ძებნის რეზულტატი:
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდებას სრულად ჩავანაცვლებთ
ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და 2022 წლის პირველ მეოთხედში ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტურია. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების დანახვა. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთმანეთთან და პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსები უახლოვდებიან ლისიჩანსკს, იკიდებენ ფეხს მიმდებარე დასახლებებში
რუსები უახლოვდებიან ლისიჩანსკს, იკიდებენ ფეხს მიმდებარე დასახლებებში, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია „რუსები უახლოვდებიან ლისიჩანსკს, იკიდებენ ფეხს მიმდებარე დასახლებებში. ქალაქს არტილერიიდან, ტანკებიდან და ავიაციიდან ბომბავენ. სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე გვყავს დაშავებული, დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“, - წერს გაიდაი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთში IT სპეციალისტების დეფიციტია
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იგორ ზუბოვის განცხადებით, რუსეთში IT სპეციალისტების დანაკლისი 170 ათას სპეციალისტს შეადგენს. მთლიანად დარგში კი ერთი მილიონი ადამიანია დასაქმებული. რუსეთს IT სპეციალისტები მასობრივად ტოვებენ მისი თქმით, IT სპეციალისტებმა ქვეყანა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო დატოვეს. IT სპეციალისტების მასობრივი მიგრაციის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ დარგის შესანარჩუნებლად ზომები მიიღო. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებულებს არ გაიწვევენ ჯარში და შეღავათიანი იპოთეკური სესხებით სარგებლობას შეძლებენ.
რუსეთი დონბასში სარეზერვო ქვედანაყოფების გადასაყვანად ემზადება - ბრიტანული დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი დიდი ალბათობით დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო ქვედანაყოფების გასაგზავნად ემზადება. ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის რაიონის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთიდან იზიუმის და სამხრეთიდან პოპასნაიას მხრიდან. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსები უახლოვდებიან ლისიჩანსკს, იკიდებენ ფეხს მიმდებარე დასახლებებში ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 34 230 რუსი სამხედრო მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია „უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1496 ტანკი, 3614 ჯავშანტექნიკა, 752 საარტილერიო სისტემა, 239 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 საბრძოლო თვითმფრინავი, 182 ვერტმფრენი, 614 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 14 გემი/ნავი, 2543 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 60 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Fit for Partnership-ის პროგრამით გერმანიაში 20-ზე მეტი მეწარმე გაემგზავრება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის Fit for Partnership დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, სასწავლო პროგრამა Fit for Partnership საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით. მასში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში კი გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. პროგრამა Fit for Partnership კი ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე შეიტანონ. ამასთან, პროგრამის წყალობით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, გერმანულ კომპანიებთან საქმიანი კავშირები და გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს, გაეცნოს გერმანული ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებს.„გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა და ასევე, საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებში, რაც მეტად შეუწყობს ხელს ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, საქართველოს ევროპული სწრაფვისა და ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.„წლების განმავლობაში გერმანიას უკავია წამყვანი პოზიცია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარების თანამშრომლობის კუთხით და უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუციურ მშენებლობაში, რისთვისაც მადლიერები ვართ გერმანიის სახელმწიფოსი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას
ექსკლუზივი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და განაგრძობს მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებთან მუშაობას, რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელ რეფორმებს ახორციელებენ, ეს კი, ბლოკის წევრობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და ჩვენ ამ მხარდაჭერის ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას მათ ევროპელ მეზობლებთან, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ განვაგრძობთ ამ ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას, რადგან ისინი აგრძელებენ გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელ რეფორმებს და საკანონმდებლო დონეზე ადაპტაციას, რაც აუცილებელია გაწევრიანების პროცესისთვის. ნედ პრაისი: მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და კონკრეტულად, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკავშირს მივმართავთ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით – ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის შემდეგ; შევძლით ვიზალიბერალიზაციის მიღება და დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში; შევძელით თავისუფალი ვაჭრობის პროექტის ხელმოწერა და მისი განხორციელება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე ველოდებოდი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამასაც აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, არაფერია დასამალი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული: მაშინ, როდესაც საუბარი იყო სამ ქვეყანაზე – საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სამივე ქვეყანას ფაქტობრივად ერთნაირი დათქმები აქვს, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, თუმცა, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან სამწუხაროა და ვიცით, რატომ მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნიის მიიღებს.
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში - ამერიკის საელჩო
ამერიკის საელჩო 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციას - „შინ ევროპისკენ“ შემდეგი ტექსტს უძღვნის: „შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს. 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს.
კახა კალაძე სამგორის გამგებელზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ოპოზიცია სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის გადადგომას ითხოვს „გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ჩემი თხოვნა იქნება, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში, თუმცა, ამავდროულად, კარგად გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს უხამსი სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ კი „ფეისბუკ პოსტი“ წაშალა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
საქართველოს ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო მაკჰიუს ხელმღვანელობით, საქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ირლანდიელი პარლამენტარები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. „ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ირლანდიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციაში შედიან ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუ; კომიტეტის წევრები შონ ჰოგი და რორი ო მურჩუ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 324 ბავშვი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 324 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „22 ივნისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა 324 ბავშვი და დაშავდა 592-ზე მეტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ზრდის
22 ივნისიდან რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი $131,6 -დან ტონაზე $142-მდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, საექსპორტო გადასახადი იზრდება სხვა მარცვლეულზეც. ერთ ტონა ქერზე საექსპორტო გადასახადი $92,8-დან $117,5-მდე, ხოლო სიმინდზე - $86,5-დან $84-მდე გაიზრდება. ეს გადასახადები 28 ივნისამდე იმოქმედებს. რუსეთის სოფლის მეურნეობის ცნობით, საექსპორტო გადასახადის საფასური დგინდება საორიენტაციო ფასების მიხედვით. ხორბლის ფასი ტონაზე $399,4 იყო (ამ კვირაში გამოთვლებით $386,4 ), ქერის - $352,5 ; (317,6 აშშ დოლარი), სიმინდისთვის - $308,6 (305,5 აშშ დოლარი) ტონაზე. ცნობისათვის, 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ შემოიტანა მარცვლეულის ამომწურავი მექანიზმი, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა გამოითვლება ყოველკვირეულად ფასების მაჩვენებლების საფუძველზე საექსპორტო კონტრაქტების ფასებზე, რომლებიც მოსკოვის ბირჟაზეა რეგისტრირებული. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე
უკრაინა კუნძულ ზმეინზე მიმდინარე ოპერაციაზე: მტერს აქვს დანაკარგები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში, ზმეინის (გველის) კუნძულზე მტრის აღჭურვილობაზე იერიში მიიტანეს. ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა. „ეს ყველაფერი არის სამხედრო ოპერაციის ნაწილი, რომელიც სიჩუმეს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის მოსახლეობის გამართლებული შეშფოთება, მათ შორის ოდესის რეგიონში, რომლებმაც აფეთქებები გაიგეს. ჩვენი ჯარები თავიანთ საქმეს აკეთებენ, ყველაფერი მიდის სწორად. მასიური დარტყმა მიაყენეს სხვადასხვა გარნიზონს. ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მტერიც გვისმენს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ მტრის პერსონალი და აღჭურვილობა დამარცხებულია. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ისიც ვიცით, რომ პანცირის საზენიტო სარაკეტო სისტემა ძალიან მძიმედ იყო დაზიანებული, შესაძლოა, მთლიანად განადგურდა კიდეც. ვიცით, რომ სარადარო სადგური ძალიან მძიმედ დაზიანდა და მტერს აქვს სხვა დანაკარგებიც, რომლებსაც ვამოწმებთ. ოპერაცია მიმდინარეობეს და ვფიქრობ, დელატები მალე გვეცოდინება“, - აღნიშნა ჰუმენიუკმა. უკრაინის შეიარაღებული ძალები კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა - ოპერატიული სარდლობა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბელორუსი უკრაინის საზღვართან სამობილიზაციო წვრთნებს იწყებს
22 ივნისს ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინის მოსაზღვრე გომელის რეგიონის სამხედრო კომისარიატებთან სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს წვრთნები 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების ოფიციალური მიზანია დავალებების შესრულების კუთხით, სამხედრო კომისარიატების მზადყოფნის შემოწმება. „სწავლებისას დამუშავდება კითხვები, სამხედრო კომისარიატების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის გზით გადაკომპლექტებაზე. სამხედრო წვრთნებზე ყოფნისას გაკვეთილები ჩატარდება სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად“, - ნათქვამია ანგარიშში. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი
სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11%-ზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 22 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ მაისში ინფლაცია 13.3%-ს შეადგენდა, სებ-ი ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგი სხდომა 3 აგვისტოს არის დანიშნული, მაგრამ იქამდე არც რიგგარეშე სხდომის ჩატარება არის გამორიცხული. ეროვნული ბანკის განცხადება:"ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ, ასევე ომის გამო უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრმა შეზღუდვამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სურსათის ფასები მსოფლიო მასშტაბით ბოლო თვეებში ისტორიულ მაქსიმუმზეა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში ინფლაცია მკვეთრადაა გაზრდილი. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, რადგან ჩვენ მცირე, ღია ეკონომიკა ვართ და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა სწრაფად აისახება ჩვენ სამომხმარებლო ფასების ინდექსზე. ამასთან ერთად, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც ჯამურ (0.6 პროცენტული პუნქტი), ასევე საბაზო ინფლაციაზე (1.1 პროცენტული პუნქტი).ინფლაციის მოსალოდნელი ტრაექტორია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამასთან დაკავშირებით კი, კვლავ მაღალი გაურკვევლობაა. დღევანდელი ინფორმაციის საფუძველზე არსებობს იმის ფრთხილი მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მეტად აღარ გაიზრდება და შესაბამისი ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება. ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და საგარეო შემოდინებების (ფულადი გზავნილები, ტურისტული შემოსავლები, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები) ზრდის ფონზე გაცვლითი კურსი გამყარებულია, რის შედეგადაც იმპორტირებულ ინფლაციას ბოლო თვეებში შემცირების ტენდენცია აქვს. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, მას შემცირების მიმართულება ექნება.ინფლაციური რისკების მატების ფონზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად გაიზარდა და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის სესხების გააქტიურების შედეგია. ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები სესხების ზრდის ტემპზე ეტაპობრივად უნდა აისახოს. ამასთან, უცხოური ვალუტით სესხების კუთხით, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას საქართველოში სასესხო პირობების გამკაცრების დამატებითი ეფექტი ექნება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სესხების ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნებს ან/და სხვა მაკროპრუდენციულ ზომებს, გამოიყენებს.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 3 აგვისტოს ჩატარდება. თუმცა, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს,"- ნათქვამია განცხადებაში.
BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება
ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს, აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება. ცნობისთვის, 6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში. ასვე წაიკითხეთ: ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა
ჯო ბაიდენი: ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, კიდევ ერთი პანდემია იქნება
"ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის. კიდევ ერთი პანდემია იქნება. ამაზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „220 მილიონზე მეტი ამერიკელი სრულად არის ვაქცინირებული. COVID19-ით გამოწვეული ყოველდღიური სიკვდილიანობა 90 პროცენტით შემცირდა. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ამერიკელისთვის. ფხიზლად უნდა ვიყოთ! ჩვენ გვჭირდება მეტი ფული. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციებისთვის, საბოლოოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ გვჭირდება ფული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა ევროპულ მომავალს ითხოვს, არ არის დრო, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები? - მიჰაილ გალარი
ევროპარლამენტარ მიჰაილ გალარის (EPP, გერმანია) შეფასებით, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაშია გამოსული ევროპული მომავლის მოთხოვნით. „ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია და მოითხოვოს ევროპულ მომავალს, განა ახლა არ არის დრო, რომ ყველა, ვინც ცდილობს, გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები ყველა ბანაკიდან, ახალი შეთანხმების მოთხოვნით? ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი. (ექსკლუზივი) ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლაზე: აბსოლუტურად არასერიოზული, ბაკურიანის ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია
სისულელეა, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის შეცვლა იგეგმება. „ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, ბაკურიანის ოცნებები, რომლებსაც არ უწერია ახდენა. რაიმე სერიოზული იკითხეთ... „რაც შეეხება კომისიის რეკომენდაციას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ეს პუნქტი ჩაიდო სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სახელებსა და გვარებზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით - საქართველოში არიან თუ არა ოლიგარქები ჩართული პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, არიან - ეს არის: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. პირველი ეს 4 გვარი გვახსენდება და ისინი არიან ჩართული პოლიტიკაში. მათ აქვთ გავლენა მედიაზე და აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რომელიც მითითებულია მაგალითად, უკრაინულ კანონში, შესაბამისად, ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო - ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, ეს არის რეალობა. ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი“, - განაცხადა კობახიძემ.