ძებნის რეზულტატი:
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა თეირანში ვიზიტისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება. ეს ინფორმაცია ამირ-აბდოლაჰიანმაც დაადასტურა. ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია „JCPOA-ს გარშემო მოლაპარაკებას განვაახლებთ უახლოეს დღეებში... მე ვგულისხმობ, მალე, დაუყოვნებლივ“- თქვა ბორელმა ირანის დედაქალაქში პრეს-კონფერენციის დროს. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება თეირანისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს. ირანთან მსოფლიოს ექვსი ქვეყნის შეთანხმებას ბირთვულ სფეროში გაუქმების საფრთხე 2018 წელს შეექმნა, როცა აშშ-მ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ირანმა ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენას ემხრობა.
აშშ-მ სანქციები კიდევ სამ რუსულ ავიაკომპანიას დაუწესა
შეერთებული შტატები სამ რუსულ ავიაკომპანიას, ამერიკული ნაწილებისა და მომსახურების მიღებას უკრძალავს. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა Aeroflot-ის შემდეგ, სამ უმსხვილეს გადამზიდავს Pobeda-ს, Nordwind Airlines-სა და S7 Airlines-ს, სააღსრულებო ზომები შეეხოთ. კერძოდ, საქმე ეხება ექსპორტის კონტროლის დარღვევას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესდა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ფედერაციის ყველა ავიაკომპანიის საოპერაციო ზარალმა 61,1 მილიარდი რუბლი შეადგინა. ეს ინდუსტრიისთვის ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. დოკუმენტის თანახმად, ზარალის ძირითადი მიზეზი სანქციების გავლენაა.
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს. აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ალუდა ზვიადაურის პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართება. მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური უკრაინაში ერთი კვირის წინ დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
აშშ-მ, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია დააფუძნეს
ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაციის (Partners in the Blue Pacific, PBP) დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ერთობლივ განცხადებაში პარტნიორობის დამფუძნებლები, აღნიშნავენ, რომ ხუთმა ქვეყანამ აამოქმედა ყოვლისმომცველი არაფორმალური მექანიზმი წყნარი ოკეანის პრიორიტეტების უფრო ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერისთვის. ერთობლივი განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ სამი საკვანძო ამოცანა დაისახა: მეტი გააკეთოს რეგიონის პრიორიტეტების მხარდასაჭერად წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის 2050 წლის რეგიონული სტრატეგიის შესაბამისად; დაამყაროს კომუნიკაცია რეგიონის მთავრობებს შორის; გააფართოოს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მსოფლიოს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ნორვეგიამ ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა
ოსლოში, ღამის ბარში მომხდარი სროლის შემდეგ, ნორვეგიაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა. ამის შესახებ NRK იუწყება. ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.
ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის ბლოკირება ომის გამოცხადების ტოლფასია
ბელორუსი მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში, „ტრანზიტის ბლოკირება, ომის გამოცხადების ტოლფასია“. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სანკტ-პეტერბურგში განაცხადა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა „რაც შეეხება ლიეტუვას, ბოლო პერიოდში იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათ ჩანაფიქრთან დაკავშირებით, შეაჩეროს ტრანზიტი რუსეთიდან ბელორუსის გავლით კალინინგრადში, მოახდინოს კალინინგრადის იზოლაცია. ეს ჰგავს უკვე ომის გამოცხადებას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
პუტინი: რუსეთი ბელორუსს Iskander-M-ის სარაკეტო სისტემას მიაწვდის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი ბელორუსს Iskander-M-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. პუტინის თქმით, სარაკეტო სისტემას ბელორუსი რამდენიმე თვეში მიიღებს. ისკანდერის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას 500-კილომეტრიან რადიუსზე შეუძლია მოქმედება. ასევე აქვს ბირთვული ქობინების გადატანის ფუნქცია. ცნობისათვის, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სანკტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს.
პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება
26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება, რომელიც პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან ,,სიქსტის კაპელაში“ ქართველები პირველად იმღერებენ. ცნობისთვის, 24 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.
ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის კანონპროექტს ხელი მოაწერა. ბაიდენის განცხადებით, ხელმოწერილი კანონი "მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს“, თუმცა კომპრომისის გამო ყველაფერი არ არის გათვალისწინებული, რაც თავად სურდა. ახალი კანონმდებლობით, გამკაცრდება 18-დან 21 წლამდე იარაღის მყიდველების შემოწმება, 5 წლით აიკრძალება იარაღის მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევი არიან. ამასთანავე, გაამარტივებდა იარაღის ჩამორთმევა. ასევე, კანონპროექტით, გამოიყო $13 მილიონი, რომელიც ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებსა და მასობრივი სროლების გამოცდილების მქონე სკოლებს მოხმარდებათ. ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
უკრაინა დროებით უარს ამბობს NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯებზე - იგორ ჟოვკვა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აცხადებს, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯებზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან FT-თან ინტერვიუში ილაპარაკა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აღიარებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში NATO-ში შესვლა შეუძლებელია. „NATO-ს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ჩვენ ამ მხრივ სხვა არაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ჟოვკვამ. მადრიდის სამიტზე NATO სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალ ვერსიას - სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს. წინა ვერსია ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან. ახალ გამოცემაში NATO-მ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ეს პარტნიორობა. მედიის ცნობით, უკრაინას ასევე სურს, რომ სტრატეგიული კონცეფციიდან გამოირიცხოს ნებისმიერი მითითება რუსეთზე, როგორც პარტნიორზე. ბოლო ვერსიაში ნათქვამია, რომ NATO რუსეთთან „ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას“ ესწრაფვის და NATO-სა რუსეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჟოვკვამ აღიარა, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთზე ნებისმიერი მითითება წაიშლება. „მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სურს დატოვოს გზა დიალოგისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ომი დოკუმენტში იყოს აღწერილი. „თუ NATO-ს წევრები არ გაამჟღავნებენ რეალურ ვითარებას, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი იქნება სხვა დოკუმენტი და აბსოლუტურად შეუსაბამო“, - დასძინა ჟოვკვამ. NATO-ს მადრიდის სამიტი 28-30 ივნისს იმართება.
