ძებნის რეზულტატი:
უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს
აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადა. პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტშია: 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), 105-მილიმეტრიან 36 000 ვაზნას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღის ასაზიდად 18 საბუქსირე ტაქტიკური მანქანა, 1200 ნაღმმტყორცნი, 2000 ტყვიამფრქვევი, 18 სანაპირო და საპატრულო კატარღა; სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია. უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) პირველი პარტია 23 ივნისს მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შალვა პაპუაშვილი: საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები
„საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო - საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ამისთვის სამივე ქვეყანას რეფორმების და ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების ხანგრძლივი პროცესის გავლა მოუწევს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან
პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, „აუხსნელი და გაუგებარია“. სიიარტოს შეფასებით, უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. „გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ჩვენ გვინდოდა საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. რომ ყოფილიყო პატარა მინიშნებაც კი სტრატეგიული ხედვისა ევროკავშირში, პატარა ბიძგიც რომ ყოფილიყო, საქართველოს ეს სტატუსი მიენიჭებოდა. ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელია. ეს არ არის დაწყნარების არც მცდელობა და არც დასამშვიდებელი სიტყვები, მაგრამ ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს ჩვენთან მიმართებით, როგორც თქვენ წინააღმდეგ იყენებს ახლა. ე.წ. პირობების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრული იყო გუშინ თქვენთვის საკმაოდ ნათლად, რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ აზრს მოკლებულია. ერთი მაჩვენებელია აქ, რომ არის ე.წ. მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანის მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისს. უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს, გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. ჩვენ გვწამს, რომ გუშინ, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით. ისმის კითხვა - რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში? - ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი დახმარება საქართველოს მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მოვახდენთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტის დელეგირებას, რათა დაგეხმაროთ ევროინტეგრაციის ძალისხმევაში. გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „გული გვწყდება, რომ ეს სტატუსი ვერ მიიღეთ და ვეცდებით, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ", - დაამატა პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ
„ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში“, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეგანაცხადა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს „თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით, ეს რას ნიშნავს. პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა - დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრს გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ, ეს სრულიად გაუგებარია, აუხსნელია. ეს გახლავთ არა კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. თუ ბრიუსელში ვინმე იტყვის, რომ ეს კანონი უნდა შეასწოროთ ესა და ეს გააკეთოთ, ჩვენ მარტივ სიტუაციაში ვიქნებოდით - მთავრობა შესთავაზებდა, პარლამენტი ხმას მისცემდა. ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. მე შემიძლია, შემოგთავაზოთ პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ მომავალშიც. მე ასევე ვთქვი, რომ თქვენ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით
ილია დარჩიაშვილი: სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს
სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას. რთულია იმის იგნორირება, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს და დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით. სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, რომ რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით. კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ასევე წაიკითხეთ: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ
ბათუმში 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა
ბათუმში 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
დევიდ მაკალისტერი: მოვუწოდებ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, განაგრძონ რეფორმების განხორციელება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება მაკალისტერმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა. „უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი გამოხატავს თავის ურყევ ერთგულებას ამ ქვეყნებისა და მათ მიერ თავისუფლად არჩეული ევროპული გზის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის ისტორიულია. ეს არის ლიდერობის, პასუხისმგებლობის, მტკიცე და პრინციპული პოლიტიკური ხედვის დემონსტრირება. ასევე, იმედის ნიშანია უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს. საქართველოს იგივე სტატუსის მიენიჭება მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დასახელებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. ვინაიდან ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, შესაბამისი პროცედურების, დადგენილი კრიტერიუმების შესრულებასა და დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული, მოვუწოდებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, განაგრძონ შესაბამისი რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის სფეროებში.ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება გაფართოების მოლაპარაკებებს და მხარს დაუჭერს სამივე ქვეყანას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნულია დევიდ მაკალისტერის განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება
სამი თეორიული ვარიანტი ვთქვით. ერთი, რომ შეიძლება, ქართული კანონი დაიწეროს; შეიძლება, უკრინული კანონი დავაკოპიროთ პირდაპირ. დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დააკოპირონ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს კი, არავინ მოხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება რაღაც ქართული კანონი დაიწეროს, ან პირდაპირ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ, ან არც მივიღოთ არანაირი კანონი, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე დისკუსია არ არის დაწყებული. კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არ მოხვდება ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ეს არის რეალობა. თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსია ამ თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ყველგან გვესმის ღრმა შეშფოთება სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებით. ამის ერთადერთი მიზეზია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ - ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ომის შედეგად შექმნილი სასურსათო დაუცველობის მძიმე კრიზისის მიზეზი ახლა არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ბლოკადა რუსეთის მიერ. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული კრიზისის სხვა მიზეზი არ არსებობს. „ყველგან, სადაც მივდივარ, მთელ მსოფლიოში და ვიცი, რომ ასეა, ჩვენი კოლეგებისთვისაც, გვესმის ღრმა შეშფოთება სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებით. ეს ადრეც პრობლემა იყო, სამი, ოთხი წლის წინ, დაახლოებით, 100 მილიონი ადამიანი უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა მსოფლიოში. ერთი წლის წინ, ამ ადამიანთა რიცხვი 160 მილიონამდე გაიზარდა. ახლა კი, მათ რიცხვს კიდევ 40-50 მილიონი ადამიანი დაემატა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიის გამო. ასე რომ, კომბინაციას, რომელიც ჩვენ ვნახეთ COVID19-ის და კლიმატის, ახლა ემატება ომის შედეგად შექმნილი სასურსათო დაუცველობის კიდევ უფრო მძიმე კრიზისი. ამის ერთადერთი მიზეზი ახლა არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ბლოკადა რუსეთის მიერ. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა არ არსებობს არანაირი მიზეზი - არავითარი მიზეზი, გარდა რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადისა და რუსეთის მიერ ხშირ შემთხვევაში უარის თქმისა საკუთარი მარცვლეულის ექსპორტზე პოლიტიკური მიზეზების გამო, არ არსებობს სხვა მიზეზი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ ყველაფერზე. შეერთებულ შტატებს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს მოკავშირე, როგორიცაა გერმანია, ასეთი გამოწვევის დროს, რთულ პერიოდში. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ პრაქტიკულად ყველაფერს, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ხალხის ცხოვრებაზე, და, ასევე, ხალხზე მთელ მსოფლიოში, იქნება ეს სასურსათო დაუცველობა, COVID19, ტექნოლოგია თუ ინოვაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთიანნი ვართ საერთო ღირებულებების დასაცავად. ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ჩვენ ერთიანები ვართ, როდესაც საქმე ეხება დღევანდელობის დიდ პრობლემებს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა გერმანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დაწყებამდე. ბლინკენი გერმანიაში იმყოფება სასურსათო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე დასასწრებად. 25 ივნისს, ბლინკენი შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე, საიდანაც ესპანეთში, მადრიდში NATO-ს სამიტისთვის გაემგზავრება.
სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს. „ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდა სხვადასხვა საელჩო და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები აწარმოებდნენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „მე ვსაუბრობ მოღალატეობაზე, მე ვსაუბრობ ღალატზე, როცა საქართველოს მოქალაქე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი“, - აღნიშნა კობახიძემ 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთს „პრინციპული პოზიციის“ დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურადაა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
რატომ ვერ ვითარდება მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება - მიზეზები
მზესუმზირის ზეთი სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტია. 2022 წლის ივნისში საქსტატმა გაასაჯაროვა ინფლაციის მონაცემები, (13,3%) რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 6,88%-ია და ზეთი და ცხიმები კიდევ 17,7%-ით გაძვირდა. რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი ადგილობრივი ბაზარი ზეთის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. Europetime-ს მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები: რუსეთი - $3,460.5 ათასი - 2,055.6 ტონა; აზერბაიჯანი - $1,976.9 ათასი - 1,040.3 ტონა; უკრაინა - $ 416.1 ათასი - 239.3 ტონა; იტალია - $ 16.0 ათასი, 5.2 ტონა; სომხეთი - $ 5.9 ათასი - 3.2 ტონა; გერმანია - $ 4.8 ათასი - 1.8 ტონა; ბელგია - $ 0.3 ათასი - 0.1 ტონა; თურქეთი - $ 0.1 ათასი - 0.1 ტონა; ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა გადის. 2019 წელს საქართველოში $38,284.6 ათასის ღირებულების მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა, 2020 წელს ამ პროდუქტის იმპორტისთვის ქვეყნიდან $45,650.7 ათასი გავიდა, 2021 წელს - $47,280.0 ათასი, 2022- 4 თვეში $ 5,881.6 ათასი. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზესუმზირის ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცხადებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონში, წნორში მზესუმზირისგან ბიოზეთს აწარმოებს, Europetim-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოო სიმძლავრის ზრდას მზესუმზირი მოსავლის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს. „მზესუმზირას სჭირდება წყალი და ძირითადად ამინდზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მზესუმზირის წარმოება მცირეა. მცენარე ძირითადად იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია“, - ამბობს ბეგალიშვილი. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მზესუმზირის ზეთის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. „ერთ ჰექტარზე სამ ტონამდე მზესუმზირის მოსავალი მივიღე. წარმოებამ 300-400 ლიტრი შეადგინა. პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ლიტრის ფასი 15 ლარია. ზეთს მცირე 350 გრამიანი დაფასოებით ვყიდი, რომლის ფასიც 6 ლარია“- ამბობს ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი. მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში: 2016 წელი - 3.7 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3.2 ათასი ტონა; 2017 წელი - 4.6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,2 ათასი ტონა; 2018 წელი - 2,9 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3 ათასი ტონა; 2019წელი - 2,6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 2,5 ათასი ჰექტარი - მოსავალი 1,9 ათასი ტონა; 2021 წელი - 3.0 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,1 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა. რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში მზესუმზირის ადგილობრივი წარმოება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მომავალში მაინც მცირედით შემცირდეს? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი Europetime-თან ამბობს, რომ მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. ამასთან, მისი განვითარება და მასშტაბები არასდროს ყოფილა შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. „მზესუმზირა, საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოებისთვის იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა და მონაცვლეობის თემა დალაგებულიყო, ამიტომ მზესუმზიროს ნათესი ფართობის მასშტაბი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის სეგმენტზე, ქერზე და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის საჭირო მარცვლეულზე. რა თქმა უნდა კარგია, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები გავზარდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მზესუმზირას განსხვავებით ხორბლისა და ქერისგან სჭირდება მორწყვა და სასურველია დაითესოს მიწის ისეთ ნაკვეთებზე, რომელიც ირწყვება. სადაც დღეს მზესუმზირა იწარმოება, (პატარა შირაქი, კასრისწყალი და ა.შ.) ყველგან ურწყავი ფართობებია, ამიტომ ნათესი ფართობების მასშტაბების გაზრდაზე დღეს ძალისხმევის მიმართვა არაეფექტური და არასწორი იქნება. მაშინ ეს მიწები პირველ რიგში უნდა გასარწყავიანდეს. დღეს, რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად შედეგი არ იქნება. ახლა ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლობის მოთხოვნა 100% დაკმაყოფილდეს. ადგილობრივი მცირე ზეთის სახდელები კახეთშია და მათი წარმადობა იმ მასშტაბის ადეკვატურია, რა რაოდენობის მზესუმზირაც იწარმოება. დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი ზეთსახდელია, რომელიც ამარაგებს ქვეყანას კახეთში წარმოებული რაფინირებული ზეთით. ეს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებულად იყიდება“- აცხადებს გელა ხანიშვილი. P.S.ივნისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 8,5 -ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.
ოპოზიცია დეპოლარიზაციაზე პრემიერის განცხადებას ეხმაურება
პრემიერის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ოპოზიციაში აფასებენ. „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ „დეპოლარიზაციას დეოლიგარქიზაცია მოიტანს“. სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმეს შესრულებას აპირებს. „პოლარიზაციის დაძლევას საერთოდ ახალი პოლიტიკური პროცესი სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ხალხს ისტორიული შანსი წაართვა და ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „დეპოლარიზაციისკენ პირველი ნაბიჯად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას“ ჩათვლიდა. „თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იგივეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რომ ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არანაირი გეგმა არ შემოუთავაზებიათ ქართველი ხალხისთვის. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როცა ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. პრემიერ-მინისტრის განცხადებას დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ თვლის „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. დეპუტატს „არ სჯერა“ რომ მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ „ერთმანეთის ლანძღვას შეამცირებენ“. „მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რაც არსებობს, საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5%-იანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, რომ პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს
ბაგებში, ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა მოკლეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) დაიწყო. ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო. მანვე დააფუძნა კომპანიების ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროები ენერგეტიკა და ლოგისტიკაა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს
რუსთაველის გამზირზე „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, აქცია „შინ ევროპისკენ“ ტარდება. „სირცხვილიას“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა „სირცხვილიას“ ლიდერები დღეს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. აქციაზე არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აღნიშნული აქცია 20 ივნისს, სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა დააანონსა, როდესაც მანიფესტი წაიკითხა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს მასში ნათქვამი იყო, რომ აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებოდნენ, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდებოდა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
აშშ-მ გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, მის მიერ 1973 წლეს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რაც ქალებს საკუთარი ნებით აბორტის გაკეთების უფლებას აძლევს. ახლა არასასურველი ორსულობის შეწყვეტის საკითხი თითოეული შტატის კანონმდებლობის დონეზე გადაწყდება. ქალთა უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს კონსერვატიულად განწყობილ სამხრეთ და შუა დასავლეთის (midwest) შტატებში აბორტის ფაქტობრივი აკრძალვა. აშშ-ის სულ მცირე 22 შტატი ახლა სავარაუდოდ აბორტს მთლიანად ან უმეტეს შემთხვევაში აკრძალავს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მისურის გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერა კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "რო უეიდის წინააღმდეგ", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ამ გადაწყვეტილებიდან 50 წლის შემდეგ კი, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.
უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულად მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. უკრაინისა და საქართველოს ერთიანობის შესახებ სიტყვები ზელენსკიმ ქართულად წარმოთქვა. „გამარჯობა საქართველო, მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე, ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებებს გისურვებთ!". რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს
„გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა..." - თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნო. „ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. დიღმელაშვილმა ასევე 3 ივლისს 20:00 საათზე პარლამენტთან ახალი აქცია დაანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“. მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულად მიმართა აღნიშნული აქცია 20 ივნისს, სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა დააანონსა, როდესაც მანიფესტი წაიკითხა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს მასში ნათქვამი იყო, რომ აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებოდნენ, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდებოდა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ანდრეი კასიანოვი: უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. უკრაინამ და მოლდოვამ ავანსად მიიღეს საჩუქარი. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა და ეს პოზიტიური შედეგი მათი მიღწევების შედეგია. „ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მივესალმებით. ეს არის ნამდვილი ისტორიული გადაწყვეტილება, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის. ეს უკრაინისთვის ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა, უკრაინელი ხალხი მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებისთვის ამისთვის გამოვიდა, 120 დღეზე მეტია უკრაინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიას წინააღმდეგობას უწევს“, - აღნიშნა კასიანოვმა. მისი თქმით, უკრაინელები ახლა ევროპასა და დემოკრატიას ყოველ დღე იცავენ. „ჩვენი მომავლისთვის სიცოცხლეს სწირავენ. უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება. ევროკავშირი იცვლება. ის უფრო ძლიერი იქნება. ის იქნება უფრო მზად იმისათვის, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ღირებულებები დაიცვას, გლობალურ განზომილებაში ეკონომიკური მოთამაშე უფრო ძლიერი იქნება, არ იქნება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებას. უკრაინა მზად არის და უკრაინა აუცილებლად შეიტანს საკუთარ წვლილს. რუსულმა აგრესიამ და რუსული ჯარის დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსოფლიო, ევროპა, ევროკავშირი შეცვალეს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. მან ასევე საქართველოს მოსახლეობას ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა. „23 ივნისი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ისტორიაში უკვე შევიდა”, - აღნიშნა კასიანოვმა.
მარინა კალიურანდი: გუშინდელ გადაწყვეტილებას განვიხილავ, როგორც მნიშვნელოვან გამოფხიზლების ზარს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული არ არის
სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე შეაფასებს და სამუშაო ახლა უნდა დაიწყოს. „საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება წინსვლას კრიტიკულად გადამწყვეტი რეფორმების მიმართულებით. „მივესალმები ევროკავშირის საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ - სამი ქვეყნის, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასები არიან. რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის და ჩვენი აღმოსავლეთ სამეზობლოს დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე, ამ მძიმე დროში, ევროკავშირის ლიდერებმა მხარდაჭერის მკაფიო გზავნილით უპასუხეს უკრაინისა და მოლდოვის ხალხის მიერ გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს, რომელთაც მთელი გულით ვულოცავ. ამ მისწრაფებებს საქართველოს მოსახლეობაც თანაბრად იზიარებს – ამას მოწმობს გასული დღეების ხალხმრავალი შეკრებები, რათა მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატონ. სამწუხაროდ, მიუხედავად ევროკავშირის ინსტიტუტების არაერთგზის გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა მხრიდან, ეს მისწრაფება უგულვებელყვეს. არ შეიძლება უარვყოთ, რომ საქართველომ, რომელიც ოდესღაც ჩვენს ასოცირებულ აღმოსავლელ პარტნიორებს შორის ლიდერად ითვლებოდა და რომელმაც მოახდინა თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მრავალ სფეროში, ჩამოქვეითდა, როცა საქმე ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ან ოლიგარქიზაცია და მედიისა და პოლიტიკური ლანდშაფტების პოლარიზაცია. გუშინდელ გადაწყვეტილებას განვიხილავ, როგორც მნიშვნელოვან გამოფხიზლების ზარს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული არ არის. ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე შეაფასებს და სამუშაო ახლა უნდა დაიწყოს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება წინსვლას კრიტიკულად გადამწყვეტი რეფორმებისმიმართულებით“, - აღნიშნავს მარინა კალიურანდი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.