ძებნის რეზულტატი:

გაეროს ოფისი უკრაინაში 4395 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

გაეროს ოფისის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 12 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4395 სამოქალაქო პირი, მათ შორის 275 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5390 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 451 ბავშვი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგადაა გამოწვეული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი: გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 22 საგამოცდო ცენტრია შერჩეული

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2022 წლის გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე შერჩეულია 22 საგამოცდო ცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი. ამ რაოდენობის გათვალისწინებით მომზადდა პასუხების ფურცლები და ფურცლები შავი სამუშაოსათვის, ასევე დამხმარე მასალა: რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა - მიმდინარეობს მათი დასაწყობება საგამოცდო ცენტრებისთვის. „განაწილდა ცენტრების მიხედვით ჰიგიენური მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარიც. შემოწმდა და ცენტრებში გასაგზავნად უკვე მზადაა ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები, კალმები, საინფორმაციო პლაკატები, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად კი თითოეული ცენტრისთვის საჭირო მედიკამენტები. ამჟამად მიმდინარეობს გამოსაცდელების განაწილება სპეციალური პროგრამის მეშვეობით.შემოწმდა და სპეციალური პროგრამით აღიჭურვა ყველა ის კომპიუტერი, რომლებიც გამოყენებული იქნება 2022 წლის გამოცდებისათვის. მათ შორის, უცხოური ენების მოსმენის დავალებებისათვის საჭირო კომპიუტერებიც. მომზადების პროცესშია საგამოცდო სერვერებიც. ზემოხსენებული ინვენტარი საგამოცდო ცენტრებში გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაიგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი უშუალოდ საგამოცდო ცენტრებში გადაინაცვლებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების შედეგად შეარჩია ის მეთვალყურე-კურატორები, რომლებიც ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად პროცესს საგამოცდო ცენტრებში ადგილზე წარმართავენ. უკვე შერჩეულია საგამოცდო ცენტრების მიხედვით ადმინისტრატორ-კოორდინატორები, IT მენეჯერები, თანაშემწეები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც პროცესში ადგილზე ჩაერთვებიან. 2022 წლის საგამოცდო პროცესის დროულად, შეუფერხებლად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ მუშაობას.შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის ხელისუფლებასთან ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ კარინ ელჰარარს შეხვდა. ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე სამუშაო ჯგუფების ფორმირება მარტში დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, ევროკავშირი სამმხრივი ენერგოხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ისრაელიდან თხევადი გაზი ეგვიპტის გავლით ევროპას მიეწოდება. ცნობილია, რომ ისრაელი თხევადი აირის მოპოვებას ახალი საბადოების ხარჯზე 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და პალესტინაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ევროკომისიის ხელმძღვანელი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იარომ ლაპიდომს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ისრაელისა და პალესტინის პრემიერ-მინისტრებთან. შემდეგ ურსულა ფინ დერ ლაიენი კაიროში გაემგზავრება.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად „კოკინიჩი“), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად „ლისოვიჩი“), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.ჩ., 1982 წელს დაბადებული ს.გ. და 1981 წელს დაბადებული თ.მ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. მხოლოდ მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