მედია: ამერიკის კონგრესი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებას გენოციდად შეფასებას აპირებს
Foreign Policy-ის ცობით, ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს რუსეთის ქმედებას უკრაინაში გენოციდად აფასებს. რეზოლუციაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების ქმედებებზეა საუბარი. კერძოდ აღწერილია მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, სამშობიარო სახლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე მიტანილი პირდაპირი იერიშები და ასევე იძულებითი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რეზოლუციის თანახმად, ეს მოქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს. ცნობისთვის, ამ დრომდე რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად 7-მა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორისაა ესტონეთი, ლატვია, კანადა, პოლონეთი, ლიეტუვა და ჩეხეთი და ირლანდია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ბრძანებას გამოსცემს, რომლითაც ქვეყანაში რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება. G7 ლიდერები ამ გადაწყვეტილებას გერმანიაში დაგეგმილ სამიტზე გამოაცხადებენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუსმენენ. შეთანხმების მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნებში (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) რუსეთს ოქროს იმპორტი აეკრძალება.
კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - უკრაინული მედია
კვირას, 26 ივნისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, ისმოდა საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებები ქალაქ შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა. მერის ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები, ამჟამად მიმდინარეობს ორი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების გადარჩენა და ევაკუაცია. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ შევჩენკოვსკის რაიონში სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა ცხრასართულიან კორპუსში. „პირველი, მეორე და მესამე სართულების ნაწილობრივი განადგურდა. ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამუშაო. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა უკვე მუშაობს კანონპროექტების შემუშავებაზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე
უკრაინა უკვე მუშაობს მთელი რიგი კანონპროექტების შემუშავებაზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის და პარლამენტი მათ მალე მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს. „დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკანონმდებლო აქტების განხორციელებას უკრაინის სამართლებრივ სფეროში უმაღლეს რადა მალე დაიწყებს“, - განაცხადა რადას სპიკერმა. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, რადა თითქმის ყოველ კვირას იკრიბება კანონპროექტების მისაღებად. ამავდროულად, სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტს უკვე მიღებული აქვს 81 კანონპროექტი, რომლებიც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, 23 ივნისს დაამტკიცეს.
NATO: მოვუწოდებთ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში
NATO რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ხავიერ კოლომინას განცხადებით, სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობა უდიდეს ზარალს განიცდის. „კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს“, - ამბობს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინამ შესაძლოა, ისრაელთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავენ ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენ კორნიიჩუკმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ეს გამოწვეულია იმ შეზღუდვით, რომელსაც ისრაელი უკრაინელ ლტოლვილებს უწესებს. გარდა ამისა, ისრაელში შესვლის მსურველი უკრაინის მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზები დაინერგა. „რუსეთის მოქალაქეები შედიან ისრაელში შეზღუდვების გარეშე. ასევე - ბელორუსის მოქალაქეებიც, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს ეს ელექტრონული ვიზები აქვთ. მეუბნებიან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა შევაჩეროთ თუ არა უვიზო მიმოსვლა ისრაელელებისთვის საპასუხოდ“, - განაცხადა კორნიიჩუკმა. ელჩის თქმით, ისრაელის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების გამო ბოლო პერიოდში ისრაელიდან უკრაინელების სერიოზული გადინება მოხდა.
კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგო ამოიყვანეს
კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მაშველებმა 7 წლის გოგო გადაარჩინეს. „შვიდი წლის გოგო გადაარჩინეს სარაკეტო იერიშის შემდეგ, შევჩენკოვსკის რაიონში. ის საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ცოცხალია. ახლა ბავშვის დედის გადარჩენას ცდილობენ“, - იტყობინება კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო. კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - უკრაინული მედია კვირას, დილით, 26 ივნისს, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში რუსული რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს დაეცა. გაჩნდა ხანძარი, პირველი, მე-2 და მე-3 სართულები ნაწილობრივ განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ნანგრევებიდან სულ 4 გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს.
თბილისში, დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ორი ან მეტი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აცხადებს შსს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. კურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
Reuters-ის ინფორმაციით, სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა და რუსული ჯარის ნაწილები მოინახულა, Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „რუსული ქვედანაყოფების სამეთაურო პუნქტებზე, არმიის გენერალმა, სერგეი შოიგუმ მეთაურებისგან მოისმინა მოხსენებები მთავარ ოპერატიულ რაიონებში მიმდინარე ვითარებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ვიზიტის ზუსტი დრო უცნობია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.