ძებნის რეზულტატი:
ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა
ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა. ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. 11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა. 21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.
Der SPIEGEL: გერმანია უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას დათანხმდა
გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას ფარულად დათანხმდა. ამის შესახებ Der Spiegel წერს. გამოცემის ინფორმაციით, 13 ივლისს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას, Krauss-Maffei Wegmann-ს (KMW) Panzerhaubitze2000-ის ტიპის სისტემის თვითმავალი ჰაუბიცების წარმოების ლიცენზია მისცა. აქამდე, აპრილში უკრაინის მთავრობა KMW-სთან ცდილობდა, გაერკვია, იყო თუ არა შესაძლებელი პროდუქციის პირდაპირ კომპანიისგან შეძენა. KMW-მ უკრაინას შესაბამისი შეთავაზებაც გაუგზავნა. გერმანული გამოცემა წერს, რომ მათთან KMW-ს წარმომადგენელმა დაადასტურა შეთანხმების შესახებ. მათ იარაღის მწარმოებელი კომპანიიდან განუცხადეს, რომ წარმოების მიღების ნებართვის აპლიკაცია ეკონომიკის დეპარტამენტს 11 ივლისს გაუგზავნეს და ორი დღის შემდეგ დასტური მიიღეს. KMW-ს სპიკერის თქმით, 100 თვითმავალი ჰაუბიცის ფასი €1.7 მილიარდი იქნება. მანამდე, გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა.
ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ Reuters ჯო ბაიდენის ექიმ კევინ ო'კონორზე დაყრდნობით წერს. თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს მისივე თქმით, ბაიდენს არ აქვს სიცხე და მისი სიმპტომები თითქმის მთლიანად გაქრა. სააგენტოს ცნობით, ბაიდენი თვითიზოლაციას სავარაუდოდ, მალე დაასრულებს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე კევინ ო'კონორის დასკვნა გამოქვეყნებული არ არის. ბოლოს ექიმმა 26 ივლისს განაცხადა, რომ ბაიდენი მკურნალობდა კორონავირუსული დაავადების გამო და იზოლაციაში იმყოფებოდა. თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პეკინის აეროპორტმა საერთაშორისო ფრენები COVID19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად განაახლა
პეკინის მსოფლიოში უდიდესმა საერთაშორისო აეროპორტმა ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, პირდაპირი ფრენები განაახლა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩინეთმა საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა ნაწილობრივ შეამსუბუქა, რომელიც მსოფლიოში ამ დრომდე ყველაზე მკაცრი რჩება. პეკინმა აეროპორტში პირდაპირი ფრენები 2020 წლის დასაწყისიდან COVID19-ის პანდემიის გამო შეაჩერა.
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, შავი ზღვის სამმა პორტმა მუშაობა განაახლა
შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. „უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მარცვლეულის ექსპორტისთვის, ოდესის, ჩორნომოვსკისა და პივდენიის პორტებში ოპერაციები განახლდა. პროცესში ჩართულია საპილოტე გემი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის
ბერმუდის სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებით, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს შვილობილს CS Life-ს 607.35 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა. ამ ინფორმაციას Prnewswire ავრცელებს. მისივე თანახმად, კომპანიამ 42 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, ვიდრე CS Life-ის საჩივარი განისაზღვრება. ამის შემდეგ საბოლოო ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. გავრცელებული ცნობით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის Credit Suisse-ის ანგარიშებზე ჯამური ზარალი 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიის სასამართლომ CREDIT SUISSE ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო
სლოვენია კიევს ახალ სამხედრო დახმარებას ჰპირდება და უკრაინის რეკონსტრუქციაშიც ჩაერთვება
სლოვენია უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის მიზნით, კიევს აღჭურვილობას გაუგზავნის და უკრაინის, კერძოდ კი, ქალაქ ხარკოვის რეკონსტრუქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტანია ფაიონის კიევში ვიზიტისას გახდა ცნობილი. „თუ გადავხედავთ სლოვენიის ზომას, სლოვენიის ეკონომიკის ზომას და შევადარებთ დახმარებას, რომელიც ამ ქვეყანამ გაუწია უკრაინას, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, მივხვდეთ, რა გააკეთა ამ ქვეყანამ ჩვენთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სლოვენიის მთავრობა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალ პაკეტს განიხილავს. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა აღნიშნა, რომ უკრაინამ სთხოვა სლოვენიას უსაფრთხოების დამატებითი დახმარება. „ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ჩვენ გამოვყოფთ 8 მილიონ ევროზე მეტს და ასევე გავითვალისწინებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინისა და მისი მოქალაქეების დასახმარებლად მომავალში“, - განაცხადა ფაიონმა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე", - აღნიშნა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც ცნობილია, სლოვენიამ უკრაინაში გაგზავნა საბრძოლო მასალა და 35 ქვეითი საბრძოლო მანქანა. გარდა ამისა, სლოვენია აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ტექნიკის გაცვლაზე. აღინიშნა, რომ სლოვენია უკრაინას გადასცემდა ტანკების დიდ რაოდენობას და სანაცვლოდ მიიღებდა გერმანულ Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორებს.
ჩავუშოღლუ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვაზე: აშშ-სთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, კონგრესში ატმოსფერო შეიცვალა
F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამ კუთხით, კონგრესში, ბოლო წლებში არსებული ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა. მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ძალიან დადებითია. დაახლოებით, $6 მილიარდიანი გარიგება მოიცავს 40 ახლად შექმნილი F-16V გამანადგურებლის შესყიდვას და თურქეთის საჰაერო ძალების მფლობელობაში არსებული სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზებას (80 F-16 C/D). თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.
ხორვატიაში ისტორიული პელეშაკის ხიდი გაიხსნა
ხიდი ჩინურმა კომპანიამ ააშენა თანხების დიდი ნაწილი ევროკავშირმა გამოყო ხორვატიამ ოფიციალურად გახსნა პელეშაკის ხიდი, რომელიც მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების დასაკავშირებლად აშენდა. ის ბოსნია-ჰერცეგოვინის კუთვნილი მიწის ვიწრო ზოლით იყო გამოყოფილი. აქამდე ხორვატებს ბოსნია და ჰერცეგოვინის კუთვნილი მიწის გადაკვეთა უწევდათ. პელეშაკის ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ხორვატიის ექსკლავს დანარჩენ ქვეყნებთან ბოსნია და ჰერცეგოვინის გვერდის ავლით დააკავშირებს. ცერემონიას ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, პრემიერ მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეჩიანმა ცერემონიაზე ვიდეოგზავნილი გაავრცელა. 2,4 კილომეტრიანი (1,5 მილი) სიგრძის, 55 მეტრი (180 ფუტი) სიმაღლის ხიდი ხორვატიის ტრანსპორტის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში აშენდა. მთლიანი პროექტის ღირებულება 525 მილიონ ევროს შეადგენს (531 მილიონი აშშ დოლარი), საიდანაც 357 მილიონი ევრო ევროკავშირმა გრანტის სახით უზრუნველყო. ხიდის გახსნის დღეს, ხორვატიულმა კომპანია Rimac Automobili-მა, რომელიც სპორტულ ელექტრომანქანებს აწარმოებს, თავისი 1,914 ცხენის ძალის, მთლიანად ელექტრო ჰიპერმანქანა Rimac Nevera წარადგინა. ის გახდა პირველი მანქანა, რომელმაც ახალი ხიდი გადაკვეთა. პელეშაკის ხიდი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში ერთადერთი სანაპირო ქალაქის, ნეუმის სანაპიროსთან აშენდა, ხორვატიისთვის ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ხიდი China Bridge and Road Corporation-მა ააშენა. ცნობისათვის, როდესაც იუგოსლავია დაიშალა და 1991 წელს, ხორვატია დამოუკიდებელი გახდა, ახალი საზღვრების თანახმად, ხორვატიის სანაპირო ზოლის ორი ნაწილი გაიყო ბოსნიის სანაპირო ზოლის 9 კმ სიგრძის მონაკვეთით, რომელიც ცნობილია როგორც ნეუმის დერეფანი.სანაპიროზე წვდომის უფლებას ბოსნია 1699 წლიდან ფლობს, როდესაც ნეუმი დუბროვნიკმა (დუბროვნიკი - ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში) (თანამედროვე ხორვატიაში) მაშინდელ ოსმალეთის იმპერიას გადასცა.
ჩინეთის ქალაქ ვუჰანის გარეუბანში კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევების გამო ლოკდაუნი დაწესდა
თითქმის ერთი მილიონი ადამიანისთვის ვუჰანის გარეუბანში - ჩინეთის ცენტრალურ ქალაქში, სადაც პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი, ლოკდაუნი დაწესდა. მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის 4 ასიმპტომური შემთხვევა დადასტურდა. 12 მილიონიან ვუჰანში, რეგულარულმა ტესტირებამ ორი დღის წინ, ორი უსიმპტომო შემთხვევა გამოავლინა. კიდევ ორი შემთხვევა კონტაქტის გზით და ლოკდაუნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან მალევე დაფიქსირდა. ვუჰანი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა 2020 წლის დასაწყისში, როგორც პირველი ადგილი, სადაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი კოროვირუსი და პირველი ქალაქი, რომელიც მკაცრი შემაკავებელი ზომების ქვეშ მოექცა, რათა პანდემია დასრულებულიყო.
ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს
ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა. „რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მიღწეული მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე, რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯავად ოუჯიმ. მისი თქმით, რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნავთობსაბადოების დამუშავებასა და თხევადი გაზის პროექტების განხორციელებაზე. ასევე იგეგმება ნედლი ნავთობისა და გაზის ექსპორტი. „მე მჯერა, რომ ირანისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევითა და შესაძლებლობებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ენერგოგიგანტია, ბევრს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს ირანის ნაციონალურმა ნავთობკომპანია NIOC-მა და გაზპრომმა თეირანში სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ბიუჯეტიც $40 მილიარდს შეადგენს.
