ძებნის რეზულტატი:
კულებას თქმით, „დიდი შვიდეულის“ სამიტმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებით უნდა უპასუხოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს G7-ს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებით უპასუხოს. „ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, ვიდრე მის სახლში რუსული საკრუიზო რაკეტა არ აფეთქდა. უკრაინაში კიდევ ბევრია დარტყმების ქვეშ. „დიდი შვიდეულის“ სამიტმა რუსეთს მეტი სანქცითა და უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიწოდებით უნდა უპასუხოს. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დავამარცხოთ“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. „ჩვენ ენერგიულად დავიცავთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს“, - აღნიშნულია სამიტის პროგრამაში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში სავარაუდოდ, ორშაბათს ვიდეო ჩართვით მიიღებს მონაწილეობას. კვირას, გამთენიისას, კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მაშველებმა 7 წლის გოგო გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბაიდენი შოლცს: პუტინი იმედოვნებდა, რომ NATO და ,,დიდი შვიდეული“ დაიშლებოდნენ, მაგრამ არ დავშლილვართ და არც ვაპირებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს შეხვედრისას განუცხადა. „პუტინი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ რატომღაც, Nato და G7 დაიშლებოდნენ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინის კრიზისის მართვაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „კარგია, რომ ჩვენ, ყველამ შევძელით ერთიანობის შენარჩუნება, რასაც, ცხადია, პუტინი არასოდეს ელოდა”, - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.
რუსეთი ბელორუსში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთი ბელორუსში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. „გომელის რეგიონის ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობა გააფრთხილეს რუსული სამხედრო ნაწილების შესაძლო დაბრუნების შესახებ. ამავდროულად, რუსები გეგმავენ ბელორუსის ტერიტორიაზე ოპერატიული და ტაქტიკური ავიაციის რაოდენობის გაზრდას. ოფიციალური მიზეზი, ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საავიაციო და საზენიტო თავდაცვის ქვედანაყოფების ერთობლივი საჰაერო საპატრულო მისიების განხორციელებაა. ამ მიზნით, ბარანოვიჩის აეროდრომზე 10 თვითმფრინავი გადაფრინდება“, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო თავის ანგარიშში. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტის კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, - ნათქვამია პატრიარქის Twitter გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შარლ მიშელი: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, როგორც კი, რეფორმები განხორციელდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და ჰერცოგოვინას და საქართველოს მიენიჭებათ, როგორც კი, რეფორმები განხორციელდება. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები განხორციელდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ბაიდენი აცხადებს, რომ კიევზე სარაკეტო დარტყმა რუსეთის ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კიევზე სარაკეტო დარტყმა რუსეთის ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამის შესახებ ბაიდენმა კვირას, გერმანიაში შვიდი სახელმწიფოს ჯგუფის სამიტზე განაცხადა. კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიტანას ნაუსედა: მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით მივაღწევთ იმას, რომ სანქციები მტკივნეული იყოს აგრესორი ქვეყნისთვის
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა ევროკავშირის სანქციებს აღასრულებს. ნაუსედას ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაიმართოს კონსულტაციები ევროკომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით. „ტრანზიტის პირობები განხილულია ევროკავშირ-რუსეთის შეთანხმებაში, ევროკავშირი არ არის ცალმხრივად პასუხისმგებელი მათ განხორციელებაზე. ამ თემაში სიახლეა ის, რომ ლიეტუვა აქტიურად მონაწილეობს მასში - ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც მოიცავს საქონლის გარკვეულ ჯგუფს (ფოლადი და შავი ლითონები, ფუფუნების საქონელი). ეს თემა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილეთ. სრულიად ნათელია, რომ ლიეტუვამ უნდა განახორციელოს და განახორციელებს კიდეც ევროკავშირის სანქციებს. მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ევროკომისიასთან, რათა სანქციების განხორციელებამ ზიანი არ მიაყენოს ლიეტუვის ინტერესებს ან საერთაშორისო შეთანხმებებს. მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით მივაღწევთ იმას, რომ სანქციები მტკივნეული იყოს აგრესორი ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა. ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
მიშელის თქმით, G7-ის ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას. მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა, უზრუნველყოს და უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინის აღდგენას. ბავარიაში ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო და გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე. მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ ურყევი ერთიანობა უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. „ჩვენ ენერგიულად დავიცავთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს“, - აღნიშნულია სამიტის პროგრამაში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში სავარაუდოდ, ორშაბათს ვიდეო ჩართვით მიიღებს მონაწილეობას. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ. გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას. „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის მიმდინარეობისთვის და არის შესაძლებლობა, რომ ომში სურათი მთლიანად შეიცვალოს”, - განაცხადა „დაუნინგ სტრიტის“ პრესსპიკერმა. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გააგრძელონ და გააღრმაონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მიშელის თქმით, G7-ის ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიმართ გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით სამუშაო გააძლიერონ.
ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში უკან არ დაიხევს - ლიზ ტრასის და დმიტრო კულებას ერთობლივი წერილი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის გზა მოლაპარაკებების მაგიდასთან, უკრაინის ბრძოლის ველზე გადის. ამის შესახებ მინისტრებმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში განაცხადეს. კულებამ და ტრუსმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინელ ხალხს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ დაღლილად იგრძნონ . „მშვიდობის მისაღწევად და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად, უკრაინა და თავისუფალ სამყარო უნდა დარჩეს ძლიერი და ერთიანი. ჩვენ უნდა უგულებელვყოთ ხმები იმის შესახებ, რომ ხალხი იწყებს დაღლას და რომლებიც გვთავაზობენ უკრაინის „გაყიდვას“ სისასტიკის სწრაფად დასასრულისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მინისტრები რუსეთის ქმედებების საპასუხოდ აუცილებელია ზომების კიდევ უფრო გამკაცრება. „აუცილებელია, რომ G7-მ და NATO-მ ამ კვირაში აჩვენონ, რომ უკრაინისადმი მათ ერთგულებას პუტინის მცდელობები ვერაფერს დააკლებს. ეს ნიშნავს მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდას და დაჩქარებას, სანქციების გაგრძელებას პუტინის ომის ყველა მონაწილის წინააღმდეგ და რუსული ენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა მინისტრები. მათი აზრით, ყოველი მიწოდებული იარაღი დაეხმარება უკრაინელ ხალხს რუსული ძალების მოგერიებაში, დაიბრუნონ ქალაქები, რომლებიც ამჟამად ცეცხლის ქვეშ არიან, მათ შორის სევიეროდონეცკი და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონი. „ყოველი სანქცია დაეხმარება პუტინის ომის მანქანის დაფინანსების შეჩერებას და გადაარჩენს უდანაშაულო მოქალაქეებს შემდგომი ბარბაროსობისგან. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი მძიმე იარაღის მიწოდების ავანგარდშია“, - ნათქვამია განცხადებაში. „პუტინმა მკაფიოდ აჩვენა, რომ არ შეჩერდება უკრაინაზე, უფრო შორს წავა და სხვა სუვერენულ ქვეყნებს აქცევს სამიზნედ - განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ის რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ამიტომ, ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში უკან არ დაიხევს და აღარასოდეს შეეძლება მსგავსი აგრესიის განმეორება“, - ნათქვამია ლიზ ტრასის და დმიტრო კულებას განცხადებაში.
ბორის ჯონსონი: თუ ზელენსკი საჭიროდ ჩათვლის, რომ შეძლებს უკრაინის დატოვებას, დიდ ბრიტანეთს მისი მასპინძლობის პატივი ექნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მას ექნება პატივი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტისას უმასპინძლოს, თუ უკრაინის ლიდერს ექნება შესაძლებლობა, დატოვოს უკრაინა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ „აბსოლუტურად გასაოცარი სამუშაო შეასრულა თავისი ქვეყნის მართვისას და მსოფლიო აზრის წარმართვაში ამ საშინელ დროს“. მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან საფრთხის დასაძლევად. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწეევაზე შეთანხმდნენ. G7-ის სამიტი 26-28 ივნისს, გერმანიაში იმართება. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.
კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა კიევის, შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, რომელიც კვირას რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა. მიმდინარეობს გადაუდებელი სამაშველო სამუშაო და ნანგრევების დემონტაჟი. კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მაშველებმა 7 წლის გოგო გადაარჩინეს. კვირას, დილით, 26 ივნისს, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში რუსული რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს დაეცა. პირველი, მე-2 და მე-3 სართულები ნაწილობრივ განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ნანგრევებიდან სულ 4 გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს.
იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - „თბილისი ენერჯი“
„თბილისი ენერჯი“ იუწყება, რომ იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა „მეზობელმა გაზის სუნი იგრძნო სადარბაზოში და 114 დარეკა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაზის სუნი დაკეტილი ბინიდან გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა და გაზის დანადგარები მოხნილი იყო. ღიად დატოვებული რეზინის მილიდან კი გაზი ჟონავდა. რომ არა ყურადღებიანი მეზობლები კორპუსი დიდი ალბათობით აფეთქდებოდა. მადლობა კორპუსის მაცხოვრებლებს ვინც ოპერატიულად დაგვირეკა 114-ში და შემთხვევის შესახებ შეგვატყობინა. სტატისტიკურად გაზით აფეთქების შემთხვევები ყოველთვის ხდება ადამიანების უყურადღებობით, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს მართავს. ვიდეო
სიქსტეს კაპელაში, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კონცერტს მართავს. საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან სიქსტეს კაპელაში ქართველები პირველად მღერიან. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტეს კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, - ნათქვამია პატრიარქის Twitter გვერდზე 25 ივნისს განთავსებულ ინფორმაციაში. თეა წულუკიანი: სიქსტეს კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება
უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება NATO-ს სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს - რეზნიკოვი
რუსეთიდან, ბელორუსიდან ან კასპიის ზღვიდან უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები უსაფრთხოების გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამ გამოწვევაზე სწრაფი რეაგირება ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს“. „რუსმა ტერორისტებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები: სარაკეტო დარტყმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ამ თავდასხმების მზაკვრულ ხასიათს ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ისინი ხორციელდება რუსეთის ფედერაციის სიღრმიდან, ბელორუსის ტერიტორიიდან ან კასპიისა და შავი ზღვების წყლებიდან. ეს არის სტრატეგიული გამოწვევა მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ გამოწვევაზე სწრაფი რეაგირება ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს“, - მიიჩნევს რეზნიკოვი. როგორც აღინიშნა, პირველი ნაწილი სანქციების გამკაცრებაა. „აუცილებელია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება და შენარჩუნება, რომელიც ამჟამად შეიცავს NATO-ს ქვეყნების მიერ მოწოდებულ ბევრ კომპონენტს“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მეორე ნაწილია უკრაინაში ეფექტიანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების სწრაფი განლაგება. „ეს არის ძალიან მკაფიო და ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც NATO-ს სტრატეგიაში უნდა იყოს გათვალისწინებული“, - დაამატა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 26 მაისს, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამიტის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, NATO-ს მიმართ მხარდაჭერა უმაღლეს ნიშნულზეა - NATO
2022 წლის NATO-ს სამიტის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) დაკვეთით, NATO-ს წევრი ოცდაათივე ქვეყნის მოქალაქეებში გამოკითხვა ჩატარდა. NATO-ს ცნობით, საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი და კვლავ იზრდება. მოქალაქეების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ NATO მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისთვის და მხარს უჭერს მათი ქვეყნის გაწევრიანებას. 60% ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, საკუთარ ქვეყანას უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევს. დაახლოებით ორი მესამედი ეთანხმება, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას სხვა ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში (67%) და ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება უცხო ქვეყნის თავდასხმას ნაკლებად სავარაუდოს ხდის (62%). მოქალაქეების თითქმის 80% მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების შენარჩუნებას ან გაზრდას. მოქალაქეების მზარდი რაოდენობა რუსეთის მიმართ არაკეთილგანწყობილია (68%). 2021 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 27%-ით გაიზარდა. 52% არაკეთილგანწყობილია ჩინეთის მიმართ. ეს მაჩვენებელი 2021 წლის შემდეგ, 11%-ით არის გაზრდილი. რესპონდენტთა 67% თვლის, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, გავლენა მოახდინა მათი ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფორმაციისთვის, NATO ალიანსის ირგვლივ არსებული ტენდენციების მონიტორინგის მიზნით, მსგავს კვლევებს რეგულარულად ატარებს.
მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა
მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა და ორი ბავშვი დაშავდა. რადიო თავისუფლება თვითმხილველთა მონაყოლზე დაყრდნობით იუწყება, რომ 26 ივნისს, საღამოს ნარიმანოვის ქუჩაზე შენობის ბოლო, მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა, მის ქვეშ, მეოთხე სართულის აივანზე იმყოფებოდა შუა ხნის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნანგრევებში მოყვა იქვე, ეზოში მყოფი ფეხმძიმე ქალიც. ის მძიმედ დაშავდა, რომელიც მოგვიანებით, თბილისში, კლინიკაში გარდაიცვალა. დაშავდა ეზოში მყოფი ორი ბავშვი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტს შს სამინისტრო იძიებს. მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (გაუფრთხილებლობა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია).
მსოფლიოში, 50 არაენდემურ ქვეყანაში აღრიცხულია „მაიმუნის ყვავილის“ 4100-ზე მეტი შემთხვევა
26 ივნისის მდგომარეობით მსოფლიოში, 50 არაენდემურ ქვეყანაში, აღრიცხულია მაიმუნის ყვავილის 4100-ზე მეტი შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინიცირებით, მიმდინარე კვირაში შეიკრიბა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტი (IHR 2005 Emergency Committee) მაიმუნის ყვავილით გამოწვეული ეპიდაფეთქვების ანალიზის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური რისკის შეფასებისა და შემდგომი რეაგირებისთვის. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) ავრცელებს. საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე მაიმუნის ყვავილის გავრცელებით გამოწვეულ აფეთქებას არ ანიჭებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის სტატუსს (Public Health Emergency of International Concern). რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე ეპიდ-აფეთქების ინტენსიურ თვალყურის დევნებასა და რისკების შეფასებას. არსებული მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში გადაწყვეტილება განახლდება საჭიროების შესაბამისად. ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმო რეკომენდაციას უწევს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციული ღონისძიებების დაცვას. „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 07:49 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ბიძგების სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.
Bloomberg: რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება გამოცემა წერს, რომ რუსეთი დეფოლტი იყო დასავლური სანქციების კულმინაცია, რამაც გადაკეტა უცხოური კრედიტორების გადახდის გზები. 26 ივნისს დაახლოებით $100 მილიონის მოცულობის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა და თუ ეს ვადა დაირღვა, დეფოლტის მოვლენად მიიჩნევა. მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ევრობონდებით პრობლემურ დონეზე ივაჭრება, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას. გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუსულ ევრობონდებზე უცხოურ ვალუტაში გადახდების შეწყვეტა და რუბლის სქემაზე გადასვლა არ ნიშნავს დეფოლტს, ეს გამოწვეულია ფორსმაჟორით, ხოლო რუსეთი უარს არ ამბობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას ინვესტორებამდე თანხების სრულად მისატანად. ობლიგაცია არის მთავრობების, კომპანიების, ბანკების, კომუნალური და სხვა მსხვილი პირების მიერ გაცემული ფიქსირებული საპროცენტო ფინანსური აქტივი. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა