ძებნის რეზულტატი:

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები

ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურანალისტებთან განცხადა. "დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა: ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ეს გვარები ითქვა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ. იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ქმედებები, გადაწყვეტილებები და კონკრეტული მონაწილეობა აქვთ მიღებული.  თუ ეს კანონი ზუსტად იმ სახით იქნება მიღებული, პასუხები ექნებათ გასაცემი სწორედ მათ", - ამბობს თალაკვაძე.  შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

რადას დეპუტატი ევროკავშირს: მიანიჭეთ სტატუსი საქართველოსაც

უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ და არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის ტყვეობაში დარჩეს. ამასთან, გონჩარენკომ მიმართა NATO-ს წევრ სახელმწიფოებსაც და მოუწოდა, უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) გადასცენ. „კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ დაუჭირეთ მხარი მოლდოვას როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მისცემთ უფლებას ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს. მაშასადამე, ძვირფასო ძმებო, უნდა დაგიჭიროთ მხარი და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. შემდეგ, მომდევნო კვირაში NATO-ს სამიტი გაიმართება. მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, გთხოვთ მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“, – აცხადებს რადას დეპუტატი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, NATO-ს სამიტი მადრიდში, 28, 29 და 30 ივნისს გაიმართება.  

ზელენსკი და ორბანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა. ზელენსკიმ ორბანი უკრაინაში მიიწვია. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ომის დროს უკრაინელებისთვის თავშესაფრის მიცემისთვის. შევთანხმდით ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე. მადლობელი ვარ უკრაინის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.

მიხაილო პოდოლიაკი: სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ მისი დამარცხების შემთხვევაშია შესაძლებელი

"სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ მისი დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. დღევანდელ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება უპერსპექტივო და შეუძლებელია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა. „ომის შეჩერება დღეს ნიშნავს სრულ უარს ჩვენი ხალხის უკრაინაში დაბრუნებაზე. არავინ დაბრუნდება, მაგალითად, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, კრივოი როგში, გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რადგან უკრაინის მოქალაქეს ესმის, რომ ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს იმავე ინტენსივობით. ამ შემთხვევაში რუსეთს ვერავინ შეაკავებს. სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთი გარდაუვალ მარცხს განიცდის“, – აღნიშნა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ოპოზიცია სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის გადადგომას ითხოვს

სამგორის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამგებლის კახა სამხარაძის გადადგომა მოითხოვეს. აქციაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ სამხარაძე მაღალი თანამდებობის პირია და, შესაბამისად, თმენის ვალდებულებაც აქვს. პოლიტიკოსის თქმით, სამგორის გამგებელმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს: „ეს ადამიანი არის თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი. მას თმენის მოვალეობა აქვს. უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ, არა სოციალური ქსელებით, არამედ საჯაროდ. მეორე, დაწეროს განცხადება გადადგომაზე და თუ ეს არ მოხდება, კახა კალაძეს მოვთხოვთ გადააყენოს თავისი ე.წ. გუნდის წევრი“, – აცხადებს პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს უხამსი სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ კი „ფეისბუკ პოსტი“ წაშალა.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა - ოპერატიული სარდლობა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გველების კუნძულზე [კუნძული ზმეინი] რუსულ გარნიზონზე შეტევა განახორციელეს. შესაბამისი განცხადება სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ Facebook-ზე გაავრცელა. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „კონცენტრირებული დარტყმა მიაყენეს გველების კუნძულს სხვადასხვა ძალის და საშუალების გამოყენებით. შედეგად, ოკუპანტების გარნიზონი მნიშვნელოვან ზარალს ითვლის. სამხედრო ოპერაცია გრძელდება და მის დასრულებამდე ინფორმაციულ ვაკუუმს მოითხოვს“, - ნათქვამია ანგარიშში. „ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ მტრის განადგურებას. დღეს დილით ვერტმფრენმა დაარტყა მტრის ჯარების ჯგუფს და სამხედრო ტექნიკას. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 100-ზე მეტი საცეცხლე მისია. შედეგები ჯერ კიდევ არ არის გადამოწმებული, მაგრამ, დღეს დილის მდგომარეობით, მტრის ტანკი, ერთი მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა, სამი ჯავშანტექნიკა და ოთხი სატვირთო მანქანა აღარ დააზარალებს უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ. იმავდროულად, რუსეთის საზღვაო ჯგუფი შავ ზღვაში უცვლელ პოზიციაზე დარჩა. 2022 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ხუთი ხომალდი, ოთხი დიდი სადესანტო ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იმყოფებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

საქართველოს განახლებადი ენერგიის უსაზღვრო პოტენციალით შეუძლია, დიდი ნაბიჯები გადადგას ენერგოდამოუკიდებლობისკენ - ამერიკის საელჩო

საქართველოს განახლებადი ენერგიის უსაზღვრო პოტენციალით შეუძლია, დიდი ნაბიჯები გადადგას ენერგო დამოუკიდებლობისკენ. ამ მნიშვნელოვანი საკითხისა და ამ მისიაში აშშ-ის მთავრობის შესაძლო დახმარებაზე სასაუბროდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელი სკოტ ნეითანი განახლებადი ენერგიის სექტორიდან ჩვენს კონტაქტებს შეხვდა, იუწყება საქართველოში ამერიკის საელჩო.  აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი საქართველოს ეწვევა როგორც ცნობიოლია, თბილისში იმყოფება აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში, ომით დაზარალებული უკრაინული კომპანიების მხარდამჭერი შეთანხმება გააფორმა. კერძოდ, სკოტ ნეითანმა „გაზელ ფაინანსთან" შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს ტექნიკური დახმარების აღმოჩენას იმ უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც პუტინის ომის შედეგად საქართველოში გადმოდიან ან აფართოებენ ოპერაციებს. შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის (DFC) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი თბილისშია. „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში DFC ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინსფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივ პარტნიორებს, ამერიკელ ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და მხარი დავუჭიროთ ომში დაზარალებულ უკრაინულ კომპანიებს“, - იტყობინება ამერიკის საელჩო.  

გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა

გერმანიამ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში თვითმავალი საარტილერიო დანაყოფების (Panzerhaubitze 2000) პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე გაავრცელა.  გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გაგზავნის „გავძლიერდით! პირველი გერმანული Panzerhaubitze2000 გაწვრთნილი უკრაინელი ეკიპაჟებით შეუერთდა უკრაინული არტილერიის ოჯახს“, - წერს რეზნიკოვი. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის მე-6 ტიპის 155 მმ-იანი არტილერია, რომელიც უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ებრძვიან რუსეთის ჯარებს შემდეგი ტიპის არტილერიით: M777, FH70, M109, AHS Krab და Caesar. "ამიერიდან Ph2000 შეუერთდა კლუბს", - დაამატა რეზნიკოვმა. Panzerhaubitze 2000 (PzH 2000)  - გერმანული თვითმავალი საარტილერიო ინსტალაცია. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, მიუნხენის Krauss-Maffei Wegmann-მა შექმნა. ეს არის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო საარტილერიო დანადგარი. PzH 2000-ს შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 30 კმ-ზე მეტ მანძილზე სტანდარტული ჭურვებით.  

პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს ვიდეოგზავნილებით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს ვიდეოგზავნილებით მიმართა და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შესაბამისი ვიდეომასალა პრეზიდენტის Twitter- გვერდზე განთავსდა. სალომე ზურაბიშვილი პოლონელი კოლეგისადმი გზავნილში ამბობს, რომ საქართველო და პოლონეთი საერთო ტრაგიკულ წარსულს იზიარებენ. „საქართველო და პოლონეთი იზიარებენ ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის ოკუპაციურ წარსულს. ამ დროს ჩვენ თქვენი მხარდაჭერის, სოლიდარობის, პოლონეთის ძმობის იმედი გვაქვს, რათა მხარი დაუჭიროთ ჩვენს გზას ევროპისკენ“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.  „გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ კედლები ევროპელებს ერთმანეთისგან არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე“, - ამბობს პრეზიდენტი თავის მხრივ, გერმანელი კოლეგისადმი გზავნილში. სალომე ზურაბიშვილი: ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა. ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ „ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა და ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე ჩვენი ბოლო არგუმენტები წარვადგინო, ასევე, ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ Twitter-ზე ჩემს მიმართვებს ასევე ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ. „საქართველო მოწყვეტილი იყო ევროპას საბჭოთა ოკუპაციის 70 ხანგრძლივი წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, მას არასდროს შეუწყვიტავს ამ გზის ძიება, დემოკრატიისა და ევროპის გზაზე წინსვლა, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ნამდვილად ევროპულ ქვეყანად გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – მიმართავს ზურაბიშვილი ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს. შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისადმი მიმართვაში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის. „ქართველ ხალხს სურს ეს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს.

რუსეთი ლიეტუვას ემუქრება

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. კალინინგრადი, ოდესღაც, კოენიგსბერგის პორტი, აღმოსავლეთ პრუსიის დედაქალაქი, 1945 წლის აპრილში წითელმა არმიამ დაიპყრო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირს დაუთმო. ის NATO-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას შორისაა მოქცეული. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს

აშშ-ის მოქალაქე უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა

აშშ-ის მოქალაქე სტივენ ზაბიელსკი უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, ზაბიელსკი მეორე ამერიკელია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა უკრაინაში ამერიკელი მოქალაქის გარდაცვალება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-მ უკრაინაში მისი მოქალაქეების სიკვდილით შესაძლო დასჯაზე მოსკოვის განცხადებას შემაძრწუნებელი უწოდა

სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ კრემლის სპიკერის განცხადებას უკრაინაში დატყვევებული ამერიკელი სამხედროების შესახებ, საგანგაშო უწოდა. კირბიმ განაცხადა, რომ პესკოვის ან ვლადიმერ პუტინის თავებში ჩახედვას ვერ შეეცდება, მაგრამ მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სიკვდილით დასჯის პერსპექტივა რეალური იყო თუ ჰიპოთეტური. კირბის თქმით, ყველა შემთხვევაში შემაშფოთებელი და საგანგაშოა მოსკოვის რიტორიკა. სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ამერიკის სამი მოქალაქის დაკარგვის შესახებ იუწყება „შემაძრწუნებელია, რომ რუსეთში საჯარო მოხელე უკრაინაში მყოფი ორი ამერიკელი მოქალაქისთვის სიკვდილით დასჯასაც კი გვთავაზობს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, გავიგოთ მეტი ამ ორი პირის შესახებ. გავაგრძელებთ მცდელობებს, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა ჯონ კირბიმ. როგორც პესკოვმა 21 ივნისს განაცხადა, რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ.  

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უკრაინაში ვიზიტისას, ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით, ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადა

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა სამშაბათს უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას განაცხადა, ვინ იქნებიან  ჯგუფის შემადგენლობაში, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულების მიმართულებით იმუშავებენ. გარლანდის თქმით, გუნდს უხელმძღვანელებს ელი როზენბაუმი და ის ადამიანის უფლებების დარღვევასა და ომის დანაშაულებებთან დაკავშირებული გამოძიების ექსპერტებისგან დაკომპლექტდება. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, როზენბაუმი, იუსტიციის დეპარტამენტის 36 წლის ვეტერანი, ადრე მსახურობდა ადამიანის უფლებათა აღსრულების სტრატეგიისა და პოლიტიკის დირექტორად. ის დაეხმარა დეპარტამენტს 100-ზე მეტ საქმეში ბრალდებული ნაცისტებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში ან დეპორტაციაში. „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიჰყვება ყველა გზას, რომელიც ომის დამნაშავეებს გამოავლენს. მათი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები და სხვა დანაშაულებები უკრაინაში. ჩვენს შიდა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იუსტიციის დეპარტამენტი დაუნდობელი იქნება ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში არაპროვოცირებული კონფლიქტის დროს ომის დანაშაულების, წამებისა და სხვა მძიმე დარღვევების თანამონაწილეა“, - განაცხადა გარლანდმა უკრაინაში. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ და აშშ-ის გენერალურმა სამართლებრივ სფეროში ერთობლივ ძალისხმევაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს ამერიკულ მხარესა და ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს (JIT) შორის თანამშრომლობის ფორმატი, უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო, ძირითად საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა, რაც შეიძლება მალე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის ამოქმედების მნიშვნელობაზე. „დღეს ძალიან აქტიური  დღე იყო საგარეო მიმართულებით მუშაობის კუთხოთ. თითქმის მარათონი გვქონდა სატელეფონო მოლაპარაკებები. ჩვენ ვზრდით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების მომხრეთა წრეს და ვაძლიერებთ რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება. რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი ყველა მოლაპარაკებისას, მე მუდმივად ხაზს ვუსვამ: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა, რაც შეიძლება მალე. რუსეთმა ომს გამო, მუდმივი ზეწოლა უნდა იგრძნოს“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.  დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, ვიდრე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონტროლს არ აღადგენს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას უნდა მოიცავდეს „თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ შეიძლება, ჩვენ შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღმოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია უკრაინას ეწვევა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრთა დელეგაცია უკრაინას მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიია მეზენცევამ განაცხადა. „28 ივნისს, ჩვენს ქვეყანას ეწვევა ევროსაბჭოს სხვადასხვა ქვეყნიდან 14 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომლებიც  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარმოადგენენ“, - განაცხადა მეზენცევამ. მისივე განცხადებით, ომის დანაშაულების ფაქტების გაცნობის გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შეხვედრებს გამართავენ პროკურატურის წარმომადგენლებთან და მათ უკრაინელ კოლეგებთან უმაღლეს რადაში. „ეს არის ჩვენი სტრატეგიის პირდაპირი გაგრძელება - ომის დანაშაულების ფაქტების შეგროვება. ჩვენ არ ვანელებთ ჩვენი თანამშრომლობის ტემპს", - აღნიშნა მეზენცევამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ესტონეთმა მოსკოვის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

ესტონეთი რუსეთის ელჩს 18 ივნისის ინციდენტის გამო იბარებს. საუბარია რუსული ვერტმფრენის მიერ ეროვნული საჰაერო სივრცის დარღვევაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობლების დაშინება და გაიაზროს, რომ უკრაინაში შეჭრის ფასი მაღალია. „ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც უდაოდ იწვევს დამატებით დაძაბულობას", - მიიჩნევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

ნედ პრაისი: მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან, შეერთებული შტატები მხარს უჭერს. ნედ პრაისის განცხადებით, ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. „აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია

"ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით სერიოზულ ზეწოლას ახდენენ, ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უკრაინის არმია ტაქტიკური მოქმედებების დახმარებით, ლუგანსკის ოლქის დაცვას აძლიერებს, იქ ნამდვილად რთული მდგომარეობაა. ოკუპანტები ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით. ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ მათი გადაწყვეტილებების რეალიზებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა. დიპლომატმა პოლიტიკური ძალა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხში, არამყარი პოზიციის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, 22 ივნისიდან პარტია პარლამენტში „პირველი ძალა აღარ იქნება“.  მაიომ განაცხადა, რომ შექმნის ახალ საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც მხარს დაუჭერს მარიო დრაგის მთავრობას. იტალიური მედიის ცნობით, „5 ვარსკვლავის მოძრაობა 60-მა დეპუტატმა დატოვა“ და დიმაიოს ახალ ჯგუფს შეუერთდნენ. ცნობისათვის, „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ 2018 წლიდან ამ დრომდე მსხვილ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და არჩევნებზე ხმათა 33% მიიღო. მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით, სუსტ პოზიციაში დაადანაშაულა. ამასთან ცნობილია, რომ იტალიამ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.  

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, - წერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ბილალ კარიმი სოციალურ ქსელში. ამასთან, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.