ძებნის რეზულტატი:
თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს
დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა. აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა. „ვგულისხმობ, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა, უზბეკეთთან სწორედ ეს თემებია, რადგან აქ არის უკვე ევრაზიული სივრცის მოდელი, რომელიც მოქმედებს და რუსეთი ცდილობს, რომ მისი გავლენის სფეროებში მყოფ ქვეყნებს (და, უზბეკეთი სამწუხაროდ, ასეთია) აქედან გასვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ეს ქვეყნები უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას; ეძებენ ალტერნატივებს; ეძებენ გადაზიდვების ალტერნატივებს და ამ შემთხვევაში, სწორედ ეს შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რუსეთი ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები მაქსიმალურად შეინარჩუნოს. გააფართოოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმიტომ, რომ სანქციების გამო უამრავი პრობლემა შეექმნა. მისთვის ვითარება ყოველდღიურად მძიმდება“, - მიიჩნევს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე. Europetime-თან ის ამბობს, რომ თავად ცენტრალური აზიის ქვეყნები დიდი ხანია, ცდილობენ რუსეთის გავლენის ზონიდან გამოვიდნენ. „ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საუბარია ყაზახეთსა და უზბეკეთზე. არის თურქმენეთიც, თუმცა ეს ქვეყანა თავისი სტატუსიდან გამომდინარე არ არის ისე დემოკიდებული რუსეთზე, როგორც ეს ორი ქვეყანა და სიტუაციის არევის ნაკლები ბერკეტი აქვს რუსეთს თურქმენეთში, ვიდრე ამ ორ ქვეყანაში. ეს ქვეყნები არიან იმის ძიებაში, როგორ შეამცირონ თავისი დამოკიდებულება რუსეთზე, უყურებენ ალტერნატივებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტები თურქმენეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი სწორი პოლიტიკური ნაბიჯთაგანი იყო, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, რადგან ეს ვითარება კიდევ უფრო წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - საქართველო უნდა იყოს ძალიან აქტიური, მზად უნდა იყოს ახალი შეთავაზებისთვის და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ინტერესის კაპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც; მიმზიდველობას და საბოლოო ჯამში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის. რაც უფრო მეტი დაინტერესებაა ამ დერეფნით, მით უფრო მეტად ვხდებით საინტერესო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული, საქართველოს გავლით მოახდინონ ევროპაში ტრანსპორტირება. ამ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვასრულებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ალტერნატივების ძიებაში არიან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ახლა რომ ანაკლია გვქონოდა აშენებული, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით“, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.
სალომე ზურაბიშვილი: უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობასა და მის ერთიანობას ეყრდნობა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს Twitter-ზე გამოეხმაურა. უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს „უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობასა და მის ერთიანობას ეყრდნობა. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია, რომლებიც მაგალითებს წარმოადგენენ. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს“, - წერს ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
თენგიზ ფხალაძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის
ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე ექსპერტი საქართველოს გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ თემაზე ექსპერტმა Europetime-თან ისაუბრა. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „საქართველო უნდა იყოს ძალიან აქტიური, მზად უნდა იყო ახალი შეთავაზებისთვის და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ინტერესის კაპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც; მიმზიდველობას და საბოლოო ჯამში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის. სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის. რაც უფრო მეტი დაინტერესებაა ამ დერეფნით, მით უფრო მეტად ვხდებით საინტერესო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული, საქართველოს გავლით მოახდინონ ევროპაში ტრანსპორტირება. ამ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვასრულებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ალტერნატივების ძიებაში არიან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ახლა რომ ანაკლია გვქონოდა აშენებული, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით“, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე. თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს ცნობისათვის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“, ანუ „შუა დერეფანი“ (Trans-Caspian International Transport Route - TITR, Middle Corridor) - ეს არის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების დერეფანი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აკავშირებს ევროპის კავშირთან ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის გავლით. ასევე წაიკითხეთ ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება
სენატორი შაჰინი: ეს არის მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ საშიშ დეზინფორმაციას
სენატორი ჯინ შაჰინი ანტი-ამერიკულ კამპანიას პრო-რუსულ ძალებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთბებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგება. სენატორები: ელჩზე თავდასხმები უნდა შეწყდეს და პოლარიზაციის დასამთავრებალდ კეთილსინდისიერი დიალოგი გაიმართოს მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა. ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
თურქეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენთოფთან. თურქეთს შუა დერეფნის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აქტივობის გაზრდა სურს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის საპარლამენტო თანამშრომლობაზე, როგორც უმაღლეს, ასევე საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატში აქტიურ საპარლამენტო კავშირებს. ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად მხარეთა ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილეს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მეზობლებს შორის სტრატეგიული ურთიერთობები სამაგალითო დონეზეა. ჩავუშოღლუმ და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „14 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს (2021 წელს) 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნა მინისტრმა. მანვე დაამატა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლები უნდა გაფართოვდეს. მისივე თქმით, ორმხრივი ვაჭრობა უნდა დაბალანსდეს ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ გვინდა, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრმა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ თურქეთის „მტკიცე მხარდაჭერა“ გამოხატა. კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გეგმავს საქართველოს ვიზიტს. ჩავუშოღლუმ ისიც განაცხადა, რომ 2 აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად. თურქული მედია წერს, რომ თავის მხრივ, დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან შეხვედრას ძალიან სასარგებლო უწოდა და განაცხადა, რომ მათ განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის საკითხები. მისივე თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. როგორც მინისტრმა დაამატა, თურქეთმა და საქართველომ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არიან სანდო პარტნიორები და კარგი მეზობლები.
თურქეთი მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თბილისში გამართულ დიალოგს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, განსკუთრებულ დატვირთვას იძენს ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველ შეხვედრას უმასპინძლა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. „ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. მე პირადად ვესაუბრე თურქეთის მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მევლუთ ჩავუშოღლუ: ცხადია საქართველოს პოზიცია „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებთ „3+2“ ფორმატში მოლაპარაკებებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ცხადია საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე ფორმატში მონაწილე ქვეყნები „3+2“ ფორმატში აწარმოებენ მოლაპარაკებებს. „მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცხადია საქართველოს პოზიცია „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებთ „3+2“ ფორმატში რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუ: ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტი“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანკარის სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის საკითხი. მისივე თქმით, შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე. „ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმზე, როგორიც არის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და შევთანხმდით, რომ რიგით მესამე სხდომა უნდა გაიმართოს უახლოეს მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტზე საქართველოში, არსებობს ასეთი გეგმა. ასევე, ვისაუბრეთ შერეული ეკონომიკური კომისიების მორიგი სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე. მე ვფიქრობ, როგორც კი ცნობილი გახდება ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის თარიღი საქართველოში, მეც ასევე, ჩემს გუნდთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს. დღეს ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიმიწვია საქართველოში და დიდი სიამოვნებით განვახორციელებ ამ ვიზიტს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, შეხვედრისას ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზეც. „ჩვენი კეთილი მეზობლისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ჩემს ძვირფას მეგობარს, ილია დარჩიაშვილს გულწრფელად გავუზიარე ამ მხრივ ჩვენი მოსაზრებები და მოლოდინები, რაც კონკრეტულად ეხება ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგეხსენებათ, თურქეთი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, თურქეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენი ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აღნიშნულ შეხვედრებზე და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების დღის წესრიგის საკითხებზე. „ვისაუბრეთ უკრაინისა და ყარაბაღის საკითხებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუ: უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად ინტენსიური გახდა
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, „უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა, შესაბამისად, გადაზიდვების პროცესში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი პრობლემა“. მისივე განცხადებით, ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება. „უაღრესად მნიშვნელოვანია სახმელეთო ტვირთბრუნვა და ამ თვალსაზრისით განვიხილეთ ჩვენ წინაშე დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა. შესაბამისად, ზოჯერ ხდება გარკვეული დაგვიანებები ან გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე ამ გადაზიდვების პროცესში. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რათა მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემა და ამ მხრივ კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენი ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები. „ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იყოს განხილული. ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ლიეტუვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას უჭერს მხარს
ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მხარს დაუჭერს გაწევრიანების მოლაპარაკებების რაც შეიძლება ადრე დაწყებას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ამ რთული გზის გადალახვაში. ჩვენ გავაგრძელებთ საექსპერტო მხარდაჭერას და თქვენთან ერთად ვეცდებით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ნაუსედა კიევს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეწვია.
ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. „საზოგადოებრივი აზრი არ უნდა დაირღვეს და თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს", - განუცხადა მან ბაიდენს, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით. სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა CNN წერს, რომ თეთრი სახლის ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, ნაკლებად კონკრეტულია. „ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს. ასევე წაიკითხეთ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ყოფილი „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ აშშ-ში ახალ პარტიას ქმნიან
Reuters-ის ინფორმაციით, ყოფილი „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ აშშ-ში ახალ პარტიას ქმნიან. პარტიის სახელწოდება იქნება - Forward (წინ) და თავდაპირველად თანათავმჯდომარეები იქნებიან ყოფილი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ენდრიუ იანგი და კრისტინ ტოდ უიტმანი, ნიუ ჯერსის ყოფილი „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი. ისინი იმედოვნებენ, რომ პარტია გახდება ეფექტიანი ალტერნატივა „რესპუბლიკური“ და დემოკრატიული პარტიებისთვის, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკაში დომინირებენ. გასული წლის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა რეკორდული რაოდენობა, ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანას მესამე ძალა ესაჭიროება. დამფუძნებელი ეროვნული ყრილობა მომავალ ზაფხულს გაიმართება. წინასაარჩევნო აქტივობა კი, შემოდგომისთვის იგეგმება.
ვითარება ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად იცვლება - ბენ ჰოჯესი
CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესის განცხადებით, ვითარება ბრძოლის ველზე მნიშვნელოვნად იცვლება უკრაინის სასარგებლოდ. მისი თქმით, ომის „ცივი ფაზა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი. „მე მჯერა, რომ თუ დასავლეთი/აშშ გააგრძელებს დანაპირების უფრო სწრაფი ტემპით შესრულებას, მაშინ უკრაინული ძალები შეძლებენ რუსული ძალების დაბრუნებას 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციამდე, ამ წლის ბოლომდე. სიტუაცია უკვე მნიშვნელოვნად გარდაიქმნება უკრაინის სასარგებლოდ. ველოდები, რომ აქტიური საომარი მოქმედებები გაგრძელდება ზამთარში. უკრაინას ალბათ, სურს, გააგრძელოს ზეწოლა რუსულ ძალებზე, რომლებსაც ჩემი აზრით, ძალა გამოელიათ... და რუსული ლოგისტიკური სისტემა განსაკუთრებით შესუსტებულია“, - განუცხადა RBC უკრაინას ჰოჯესმა. ბენ ჰოჯესი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, დაიბრუნოს ქვეყნის სამხრეთი და შეზღუდოს რუსეთის საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში. „დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ჩვენ დასავლეთში გავაგრძელებთ დაპირების შესრულებას. ამის გასაღები არის უფრო მეტი შორი დისტანციური იარაღი, ასევე, უკრაინის შიგნით ლოგისტიკური ქსელების გაუმჯობესების კუთხით დახმარება... შესაძლებელია, ღირდეს კომერციული ლოგისტიკური კომპანიის ჩართვა აშშ-დან ან დიდი ბრიტანეთიდან“, - თვლის ბენ ჰოჯესი.
ოლექსი რეზნიკოვი: ბოლო 155 დღის განმავლობაში ბევრმა გააცნობიერა, რას ნიშნავს რეალურად, გქონდეს საკუთარი სახელმწიფო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინელებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე მიულოცა. შესაბამისი მიმართვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. „ბოლო 155 დღის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა, რას ნიშნავს რეალურად გქონდეს საკუთარი სახელმწიფო და რამდენად ფასეულია ის. რუსი აგრესორის სრულმასშტაბიანი შემოჭრა - მოსკოვი გზავნის ჯარებს უკრაინის ქალაქების დასანგრევად, მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ხელოვნური შიმშილის გამოწვევის მიზნით - ჩვენ უკვე გამოვიარეთ ეს; გაკვეთილები ნასწავლია“, - აღნიშნავს რეზნიკოვი. უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს პრეზიდენტის 2021 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულებით, 28 ივლისს უკრაინა პირველად აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს უჩივიან, ასევე, მიუთითებენ ხარვეზებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების კუთხით. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას, ანგარიშში ვკითხულობთ: „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“.
ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნიშნული 3 მილიარდი დოლარია და იმედია ამ ნიშნულს ჩვენ მალე მივაღწევთ
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიკური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნიშნულები, რომელთან სწორებასაც აქტიურად ვცდილობთ ორივე ქვეყანა და სწორედ ამ პროცესში ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები დინამიკა ვაჭრობის კუთხით. ჩვენი მორიგი ნიშნული ვაჭრობის კუთხით განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ქ. სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. „ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც. „ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთის მხრივ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“მ - განაცხადა მინისტრმა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მოსკოვში ჰოსტელში გაჩენილ ხანძრს 8 ადამიანი ემსხვერპლა
8 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა მოსკოვში, ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი ალმა-ატის ქუჩაზე მდებარე შენობის მე-16 სართულზე გაჩნდა და 150 კვადრატულ/მეტზე გავრცელდა. „ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცენტრალური ოფისის კომისიაა მივიდა.
ინგლისში ზღვის დონე სწრაფად იმატებს
ინგლისის ზოგიერთ ნაწილში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ზღვის დონე, გასულ წელთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი. ინფორმაცია „კლიმატის მდგომარეობს“ შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია ხელმისაწვდომი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 1990 წლების დასაწყისიდან ზღვის დონე წელიწადში 1,5 მილიმეტერით იმატებს, ხოლო 1990 წლიდან მატება 3-დან 5,2 მილიმეტრამდეა. ამასთან, ბოლო 30 წელიწადში ზღვის დონემ 16,5 სანტიმეტრით მოიმატა. ანგარიშის ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ზღვის დონის მატება გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინულის დნობამ განაპირობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდ ბრიტანეთში დათბობის მაჩვენებელი გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ოდნავ აღემატება. ბოლო 20-30 წელი ქვეყანაში გასულ საუკუნესთან შედარებით უფრო ცხელი, წვიმიანი და მზიანი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ნაწილში, სადაც სანქციებთან შესაბამისობის საკითხია განხილული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს