ძებნის რეზულტატი:
შს სამინისტრო: პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 20 პირი. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული ლ.ჯ., 2005 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.თ., 1985 წელს დაბადებული ნ.ს., 1971 წელს დაბადებული ა.გ., 2002 წელს დაბადებული მ.ჭ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებულები მ.მ., 1980 წელს დაბადებული მ.მ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული ზ.თ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1992 წელს დაბადებული გ. ს., 1969 წელს დაბადებული ე.დ. და 1976 წელს დაბადებული გ.ს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 1998 წელს დაბადებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ი.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ი.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევი პირებს: 1973 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1973 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს, 1966 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს, მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, აგრეთვე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში, ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულების: მ.ჭ.-ს და მ.მ. -ს მიერ 25 ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ” ამოიღეს. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის – ე.ი.-ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ , „თებაინი“, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკები. აჭარის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელა, რის შემდეგაც ე.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით პოლიციამ 560 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო. რაც შეეხება აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ გ.ჟ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო დიდი ოდენობით „ჰეროინი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, გამომშრალი მარიხუანა, 2 რევოლვერი და ვაზნები. გურიისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ნ.ბ.-სგან, რომელიც ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. სირეცი, 5 აბი „სუბოქსინი“, ე.წ. სირეცით სავსე 3 ფლაკონი და 3 მცირე ზომის ელექტროსასწორი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ტ.კ.-ის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 43 კილოგრამი კანაფი, ასევე, 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში, ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვდა დახლების გაშლა და საქმიანობის გაგრძელებაა. ამასთან, გარემოვაჭრეებს „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჰქონდათ გადაკეტილი. "მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ცნობისთვის, ათი დღის წინ, მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილეს, რომ დაჯარიმდებოდნენ.
თუშეთის გზის პროექტი იწყება
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. ფშაველა-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხობის გაუმჯობესების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას. ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები. თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. გზა არის ვიწრო და ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.
აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უამრავი დანაშაული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ცდილობდნენ, გადაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით“, - აღნიშნულია ტექსტში. უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ ელჩმა 24 ივლისს განაცხადა. „რაც შეეხება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. უკრაინამ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება არაერთხელ მოითხოვა. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი: გარემოვაჭრეებს ბაზრებში გამოყოფილი სივრცეები შევთავაზეთ
ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს და საქმიანობის გაგრძელება ბაზრობებსა და ბაზრებში გამოყოფილ სივრცეებში შესთავაზეს, - თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი გიორგი ბებიაშვილი აცხადებს, რომ გარევაჭრობა საკრებულოს დადგენილების შესაბამისად არის აკრძალული. თბილისში, ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს მისივე თქმით, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე ანტისანიტარია იყო, რადგან საფეხმავლო ბილიკებზე ხდებოდა გარევაჭრობა. „გარევაჭრობა არის აკრძალული საკრებულოს დადგენილების შესაბამისად და ჩვენ მიერ, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მოხდა მათი მრავალგზის გაფრთხილება, მათ მიეცათ გარკვეული ვადები, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, ან შესულიყვნენ მიმდებარე ბაზრობებსა და ბაზრებში. უარის მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ მათ სურთ ქუჩაში საფეხმავლო ბლიკებზე ვაჭრობა. მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის სხვადასხვა საქალქო სამსახურთან ერთად მოახდინა აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა. იყო ანტისანიტარია, ქუჩაში საგზაო ნაწილზე, საფეხმავლო ბილიკებზე ხდებოდა გარევაჭრობა, სწორედ ამიტომ მოხდა ტერიტორიების გათავისუფლება. მიმდებარე ტერიტორიის ყველა ბაზრობასთან და ბაზრებთან გაიმართა მოლაპარაკებები, შესაბამისად, მათ გამოთქვეს სურვილი, მიეღოთ აღნიშნული გარემოვაჭრეები საშეღავათო პირობებით. საშეღავათო პირობები გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხის არგადახდას“, – განაცხადა გიორგი ბებიაშვილმა.
პარლამენტსა და საკრებულოებში „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ
პარლამენტსა და საკრებულოებში „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ. ამის შესახებ სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება მისი თქმით საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და მასზე აშშ-ს ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. „მოძრაობის მიზანი იქნება საჯარო პოლიტიკაში არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობა,“- აღნიშნა სუბარმა. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე „გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობთ, რომ არსებობდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. დღეს ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის - საფრთხე არსებობს! როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება - ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყოველწლიურად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ქვეყანას და ხალხს თავიდან ავაცილოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში და რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, საზოგადოების სამსჯავროზე გადმოვიტანოთ, საზოგადოებას მეტი სიმართლე ვუთხრათ და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ის, რაც დახურულია პოლიტიკაში, არის ყველაზე დიდი საფრთხე, რათა მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება - იქნებ პირიქით, დამანგრეველი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის გენერალურ პროკურორად ანდრეი კოსტინი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდნტის განკარგულებაშია ნათქვამი. უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი 27 ივლისს დაუჭირა. ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა კოსტინი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდეობას იკავებდა. მას მხარი 299-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინი დღეს წარადგინა. მანამდე, გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, კერძოდ: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძემ , თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ციცაშვილმა რუსუდან ქურდიანმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მესამედ იღებს. წინა ორ შემთხვევაში ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია, რადგან მისი კანდიდატურის გარშემო პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი არ არსებობდა.
ევროკომისია ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე გაფართოების ინიციატივით გამოდის
ევროკომისია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) წესების გადახედვის შესახებ წინადადებაზე მუშაობს წინადადებები ტრანსევროპული სატრანსპორტო რუკიდან რუსეთს და ბელორუსს გამორიცხავს ევროკომისია ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე გაფართოების ინიციატივით გამოდის, მათ შორის, მარიუპოლისა და ოდესის პორტების ჩათვლით. შესაბამისი განცხადებით, ევროკომისიის წარმომადგენელი ადალბერტ იანცი ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამოვიდა. სავარაუდოდ, ეს დერეფნები უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის თვალსაზრისით, მთავარი პრიორიტეტები იქნება. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკომისია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) წესების გადახედვის შესახებ წინადადებაზე მუშაობს, რათა შესაბამისად ასახოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია. „დღევანდელ კონტექსტში რუსეთთან და ბელორუსთან თანამშრომლობა არამხოლოდ შეუსაბამოა, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც არ შედის“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. TEN-T „ძირითად“ და „ყოვლისმომცველ“ ქსელებად იყოფა. ყოვლისმომცველ ქსელი - მთლიანად ევროპის რეგიონს ფარავს და ყველა ტიპის სატრანსპორტო კავშირებს მოიცავს. ძირითადი ქსელი - მოიცავს ყოვლისმომცველი ქსელის იმ ნაწილებს, რომლებიც აკავშირებს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებს და ყველაზე მეტად პრიორიტეტულია. ევროკავშირი ცენტრალური ქსელის შექმნის დასრულებას 2030 წლისათვის ისახავს მიზნად, კომპლექსური ქსელის - 2050 წლისთვის. 2018 წლის 18 ივლისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა TEN-T-ის საქართველოზე გავრცელების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს. TEN-T-ის გაფართოვება აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე ფორმალურად ძალაში 2019 წლის 9 იანვარს შევიდა. უფრო მეტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შესახებ 2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოვება, „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილება. „საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული რესურსი როგორც ევროკავშირის ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და თვითონ პარტნიორი ქვეყნების ბიუჯეტებიდან გამოიყოფა“. საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებული პროექტების იდენტიფიცირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მონაწილეობითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელდა. საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 2019 წლის ინვრით თარიღდება, ასევე ვკითხულობთ, რომ ხსენებული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ევროკომისია TEN-T-ს შესახებ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პოლიტიკა ევროპის მასშტაბით სარკინიგზო ხაზების, გზების, შიდა წყლის გზების, საზღვაო გადაზიდვის მარშრუტების, პორტების, აეროპორტების და სარკინიგზო ტერმინალების ქსელის განხორციელებასა და განვითარებაზე ვრცელდება. საბოლოო მიზანი კი, ხარვეზების აღმოფხვრა, ბარიერებისა და ტექნიკური ბარიერების მოხსნა, ასევე ევროკავშირში სოციალური, ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობის გაძლიერებაა.
თურქეთს შუა დერეფნის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აქტივობის გაზრდა სურს
თურქეთი, შუა დერეფნის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის უფრო აქტიურად გამოყენების ინიციატივით გამოდის. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლია“, - ამის შესახებ თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. „ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისა და ლოგისტიკისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები. „ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იყოს განხილული. ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ცნობისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას. თავდაპირველად პროექტის დამთავრება 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ შემდგომ 2013 წლამდე გადაიდო. 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, ზია მამადოვმა განაცხადა, რომ პროექტი 2015 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდებოდა და ახალი სამგზავრო მატარებლები 2016/17 წლამდე ვერ გაივლიდნენ. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რკინიგზის მეშვეობით ენერგოკორიდორის შესაქმნელად შენდება, რომელსაც რესურსებით ძირითადად აზერბაიჯანი მოამარაგებს. ამის გარდა, თურქეთიდან დსთ-ის მიმართულებით მიმავალი გადაზიდვებიც სწორედ ამ ხაზზე გადმოინაცვლებს. აგრეთვე, იმის გამო, რომ ამჟამინდელი გადაზიდვები ირანის მიმართულებით ხანგრძლივ შეყოვნებებს განიცდიან ვანის ტბასთან და ირანის სასაზღვრო ქალაქ სარახსთან, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ ამ მიმართულებიდანაც მიიზადავს დამატებით ტვირთებს. დასაწყისისთვის ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად. 2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.
ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით. „მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთკავშირების გააქტიურებას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით, ამ მხრივ საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს საქართველოში. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმატია მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობების განსამტკიცებლად და იმედი გამოითქვა ახლო მომავალში საბჭოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და მათი შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს. აღინიშნა ამ მხრივ უკვე მიღებული წარმატებული შედეგები, მათ შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. მინისტრები შეთანხმდნენ, უწყებების დონეზე იმუშაონ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გამყარებისთვის. დაიგეგმა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს მორიგი შეხვედრის ჩატარება. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე. ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის ხმამაღალი პოზიციისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მხრივ ხაზი გაესვა თურქეთის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თავის მხრივ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. „ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობებს და განსაკუთრებულად აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც წარმატებით ვითარდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს და მინისტრები მიესალმნენ ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას. კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავი. მინისტრებს საჩუქრად გადაეცათ თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დამზადებული სამახსოვრო მედალიონი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
კიევის პოლიცია: კიევის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
კიევის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ კიევის რეგიონის ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: კიევის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა "კიევის რეგიონში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 15 დაშავდა. ახლა არის ასეთი მონაცემი. ამავე დროს, განგაშის დროული რეაგირების წყალობით, შესაძლებელი გახდა უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილება", - ნებიტოვმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა
ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა. ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, უხეშად არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, უარყოფითად აისახება ესტონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. „აუცილებელია რუსეთზე უწყვეტი ზეწოლა სანქციების გზით. თუ სანქციები დაეხმარება რუსეთის აგრესიის დასრულებას, ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე", - განაცხადა რეინსალუმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კომპანია Baykar-ი უკრაინას დრონს უფასოდ გადასცემს, რისთვისაც თანხები პოლონეთში შეგროვდა
კომპანია Baykar უკრაინის არმიას უფასოდ გადასცემს Bayraktar TB2 თვითმფრინავს, რომლის შესყიდვისთვის თანხები პოლონეთში შეგროვდა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „გულწრფელად მადლობას ვუხდით ყველა პოლონელს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან აქციას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასობით ათასი პოლონელი მონაწილეობდა ამ კამპანიაში. უკრაინელებს გადავცემთ Bayraktar TB2 დრონს, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან სამშობლო. ჩვენ დავაკვირდებით უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული თანხების მიმართულებებს, რაც უკრაინის გაძლიერებას ემსახურება“, - ნათქვამია Baykar-ის დირექტორთა საბჭოს წერილში.
კიროვოგრადის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსულმა ძალებმა რაკეტებით კროპივნიცკის საავიაციო საწარმო დაბომბეს
"რუსულმა ძალებმა რაკეტებით კროპივნიცკის საავიაციო საწარმო დაბომბეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. "მიკოლაევის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი კროპივნიცკის დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 25 დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან სამხედრო პირები", - აღნიშნულია ინფრომაციაში. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: კიევის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლიეტუვა უკრაინას 10 ჯავშანმანქანას, საბრძოლო მასალასა და ანტიდრონებს გადასცემს
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიტანას ნაუსედა უკრაინაშია „მე არ ჩამოვსულვარ ცარიელი ხელით. დახმარების სამხედრო პაკეტში, რომელსაც დღეს გადმოგცემთ შედის 10 ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალა და ანტიდრონები. ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიარაღება ძალიან გჭირდებათ“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინის ომი ლიეტუვისთვის არასოდეს იქნება მარტივი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სენატორები: ელჩზე თავდასხმები უნდა შეწყდეს და პოლარიზაციის დასამთავრებალდ კეთილსინდისიერი დიალოგი გაიმართოს
შეერთებული შტატების სენატში ამერიკის ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ და ზოგადად, ბოლო დროს მიმდინარე ანტი-ამერიკულ კამპანიას სენატში ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორები გამოეხმაურნენ. სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანზე და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპრების და უნდობლობის კამპანიას მედია სივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. „იმედგამაცრუელებლია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმასთან“. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოება კეთილსინდისიერი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის დამთავრება უნდა იყოს. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ანტი-ამერიკულ კამპანიას პრო-რუსულ ძალებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთბებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგება. „სამწუხაროდ, ჩვენ ადრეც გვინახავს ამ ტიპის ტაქტიკა, რაც მიუთითებს რუსეთის მტკიცე ნებაზე, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და კონკრეტულად ხელი შეუშალოს საქართველოს საკუთარი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. მე მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა. ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ლევან დავითაშილმა თურქეთის ელჩთან ორმხრივი ვაჭრობის საკითხები განიხილა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში შეხვედრას ასევე დაესწრო ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა. ვიცე-პრემიერმა მიულოცა თურქეთის ახალ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება საქართველოში და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებში. განხილული იყო საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა წარმატება, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2021 წელს თურქეთი პირველ ადგილზე იყო ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის, ზრდამ კი 35 პროცენტი შეადგინა. ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ექსპორტი 69 პროცენტიანი მატებით. ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წლის 6 თვეში, სადაც ექსპორტის ზრდამ 54 პროცენტი შეადგინა. „ამის მიუხედავად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოს და თურქეთს შორის, რომელთა შესახებაც მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულების სტადიაზეა, კიდევ უფრო გაზრდის ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში და მოიცავს არაერთი სექტორს. 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, თურქეთი მესამე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. თურქული ინვესტიციები, ძირითადად, ხორციელდება უძრავ ქონებაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, წარმოებაში, მათ შორის, მსუბუქ მრეწველობაში, სასტუმრო ბიზნესში და სხვ. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერო: უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჰუმანიტარულ საკთხებში, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს. სტამბოლში ამუშავდა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნებს“ მონიტორინგს გაუწევს „ჩვენ გვაქვს იმედი და ვგეგმავთ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი პორტს უახლოეს დღეებში ან სავარაუდოდ, 29 ივლისს დატოვებს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა. მისი თქმით, გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლები ოდესის პორტში იქნებიან. „გემებს, რომლებიც დატოვებენ უკრაინის პორტს, ინსპექცია თურქეთის პორტში ჩაუტარდებათ. ეს უფრო მარტივია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ გემებში არ არის კონტრაბანდა და იარაღი. ამასთან, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლები იქნებიან ოდესის პორტში და დააკვირდებიან ხორბლის ჩატვირთვის პროცესს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, რომელსაც ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.