ძებნის რეზულტატი:
უკრაინის გენშტაბი: რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკთან ორი დასახლებული პუნქტი აიღეს
უკრაინის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტებზე ლოსკუტოვკასა და რაი-ალექსანდროვკაზე რუსეთის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევას კიდევ ერთი პუნქტის, სიროტინოს დასაკავებლად და მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირებისთვის ემზადება. ეს მდინარე ქალაქებს, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის მდებარეობს. რუსეთის სამხედრო დანაყოფების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების, ლისიჩანსკის რაიონში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევისა და ძირითადი ლოგისტიკური გზების დაბლოკვისკენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს. განცხადების ავტორები, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინი თანათავმჯდომარე, სტივ კოენი, სენატორი როჯერ უიკერი და წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონი თვლიან, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსაც უნდა შესთავაზოს კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ. „მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას დიდი ხანია, აინტერესებს ევროატლანტიკურ დასავლეთთან ინტეგრაცია. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ მუდმივ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, თუნდაც დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებში.საქართველოს ხალხმა ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული ქმედებების და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ ეს გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათაც უნდა შევთავაზოთ თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ.ევროპის საბჭოს ამ კვირის შეხვედრის წინ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებთ, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასოდეს არის პერიოდული უკუსვლების და გრძელი გზის გარეშე, და, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპული ოცნებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ჯოზეფ ბორელი: ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ მუშაობა
ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ მუშაობა, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი. „ჩემი გზავნილია, რომ ქართველებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ჯებრაილში ენერგეტიკული დერეფანი - აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება. ამის შესახებ, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მიერ „მწვანე ენერგიის“ ზონის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც შესაბამისი პროექტები 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება „აზერენერჯიმ“ ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 2022-2026 წლებში „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს. ცნობისათვის, ქალაქი ჯებრაილი, აზრბაიჯანის იურისდიქციაში სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 2020 წლის ოქტომბერში მოექცა.
მიხაილო პოდოლიაკი: დროა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით
კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო "დაიღლება უკრაინით". დროა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. „დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღი - ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილობის საფრთხედ გარდაიქმნა. კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო "დაიღლება უკრაინით". დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით,“- აღნიშნავს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკთან ორი დასახლებული პუნქტი აიღეს
შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მაკჰიუსს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციაზე, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებასა და ევროინტეგრაციის კუთხით, საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრა. ჯო მაკჰიუსმა აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას. შეხვედრა ირლანდიის რესპუბლიკის მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, Twitter-ის გვერდზე წერს. „ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ლატვიის პრეზიდენტი: ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს, - ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი Twitter-ზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე შეტანილ განაცხადს ეხმაურება. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ „ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი (სალომე ზურაბიშვილი) ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
უზბეკეთმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთების გადაზიდვა დაიწყო
უზბეკმა მძღოლებმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთები პირველად გადაზიდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. „პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაფართოებაში, რომელიც ახალი ტემპით ვითარდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი დივერსიფიკაცია, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. წინაპირობა კერძოდ, მიმდინარე წლის 26-27 მარტს ქალაქ ტერმეზში გაიმართა სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანისა და უმსხვილესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გადამზიდველთა საერთაშორისო ასოციაცია, ასევე სატრანსპორტო და საბაჟო უწყებები. შეხვედრაზე უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიის გავლით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის საკითხებზე კონკრეტული ღონისძიებების გეგმა განისაზღვრა. „სამმხრივი ძალისხმევის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია ამ სატრანსპორტო დერეფნის სრული ფუნქციონირება, საქონლის უმოკლეს დროში მიწოდება და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო ჩასვლა“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. შედეგად, უზბეკმა მძღოლებმა პირველად წარმატებით დაასრულეს ტვირთის გადაზიდვა უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის მარშრუტზე. უზბეკმა მძღოლებმა, დაფარეს 2760 კმ მარშრუტი "ტაშკენტი - თერმეზი - მაზარი-შარიფი - ქაბული - ფეშავარი - ყარაჩი". მათ ყარაჩის პორტიდან ტაშკენტში ტვირთი ერთ კვირაში ჩაიტანეს.
დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. შესაბამისი პოსტი მიშელის „ინსტაგრამ“ გვერდზე განთავსდა. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება „დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. წლევანდელი ზაფხული ისტორიული იქნება, იმედიანი და ნათელი“, - წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა
გერმანიამ ბუნებრივი აირის მიწოდების სამეტაპიანი საგანგებო გეგმის მეორე ეტაპი გაააქტიურა, ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. ჰაბეკმა გერმანელებს მოუწოდა, შეამცირონ გაზის მოხმარება, როგორც ეროვნული ძალისხმევის ნაწილი. „ახლა ჩვენ მოვუწოდებთ, შემცირდეს გაზის მოხმარება, განსაკუთრებით, „მომავალი ზამთრის თვეების წინ“. ჰაბეკის თქმით, მესამე და უმაღლესი ეტაპი არის „გადაუდებელი“ დონე. გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა. „რუსეთთან ეკონომიკურ კონფრონტაციაში ვართ“, - განაცხადა ჰაბეკმა. ამ მოვლენებს წინ უძღვის გაფრთხილება, რომელიც ენერგოკომპანიებმა რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღეს. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს რკინიგზა 24-27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. რაც შეეხება მატარებლის მოძრაობის განრიგს, დამატებითი რეისი თბილისიდან 00:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან 00:20-ზე გამოვა. საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ამის შესახებ ირანული მედია წერს. ირანის ნავთობის მინისტრი: რუსეთთან ვაჭრობის გაზრდა $40 მილიარდამდე გვსურს თეირანი, რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირა აბდოლაჰიანის მოწვევით 22 ივნისს ჩავიდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვი საქმიანი ვიზიტით 22-23 ივნისს თეირანში ჩავიდოდა. ზახაროვას განცხადებით, მოლაპარაკების ფარგლებში მხარეები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის ვითარებას უკრაინაში, სირიაში, ავღანეთში, კავკასიაში, იემენსა და კასპიის ზღვის გარშემო რეგიონში. მხარეები ასევე იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
აშშ: კრემლი საკვების მზარდი დეფიციტის გარშემო დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს
შეერთებული შტატები გმობს კრემლის ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია, დაადანაშაულოს შეერთებული შტატები, დასავლეთი და უკრაინა, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში საკვების მზარდი დეფიციტის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია და კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მანქანის წარმომადგენლები ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება რუსეთის პასუხისმგებლობისგან. აშშ-ის განცხადებით, რუსეთმა საკვების იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს. კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრა, სავარაუდოდ უახლოეს კვირებში უნდა გაიმართოს. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსეთთან პროგრესს მიაღწია შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ბრიტანეთის დაზვერვა: რამდენიმე თვეში, რუსეთის არმია თავის რესურსებს ამოწურავს
ბრიტანეთის თავდაცვის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, რუსეთის არმია თავის რესურსებს ამოწურავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ძალები წინ მიიწევენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, ანადგურებენ, მაგრამ ჯარისკაცებისა და იარაღის მძიმე ფასად. „ჩვენი თავდაცვის სადაზვერვო სამსახური თვლის, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი შეიძლება, მივიდეს იმ მომენტამდე, როცა წინსვლა აღარ იქნება, რადგან მან ამოწურა თავისი რესურსები“, - განაცხადა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლიზ ტრასი: უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ
მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა განაცხადა. „ძალიან მკაფიოა, რომ უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გასასვლელი. გაერთიანებული სამეფო ჩვენს გამოცდილებას გთავაზობთ ყველა ამ ფრონტზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი ზომები, რათა მარცვლეული უსაფრთხოდ გავიდეს, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს. პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს. დაბლოკა უკრაინის პორტები და აფერხებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში და აიძულებს მსოფლიოს გამოსასყიდი გადაიხადოს. კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება და უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსეთის თავდასხმებისგან,“- განაცხადა ლიზ ტრასმა. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსეთთან პროგრესს მიაღწია შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბრიუსელში დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრის წინ, მიშელმა განაცხადა, რომ „ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისთვის“. დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი „ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს და ვაღიარებთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონის ევროპული ინტეგრაციის პროცესის განახლებას. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში საქართველოს ნაწილში საუბარია, რომ საქართველოც უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ. ევროპარლამენტი რეზოლუციაში უთითებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის. რეზოლუციაში ასევე არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს და რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია. „ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ისტორიული პასუხისმგებლობა და მისცენ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რაც გულისხმობს მათთვის ევროპულ პერსპექტივის მინიჭებას“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
Pew Research: პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ამერიკული Pew Research Center-ის კვლევით, 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულ ლიდერად დასახელდა. Pew Research Center-მა კვლევა 18 ქვეყანაში ჩაატარა, რომლის თანახმადაც მის ქმედებებს გამოკითხულთა 9% უჭერს მხარს, 90% კი, მის პოლიტიკას აკრიტიკებს. როგორც Pew Research Center-ის კვლევით ცენტრში აცხადებენ, ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ეს პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების მაქსიმალური მაჩვენებელია. ამავდროულად, პუტინის რეიტინგი მსოფლიოში ყოველთვის არც ისე ცუდი იყო, თუმცა ის ბოლო წლებში სტაბილურად იკლებს, აღნიშნავენ Pew Research Center-ში. გერმანიაში მის საქმიანობას კვლავ ემხრობა გამოკითხულთა 14%. გერმანელ ახალგაზრდებში კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 22 %-ს შეადგენს.
ირაკლი კობახიძე: საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს
სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა