პროცესშია, ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი, - აცხადებს მაკრონის ოფისი. რამდენიმე ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, მაკრონი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არ ჩასულა. საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინაში შესაფერის დროს შედგება ვიზიტი. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას სწორედ ემანუელ მაკრონთან და მარიო დრაგისთან ერთად გეგმავს. გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის გაერთიანებული ძალები: დონბასში სამი სოფელი გავათავისუფლეთ
ფრონტზე მტრის არტილერია ერთი წუთითაც არ ჩერდება. დონბასში სამი სოფელი გავათავისუფლეთ, - ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფება „ფეისბუქში“ წერს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თანდათან წინ მიიწევენ. "ფრონტზე მტრის არტილერია ერთი წუთითაც არ ჩერდება. მაგრამ მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ "რაშისტები" დაუსჯელები დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ოკუპანტებს. დონბასში გარკვეული მიმართულებებით უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ თავს იცავენ, არამედ თანდათან წინ მიიწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება