ძებნის რეზულტატი:

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი გამოკითხვის შედეგები ცნობილია

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიცია (25.6) ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ გაერთიანებას (25.2) 0,4 პუნქტით უსწრებს.  ამას წინასწარი გამოკითხვები მოწმობს. მესამე ადგილს მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“ 18.9%-ით იკავებს, კონსერვატორი „რესპუბლიკელები“ კი, 13.7%-ით მეოთხე ადგილზეა. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება  

რუსეთის დღესთან დაკავშირებით, ევროპის დედაქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა

ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ჩატარდა ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პროტესტი ძირითადად, რუსი ემიგრანტების მიერ იყო ორგანიზებული. აქცია ლონდონში, ვარშავაში, ბერლინში, ჰელსინკიში, პარიზში, პრაღაში, ვენაში და თბილისშიც გაიმართა. კიევში აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობაზე ტილო წარწერით - „რუსეთის ბოლო დღე“ ჩამოკიდეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხებას უსურვებს. ლატვიელი დიპლომატი რუსეთს ასევე უსურვებს, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე. „რუსეთი აღნიშნავს თავის დღესასწაულს, მე ვუსურვებ დამარცხებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას და საბოლოოდ, თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყნის შექმნას", - წერს რინკევიჩსი.  

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა, არაფერს შეუშინდა და ახლა ვიღაცას უნდა, რომ რაღაც ჩანაწერებით და სანქციების მუქარით შეაშინოს, რაც "ფუჭად გასროლილი ტყვია". „როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვლეს. იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად საერთო არაფერი აქვს იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად

პოლიციამ თბილისში, დიღმის მასივში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ო. და 1986 წელს დაბადებული ჯ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. 2015 წლის 12 ივნისის ღამეს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა. წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. ასევე განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური.  

ხარკოვში რუსეთის არმიამ ე.წ. კასეტური ბომბები გამოიყენა - Amnesty International

Amnesty International-ის მიერ დღეს, 13 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის მიერ ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენების და სარაკეტო იერიშების შედეგად უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. Amnesty International-ის ანგარიში მტკიცებულებების გამოკვლევას და დაღუპულთა ნათესავების, სხვა მოწმეების და ექიმების ჩვენებების ანალიზს ეფუძნება. Amnesty International-ს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ მხოლოდ 15 აპრილს, ხარკოვის მშვიდობის ქუჩაზე, კასეტური ბომბის გამოყენების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი და დაიჭრა 35, მათ შორის ბავშვები. მათი სხეულიდან ამოღებული მეტალის ნამსხვრევები ადასტურებს, რომ გამოყენებული იყო 9N210/9N235 ტიპის კასეტური საბრძოლო მასალა. ასეთივე ნამსხვრევები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ხარკოვის ერთ-ერთ სათამაშო მოედანზეც. რუსეთის არმიამ ხარკოვის დაბომბვა უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 24 თებერვალს დაიწყო. ინტენსიური, განუწყვეტელი შეტევა ორ თვეს მიმდინარეობდა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა 606 და დაიჭრა 1248 მშვიდობიანი მოქალაქე. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ შეუერთდა ე.წ. კასეტური ბომბების და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავ კონვენციებს, მსგავსი საბრძოლო მასალების გამოყენება და განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და ომის დანაშაულად ითვლება. რუსეთის არმიის მიერ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენება მარტში დაადასტურა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკში და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია

მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკში, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. “მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკში, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ხარკოვში რუსეთის არმიამ ე.წ. კასეტური ბომბები გამოიყენა - Amnesty International  

ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა კაცი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზეა იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია თავის არეში. ცნობისთვის, გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.  

საული ნიინისტო: ფინეთი NATO-ში შვედეთის გარეშე ვერ შევა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ს წევრობაზე უარს იტყვის, თუ მასთან ერთად ამ სტატუსს შვედეთიც არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით წერს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საული ნიინისტოს ჰკითხეს, განაგრძობს NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინ წაწევას, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის განაცხადის განხილვა გადაიდება ან ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მიიღებს. „შვედეთში ამბობენ, რომ ფინეთის საქმე ჩვენია. მე ვამბობ, რომ შვედეთის საქმე ჩვენია. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვმოძრაობთ“, - განაცხადა ნიინისტომ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს:  შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.  ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

უკრაინის ახალი ელჩი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის ახალი ელჩი პოლონეთში ვასილ ზვარიჩი დიპლომატიურ მისიას იწყებს. „გამარჯობა პოლონეთიდან! ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ვიმუშაოთ 24/7 უკრაინა-პოლონეთის მეგობრობის გასაძლიერებლად! პოლონეთთან ერთად უფრო ძლიერები ვართ და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, - წერს დიპლომატი. ზვარიჩმა შეცვალა ანდრეი დეშჩიცია, რომელიც უკრაინის ელჩი 2014 წლის 13 ოქტომბრიდან იყო.  უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებულებას პოლონეთში ელჩად ზვარიჩის დანიშვნის შესახებ, 8 თებერვალს მოაწერა ხელი. მას საელჩოებში - პოლონეთში (ორჯერ), თურქეთსა და შეერთებულ შტატებში მუშაობის გამოცდილება აქვს.   

უკრაინაში ომის დასრულების შესახებ NATO-მ რუსეთთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს - ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ვეი ფენგე თვლის, რომ NATO-რუსეთის მოლაპარაკებებს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება. შესაბამისი განცხადება ფენგემ სინგაპურში „Dialogue Shangri“-La-ს კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ უნდა გამართონ მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა „რაც შეიძლება მალე შეიქმნას პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის“. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთს არ ჰქონია რაიმე სახის პაქტი რუსეთთან. „ეს არის პარტნიორობა და არა გაერთიანება. ურთიერთობები რუსეთთან გაგრძელდება. ჩვენ რუსეთს არ გავუწიეთ რაიმე სამხედრო ან მატერიალური მხარდაჭერა [უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს]", - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ფენგეს გამოსვლები ძირითადად ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ეხებოდა. ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგა, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობა პეკინის სამხედრო პასუხს გამოიწვევს. თავის მხრივ, ოსტინმა განაცხადა, დაძაბულობა ძალის გამოყენებით არ უნდა აღმოიფხვრას. 

ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთთან უბაჟო ვაჭრობის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთთან უბაჟო ვაჭრობის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. ეს რეჟიმი მალე ამოქმედდება, მოსალოდნელია ავსტრალიასთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მინისტრთა კონფერენციაზე 57 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა უკრაინისადმი სოლიდარობის სპეციალურ ღონისძიებაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინული საქონლის წვდომას მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. ევროკავშირთან ვაჭრობის საბაჟო გადასახადები უკვე გაუქმებულია. შეერთებული შტატები უკვე იყენებს „უბაჟო რეჟიმს“ უკრაინული ფოლადისთვის. კანადამ გააუქმა საბაჟო გადასახადები. იგივე რეჟიმი იმუშავებს უახლოეს მომავალში ბრიტანეთთანაც. ჩვენ ველით ვაჭრობის ლიბერალიზაციას ავსტრალიისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 ივნისს, საღამოს გამოსვლაში. როგორც ცნობილია, 4 ივნისს, ევროკავშირმა ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირის ყველა იმპორტის გადასახადი და ტარიფი უკრაინულ ექსპორტზე, რათა დაეხმაროს უკრაინული ბიზნესის აღდგენას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალდა. ეს მოიცავს სამრეწველო საქონელზე იმპორტის გადასახადის სრულ შეჩერებას, ხილისა და ბოსტნეულის შესვლის ფასების სისტემას, ასევე, ანტიდემპინგურ გადასახადებს და იმპორტის გარანტიებს ერთი წლის ვადით. კვირას, შვეიცარიაში, ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მე-12 მინისტერიალი დაიწყო. WTO-ს 50-ზე მეტმა წევრმა გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და დაჰპირდა დახმარებას და მხარდაჭერას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის კულტივაციასა და ექსპორტში, ისევე როგორც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციაში.   

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა - CREA

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს. კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა. რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია ჩინეთი (€12,6 მილიარდი), მეორეა გერმანია (€12,1 მილიარდი) მესამე კი იტალია (€7,8 მილიარდი). რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა ნედლი ნავთობი (€46 მილიარდი), საანგარიშო პერიოდში მილსადენით ექსპორტირებული გაზიდან რუსეთმა €24 მილიარდი მიიღო, ნავთობპროდუქტებიდან €13 მილიარდი, თხევადი გაზის გაყიდვებიდან €5,1 მილიარდი, ხოლო ნახშირის ექსპორტიდან €4,8 მილიარდი. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი  

პროკურატურამ ნახევარი მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ავსტრიის მოქალაქემ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, 2020 წლის მარტში, ჩეხურმა კომპანიამ 1 120 000 ევრო, ხოლო 2020 წლის მაისში, გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 180 000 ევრო გადარიცხეს. წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ბრალდებულმა დამკვეთებს არ მიაწოდა შეკვეთილი საქონელი, ხოლო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ. „ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, - განმარტავს პროკურატურა. ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რეზიდენტი იურიდიული პირის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. „საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

"უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ჯამში, მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 300-ს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „24 თებერვლიდან 13 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგი შეადგენს: 1432 ტანკს, 3492 ჯავშანტექნიკას, 718 საარტილერიო სისტემას, 226 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 213 თვითმფრინავს, 178 ვერტმფრენს, 2460 მოტორიან ავტომობილსა და საწვავის ავზს, 13 გემს/ნავს, 585 უპილოტო საფრენ აპარატს, 54 ერთეულ სპეცტექნიკას, 125 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და იტალიის პრემიერის მარიო დრაგის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია. La Stampa წერს, რომ სამი ქვეყნის ლიდერი კიევში 16 ივნისს ჩავა. გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი G7-ისა და NATO-ს სამიტამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ გამოხატონ ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მიმართებით. ცნობილია, რომ სამი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ამასთან, 24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს განაგრძობენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.  

უკრაინის ელჩი შოლცის ვიზიტზე: იმედი მაქვს, გერმანიის კანცლერი იტყვის, როდის ჩავა დაპირებული იარაღი უკრაინაში

უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტისგან ელის, რომ ბერლინი  უკრაინითვის იარაღის მიწოდების შესახებ თავის დაპირებებს შეასრულებს და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას მისცემს. ამის შესახებ ელჩმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.  მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია ელჩის თქმით, უკრაინა კვლავ ელოდება გერმანიიდან მძიმე შეიარაღების მიწოდებას, მათ შორის არის Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცები და Gepard თვითმავალი საზენიტო იარაღები. მხოლოდ განცხადებები და დაპირებები, მისი თქმით, არ ეხმარება უკრაინას ამ ომში რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში. მელნიკი იმედოვნებს, რომ კანცლერი იტყვის, როდის ჩავა დაპირებული იარაღი უკრაინაში, რადგან ეს დაპირებები რამდენიმე თვის წინ იყო გაცემული. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? „თუ გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის და იტალიის ოფიციალურ პირებთან ერთად გაგზავნის სიგნალს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ ძლიერი სიმბოლური ჟესტი“, - თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ეს გააძლიერებს უკრაინელების მებრძოლ სულს და ნათლად აჩვენე რუსეთს, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს თავისუფალ უკრაინას. მან ასევე აღნიშნა, რომ შოლცი ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა კიევში ჩასვლა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად კი არა, კონკრეტული შედეგებისთვის სურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჯოზეფ ბორელი: ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებები აუცილებელია

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთოხების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ისინი ომს აწარმოებენ არა ბანკნოტებით, არამედ ქვემეხებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას. ამავდროულად, ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება ძლიერი პოზიციებით, რათა რუსეთმა ვეღარ მოახდინოს იმ ტერიტორიების ოკუპირება, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ აქვს მიტაცებული და ოკუპირებული“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც 80 კილომეტრამდე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეუძლია

გაერთიანებული სამეფო უკრაინას მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ ბენ უოლესის განცხადებაზე დაყრდნობით CNN იუწყება. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაიგზავნება ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები (M270), რომლებსაც 80 კილომეტრამდე (49,7 მილი) სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეუძლია. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალი შეთვაზება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. უკრაინამ დასავლეთს მძიმე იარაღის უფრო სწრაფად მიწოდების თხოვნით მიმართა, რათა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის ძალების თავდასხმას შეეწინააღმდეგოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა წარმატებით აჩერებს რუსეთის თავდასხმებს დონეცკის პროვინციაში, მოსკოვის სახმელეთო ძალების მზარდი ძალა კიევისთვის სულ უფრო მეტ სირთულს ქმნის. უკრაინის პრობლემებს ისიც ამძაფრებს, რომ საბრძოლო მასალის რაოდენობა ძალიან ცოტაა. კიევის მთავრობის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, რუსეთი დღეში 50 000-მდე საარტილერიო ჭურვს ისვრის. დასავლეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდა, მათ შორის არის მრავალჯერადი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რომელთა გამოსაყენებლად უკრაინულ ძალებს მომზადება რამდენიმე კვირის განმავლობაში დასჭირდებათ. დასავლეთი უკრაინისთვის მარაგების მიწოდებას განაგრძობს.  რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს თეთრ სახლში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს იმ ფონზე, როდესაც ალიანსი უკრაინის ომთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. CNN წერს, რომ მხარეები NATO-ს სამიტის მომზადებისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერების საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ, მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე, სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტებით იმყოფება. ალიანსის გენმდივანი შვედეთში დღეს ჩადის. მანამდე ის ფინეთში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.