შალვა პაპუაშვილი: სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა

"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ - სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, სამივე ქვეყანას ესაჭიროება პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება და სამივე ქვეყანა ელოდება, რომ მასთან მიმართებით რუსეთის მიმართ იქნება ეს პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გადაწყვეტილებას სწორედ იმ ღირებულებებით მიიღებს, რაც გულისხმობს სოლიდარობას, თანადგომას და ამავე დროს რუსეთის მიმართ თამამ გზავნილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო სასურსათო ბაზარზე ვითარება შეიცვალა. ორი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების სეგმენტში მსხვილი მოთამაშე იყო, ომის გამო კრიზისშია. რუსეთი და უკრაინა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს სურსათის უსაფრთხოებაზე ამ და სხვა საკითხებზე Europetime USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიას ესაუბრა. ET: როგორ შეაფასებთ დღეს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას? სად არის ყველაზე სუსტი რგოლი? სურსათის უსაფრთხოებაზე ოთხი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს - ესაა სურსათის არსებობა, ხელმისაწვდომობა, მოხმარება და ამ სამი ფაქტორის სტაბილურობა. სურსათის არსებობა - ნიშნავს, რომ წარმოება არის ქვეყანაში, ან არის მარაგები, ან არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტის საშუალება. სურსათზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს - ფინანსურ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობას. სურსათის მოხმარებაში იგულისხმება ის, რომ პროდუქტი პირველ რიგში უნდა იყოს უვნებელი, ასევე უნდა იყოს ხარისხიანი და რაც მნიშვნელოვანია სწორად დაბალანსებული საკვები ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მეოთხეა ამ სამი ფაქტორის სტაბილურობა. ET: ამ ოთხი ძირითადი ფაქტორიდან, რომელიც დღეს ყველაზე პრობლემური? უკრაინაში შექმნილი ვითარების შედეგად, ყველა ამ ფაქტორს შეექმნა პრობლემა. შავი ზღვის აკვატორიაში პორტების ბლოკადამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა. უკრაინის პორტებში - ოდესაში, ნიკოლაევში, ბერდიანსკსა და მარიუპოლში, რომლებიც რუსეთის კონტროლქვეშაა, მნიშვნელოვანი მოცულობის მარცვლეულია დაბლოკილი. საუბარია ხორბალსა და სიმინდზე, რომლის მოცულობაც დაახლოებით 40 ათასი ტონაა. შესაბამისად ეს ქმნის კრიზისს და პოტენციურ პრობლემებს სურსათის უსაფრთხოების კუთხით. ამას ემატება კიდევ ის მომენტი, რომ რუსეთისა და უკრაინის გარდა ბელორუსი სათესლე მარცვლეულის და მინერალური სასუქების მსხვილი ექსპორტიორია. რუსეთისა და ბელორუსის შემთხვევაში სანქციების გამო ამ პროდუქტებზე ემბარგო ვრცელდება. პრობლემა ექმნებათ აფრიკულ ქვეყნებს, რადგან დამოკიდებულნი არიან ამ სამი ქვეყნიდან არა მხოლოდ სასურსათო მარცვლეულის იმპორტზე, არამედ, მათ შეექმნათ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტი. ამ ქვეყნებში წარმოების შემცირება, ავტომატურად ნიშნავს მოთხოვნის ზრდას მარცვლეულზე, რადგანაც იძულებული გახდებიან, რომ დეფიციტი იმპორტით ჩაანაცვლონ. ET: ჩვენზე რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი? სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ღიად თქვა, რომ ხორბლის მარაგი შემცირდა, თუმცა ფქვილის იმპორტის პრობლემა არ არსებობს. დაახლოებით ორი წელია, [2020-2021 წლის სექტემბერ] რუსეთმა შემოიღო ხორბლის იმპორტზე მცოცავი ბაჟი. ამით ირიბი გზით