ძებნის რეზულტატი:

ლოიდ ოსტინი: ჩვენ ვხედავთ სამხედრო აქტივობების მუდმივ ზრდას ტაივანის მახლობლად, შეერთებულ შტატებს არ სურს ახალი ცივი ომი

„დასავლეთით, ჩვენ ვხედავთ, რომ პეკინი აგრძელებს პოზიციის გაძლიერებას საზღვრის გასწვრივ, რომელსაც ის იზიარებს ინდოეთთან. ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნები საზღვაო პოლიციის მხრიდან“ პოლიტიკური დაშინების, ეკონომიკური იძულების ან შევიწროების წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ. თავდაცვის დეპარტამენტი შეინარჩუნებს თავის აქტიურ ყოფნას ინდო-წყნარი ოკეანის მასშტაბით“, -  ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სინგაპურის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი და ურყევია. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, შევინარჩუნოთ სტატუს კვო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ამ რეგიონს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ერთგული ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ხელმძღვანელობს ტაივანის ურთიერთობების აქტით, სამი ერთობლივი კომუნიკითა და ექვსი გარანტიით. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ორივე მხრიდან. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ პრინციპის უკან, რომ სრუტეებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს“. ოსტინის თქმით, ჩინეთმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად. „ჩვენ ვხედავთ პროვოკაციული და დესტაბილიზაციის გამოწვევი სამხედრო აქტივობების მუდმივ ზრდას ტაივანის მახლობლად. ჩვენ კვლავ ვართ ორიენტირებული ტაივანის სრუტეზე მშვიდობის, სტაბილურობისა და სტატუს კვოს შენარჩუნებაზე. მაგრამ [ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის] ნაბიჯები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას ინდო-წყნარ ოკეანეში. ეს გადამწყვეტია ამ რეგიონისთვის და გადამწყვეტია ფართო მსოფლიოსთვის. მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ტაივანის სრუტეზე მხოლოდ აშშ-ის ინტერესი არ არის. ეს საერთაშორისო შეშფოთების საკითხია“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. მისივე განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ სურს კონფლიქტი ან დაპირისპირება, შეერთებულ შტატებს არ სურს ახალი ცივი ომი ან მტრულ ბლოკებად დაყოფილი რეგიონი. „ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს შეშფოთების გარეშე, მაგრამ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ჩვენი ხედვის მიმართულებით, ამ რეგიონისთვის, უსაფრთხოების გაფართოებისა და არა მზარდი დაყოფის მიზნით. კვლავ მჯერა, რომ დიდი ძალებიბ გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს წილს ამ დაძაბულობის პასუხისმგებლობით მართვისთვის. - კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.  

ლევან დავითაშვილი: კომპანია „ბორჯომში“ სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

"საქართველოს კომპანია „ბორჯომში“ აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება. კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. "“ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს  

შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჰენრიკ თუნს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე. არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აღინიშნა მჭიდრო და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა. ჰენრიკ თუნმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ნატოს ჯარების და სამოქალაქო პირების ევაკუაციისას გაწეული დახმარებისთვის. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო.  

რუსეთი უკრაინაში იყენებს თერმობარულ ბომბებს, რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღია - ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთი და სხვა დასავლური ქვეყნები ფრთხილობენ, უკრაინას მიაწოდონ იარაღი, რომელსაც რუსეთიც გამოიყენებდა, რათა დარწმუნდნენ, რომ დასავლეთს სიტუაციის ესკალაციაში არ დაადანაშაულებენ. ნიინისტოს თქმით, რუსული იარაღი უფრო ძლიერია და ის მოიცავს „თერმობარულ იარაღს“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მზარდი მძიმე შეიარაღებით. მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება. თერმობარული ბომბების, რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღია", - განაცხადა ნიინისტომ უსაფრთხოების პოლიტიკის მოლაპარაკებების დროს ნაანტალში, მის რეზიდენციაში. უკრაინა და NATO-ს ქვეყნები ასევე ადანაშაულებენ რუსეთს თერმობარული ბომბების გამოყენებაში, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ვაკუუმური ბომბები და ბევრად უფრო დამღუპველია ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები. ფინეთმა და მეზობელმა შვედეთმა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს.  

გერმანიის მთავრობამ არ დაადასტურა, რომ შოლცი ხუთშაბათს კიევში ჩავა - Reuters

გერმანიის მთავრობის სპიკერმა უარი განაცხადა მედიის ცნობის დადასტურებაზე იმის შესახებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გაემგზავრება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია „ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა სპიკერმა. უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტისგან ელის, რომ ბერლინი  უკრაინითვის იარაღის მიწოდების შესახებ თავის დაპირებებს შეასრულებს და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას მისცემს. ამის შესახებ ელჩმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის და იტალიის ოფიციალურ პირებთან ერთად გაგზავნის სიგნალს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ ძლიერი სიმბოლური ჟესტი“, - თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ეს გააძლიერებს უკრაინელების მებრძოლ სულს და ნათლად აჩვენე რუსეთს, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს თავისუფალ უკრაინას. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? მან ასევე აღნიშნა, რომ შოლცი ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა კიევში ჩასვლა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად კი არა, კონკრეტული შედეგებისთვის სურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან დავითაშვილი: საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორად რჩება

„გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, საქართველოში ვინარჩუნებთ, ერთი მხრივ, სიმშვიდეს და მეორე მხრივ, მაღალ ნდობას ბიზნესის მხრიდან ჩვენი ეკონომიკის მიმართ, ამის დასტურია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა ფიქსირდება“ - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს ლევან დავითაშვილმა თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით - მისი ოდენობა 435.7 მლნ. აშშ. დოლარით არის გაზრდილი და და რეკორდულ მაჩვენებელს - 568.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. „ეს მიუთითებს, რომ რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა გვაქვს ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან.  

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია - ამერიკის საელჩო

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს სტუმრობდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. ამერიკის საელჩოს განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების შემოსვლისთვის მუშაობით შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. საელჩოს შეფასებით, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია და აჭარაში ყველაზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს. „ტერმინალში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, როგორ უკვალავს მსგავსი ინვესტიციები გზას სხვა ამერიკულ ბიზნესებს, რომ დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და გამოიყენონ მისი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და კომერციული ჰაბის პოტენციალი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გასული წლის ივნისში გაიხსნა. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალს 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავება შეუძლია.

კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ის განცხადებები, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა. „30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან, ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. ყველა ჩვენი პროექტი თუ პროგრამა რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისაკენ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, რაც გახლავთ NATO-სა და ევროკავშირი ინტეგრაცია. ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამას ვუჭერთ მხარს, რომ ქართველმა ხალხმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას მის ევროპულ მისწრაფებებში“, - აღნიშნა დეგნანმა. ამასთან, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ომი არცერთ ქვეყანაში არ სურს. ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, აშშ ყველაფერს აკეთებდა ამ კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად. „ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე, იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს. აშშ ყველაფერს აკეთებდა, რომ ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ომი თავიდან აეცილებინა. ამისთვის აშშ-მ დიდი მუშაობა გასწია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვინდა რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი. ზოგადად, ევროკავშირი და NATO არიან ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, წარმატებასა და მშვიდობას. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის მშვიდობის გარანტი. ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, ზუსტად ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ სრულიად ერთგულნი საქართველოს ამ მისწრაფებების - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნა დეგნანმა.  

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს – ძალა ერთობაშია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ახლა დაპირისპირების დრო არაა და ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. კელი დეგნანი: ის, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა „ახლა არ არის ჩხუბისა და დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ამ ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს. უნდა გაერთიანდეს ქვეყნის ინტერესების, უკეთესი მომავლის, სტაბილურობისა და წარმატების გამო. ერთობა არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში დაპირისპირების გადადება. იმედი მაქვს, რომ ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს, რაც მდგომარეობს შემდგომში - ძალა ერთობაშია“, - აღნიშნა დეგნანმა. აშშ-ის ელჩს ჟურნალისტებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შეფასება სთხოვეს, რომელიც მან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე არ ისაუბრებს.  პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს

„ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „წარმოვადგენ რა, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მითუმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ NATO-სა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ - 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ - 2014 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო. „ ჩვენ ორივე ვეწვიეთ უკრაინას და შევხვდით ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არ იყო ადვილი მოვლენების ასეთი განვითარების წინასწარ განჭვრეტა, თუმცა მეორეს მხრივ, ნამდვილად შეიძლებოდა ამ პროგნოზის გაკეთება, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია. ასევე, გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინამ IDS Borjomi-ის შვილობილ კომპანიაში მიხაილ ფრიდმანს წილი დაუყადაღა

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს პრესსამსახურის ცნობით, სასამართლომ IDS Borjomi-ის შვილობილ კომპანიაში ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს საკუთრებაში არსებული წილები და აქტივები დაუყადაღა, რომელთა საერთო ღირებულება 53.4 მილიონი გრივნაა ($1.81 მილიონი). IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საწარმო, კვიპროსული კომპანიების გავლით, რუს ოლიგარქს ეკუთვნის. ბიურო მილიარდერის სახელს არ ამხელს, თუმცა უკრაინული მედია ღიად წერს, რომ საუბარია მიხეილ ფრიდმანზე. უკრაინაში ფრიდმანი პარტნიორებთან, გერმან ხანთან და პეტრ ავენთან ერთად, ფლობს IDS Group Ukraine-ს, საერთაშორისო ჯგუფის IDS Borjomi International-ის შვილობილ კომპანიას. გარდა იმისა, რომ ის Borjomi-ის წყლის ექსკლუზიური იმპორტიორია უკრაინაში, იგი წარმოდგენილია მთელი რიგი ბრენდებით, კერძოდ, Morshynska და Mirgorodska წყლებით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყადაღა სწორედ Morshynska-ს აქტივებს დაედო. გამოძიების თანახმად, ფრიდმანი, პარტნიორებთან ერთად ცდილობდა, თავიდან აეცილებინა შესაძლო სანქციები და აქტივების ნაციონალიზაცია და ამ მიზნით, გეგმავდა უკრაინაში არსებული აქტივების დამალვას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფრიდმანის სანქცირებამ პრობლემა შეუქმნა ბორჯომის წარმოებას საქართველოში. კერძოდ, IDS BORJOMI International-მა, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, საქართველოში ბორჯომის წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა. დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბორჯომის“ მმართველი კომპანიის, ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1 104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა. გარიგების შედეგად IDS BORJOMI International-ის წილები ასე გადანაწილდა: ERASMONY LIMITED - აქციების 49.99%; Black Waters Limited - აქციების 38.48%; საქართველოს სახელმწიფო - აქციების 7.73%; მინორიტარი აქციონერები - აქციების 3.79% (ბორჯომის ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი).  

ბიტკოინი და ეთერიუმი ვარდნას განაგრძობენ - მიზეზები

ბიტკოინმა ორშაბათს ვარდნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მსხვილმა ამერიკულმა კრიპტოკრედიტორმა Celsius Network-მა შეაჩერა გაცვლა და ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვები. ამის შესახებ Reuters წერს. Celsius Network -მა გაცლა და გადარიცხვები „ექსტრემალური საბაზრო პირობების“ გამო შეაჩერა. Celsius Network-ის განაცხადის შემდეგ, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $1 ტრილიონამდე დაეცა, როს შემდეგაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ბიტკოინი 12%-ით გაუფასურდა. კრიპტოვალუტის კურსი 18 თვიან მინიმუმზეა და $23 300 შეადგენს. მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა Ethereum 18%-ით დაეცა $1 176 -მდე, რაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „ბოლო რამდენიმე კვირაა, კრიპტოვალუტის ბაზრები მკვეთრად დასუსტდა, რადგან მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა და ინფლაციამ აიძულა ინვესტორები დაეტოვებინათ სარისკო აქტივები ფინანსურ ბაზრებზე“, - წერს Reuters.

ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საქარიას საბადოდან გაზი თურქეთის მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.  მისი თქმით, პირველ ეტაპზე დღეში დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის წარმოებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გეგმავს საქარიას საბადოდან 2026 წლისთვის ბუნებრივი აირის მოპოვების მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს. ამასთან, განაცხადა, რომ ანკარა ენერგეტიკას რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად განიხილავს და არა როგორც „დაძაბულობისა და დაპირისპირების ასპარეზს“. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა მან თურქეთის მიერ შავ ზღვაში გაზის საბადოს აღმოჩენას ისტორიული მოვლენა უწოდა, რომელიც მთლიანად ქვეყნის შიდა რესურსების ხარჯზე განხორციელდა. საწარმოო სისტემა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე წყლის ქვეშ შეიქმნება, თავდაპირველად 6-10 ჭაბურღილს დაუკავშირდება. ამ ჭაბურღილების დღიური ხარჯი 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება. უკვე 2023 წელს, ეს მოცულობები თურქეთის გაზის გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება. წლიური წარმოების მაჩვენებელი სავარაუდოდ 3,5-4 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.  

ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში

2022 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ოთხი წლის განმავლობაში ტრანსანატოლიური გაზსადენით 29,7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია BOTAŞ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. აზერბაიჯანმა 2022 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მიწოდებამ 10,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გაზსადენის წლიური სიმძლავრე 16,2 მილიარდი კუბური მეტრია, ე.წ. „პლატოს“ პერიოდში.  

სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი განადგურებულია, ადამიანები უმძიმეს პირობებში რჩებიან - გაიდაი

სევეროდონეცკის ყველა ხიდი განადგურებულია, მაგრამ ქალაქი არ არის ბლოკირებული. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ Unian-თან განაცხადა. ამასთან, გაიდაის თქმით, ქალაქიდან მოსხლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება შეუძლებელია. რუსეთმა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დამაკავშირებელი მეორე ხიდი გაანადგურა - BBC გაიდეის თქმით, რუსეთის არმია ამჟამად სევეროდონეცკის 70-დან 80 პროცენტს აკონტროლებს. უკრაინის გენერალური შტაბი მანამდე აცხადებდა, რომ რუსეთის ძალებმა პოზიციები მოიპოვეს ბოგოროდიჩნოეში - სოფელში, რომელიც სევეროდონეცკიდან დასავლეთით, 50-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ბოგოროდიჩნოეს დაკავება რუსეთის ძალებს უპირატესობას აძლევს საიმისოდ, რომ მათ სლოვიანსკზე იერიში მიიტანონ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ბრიტანეთის დედოფალი ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაში დაწინაურდა

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაში მეორეა. ამის შესახებ ტელეარხი Sky News იუწყება. ბრიტანეთის დედოფალმა, ამ სიაში მმართველობის ხანგრძლივობით ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტს გაუსწრო, რომელიც სახელმწიფოს 70 წელი და 126 დღის განმავლობაში მართავდა. აბსოლუტური რეკორდისთვის ელისაბედ მეორეს მმართველობისთვის 2 წელზე ცოტა ნაკლები სჭირდება. ამ დროისთვის, ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაშია საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ XIV (1638-1715). ის საფრანგეთს 72 წელი და 110 დღე მართავდა. 2015 წელს ელისაბედ II-ემ, დედოფალი ვიქტორიას (1819-1901 წლები) რეკორდი დაძლია.  

სოფელ კობთან გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად

უკრაინა მზადაა, დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ რუსეთი მზადაა ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ არ გვაქვს დრო საუბრისთვის, რომელიც უსარგებლოა. ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვართ ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად“,  - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება  

ლოიდ ოსტინი: აშშ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება

აშშ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი და დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში, - პენტაგონის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ტაილანდში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აშშ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი და დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში. გვყავს მთელ მსოფლიოში პარტნიორები, რომლებიც მზად არიან, რეალურად დაეხმარონ უკრაინას“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მეთაურთა მესამე შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდების გაფართოებას - იერმაკი

40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მეთაურთა მესამე შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდების გაფართოებას და უკრაინელი სამხედროების ოპერატიული მომზადებას. ამის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი iერმაკმა განაცხადა. „უფრო მეტი მძიმე იარაღი და ოპერატიული მომზადება ჩვენი სამხედროებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მტერი სუსტად აღგვიქვამს“, - აღნიშნავს იერმაკი. როგორც ცნობილია, 5 ივნისს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა გამოაცხადა. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.