ძებნის რეზულტატი:

ზელენსკიმ საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია: „მოძებნეთ სხვა სამსახური" უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებებშია ნათქვამი. შესაბამისად, საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტი დატოვა იგორ დოლგოვმა. თანამდებობები დატოვეს სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა იური მუშკამ, პორტუგალიაში ინა ოგნივეცმა, ირანში სერგეი ბურდილიაკმა და ლიბანში იგორ ოსტაშმა. 2022 წლის 30 მარტს, ვოლოდიირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. მანამდე  ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა. 

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მას უფრო სასიკვდილოს გახდის

Reuters ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ იმ კანონის გაუქმებას გამოეხმაურა, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული. აშშ-მ გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ შეაჩერებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ეს პროცედურა და „ეს მას უფრო სასიკვდილოს ხდის“. „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის არჩევანის, გაძლიერებისა და თანასწორობის საფუძველი მსოფლიოს ქალებისა და გოგონებისთვის. აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხელს არ შეუშლის ადამიანებს ამ პროცესის ძიებაში, ეს მხოლოდ უფრო მომაკვდინებელს ხდის მას“, – აღნიშნა გუტერეშის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი კვლავ დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. "კრივი რიჰის რაიონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი კვლავ დაბომბეს. შიროკესა და ზელენოდოლსკის დასახლებები საარტილერო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ, ზელენოდოლსკში 60 წლის ქალი დაშავდა", - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს  

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა №1341 და №1660კონსტიტუციური წარდგინებები (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე). წარდგინებებით სადავოდ იყო გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა დაკავებული ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების წესს. კერძოდ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას. წარდგინებების ავტორი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ სასამართლოს უნდა შეძლებოდა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაეწყვიტა, საჭირო იყო თუ არა პირის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის ღონისძიების გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად წარმოადგენდა სადავო რეგულირება გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილებისა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, გამონაკლის შემთხვევაში, პირის პატიმრობაში დატოვების ობიექტური საჭიროება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო რეგულირებით, ცალკეულ შემთხვევებში, ინდივიდის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება თვითნებურად იზღუდებოდა, რამდენადაც მის საფუძველზე პირი თავისუფლების აღკვეთის/საპატიმრო დაწესებულებაში განაგრძობდა ყოფნას იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობდა თავად თავისუფლების შეზღუდვის აუცილებელი, საგამონაკლისო საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს პოზიცია და მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით ხდებოდა ადამიანის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტი) არათანაზომიერი შეზღუდვა, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ჯანმო: მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა

მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. „33 ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის მძიმე ფორმის 920 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების ნახევარი ევროპაში, მესამედი კი აშშ-ში დაფიქსირდა“, - აცხადებენ ჯანმოში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, შემთხვევების შედეგად 18 ბავშვი გარდაიცვალა, 45-ს კი ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.  

ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.  

ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, უნგრეთის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა ესწრებოდნენ. ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა. „როგორც აღინიშნა, უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე. პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30 პროცენტით არის გაზრდილი. დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, მზარდია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: დიდი ალბათობით, დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა

დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. „დიდი ალბათობით, ჯარების სამხრეთის ჯგუფის მეთაურად გენერალ პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა, ვინაიდან ეს დაჯგუფება აგრძელებს დონბასზე რუსეთის შეტევაში მთავარი როლის შესრულებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში სუროვიკინის კარიერას თან სდევს ბრალდებები კორუფციასა და სისასტიკეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინელი დეპუტატი: დონბასში ცხოვრება ადამიანისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა  

საქმეს - „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს  - „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ განიხილავს. საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა. „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმმა მიიჩნია, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დავის საგანია საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.  

ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს ვერდიქტი აშშ-ის 150 წლით უკან დააბრუნებს.  აშშ-მა გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული "გავაგრძელებ ბრძოლას აბორტის უფლებისთვის, თუმცა არ აქვს უფლებამოსილება ერთპიროვნულად მივიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, ბაიდენმა მოუწოდა აბორტის უფლების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. „დაშინება და ძალადობა არასდროს არის მისაღები“, – განაცხადა ბაიდენმა.  

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა. თავდაცვის ძალების სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე დიდგორის მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.  

ბორის ჯონსონი: გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ

"ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინაზე შეიძლება, ზეწოლა განხორციელდეს. ზეწოლა შესაძლოა მოიცავდეს, ისეთი სამშვიდობო შეთანხმების დადებას, რაც კიევის ინტერესებს არ პასუხობს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ძალიან ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს არის ევროპული ომი, რომელიც არაა აუცილებელი. ამიტომ გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ“, - განაცხადა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

"უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყების დღიდან 34 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „24 თებერვლიდან 25 ივნისამდე მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები ასევე მოიცავს: 1511 ტანკს, 3645 ჯავშანტექნიკას, 764 საარტილერო სისტემას, 241 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 99 საზენიტო საბრძოლო სისტემას, 217 თვითმფრინავს, 184 ვერტმფრენს, 2560 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 14 საბრძოლო ხომალდს/ნავს, 626 უპილოტო საფრენ აპარატს, 60 ერთეულ სპეცტექნიკას, 137 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს  

ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე, მიმდინარეობს გამოძიება მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა  

ბორის ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი

უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას უკრაინის მიტოვება სიტუაციის გართულების, ან ფინანსური ხარჯების გამო მოუწევს თანამდებობიდან გადადგება.  "უკრაინის მიტოვება იმის გამო, რომ მომიხდეს, მაგალითად, სიტუაცია გართულდა, ან ინფლაციისა და ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, ძალიან გაიზარდა ამ ხალხის მხარდაჭერის ღირებულება, მე ჩავთვლიდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან დავაში დავმარცხდი და წავიდოდი. უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი", - განაცხადა ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ  

იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

"უკრაინაში რუსული შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება", -  ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უკრაინას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია და დავეხმაროთ მუდმივად სუვერენულ და დამოუკიდებელ ევროპულ ერს. ამისი საუკეთესო გზა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა გერმანიისგან €1 მილიარდს მიიღებს

უკრაინისა და გერმანიის ფინანსთა სამინისტროებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, უკრაინისთვის €1 მილიარდის მოცულობის გრანტის გადაცემის შესახებ. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. თანხა მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, საომარი მდგომარეობის დროს სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფარვის მიზნით. „ბატონო ლინდერ, [გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი], მადლობა პირადად თქვენ, თქვენს გუნდსა და პროცესის ყველა მონაწილეს, რომელთა ძალისხმევითაც ჩვენ ძალიან სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

მოსკოვში, საბერძნეთის საკონსულომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში სავიზო განაცხადების განხილვა 27 ივნისამდე გაგრძელდება. საკონსულოში აცხადებენ, რომ პროცესი ტექნიკური მიზეზით შეჩერდა, თუმცა ვიზების გაცემის აღდგენის თარიღის შესახებ ამ დრომდე არაა ცნობილი. ამას წინ უძღოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საბერძნეთი, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისთვის უსაფრთხო არ არის. ცნობისათვის, 2022 წლის აპრილში, საბერძნეთიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევეს.  

დმიტრო კულება: რაც რუსეთს დარჩა, ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ აგრესიაზეა დაფუძნებული

რაც რუსეთს დარჩა, არის ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ, საფრთხეები სხვა სახელმწიფოების მიმართ, რომელიც აგრესიაზე, იძულებასა და უპატივცემულობაზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. "მოსკოვიდან წამოსული განახლებული მუქარის ფონზე, ჩვენ, მეგობრული მოლდოვას ხალხისა და მთავრობის გვერდით ვდგავართ. რაც რუსეთს დარჩა, არის ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ, საფრთხეები სხვა სახელმწიფოების მიმართ, რომელიც აგრესიაზე, იძულებასა და უპატივცემულობაზეა დაფუძნებული. ეს მხოლოდ რუსეთის სისუსტეს აჩვენებს", - წერს კულება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება  

დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენს საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე

  რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, დავით ზალკალიანსა და ჯო ბაიდენს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა. ზალკალიანმა აშშ-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაცია ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.   "ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.   პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლურ მისწრაფებებს", - ნათქვამია განცხადებაში.