გადამამუშავებელი ინდუსტრიის წახალისებასა და ხელშეწყობას ახდენენ. ანუ საექსპორტო ბაჟი არსებობს ხორბალზე, მაგრამ არ არსებობს ფქვილზე. შესაბამისად ამ ბაჟის გადახდის შემთხვევაში ბიზნესებისა და კომპანიებისთვის ნაკლებად მიმზიდველია რუსეთიდან ხორბლის იმპორტი და ინტერესი გადადის ფქვილზე. ჩვენ თუ ვნახავთ 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოში ხორბლის იმპორტი განახევრებულია, დაახლოებით 12-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. ET: ხორბლის იმპორტის შემცირება საქართველოსთვის რა პოტენციურ რისკებს შეიცავს? აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია - პირველი -ჩვენ შემოგვაქვს ფქვილი და ნაკლები რაოდენობით ხორბალი, რაც საფრთხეს უქმნის წისქვილებს, რომლებიც რაღაც მომენტის შემდეგ გაჩერდნენ კიდევაც. რეალურად ვიდრე საკუთარ მოსავალს არ მივიღებთ, მათ არ ექნებათ ბევრი საქმე. რისკებზე საუბრისას, მეორე ფაქტორია ის, რომ ფქვილის შენახვის ვადა გაცილებით მცირეა. ხორბლის შენახვა შესაბამისი პირობების დაცვით რამდენიმე ათწლეულია შესაძლებელი, ფქვილის შენახვის ვადა 6-8 თვეა. აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ET: ეკონომიკურ რისკებს გულისხმობთ თუ პოლიტიკურს? ეკონომიკური მოტივებით აქ პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით საფრთხის შემცველია მხოლოდ ერთ, რუსულ ბაზარზე ასე მიბმა. მაგალითად, ქათმის ხორცზე ჩვენი თვითკმარობის კოეფიციენტი 35%-ია. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი იმპორტი მეტად დივერსიფიცირებულია, ვიდრე ხორბლის შემთხვევაში. რაც შეეხება ზეთს, აქაც იმპორტი გადანაწილებულია. მნიშვნელოვანი რაოდენობის ზეთი შემოდიოდა რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა არის აქედან გამოსავალი? სახელმწიფომ დააანონსა, რომ დაიწყება ხორბლის ხელშეწყობის პროგრამა. დეტალები არ ვიცი, თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ ეს პროგრამა, იყოს ორიენტირებული არა სახნავ-სათესი ფართობების გაზრდაზე, არამედ მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთეს, ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდაზე. რადგან ჩვენთან ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავალი 2-2,5 ტონაა და 4-4,5 ტონაზე ასვლა სავსებით რეალურია სწორი აგროტექნიკის, სათესლე მასალის, სასუქებისა და ქიმიკატების გამოყენების შემთხვევაში. თუ ხორბალზე ჩვენი თვითკმარობის კოეფიციენტი 15% -დან 30%-მდე გაიზრდება, ეს მოგვცემს მეტ მოქნილობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ხორბლის კონტროლი სწორად განხორციელდეს. ET: ეს სამომავლო პერსპექტივაა და რა უნდა გაკეთდეს პრობლემის უფრო სწრაფად გადასაჭრელად? მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, სხვა პოტენციური მომწოდებლების მოძებნა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ხორბლის 3 ძირითადი მომწოდებელი გვყავდა - რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. სამწუხაროდ უკრაინისა და ყაზახეთის შემთხვევაში ხორბლის იმპორტი პრობლემურია. ყაზახეთმა კვოტა დააწესა და 2022 წელს 1 მილიონ ტონა ხორბალსა და 300 000 ფქვილზე მეტს არ გაყიდიან. რაც შეეხება უკრაინას, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაცა ქვეყნის ბეღელია და ძირითადად ზამთრის ხორბლის მოყვანა ხდება. შესაბამისად აქაც მაღალია რისკები. ამიტომ საქართველომ შესაძლოა, რუსულ მარცვლეულსა და ფქვილზე დამოკიდებულება სრულად ვერ მოხსნას, მაგრამ იმპორტი სხვა ქვეყნებზე გადაანაწილოს. ET: როგორ შეაფასებთ სურსათის უსაფრთხოების კუთხით ვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში? ერთნაირი ვითარებაა. დამოკიდებულება რუსულ პროდუქტებზე არსებობს ყველგან. თუმცა აზერბაიჯანი ჩვენზე მეტ ხორბალს აწარმოებს და მეტსაც მოიხმარს. ყველაზე მეტი რისკები არის იმ ქვეყნებში რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ, არა მხოლოდ საფურაჟე და სასურსათო ხორბალზე, არამედ ხორბლის წარმოებისთვის აუცილებელ იმპორტზე. მაგალითისთვის გამოდგება ეგვიპტე, რომელიც 80%-ით დამოკიდებული იყო რუსული და უკრაინული ხორბლის იმპორტზე. ET: თქვენი პროგნოზით, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რამდენად რეალურია დღეს მარცვლეულის ბაზარზე განვითარებული კრიზისის დაძლევა? გარდა იმისა, რომ ხორბლის დიდი მარაგები დღეს გაჩერებულია, ასევე პრობლემას მოლოდინები ქმნის. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და მარცვლეულის მოსავლის თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. ასევე ვიცით, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა ხორბლის ექსპორტი მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდეს. მათ შორის ინდოეთმა , რომელიც მსოფლიო ბაზარზე 7 მილიონი ტონა ხორბლის გამოტანას გეგმავდა. ინდოეთი ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, თუმცა წელს გვალვამ მათი ექსპორტი შეაფერხა, თუმცა იგრძნობა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გავლენაც. შესაბამისად, პოტენციურ რისკებშია ხორბალზე ფასის ზრდა. ET: FAO (სურსათის მსოფლიო ორგანიზაცია) ფასების ზრდას უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც პროგნოზირებდა. რამდენადაა კავშირში სურსათზე და მარცვლეულზე ფასების ზრდა მხოლოდ ომთან? ეს ტენდენცია არაა მხოლოდ ომთან დაკავშირებული. საქართველოში 2022 წლის მაისში გასულ წელთან შედარებით ფასები გაზრდილია 22%-ით. ხორბალზე დეფიციტის გაჩენა კიდევ უფრო იმოქმედებს ფასებზე. ესაა პოტენციური რისკი, თუმცა ამ რისკის ჩანაცვლება ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია შიდა წარმოების წახალისებით, თუმცა ეს წელს სამწუხაროდ ვერ მოესწრება. ET: ჩვენ ვისაუბრეთ სურსათის უსაფრთხოებაზე და იმპორტზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ექსპორტი. აქაც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და უკრაინა არიან. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით?  ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსეთსა და უკრაინაზე ექსპორტის კუთხით. მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ბოლო 10-12 წელია ადგილობრივი ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიცირებას ცდილობს, ამის მიუხედავად, მაინც რუსეთია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. 26% აგროიმპორტისა და 34% აგროექსპორტისა ამ ბაზარზე მოდის. რუსეთში საქართველოდან ძირითადად გადის ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყალი და ტკბილი გაზიანი წყლები - ლიმონათი. ამ პოზიციაზე გვაქვს შემცირება ექსპორტში. ალკოჰოლიან სასმელებზე კლება 40%-ია, დანარჩენზე 12%-ი. რაც შეეხება უკრაინას, აქაც მნიშვნელოვანი შემცირებაა. რთული სათქმელია ეს ვითარება როგორ აისახება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე, რადგან აქაც ჩვენი პარტნიორები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. სამწუხაროდ, შემცირებული ექსპორტი ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და შესაბამისად მათთვის სურსათზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუარესდება.  

სლოვაკეთის პრემიერმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ბერლინში ვიზიტისას გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ჰეგერი გერმანიას 13 ივნისს ეწვია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი იქნება, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში „დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული“. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება, ევროპა იყოს ძლიერი და ეს ქვეყნები ელოდებიამ. ჩვენ არ შევამოკლებთ გზას, ჩვენ არ შევამცირებთ კრიტერიუმებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა. გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ. Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. ამის შესახებ განცხადება რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ გაავრცელა და ამის მიზეზად გერმანული კომპანია Siemens-ის მიერ მილსადენის სარემონტო სამუშაოების გაჭიანურება დაასახელა. „გაზპრომის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობს სამი გასაქაჩი აგრეგატი. გაზის მიწოდების მაჩვენებელი 100 მილიონი კუბური მეტრის ფარგლებში იქნება. სრულყოფილი მუშაობისას „ჩრდილოეთის ნაკადით“ 24 საათში 167 მილიონი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვაა შესაძლებელი.  „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.  

თსუ სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და მოქნილი საგამოცდო გრაფიკით ჩატარდება. თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა. ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად. სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, - აღნიშნულია თსუ-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს. თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.  

სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან?

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება - მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ - დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ? – ასეთი შეკითხვით ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი შესაძლოა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ, საქართველო კი - არა. ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ობიექტური კრიტერიუმებით ამას იმსახურებს. სუბარის შეფასებით, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე გაცილებით წინ დგას. „ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა და ერთადერთი პარტია, ვინ ამ ჩანაწერს ხმა მისცა, არის “ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად 2024 წლისთვის გავაკეთებდით განაცხადს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა პროცესი დააჩქარა და განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შევიტანეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ძალიან დიდი მსხვერპლს იხდის, დიახ, ვეთანხმები, ეს არის სიმართლე და სამწუხარო რეალობა. ეს ფასი საქართველომაც გადაიხადა და დღესაც ვიხდით - ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სამი ომი, ჩვენი გარდაცვლილი არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცები, დანგრეული ქალაქები და სოფლები. თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას ომის გაჩერება შეუძლია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რომ სტატუსი უკრაინამ პირველ რიგში მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ომის შეჩერების წინაპირობა იყოს. ხოლო თუ ამის წინაპირობა არ არის, საქართველოს გამორჩევა სწორი არ იქნებოდა. მე ჩვენი მეგობრებისგან - უკრაინელებისგან და მოლდოველებისგან ველი, რომ როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი სამივემ ერთად უნდა მივიღოთ, მათაც იგივე პოზიცია ჰქონდეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰენრიკ დემს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დანიის სამეფოს გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დანიის სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში რუსულ აგრესიას და მის შედეგებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.  

ჰოვარდ ბაფეტმა უკრაინისთვის $2.7 მილიონის ოდენობით შემოწირულობა გაიღო

ამერიკელი ბიზნესმენისა და მილიარდერის უორენ ბაფეტის შვილის ჰოვარდ ბაფეტის საქველმოქმედო ფონდმა უკრაინისთვის $2,7 მილიონიანი შემოწირულობა გაიღო. შემოწირულობა ორგანიზაცია Spirit of America-ს გადაერიცხა. ეს კომპანია უკრაინას ტერიტორიული თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის 9 50 ადგილიან ავტობუსს გაუგზავნის. ასევე, ეს თანხები მოხმარდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. „ასეთი არაფერი მინახავს ჩემს სიცოცხლეში.მილიონობით ლტოლვილი ცდილობს ქვეყნის დატოვებას...მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამ ბრძოლაში. ეს მათთვის რთული ბრძოლაა“, - განაცხადა ჰოვარდ ბაფეტმა. ჰოვარდ ბაფეტი მილიარდერის უორენ ბაფეტის ვაჟია. ის  Howard G. Buffett Foundation-ს ხელმძღვანელობს.  

ზელენსკი ელის, რომ გერმანია რუსეთთან ურთიერთობაში თავის პრიორიტეტებს უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ გერმანია კანცლერ ოლაფ შოლცის კიევში ვიზიტის დროს, თავის პრიორიტეტებს თავის პრიორიტეტებს რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ ZDF-ის გადაცემა Heute Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. „ველოდები, რომ ის [ოლაფ შოლცი] პირადად დაგვიჭერს მხარს და პირადად დარწმუნდება, რომ უკრაინას შეუძლია, შეუერთდეს ევროკავშირს და რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინას უკვე ივნისში მიენიჭება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, კიევი შოლცისგან გარანტიას ელის, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობასა და უკრაინას შორის ურთიერთობაში გარკვეული სკეპტიციზმი, ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერობამდე იყო. ეს სკეპტიციზმი, მისი აზრით, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება, როდესაც  ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის მომავალ წევრობას ეხება საქმე. ამავდროულად, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შესაძლოა, კიევს ამ კვირაში ეწვიოს. თუმცა, მას ჯერ არ დაუსახელებია მოგზაურობის თარიღი. ვიზიტის შესახებ გერმანიის მთვრობას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან აუდიენცია გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მის აღმატებულება მარგარეტ მეორესთან აუდიენცია გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე. „მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ყურადღება გაამახვილეს დანიის სამეფოს საელჩოს თბილისში გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით შესაძლოა, გინესის რეკორდებში მოხვდეს

წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდებში მოხვდება, – ამის შესახებ წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, მრავალფეროვან ეკოტურისტულ სივრცეს, რომელიც განსხვავებულადვე ინფრასტრუქტურით, ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი. „240-მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია შუშის კაფე-ბარი, უკვე დასრულებულია და ჩვენ გავდივართ პროცედურებს, რომელიც დასრულდება 2022 წლისთვის. ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში“, - განაცხადა კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა. ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში​, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ინვესტორები ისრაელიდან. მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშის) კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.

ზელენსკის თქმით, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ცოტა დააგვიანეს“

უკრაინის პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცის განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა „ცოტა დააგვიანეს“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით, თუმცა ამ ქვეყნებმა უკრაინას პოლიტიკურად დაუყოვნებლივ დაუჭირეს მხარი. „მაგრამ მაშინ, ომის დასაწყისში, ჩვენ არ გვჭირდებოდა პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდებოდა დახმარება”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი ელის, რომ გერმანია რუსეთთან ურთიერთობაში თავის პრიორიტეტებს უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს მისი თქმით, კიევი შოლცისგან გარანტიას ელის, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობასა და უკრაინას შორის ურთიერთობაში გარკვეული სკეპტიციზმი, ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერობამდე იყო. ეს სკეპტიციზმი, მისი აზრით, გამოიხატება უპირველეს ყოვლისა, როდესაც საქმე ეხება უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირსა და NATO-ში. ამავდროულად, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. როგორც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა, გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის. გერმანიის კანცლერი შესაძლოა, კიევს ამ კვირაში ეწვიოს. თუმცა, მას ჯერ არ დაუსახელებია მოგზაურობის თარიღი. ვიზიტის შესახებ გერმანიის მთვრობას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შოლცთან ერთად გამგზავრებას გეგმავენ იტალიის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი. ეს ინფორმაცია არც მაკრონის ოფისმა დაადასტურა. იტალიური მხარის პოზიცია მედიაში არ გავრცელებულა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკომისია გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს

ევროკომისიის პრესმდივანმა, ერიკ მამერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს. Politico ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება და მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე წერს „პრესაში ვნახე, რომ კომისიამ თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილება გუშინ. ეს არის მცდარი ინფორმაცია. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. ჩატარდა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ თავიანთი ხედვა, თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხის შესახებ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება პარასკევს. კოლეგია ემზადება ამ დებატებისთვის, სამსახურები ასრულებენ დოკუმენტებს. ხუთშაბათს გაიმართება კაბინეტების დირექტორების შეხვედრა, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა ყველაფერი რიგზე კოლეგიის დღის წესრიგში პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ეს პუნქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს არის სრულიად სტანდარტული პროცედურა, რომელიც მანამდეც გვქონდა“, – განაცხადა სპიკერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ვიოლა ფონ კრამონი: ის რომ, თითქოს, ჩვენ გვსურს, საქართველო ომში ჩაერთოს, აბსურდია

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს, ევროპარლამენტში სურთ, საქართველო ომში ჩაერთოს. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მათ უბრალოდ სურთ, დაინახონ, რომ საქართველო იმ რეფორმების ერთგულია, რომლის გატარების პირობაც ქვეყნის ხელისუფლებამ დადო. „ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ტყუილია, ეს შესაძლოა, საქართველოს მთავრობის მცდელობაა, რომ საკუთარი იმედგაცრუება აღმოფხვრან, მაგრამ ამას ჩვენ რეზოლუციასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. კითხვაზე, რას შეიძლება, ახადოს ფარდა საქართველოს მთავრობამ, ევროდეპუტატმა შემდეგი პასუხი გასცა: ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. თუ რამისთვის არის ფარდა ასახდელი, ვთხოვთ, ეს გააკეთონ. მთელი ეს პროცესი გამჭვირვალეა, არის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს,“, - განაცხადა კრამონმა „ტვპირველის“ ეთერში. „თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია, არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

ვახტანგ გომელაური უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აზიზბეკ იკრამოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ქართული მხარის მიერ უზბეკი კოლეგებისთვის გაზიარებული გამოცდილება მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება. უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს, მომსახურების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან.  

შოტლანდიამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო

შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის გამართვის შესახებ განაცხადა. შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „დამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც სახელმწიფოს რეფორმირების გეგმაა წარმოდგენილი. დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროა „ახალი შოტლანდიის“ ასაშენებლად - „კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონის“ შემდეგ. ახალი კენჭისყრის ჩასატარებლად საჭიროა დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რეფერენდუმზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო. ადრე მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს შოტლანდიის გამოყოფას და განაცხადა, რომ საკითხი 2014 წელს, პირველი რეფერენდუმის დროს გადაწყდა.