ძებნის რეზულტატი:
გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა რუსეთის მხრიდან რაიმე სახის შურისძიებისთვის მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი გარკვეული საქონლის რუსეთის ანკლავ კალინინგრადში ტრანზიტი აკრძალა. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს „ჩვენ მზად ვართ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის არამეგობრული ქმედებებისთვის“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ლიეტუვას სამხედრო გამოწვევას შეუქმნის, რადგან მისი ქვეყანა NATO-ს წევრია. „ჩვენ უბრალოდ ვახორციელებთ სანქციებს, რომელებიც დაწესდა ევროკავშირის დონეზე და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთისა და ლიეტუვას ორმხრივ ურთიერთობებთან“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
სახალხო დამცველი შარლ მიშელს სთხოვს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას სახალხო დამცველის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. Europenews ნინო ლომჯარიას წერილს სრულად გთავაზობთ. „თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ. მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას. შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის წერილში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით
მოგეხსენებათ, რომ NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული NATO-ს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი „ახლა რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს. აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყოთ და არ დავიწყოთ ზედმეტი სპეკულაციები. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსესუსის გზით. რა თქმა უნდა ჩვენ ამაში კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრემიერმა. რუსეთმა განათავსა ორი ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში მოხდა რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების , ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა NATO-სთან ინტეგრაციას. NATO-ში ინტეგრაციას, ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში. კიდევ ვიმეორებ თქვენ თუ გინდათ ახლა ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოიტანა ქართულმა ოცნებამ. ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო ქართველ ხალხს, მაპის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიზილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება დაიწყო ომის შემდეგ," - განაცხადა პრემიერმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით დევნის გამო ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით, ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, „ტვ პირველის“ ოპერატორი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, პირდაპირი ეთერში რესპონდენტის ჩართვის მიზნით, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. „პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, ოპერატორმა ადგილზე განათავსა ტელეკომპანიის კუთვნილი ვიდეოკამერა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს ხელში ეჭირა „ტელეკომპანია პირველის“ ლოგოს გამოსახულებიანი მიკროფონი, რა დროსაც მათთან მივიდნენ ბრალდებულები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოიხატა ტელეკომპანიის თანამშრომლის მისამართით სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით და გინებით. სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, ბრალდებულებმა მრავალჯერადი დარტყმით „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებულები 21 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე პროგრესს მიაღწია
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დღეს მოსკოვში უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია Milliyet-ზე დაყრდნობით იუწყება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა „კონსტრუქციულ და ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში" გაიმართა. თურქული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისა და გაეროს მონაწილეობით ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ასევე განიხილეს ბლოკირებული უკრაინის პორტებიდან ტვირთების კომერციული გემებით გატანისა და ბორისპოლის აეროპორტში თურქული თვითმფრინავების უსაფრთხო დაბრუნების საკითხი. რაც შეეხება კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრას, ის სავარაუდოდ „უახლოეს კვირებში“ უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ვიოლა ფონ კრამონმა ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი
ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი. სვენ მიქსერი: მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს „ჩვენ ევროპის ისტორიაში ნამდვილი ცვლილებების მომსწრენი ვართ. უკრაინა როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე მთლიან ევროპას პუტინის იმპერიული ბოროტებისგან იცავს. მოლდოვამ ათასამდე ლტოლვილი მიიღო და ახლა დიდი ეკონომიკური წნეხის წინაშეა, რაც ომმა გამოიწვია. საქართველო რეგიონში იყო პირველი, რომელიც რუსეთმა დასაჯა ევროპული მისწრაფებების გამო. ამ კონტინენტის მომავალი შეიცვლება ან ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, ან პუტინის წესების მიხედვით. შესაბამისად, დროა, რომ ევროკავშირმა ძალაუფლების ენაზე დაიწყოს საუბარი და წარმოაჩინოს თავისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. ევროპა არ იქნება სრულყოფილი, სანამ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რაც მათ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. მოვუწოდებ ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუვის ქმედებებს, რომელმაც კალინინგრადის რეგიონში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს „დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს ლიეტუვას, რომ რუსეთიდან მათი ქვეყნის გავლით, სანქცირებული საქონლის შემოსვლა აკრძალა. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცენი რუსული აგრესიის წინაშე და გამოვიყენოთ ეს გაუმართლებელი საფრთხეები“, - დაწერა ტრასმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
