ძებნის რეზულტატი:

აშშ სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად $7,6 მილიარდს გამოყოფს

შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გლობალური სასურსათო კრიზისით გამოწვეული გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, გადამწყვეტად იმოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში, აჩქარებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს. შეერთებული შტატები იღებს ზომებს და დაჰპირდა 2,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას შიმშილის პრობლემის შესამსუბუქებლად, დამატებითი 5 მილიარდი დოლარი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ 2021 წელს მსოფლიოში 193 მილიონი ადამიანი განიცდიდა სასურსათო დაუცველობას. ამ წლის ბოლოსთვის, ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 40 მილიარდით გაიზრდება. რუსული აგრესიის შედეგად შავი ზღვის ტრადიციული მარშრუტები კვლავ გადაკეტილია. გემს (Alppila), რომელსაც 18,000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში (Coruña) ბალტიის ზღვის გავლით, 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

პუტინი ფიქროს, რომ „აზოვი“ აზოვსტალის ნანგრევებშია დამარხული, მაგრამ მთელი ქვეყანა ახლა „აზოვია“ - „აზოვის“ ბატალიონი

აზოვის პოლკში განაცხადეს, რომ მარიუპოლი კვლავ გათავისუფლდება რუსი დამპყრობლებისგან, როგორც ეს რვა წლის წინ მოხდა. ამის შესახებ ნათქვამია ქვედანაყოფის განცხადებაში ვკითხულობთ.  „აზოვი“ ცოცხალია. ქალაქი კი იცოცხლებს. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველას გამო, ვინც დაიღუპა. ყველა შენობა დაინგრა. ყველა ქუჩა, რომელიც რუსეთმა შეურაცხყო. პუტინი ფიქრობს, რომ „აზოვი“ დარჩა აზოვსტალის ნანგრევების ქვეშ, მაგრამ მთელი ქვეყანა ახლა არის „აზოვი“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ გათავისუფლდება ოკუპანტებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში. მედიაში 12 ივნისს გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ მარიუპოლის 220 დამცველის ცხედარი კიევში გადაასვენეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გერმანიის კანცლერი: გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის

აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას. გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? „აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას. სხვა რაღაცებთან ერთად, უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით“, – განაცხადა კანცლერმა. უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: აშშ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება  

სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა მზად არის, თურქეთის შეშფოთება გადაჭრას. მისი თქმით, შვედეთმა „უკვე დაიწყო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა. პირველ ივლისს, შვედეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეიცვლება. ქვეყნის იარაღის ექსპორტის დამოუკიდებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად გადახედავს თავის პოლიტიკას. სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, გადაწყდება თუ არა ეს საკითხი მადრიდის სამიტამდე, 28 ივნისს; თუ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, 11 სექტემბერს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოფენ შვედეთის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის ალიანსში სრულფასოვან წევრობას მიაღწევს. შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს NATO, სტოქჰოლმზე თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ „წარმოუდგენელია, NATO-ს მოკავშირეებმა რეაგირება არ მოახდინონ“. შვედეთი, ნორვეგიასთან ერთად, დიდი ხანია, თანამშრომლობს NATO-სთან, მაგრამ, არაწევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. „უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახული, შვედეთი ახლა უკეთეს ადგილზეა, ვიდრე განაცხადის გაკეთებამდე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შვედეთში, პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO „მყარად და აქტიურად“ მუშაობს შვედეთთან და თურქეთთან, რათა დავა „რაც შეიძლება მალე“ გადაიჭრას. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

დავით ნარმანია: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

"ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ. ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე.  „მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, - განაცხადა ნარმანიამ.  

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა რეაბილიტირდება ისე, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. „ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოს წარმოების პერიოდში, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყება მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ყველაფერი, როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე, საკანალიზაციო წყლის მილები, გაზის მილები, ყველაფერი იქნება გამოცვლილი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი, ახალი განათების ბოძები, LED სანათები მოეწყობა. ასევე, საფეხმავლო ტროტუარები მოეწყობა, რომ ადამიანმა გადაადგილება ნორმალურად შეძლოს. ახალი მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები გაჩნდება. ყველაფერი გაკეთდება, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო ზოლი გამოიყოფა, ველობილიკი გაკეთდება, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები დამონტაჟდება და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის,“ - განაცხადა კალაძემ.  

კიევის რეგიონში საჰაერო ბომბი და საარტილერიო ჭურვი იპოვეს

ექსპერტებმა კიევის რეგიონში საჰაერო ბომბი და საარტილერიო ჭურვი იპოვეს. კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრი ნიბიტოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს მომაკვდინებელი „საჩუქრები“ სოფელ სენკივკასთან აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები უკვე გაანადგურეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 5 საქმე განიხილეს და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. 2 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. „პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს განიხილავენ. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს, ან ოპტიმალური ვადით შეუჩეროს, პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაავალოს და წერილობითი გაფრთხილება გასცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პოდოლიაკი ღარიბაშვილს: უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის, ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი - თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ არავინ დგას რიგში ნებაყოფლობით იმისთვის, რომ რუსული რაკეტებისგან მოკვდეს. შესაბამისი ტექსტი პოდოლიაკის Twitter გვერდზე განთავსდა. „უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?", - წერს მიხაილო პოდოლიაკი. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 546 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. "ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 100 232 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 92 556, „პისიარ“ ტესტით – 7 676. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.51%. წინა კვირის (30.05.2022-05.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 514 პირი, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.  

კახა კალაძე: ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის განახლება იგეგმება

ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს. „ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება. „აღნიშნული პროექტის შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.  

Politico ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება და მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე წერს

გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ. Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომია გამოცხადებული. ამის შესახებ თურქული მედია გამოცემა La Stampa-ზე დაყრდნობით წერს. რომის პაპი: გთხოვთ, კაცობრიობა არ გაანადგუროთ „რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა განცდა, რომ მესამე მსოფლიო ომში ნაწილ-ნაწილ ვცხოვრობთ. დღეს კი მჯერა, რომ მესამე მსოფლიო ომი გამოცხადდა“, - აცხადებს რომის პაპი. უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება? რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს მისი თქმით, საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ემართება კაცობრიობას, „რომელიც ერთ საუკუნეში სამ მსოფლიო ომს გადაურჩა“. მან გაიხსენა აფრიკის ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე ომები, ასევე რუანდაში 25 წლის წინ მომხდარი კონფრონტაცია. პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსოფლიო ომის მდგომარეობაშია. 4 ივნისს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს განუცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის საელჩო: რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს

"რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, ამერიკის შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს" – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ფაქტები კი ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყეს თავად უკრაინამ, NATO-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა. დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე. კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა  

ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

სახელმწიფო, საპატრიარქოსა და რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჭადრაკო ტურნირს მართავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ინიციატივით, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი იმართება. უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ინიციატივის საფუძველი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გახდა, რაც მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღებას გულისხმობს. რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიური ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ ტურნირში. ასევე, ორგანიზაციულ პროცესში ჩართვის წინადადებით სააგენტომ მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას. რელიგიურმა ორგანიზაციებმა: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მუსლიმთა სამმართველომ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ, საქართველოს ებრაელთა კავშირმა, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა და ეზიდთა სასულიერო საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რელიგიის სააგენტოს ინიციატივას და მონაწილე გუნდების სია წარმოადგინეს. „16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 37ა) გაიმართება საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე, მრევლს (კონკრეტული კონფესიის წარმომადგენელს). ტურნირი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით. ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამი უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს

Deutsche Welle-ს ცნობით, რუსული ფინანსური ინსტიტუტები Sberbank-ი, Rosselkhozbank-ი და Moscow Credit Bank-ი საერთაშორისო გადახდების უმსხვილეს სისტემა SWIFT-თან გათიშეს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს ზელენსკი პარტნიორებს: გათიშეთ რუსეთი SWIFT-დან ხსენებული საკითხი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში შევიდა და გადაწყვეტილება დღეიდან ძალაშია. 12 მარტიდან ამ ფინანსური შეტყობინებების სისტემამ მომსახურების მიწოდება VTB, FC Otkritie, Promsvyazbank, Sovcombank, Rossiya Bank, Novikombank და სახელმწიფო კორპორაცია VEB-ს შეუწყვიტა. რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

"2022 წლის 14 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 54 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

პრეზიდენტი: ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციიდან საქართველომ ბოლო ადგილას გადაინაცვლა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მის უცხოეთში ვიზიტებზე საუბრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში არსებული სურათი საქართველოსთან დაკავშირებით, უარყოფითად შეაფასა. „ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის შეფასებით, გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ზურაბიშვილი თვლის, რომ ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ რეზოლუციის მომზადებაში. პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიცია თავისი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას, ან პარტიას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია და ამის ნაცვლად „ხან დუმილი, ხან სერიოზულ კითხვებზე შეურაცხმყოფელი პასუხები არჩია“, რის გამოც „შესაბამისი შედეგიც მიიღო“. ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, შესაბამისად, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი. „უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველიც ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. ეს არ წარმოადგენს არც ჯერ გადაწყვეტილებას და არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს ასევე არ წარმოადგენს განაცხადი, რომ უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმის სანქციები. ეს ბუნდოვანება ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს მათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან. ამ დანაშაულზე კონსპირაციული თეორიებით და ანტიევროპული განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, საკუთარი დაუდევრობის გადაბარების მცდელობაა, თითქოს, მე დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ ამ საკითხს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ბრიუსელში საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა. „როგორც მოგეხსენებათ დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. ერთი მხრივ იტალია, სადაც მქონდა არაჩვეულებრივი მიღება და საქართველოსთვის არაჩვეულებრივი მხარდაჭერა იტალიისგან, სადაც გაიმართა სახელმწიფო ვიზიტი 25 წლის შემდეგ პირველად, სადაც ხელი მოეწერა 65 წლის წინ 1957 წლის 25 მარტს რომის ტრაქტატებს. ქვეყანა, სადაც ამგვარად დაიბადა ევროპა და საიდანაც იშვა ევროპული ცივილიზაცია, დაიწერა პირველი კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. ამგვარად ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ამ ჩვენი ევროპული გზის გადამწყვეტ ეტაპზე. მეორე მხრივ, ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო. მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც, ჩემი აზრით, იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ევროპული მომავლისკენ წინსვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - პრეზიდენტი   პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა   პრეზიდენტი: ევროპარლამენტის რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა

ისმის კითხვა: რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე?! რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად?! მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შესახებ გაფრთხილებისა, დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა. უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება ჯო ბაიდენი: ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა „ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. სიგნალები, რომლებსაც იხსენებთ, ყველა განსხვავებული იყო. თუ ყველაფერი ასე იყო, თუ ყველამ გააფრთხილა უკრაინა, რომ ხვალ იქნება სრულმასშტაბიანი შემოჭრა, ისმის კითხვა, რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: აშშ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება გერმანიის კანცლერი: გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის