ძებნის რეზულტატი:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცა - Reuters
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში, ვიზებზე უარი უთხრა. ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის ფედერაციის საბჭოს ყველა წევრი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 2-6 ივლისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გაიმართება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებისადმი მიმართვა „მიღწევაზე“ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ისტორიულია და დოკუმენტში გაჩნდა „ნანატრი ჩანაწერი“. ოპოზიციიდან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რა ჩანაწერს გულისხმობდა, როდესაც ევროკომისიის დოკუმენტზე საუბრობდა. აღნიშნულს, დარბაზში ხმაური მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელს მოუწოდა, დაეცვა რეგლამენტი და საშუალება მიეცა პრემიერ-მინისტრისთვის, სიტყვით გამოსულიყო. შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძესაც და ანა წითლიძესაც გაფრთხილება მისცა და დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, თუ რეგლამენტს არ დაემორჩილებოდნენ. ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია და პრემიერის მოსმენა გრძელდება. ინფორმაციისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისს წარუდგინა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ერთიანი ევროპა ნებისმიერ ტირანიაზე ძლიერია - ზელენსკი
„უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტები განაგრძობენ მუშაობას, მიუხედავად რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მძიმე წნეხისა, უკრაინა მალე გაიმარჯვებს რუსეთზე, თუ საერთაშორისო საზოგადოება ამ ძალისხმევას შეუერთდება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აქველმოქმედო ტელეთელონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მჯერა, რომ ერთად, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ომი ჩვენი გამარჯვებით რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც რუსეთმა გაანადგურა. გაერთიანებული ევროპა ნებისმიერ ტირანიაზე უდაოდ ძლიერია! ასეთი სასტიკი ომის დროსაც კი, უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტები შენარჩუნდა. ახლაც ვაფართოებთ ევროპულ ღირებულებებს - გუშინ უკრაინის პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა“, - განაცხადა ზელენსკიმ. „უკრაინაზე რუსეთის შეტევამ ჩვენს მეხსიერებაში ისტორიის ყველაზე ცუდი მოგონებები დააბრუნა. რუსული ბომბები ანადგურებს ქალაქებს. რუსი ჯარისკაცები ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ. რუსეთი უკრაინელების მასობრივ დეპორტაციასაც კი ახორციელებს. ეს არის რუსეთის თავდასხმა მთელ თავისუფალ ევროპაზე - ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და კონვენციების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირებულებების განადგურებას!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა
17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. „ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ. 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პესრპექტივის შესახებ და ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროსაბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი, ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“ და მას უწოდა „მონა“. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა - პრემიერი
„მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით, რაც გულდასაწყვეტი...აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცებისა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, NATO-ში ინტეგრაციის, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ამ ყველაფერის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კარგად გვესმის, ემოციურად ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ამ ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება ევროპული საბჭოს მხრიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა მზადაა, გააგრძელოს ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ხალხისთვის. რეფორმების დიდი ნაწილი ასოცირების დღის წესრიგში ისედაც იყო ჩადებული, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან და ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ჩემთვის, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „უკრაინას და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეასრულონ დათქმები, საქართველოს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რაც გულდასაწყვეტია. ნახეს, იმედი მაქვს ევროპელმა ლიდერებმა და ჩვენმა მედიამ, მთელმა საქართველომ, როგორი სურვილი აქვს ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. რომ შემოსვლის დღიდან, ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ევროკომისიას მსგავსი, ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, არა ერთი მაგალითი ვიცით, მათ შორის, ლიეტუვაც და უამრავი, ძალიან ბევრი სახელმწიფოა რომელთა მიმართაც გამოიყენეს დათქმები. ერთი განსხვავებაა - უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან - იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, რომ ევროპული პერსპექტივა დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს ევროკომისია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით არის ჩვენს შემთხვევაში, რაც არის გულდასაწყვეტი, რა თმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა“.
ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ სტატუსი მისცეს
უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს აცნობს. „ჩვენ ყველას გვინდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს, არა როგორც ემოციების და აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით იყო საქართველო და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც გულდასაწყვეტია. მოვისმინეთ ასევე, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის, ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ, როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა
ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: ეს უკრაინას უფრო ეხება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარალამნტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის“ თემა მოგონილია და ამის მიუხედავად ეს საკითხი ოპოზიციამ ხელზე დაიხვია. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი „დღეს მთავარ თემად აქვთ დახვეული ხელზე, რომ „დეოლიგარქიზაცია“ უნდა მოახერხოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და ოლიგარქების აბსტრაქტულ როლზე ჩვენს ქვეყანაში. აქვე მინდა შევახსენო, რომ ეს თემა „დეოლიგარქიზაცია,“ ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. „მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს მოჰამედ ბინ სალმანთან, რომელიც დაზიანებული კავშირების გამოსწორებას ისახავს მიზნად. BBC წერს, რომ ვიზიტი ხორციელდება მაში, როცა თურქეთი ეძებს ინვესტიციებს და დახმარებას, რათა ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს. ამავდროულად, პრინც მუჰამედს საერთაშორისო იზოლაციის დასრულება სურს. პრინცი ასევე ეწვია იორდანიასა და ეგვიპტეს ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში და მომავალ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. შეგახსენებთ, ერდოღანმა ირიბად დაადანაშაულა პრინცი ხაშოგის მოკვლის ბრძანებაში. თავის მხრივ, მუჰამად ბინ სალმანმა მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო. ხაშოგი, აშშ-ში დაფუძნებული „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი და პრინც მუჰამედის ცნობილი კრიტიკოსი იყო. ბოლოს, სტამბოლის საკონსულოში შესვლისას, 2018 წლის 2 ოქტომბერს ნახეს. გაეროს გამომძიებელმა დაასკვნა, რომ ის „სასტიკად მოკლა" საუდის არაბეთის აგენტების 15-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც რიადიდან გაგზავნეს და რომ მისი ცხედარი დანაწევრებული იყო. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, საუდის არაბეთის სასამართლომ ხუთი ადამიანი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მოგვიანებით, მსჯავრი 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა, ხოლო შვიდიდან სამს 10 წლამდე პატიმრობა მკვლელობის დაფარვისთვის მიესაჯა. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა. ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად, მაისში ეწვია.
ლვოვის სასამართლომ მედვედჩუკს პატიმრობა აგვისტომდე გაუხანგრძლივა
ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის პატიმრობა 9 აგვისტომდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, გირაოს ოდენობის დადგენის გარეშე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის 60 დღით, 2022 წლის 9 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ. პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს 2021 წლის მაისში მედვედჩუკს დროებით ოკუპირებულ ყირიმში ღალატის, ომის კანონების დარღვევისა და სახელმწიფო ქონების ძარცვის საქმეზე შინაპატიმრობა შეეფარდა. 27 თებერვალს გაირკვა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დეპუტატი დააკავეს. 13 აპრილს, ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს ქონება დააყადაღა. პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს. BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს
მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს
მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცის ცხედარი მტკვრიდან მაშველებმა ამოიყვანეს. შემთხვევის შესახებ, დამატებით დეტალებს Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
უკრაინული ეკიპაჟის წვრთნა დასრულდა, უკრაინისთვის ჰაუბიცების მიწოდება დაიწყო - გერმანიის საელჩო
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 თვითმავალ ჰაუბიცას Panzerhaubitze 2000-ს გადასცემენ. ამის შესახებ გერმანიის საელჩომ უკრაინაში Twitter-ზე განაცხადა. „დასრულდა უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნა Panzerhaubitze 2000-ზე. დაიწყო იარაღის სისტემის გადაცემა უკრაინაში“, - ნათქვამია განცხადებაში. მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს საელჩომ დაამატა, რომ გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 ჰაუბიცას მიაწვდიან. 21 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიიდან მიიღო პირველი ჰაუბიცები.
პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლაზე პარლამენტში: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება
„შეშფოთებული ვარ იმით, რაც მოვისმინე პარლამენტში, საზოგადოებამ აჩვენა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა - პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით პრემიერის გამოსვლა პარლამენტში. „პარლამენტში დავინახეთ საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ - ზრდილობა თავშეკავება, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა. არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - რომ “ყველაზე კარგები ვართ და ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა“, - ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით. შენ, როცა ელოდები პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მინიმუმ მოგეთხოვება ორი რამ - ერთი, შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება. მეორე - შენგან გაიგონ, რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამ დროს, ჩვენ გვესმის... და ვინც მოუსმინა, ალბათ, ყველა გაოგნებულია და მეც ვარ გაოგნებული დღევანდელი დღით. მინდა, აქედან გავაგზავნო სხვა გზავნილი - ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. პასუხები აღარ მაქვს კითხვებზე, ეს ყველაფერი ნებსით ხდება, უნებლიედ, თუ საგანგებოდაა გაკეთებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება და ყველა კანონზე, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა.
სალომე ზურაბიშვილი: ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს
ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო პრეზიდენტის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება და ყველა კანონზე, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა.
თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოზე: პარლამენტი მოსმენების კანონპროექტზე, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტი როცა პარლამენტს დაუბრუნდება, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო „სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საკმარისი არგუმენტები იყო წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული. ვეტოს შემდეგ კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში. რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სალომე სამადაშვილი: მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ცვლილებებზე ევროკავშირსაც სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ვიცით, რომ ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო „მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს, უმრავლესობა გამოიყენოს ვეტოს დაძლევისთვის, რაც იქნება პრემიერის დღევანდელი გამაოგნებელი გამოსვლის შემდეგ მორიგი ნაბიჯი, რომელმაც ფაქტობრივად, ნათლად თქვა, რომ მისი გუნდის დღის წესრიგში არ შედის არანაირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ეს იქნება იმის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ გამიზნული საბოტაჟია „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი ევროპული არჩევანის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს
ლიეტუვისადმი რუსეთის მუქარის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, NATO-ს ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს. „ლიეტუვა NATO-ს ალიანსის წევრია. ჩვენ დავიცავთ NATO-ს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც NATO-ს ალიანსის საფუძველია. ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსვლელობისას და, ფაქტობრივად, მაშინაც, სანამ რუსეთი დაიწყებდა თავის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში - რომ შეერთებული შტატების ერთგულება NATO-სადმი და კონკრეტულად, ჩვენი ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლისადმი, წინაპირობით, რომ თავდასხმა ალიანსის რომელიმე წევრზე, ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, მტკიცე და ურყევია“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
ოლაფ შოლცი: უახლოეს მომავალში პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიამ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მოკავშირეების უსაფრთხოებაზეც აიღო პასუხისმგებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche welle ავრცელებს. „უსაფრთხოება არის ყველაზე ფუნდამენტური დაპირება, რომელიც სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის მართებს. გერმანიის შეიარაღებული ძალები ისე იქნება აღჭურვილი, რომ მას შეეძლება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების ნებისმიერი თავდასხმისგან დაცვა", - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინა იღებს ყველა იმ აუცილებელ იარაღს, რომლებიც მას ომის ამჟამინდელ ფაზაში სჭირდება. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა, NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, გამოაქვეყნებს იმ შეიარაღების სიას, რომლებიც ქვეყანამ უკრაინაში უკვე გააგზავნა. გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ "პროგნოზირებად მომავალში პუტინის აგრესიულ და იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია" და გერმანია უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
სვენ მიქსერი: მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს
ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სამომავლოდ ევროკავშირის წევრობას იმსახურებენ. მან ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცახდა, რომ სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის. ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს. უმრავლესობას ამ პარლამენტში და ევროპულ ინსტიტუციებში სურთ, გაუგზავნონ მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ველოდებით რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს. უკრაინა ომშია და ვფიქრობ, ეს მას შედარებით წინ აყენებს, მაგრამ ვისურვებდი ერთნაირ მიდგომას, ჩანაწერს საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. ზოგადად, ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ფუნდამენტურ მოთხოვნებსა და პრინციპებს, მაგრამ დღეს სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური ნაბიჯი. მჯერა, ამ სტატუსს იმსახურებს უკრაინელი ხალხიც, მოლდოველი ხალხიც და ქართველი ხალხიც. იმედი მაქვს, ქართველი პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები დაინახავენ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. გააკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია ფანჯრის დახურვამდე. სამივე ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ევროკავშირში, ისინი იმსახურებენ, იყვნენ აღიარებული მომავალ წევრებად. საბოლოო გაწევრიანება დიდი პროცესია და დღეს ამისთვის არც ერთი ასოცირებული ქვეყანა მზად არაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დღეს კანდიდატს სტატუსი არის პოლიტიკური და სიმბოლური სტატუსი“, – განაცხადა სვენ მიქსერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ, მომდევნო თვეების განმავლობაში, როგორ უნდა წარიმართოს ერთობლივი პროცესი, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წლის ბოლომდე რეკომენდებული დღის წესრიგის შესრულების მიზნით. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლის დაძლევის ძირითად გზას, სწორედ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გაძლიერება წარმოადგენს.