პლენარულ სხდომაზე, უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის გიორგი ბოტკოველის თხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „ეს ადამიანები არ ყოფილან დაქირავებული ადამიანები. ეს ადამიანები თავისი შეგნებით, წავიდნენ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. სწორედ ამ ადამიანების პატივისცემის ვალდებულება გააჩნიათ თითოეულ ჩვენგანს. ბატონო პრემიერო, თქვენ მათ დღეს დაქირავებული ადამიანები უწოდეთ. ამ ადამიანების უმეტესი მათგანი 2008 წლის ომის გმირები არიან და უმეტესი მათგანი ბევრი ომის მონაწილეა საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას მოგიწოდებთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას“, -განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
დავით უსუფაშვილი: მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯერონ იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა
„ჩვენ აქ ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას. ევროკავშირში 27 სკამი დგას. 27 ქვეყნის პრემიერი ზის იქ და წყვეტს ასობით მილიონი ევროპელი მოქალაქის ბედს. საქართველოს იქ შესვლის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უნდა დაჯდეს ოცდამერვედ და მან უნდა გადაწყვიტოს მთელი ევროპის ბედი“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი და მთავრობამ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოიყენოს. „თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯეროს იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა. დაუჯეროს თქვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც ევროპა უნდა. დაუჯეროს მათ და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩემს ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ და ნაციონალების ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ. საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი წესდების გამო გააკეთეთ. ეს ზღაპრები, რომ საქართველო გეოგრაფიის გამო დაისაჯა, არის ტყუილი. ეს ჩვეულებრივი ტყუილი არ არის, ეს არის სტრატეგიული ტყუილი. გეოპოლიტიკა თქვა ერთხელ მაკრონმა და აქ ეს ათასჯერ გაიმეორეთ. შეთანხმების შესრულებაზე ვილაპარაკოთ. ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგმა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო
5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგის სასამართლომ მოძრაობა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სირცხვილია • Shame Movement ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება. სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ „სირცხვილიას“ წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს ვიცავთ. საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე. სტრასბურგის სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა, - წერს ორგანიზაცია.
გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს: მეგონა, საზოგადოებას შესთავაზებდით კონკრეტულ გეგმას, ეროვნული თანხმობისკენ სვლას
„მეგონა, დღევანდელ დღეს გამოიყენებდით და შესთავაზებდით საზოგადოებას კონკრეტულ გეგმას, ეროვნული თანხმობისკენ სვლას, რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ. მეგონა, დღეს თქვენს გამოსვლას დაიწყებდით ბოდიშით. ბოდიშს მოუხდიდით საზოგადოებას, რომ შეაფერხეთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა, ბოდიშს მოუხდიდით იმ ასი ათასზე მეტ შეკრებილ ადამიანს გაუწბილეთ იმედები ევროინტეგრაციის კუთხით“, - მიმართა „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წლიური მოხსენება გააკეთა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ახალგაზრდებს ფაქტობრივად წაართვა ევროპული პერსპექტივა და ნორმალური განვითარების გზა. „მეგონა, ბოდიშს მოიხდიდით იმ უამრავი ტყუილისთვის, რომელსაც თქვენგან ვისმენთ, ბოდიშს მოუხდიდით პენსიონერებს, რომლებსაც საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ, ბოდიშს მოუხდიდით იმ 100 000 ადამიანს, რომელსაც თქვენი პრემიერობის დროს საქართველოს დატოვება მოუწია გასულ წელს, ბოდიშს მოუხდიდით მექსიკა-ამერიკის საზღვარზე მდგარ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სარჩო-საბადებლის საძიებლად ქვეყნიდან გარბიან. და რაც მთავარია ბოდიშს მოუხდიდით ჯარისკაცებს, რომელთაც ნორმალური ანაზღაურება არ აქვთ; ექიმებს, რომელთაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება; დევნილებს, რომელთაც 40-ლარიანი დახმარებაც კი ვერ გაუზარდეთ; უკრაინაში დაღუპულ გმირებს, რომელთა ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებაც კი თქვენთვის უხერხულია და მეგონა, რომ დღევანდელ დღეს გამოიყენებდით და რაღაცას შესთავაზებდით საზოგადოებას, კონკრეტულ გეგმას, ეროვნული თანხმობისკენ სვლას, რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ პრემიერ მინისტრს. დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრს არცერთი სიტყვა არ უთქვამს ევროკავშირის მიერ დასახული 13 პუნქტის შესახებ, რის გაკეთებას აპირებს. „სიმართლე არის ის, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ“,- მიმართა სახელისუფლებო გუნდს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის დროს ქალაქში ასეთი ვითარებაა, რადგან წყლის სატუმბი სადგურები გაუმართავად მუშაობს. ფოთის მერიის განცხადებით, უამინდობის შედეგად ქალაქში პრობლემები მოსახლეობას არ შექმნია და ამ დროისთვის ზარალი არ ფიქსირდება, ამასთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური.
ავღანეთში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი
ავღანეთში, ბოლო მონაცემებით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. BBC-ი წერს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის შუაგულშია და „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ მთავრობა „ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას ფინანსურად ისე, როგორც საჭიროა“. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსვერპლი ისევ გაიზრდება. ასევე წაიკითხეთ: BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება
პრემიერი: ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს
ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოუტანოს ქვეყანასა და ქართველ ხალხს. „საქართველოს მომავალი არის ევროპული, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ და მისმა ხალხმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჯოჯოხეთი გაიარეს და დაამტკიცეს, რომ ღირსია წევრობის კანდიდატის სტატუსი. ლაიენის თქმით, უკრაინამ უკვე ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის. „უკრაინა არის ძლიერი საპარლამენტო დემოკრატია, მას აქვს კარგად ფუნქციონირებადი საჯარო ადმინისტრაცია, რომელიც ყოველდღე გადის ომის საბოლოო სტრესს. მას აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება. ყოველწლიურად, მცირე ბიზნესი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მეწარმეები იპყრობენ ახალ სივრცეს ქვეყნის ეკონომიკაში - და ებრძვიან ოლიგარქების ძალაუფლებას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ლაიენის თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფიდან, რომელმაც მიიღო „გაბედული კანონი უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების კონტროლის გასარღვევად“. „ახლა საუბარია კანონის პოზიტიურ და გრძელვადიან ცვლილებად გადაქცევაზე. უკრაინელ ხალხს სურს, განაგრძოს მოდერნიზაციის გზა, დემოკრატიის გზა, გზა, რომელიც მიდის ევროპისკენ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მტკიცედ მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს
მტკიცედ მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა მიიღებს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მტკიცედ მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა მიიღებს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ამისთვის დიდი გზა გავიარეთ. ეს სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის გადასვლა ჩვენი ისტორიის კიდევ ერთ გვერდზე, ძალიან პოზიტიური გადასვლა. მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს ამ სტატუსის ჩვენთვის მონიჭებას“, - განაცხადა ზელენსკიმ კანადის უნივერსიტეტების სტუდენტებთან საუბრისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ერთიანი ევროპა ნებისმიერ ტირანიაზე ძლიერია - ზელენსკი
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულ რუს ჯარისკაცთა რიცხვმა 34 430-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1504 რუსული ტანკი, 3632 ჯავშანმანქანა, 756 საარტილერიო სისტემა, 240 ზალპური სარაკეტო სისტემა, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 თვითმფრინავი, 183 ვერტმფრენი, 620 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 137 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2548 სხვა ავტომობილები და ტანკერები, 60 ერთეული სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის სანქციები მსოფლიო ეკონომიკას „იარაღად აქცევს“
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინის კრიზისი არის კიდევ ერთი გამოფხიზლების ზარი მთელ მსოფლიოში“. სი ძინ პინის თქმით, არსებული კრიზისი გვახსენებს, რომ ბრმა რწმენა ე.წ. ძლიერების პოზიციის, სამხედრო ალიანსების გაფართოებისა და საკუთარი უსაფრთხოების ძიების მცდელობები, მხოლოდ სხვების ხარჯზე, უსაფრთხოების დილემის წინაშე გვაყენებს. CNN-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი ვირტუალური სამიტის წინ გამართულ ბიზნეს ფორუმზე BRICS-ის ეკონომიკური ბლოკის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად გამოვიდა. „წარსულის ტრაგედიები მოწმობს, რომ ჰეგემონიას და ბლოკურ დაპირისპირებას არ მოაქვს მშვიდობა ან უსაფრთხოება; ის მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს იწვევს”, - თქვა განაცხადა სი ძინ პინმა. მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები, „რომლებიც გლობალურ ეკონომიკას იარაღად იყენებს, ზიანს მოუტანს მსოფლიოს ხალხს". CNN წერს, რომ ეს კომენტარები ფარული მინიშნება იყო შეერთებულ შტატებსა და NATO-ზე, რომლებსაც პეკინი არაერთხელ ადანაშაულებდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის პროვოცირებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. „შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივარ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1971 წელს დაბადებული რ.ფ. და 1980 წელს დაბადებული კ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს 9 პისტოლეტი, რომელთა ნაწილი ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღეს, ნაწილს კი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1994 წელს დაბადებული გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ხაშურში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი და 8 ვაზნა. დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს",- აღნიშნავენ უწყებაში.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება. ლიდერები უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით დასკვნებს 23 ივნისს, 19:00 საათისთვის დადებს. ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, მათ შორის მის გავლენას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს გააკეთა. საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინეს. ევროკომისიამ თავისი მოსაზრება ქვეყნების განაცხადებზე 2022 წლის 17 ივნისს გამოაქვეყნა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.