თურქეთი რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებების გაგრძელებას აპირებს
თურქეთი, ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან ხელშეკრულებების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებლები რუსეთი, ერაყი და ყაზახეთი არიან „ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი. ჩვენ ვაპირებთ მათთან ახალი ვადით კონტრაქტების გაგრძელებას. ჩვენი მიზანია ენერგომატარებლებზე საკუთარი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა“,- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
გაერო: თურქეთის ხელისუფლება უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავებს შეამოწმებს
გემებს, რომლებიც უკრაინულ ხორბალს შავი ზღვის გავლით გადაიტანენ, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საკოორდინაციო კომიტეტთან ერთად შეამოწმებენ, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა ფარხან ხაკმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, შავი ზღვის სამმა პორტმა მუშაობა განაახლა „გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 22 ივლისს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საკოორდინაციო კომიტეტთან ერთად, უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს თურქული მხარე გააკონტროლებს, ხოლო უკრაინული მხარე შავ ზღვაზე უსაფრთხო გასასვლელს უზრუნველჰოფს“, - აღნიშნა ხაკმა. მისი თქმით, გემები უკრაინის პორტებში შესვლამდე და იქიდან გამოსვლისას შემოწმდება. „ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მარცვლეულის ტრანსპორტირებას თვალყურს ადევნებს, მდებარეობს სტამბოლში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის შენობაში და 4 განყოფილებისგან შედგება: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო“, - განაცხადა ფარხან ხაკმა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება
მიწისქვეშა გაზსაცავის შესაძლებლობების გასაფართოებლად, თურქეთში მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ Anadolu წერს. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე „სილივრის“ ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საწყობის სიმძლავრის გაფართოების პროექტი ამ ობიექტს ევროპაში უმსხვილეს გაზსაცავად გადააქცევს. „დღეს „სილივრს“ შეუძლია 3,2 მილიარდი კუბური მეტრის დაგროვება, მაგრამ მალე ეს მაჩვენებელი 4,6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ჩვენ ასევე გავზრდით გაზმომარაგების მოცულობას 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში“, - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
28 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.
აქციის მონაწილეები ბაღდადის ცენტრში, ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ
დემონსტრანტები ერაყის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ შიახ ალ-სუდანის წარდგენის გამო, ბაღდადის ცენტრში, მწვანე ზონაში მდებარე პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. უსაფრთხოების ძალებმა და სამხედროებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მაგრამ დემონსტრანტების ნაკადი მაინც ვერ შეაჩერეს. აქტივისტები ნაციონალური დროშებით ერაყის პარლამენტის ჰოლში იმყოფებიან. დაცვა მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს. ალ-სუდანის პრემიერად დასახელებას, რადიკალი იმამი მუქთადა ალ-სადრი ეწინააღმდეგებოდა, რომელიც თეირანთან დაახლოებულ შიიტ პოლიტიკოსად ითვლება. ის ქვეყანაში ირანის გავლენის გაძლიერების მოწინააღმდეგეა.
CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს. ინფორმაციას CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. იარაღით ცნობილი მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით, მისი ექსტრადირება მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში კი ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ ცნო და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობა ედება ბრალად. რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელი ბრიტნი გრინერი და პოლ უილანია. 31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.
ედუარდ სააკაშვილი: უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის დეპოლიტიზირება და პოლიტიკაში მისი როლი გადაიხედოს
ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ნაკლებად პოლიტიზირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებაში უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ მიხეილ სააკაშვილი ღირსეულ ჯანდაცვას იმსახურებს. „ესაა მნიშვნელოვანი, რომ მისი საკითხის დეპოლიტიზირება მოხდეს. ამისთვის საჭიროა, რომ პოლიტიკაში მისი როლი გადაიხედოს. ერთი კვირაა საქართველოში ვარ ოჯახისა და მამის სანახავად და მე და დედამ საქართველოს გარშემო ცოტა ვიმოგზაურეთ...არაფერი ოფიციალური. ხალხი გვხდება ქუჩაში და გვეკითხება, მიშა როგორ არის. ვგრძნობ, რომ საზოგადოებას აინტერესებს მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა.მაგრამ ადამიანებს ტონში ვამჩნევ, რომ მამაჩემი მათთვის არ არის მომავლის ლიდერი. ისინი არ ამბობენ, რომ მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს. ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და ეს ლოგიკურია, მაგრამ არის ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში. უბრალოდ მისთვის უნდათ კარგი და ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ეს ადამიანები, არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც მიშას ამომრჩევლები არიან“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისა და ცენტრ „ემპათიის“თანამშრომლების განცხადებით, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია, რადგან გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“მკურნალობს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა
საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან (8კმ.ში) მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 03:48 საათზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე მონაცემებით, ბიძგების სიძლიერემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დაკავებას უკავშირდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა.