ძებნის რეზულტატი:

Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს

Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კონსერვატიული პარტიის ლიდერებში ჯონსონს მხარდაჭერა აქვს.  ჯონსონის კანდიდატურას ასევე დაუჭირეს მხარი თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობას ანიჭებს ის გარემოება, რომ აშშ-ის აქვს უნდობლობა სხვა ფიგურების მიმართ, რომლებიც დაიკავებდნენ პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით“. ბრიტანეთს ასევე ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჯონსონმა პირადად მოიპოვა საერთაშორისო ნდობა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმის ძალისხმევისთვს. აქვე, გამოცემა ვარაუდობს, რომ ჯონსონს სავარაუდოდ, საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს.  

სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითშვილის თქმით, ხელი მოეწერა ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. „ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროსი თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები.  დღეს  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა 15 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის. მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება. „ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან.  საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა. „საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ  კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თავის მხრივ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა 2 ივლისს. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო   ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს „ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის, დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე, გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“, - ამბობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან. მისივე თქმით, ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღეს-დღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი.

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სათანადო ურთიერთობები გვქონდეს აშშ-სა და ევროკავშირთან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი მოწოდებაა

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს „რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.  

ბახმუტში, რუსმა ოკუპანტებმა სასტუმრო დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, მდებარე სასტუმროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 40 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს როგორც ცნობილია, დაბომბვისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველები ნანგრევებიდან დაზარალებულების ამოყვანას ცდილობენ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის წერილზე: მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება. „მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა. ვინც ღია, პირდაპირი და გულწრფელი პოზიციის მოლოდინში იყო, მისი მოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც დღემდე გარკვეული მანიპულაციების ტყვეობაშია, ალბათ, ამ მხრივ, მისი მოლოდინი გაცუდდა და კიდევ უფრო გაწბილებული და მოწყვლადი გახდა“, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა.  

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია

გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ სიტუაციის შესაფერისი იყო, ანუ, არ იყო რადიკალური - ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ  ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი, ისე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესს არ დასწოლოდა, მაგრამ ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა მაინც შენარჩუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით გამოსვლიას კობა გვენეტაძემ განაცხადა. ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი მისი თქმით, დღეს ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია. „ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკითხების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაიზარდა. 2020 წელს განვითარებულმა პანდემიამ და შედეგად წარმოქმნილმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტება პანდემიის პირობებშიც განაგრძო. პანდემიამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედებამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების თანმიმდევრულად გატარებამ ხელი შეუწყო აქტივების მდგრად ხარისხსა და კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვებას", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.  

ირაკლი კობახიძე: უკრაინაში, ვიდრე ომი მიმდინარეობს, ომში ჩართვის კუთხით სერიოზული რისკი არსებობს

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია „არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.  

ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის

რუსეთმა და ირანმა თვითმფრინავების ნაწილებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. შეთანხმების თანახმად, ირანის სარემონტო ცენტრები რუსულ გემებს სარემონტო-ტექნიკურ მომსახურებას და ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის (CAO) წარმომადგენელმა მირაქბარ რაზოვმა განაცხადა. გარდა ამისა, მოსკოვმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო ფრენების რაოდენობა კვირაში 35-მდე გაიზრდება. პუტინმა ირანში 20 ივლისს გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი პუტინის ვიზიტს წინ უძღოდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო.

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი: ქვეყანა გეგმავს მედიკამენტების ზღვრული ფასი განსაზღვროს - ჯანდაცვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენსული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები - ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნანა შაშიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განაცხადა. მისივე თქმით, მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ზღვრული ფასი დაწესდება. „რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე მუდმივად მუშაობს. პირველი ეს არის, რომელი ქვეყნები იქნება შერჩეული რეფერენტულ ქვეყნებად. ქვეყნების შერჩევისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაბალი ფასები.  მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ვიმეორებ, დაწესდება ის ზღვრული ფასი რა ფასის ზემოთაც ფიზიკურად მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის ვეღარ მოხდება. მედიკამენტები შემოვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან. ასევე, კანადადან და ავსტრალიიდან“, - განაცხადა შაშიაშვილმა.  

ლიეტუვის პრეზიდენტი პოლონეთში ანდჟეი დუდას შეხვდა

ძვირფასო ანდჟეი, გმადლობთ, რომ მომიწვიეთ პოლონეთში შეხვედრაზე, მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პოლონეთში ჩავიდა და კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდა.   "მეგობარი! ძვირფასო ანდჟეი, გმადლობთ, რომ მომიწვიეთ პოლონეთში შეხვედრაზე, სტუმართმოყვარეობისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენი საერთო საქმისთვის - ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა!" - წერს ნაუსედა TWITTER-ზე.  

ორბანის მრჩეველი პრემიერის „ნაცისტური“ გამონათქვამების შემდეგ გადადგა

„ჩვენ მზად ვართ, შევერიოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გვინდა, გავხდეთ შერეული რასის ხალხები”, - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ვიქტორ ორბანის ამ განცახადების შემდეგ გადადგა.  ჟუჟა ჰეგედუსმა, რომელიც 20 წელია, ორბანს იცნობს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მისი მრჩეველი, უნგრული მედიის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სიტყვას „წმინდად ნაცისტური ტექსტი” უწოდა. გასული კვირის ბოლოს, ორბანი სიტყვით გამოვიდა რუმინეთის იმ რეგიონში, სადაც მრავალრიცხოვანი უნგრული თემი ცხოვრობს. ორბანმა თქვა, რომ ევროპელი ხალხები თავისუფალნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან შერევის კუთხით, თუმცა არაევროპელებთან შერევამ, მისი სიტყვებით, „შერეული რასის სამყარო“ შექმნა. ჟუჟა ჰეგედუსისთვის ორბანის ეს რეპლიკები წითელი ხაზი აღმოჩნდა. „არ ვიცი, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა არის წმინდად ნაცისტური ტირადა, ჯოზეფ გებელსისთვის შესაფერისი”, - აღნიშნულია ჰეგედუსის წერილში. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში იცავდა პრემიერ-მინისტრს, როცა ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა მისი ბოლო გამოსვლა გაუმართლებელია. „გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასეთმა სამარცხვინო პოზიციამ მაიძულა, გავწყვიტო ჩვენი ურთიერთობა”, - წერს ჟუჟა ჰეგედუსი.  ორბანი 2022 წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მეოთხე ვადით გახდა.    

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ლიეტუვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.  ასევე წაიკითხეთ: კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა  

რა თემებს განიხილავენ ერდოღანი და პუტინი სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები 5 აგვისტოს სოჭში, საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის, ვითარებას უკრაინაში. ამის შესახებ ანკარში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, ალექსეი ეპხოვმა განაცხადა.  ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება „სალაპარაკო თემებს თავად პრეზიდენტები განსაზღვრავენ... როგორც წესი, მაღალი დონის მოლაპარაკებებზე რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის თემების ფართო სპექტრი განიხილება. ესაა საერთაშორისო საკითხები და რეგიონული პრობლემატიკა. როგორც წესი, განხილვის თემა იქნება უკრაინა და ვითარება შავი ზღვის რეგიონში. ასევე, სირია და ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა თემები“, - განაცხადა ეპხოვმა.  კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მხარეებს აინტერესებთ, ესაა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ეს ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულად ვითარდება“, - განაცხადა ეფხოვმა.  შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.   

ფილიპინები სანქციების საფრთხის გამო, რუსულ ვერტმფრენებს აღარ ყიდულობს

ფილიპინების მთავრობამ, აშშ-ის შესაძლო სანქციების შიშის გამო 16 რუსული Mi-17-ის ვერტმფრენების შესყიდვაზე უარი თქვა.  ფილიპინების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დელფინ ლორენზანამ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ვადის დასრულებამდე 30 ივნისს, რუსეთთან დადებული ვერტმფრენების შესყიდვის ხელშეკრულება გააუქმა.  „ჩვენ შესაძლოა შევჯახებოდით სანქციებს”, - განაცხადა ლორენზანამ.   

თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებლები რუსეთი, ერაყი და ყაზახეთი არიან

თურქეთში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2022 წელის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2% გაიზარდა და 3,836 ათასი ტონა შეადგინა.  14,7 % გაზრდილი ნედლი ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი, რამაც 2.971 ათასი ტონა შეადგინა.  თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია რუსეთი. ამ ქვეყნიდან თურქეთმა 1,693 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა. მეორე ერაყი, საიდანაც 924 ათასი ტონა ნედლეული ექსპორტირდა. მესამე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც თურქეთმა 284 280 ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა.       

უკრაინის რადამ გენერალურ პროკურორად ანდრეი კოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა კოსტინი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდეობას იკავებდა. მას მხარი 299-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინი დღეს წარადგინა.  მანამდე, გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.  

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლას უკრაინელი ჟურნალისტი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს. 36 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილეობდა. ამასთან, ალექსანდრ სავოჩენკო უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსიკიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა  

კრემლი: პუტინი და ერდოღანი სოჭში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდორანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭის შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამის შესახებ, თურქული დროენების Bayraktar TB2-ის შესაძლო ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.  რუსეთის ელჩმა ანკარაში, პუტინსა და ერდოღანს შორის სოჭში მოლაპარაკების შესაძლო თემები დაასახელა „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი მუდმივად არის ორი ქვეყნის დღის წესრიგში“, - განაცახდა პესკოვმა.  მისი თქმით, მხარეებს შორის ბოლო კონტაქტისას, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი აქტუალური იყო. „როგორც წესი, თურქეთის და რუსეთის ლიდერების ყველა შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხის ყველა ასპექტი განიხილება“, - აღნიშნა პესკოვმა.  შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.  

საქართველოში რეალიზებულ ჭურჭელში ტყვია აღმოჩნდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა. მათივე ცნობით, იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა. სააგენტოს ცნობით, საქართველოში აღნიშნული პროდუქციის თეფშების „Ambition Junior“ დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ - სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“. სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა,"-ნათქვამია სურსათის ერვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ნურ-სულთანის, ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იერმუხამბეტ კონუსპაევმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს და პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.