ძებნის რეზულტატი:

ავსტრიის პრეზიდენტი: პუტინი იმპერიალისტურ ომს აწარმოებს, უკრაინელები ჩვენს ღირებულებებს იცავენ

ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდრე ვან დერ ბელენის განცხადებით, უკრაინელები, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასევე იბრძვიან ღირებულებებისთვის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. „ჩვენი თავისუფლება გამოცდის წინაშეა. ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმა მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს ევროპაში. იღუპებიან ქალები, კაცები, ბავშვები, ოჯახები", - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. ვან დერ ბელენის თქმით, დასავლური დემოკრატიებისთვის მიუღებელია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. „ახლა პუტინს არამხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი დაჩოქებაც სურს“, - აღნიშნა ავსტრიის პრეზიდენტმა.  მისივე განცხადებით, აუცილებელია იმის აღიარება, რომ „ეს ბრძოლა დესპოტიზმსა და თავისუფლებას შორის“ არ დასრულდება რამდენიმე კვირაში ან თვეში.    

დერგაჩევსკის მერი: ხარკოვში საარტილერიო დარტყმების შედეგად სამმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორისაა 12 წლის ბიჭი

საარტილერიო დარტყმების შედეგად ხარკოვის ოლქში დერგაჩოვის თემის დაბომბვისას სამმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საშუალო და მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორისაა 12 წლის ბიჭი, - ამის შესახებ ინფორმაციას დერგაჩევსკის მერი ვიაჩესლავ ზადორენკო ავრცელებს. „რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს უკრაინის მიერ კონტროლირებად დერგაჩოვის თემის დასახლებები. პრუდიანკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად სამმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საშუალო და მძიმე დაზიანებები მიიღო. მათ შორისაა 12 წლის ბიჭი“, - აღნიშნა მერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ენტონი ბლინკენი ლავროვთან საუბარს ომის დაწყების შემდეგ პირველად აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარს ომის დაწყების შემდეგ პირველად გეგმავს. აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო ზარს ამ კვირაშე ელოდება. წერს CNN. მხარეეები სავარაუდოდ, ორ მთავარ საკითხს განიხილავენ - დაკავებულების გაცვლა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი. CNN იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გაცვლას სთავაზობს დაკავებულ ორ ამერიკელზე. საუბარია ბრიტნი გრინერსა და პოლ უილანზე. გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდების გამო, ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამერიკელი პოლ უილანი კი, მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  ვიქტორ ბუტს 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი აშშ-ის ციხეში. ბუტი დამნაშავედ არის ცნობილი შეთქმულებაში, რომლის მიზანი აშშ-ის მოქალაქეთა მკვლელობა იყო. მას ბრალად ასევე ედება ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ ლავროვთან საუბრისას უკრაინაზე მოლაპარაკებას არ აპირებს და გაიმეორა, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ.    

კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს. კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. „როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ. როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ, შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბატონმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებული განცხადებით დაადასტურა, რომ „აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზადაა

"ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზადაა", -  ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ომის საიუბილეო ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც  BBC წერს, კიმ ჩინ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის გაძლიერება "გადაუდებელი ისტორიული ამოცანაა". „სრულ მზადყოფნაში ვართ, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის. აშშ ცდილობს, ჩრდილოეთ კორეის რეგულარული სამხედრო წვრთნები არასწორად წარმოაჩინოს, როგორც პროვოკაცია", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბირთვული გამოცდა 2017 წელს ჩაატარა. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა  

კელი დეგნანი: ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი, სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი, სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა შეკითხვას, რამდენად არის პერსონალური სანქციების დაწესების თემა აქტიური განხილვის საგანი შეერთებულ შტატებში? კელი დეგნანის შეფასებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. „შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 230 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 230 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 160 რუსი ჯარისკაცი ბოლო 24 საათში დაიღუპა. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1742 ტანკი, 3979 ჯავშანტექნიკა, 894 ერთეული საარტილერიო სისტემა, 258 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 117 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 საბრძოლო თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 729 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2854 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 75 ერთეული სპეცტექნიკა და 174 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კელი დეგნანი: დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“ - კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როცა ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები, ისინი ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“ - კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როცა ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები, ისინი ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს“. „კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რა არის ნებისმიერი ადამიანის მოტივი, რომელიც დაჟინებით იმეორებს ყალბ ინფორმაციას რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩინებას“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.  მისივე განცხადებით, „შეერთებული შტატების ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი და არაპროვოცირებული ომის განმავლობაში მშვიდობის აღდგენაზე იყო ორიენტირებული“. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტრაგიკული კონფლიქტი არ გავრცელდეს საქართველოზე და რომელიმე სხვა ქვეყანაზე. თებერვალში ხელახალ შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა იყო კარგად მობილიზებული, ხდებოდა მუდმივი გაფრთხილება ძალის არაპროვოცირებული გამოყენების წინააღმდეგ, იყო მუდმივი კომუნიკაცია როგორც პუტინთან, ასევე რუს ხალხთან, რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა არის საუკეთესო გამოსავალი. რუსეთმა უგულებელყო ეს გაფრთხილებები და ახლა კიდევ უფრო იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან. დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმისდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის. დასავლეთი თანამშრომლობს საქართველოსთან, რომ შეწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად და მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ უამრავ ადამიანს. ჩვენი პოზიცია ნათელია - ეს განაცხადეს პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდივანმა ბლინკენმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჩვენმა მრავალრიცხოვანმა სტუმარმა და მე. ეჭვგარეშეა, რომ როგორც საქართველოს პარტნიორს, ჩვენ გვინდა მშვიდობა - აქ, უკრაინაში და მთელს ევროპაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის, რომლის ნაწილი საქართველოცაა. ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.  

კელი დეგნანი: ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. „შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ. „ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ჩერნიგოვის რეგიონს 10-ზე მეტი რაკეტა მოხვდა

"რუსულმა მხარემ ჩერნიგოვის რეგიონი 10-ზე მეტი რაკეტით დაბომბა", - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩაუსზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. „ჩერნიგოვის რეგიონს 10-ზე მეტი რაკეტა მოხვდა, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, არ ვიტყვი სად. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ჩაუსმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 230 რუსი სამხედრო მოკლეს  

უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე მიულოცა. შესაბამისი ვიდეომიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.   უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს ომის ფონზე აღნიშნავს.   „ჩვენს დიდ უკრაინულ ოჯახს უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების ოჯახი აერთიანებს. ეს არის სამი ძმა: უკრაინის ეროვნული დროშა, უკრაინის ეროვნული გერბი და სახელმწიფო ჰიმნი. ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ სახელმწიფოებრიობის აღნიშვნა, არამედ მისი შენარჩუნებისთვის გაერთიანება. ჩვენ არ დავნებდებით. არ ჩამოვუშვებთ ხელებს. ვერ შეგვაშინებენ. უკრაინა დამოუკიდებელი, თავისუფალი, განუყოფელი სახელმწიფოა და ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.   პრეზიდენტის 2021 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულებით, დღეს უკრაინა პირველად აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს.

უკრაინა გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი - ზელენსკი

უკრაინა თანდათან გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს „ვემზადებით, რომ ევროკავშირის მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ელექტროენერგიის ექსპორტი გავზარდოთ. ომის მიუხედავად, ჩვენ რეკორდულ დროში შევძელით უკრაინის ენერგოსისტემის ევროკავშირის სისტემასთან დაკავშირება. ჩვენი ექსპორტი მოგვცემს სავალუტო შემოსავლებს და ამასთან, ჩვენს პარტნიორებს მიცემს შესაძლებლობას, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ზეწოლას გაუძლონ. უკრაინა თანდათან გახდება ევროპის ენერგოუსაფრთხოების გარანტორი, ჩვენი შიდა წარმოების ხარჯზე,“- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო.   

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: კიევის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა

"დღეს დილით, კიევის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა", - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება ავრცელებს. ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ჩერნიგოვის რეგიონს 10-ზე მეტი რაკეტა მოხვდა მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონზე. ამასთან, ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გიტანას ნაუსედა უკრაინაშია

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტის Twitter-ზე აღნიშნულია, რომ ნაუსედა უკრაინას განსაკუთრებულ დღეს ეწვია, როდესაც ქვეყანა პირველად აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს. ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართავს უმაღლესი რადიდან. უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას კომენტარზე დაყრდნობით, უკრაინული მედია 26 ივლისს იუწყებოდა, რომ პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ. ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. პოლონეთის და ლიეტივის პრეზიდენტები უკრაინაში ომის პერიოდში აქამდეც იმყოფებოდნენ.

სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩავიდა. ინფორმაციას უზბეკეთის მედია რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აეროპორტში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ ნოროვი დახვდა.  ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგეგმება უზბეკეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და ორმხრივი შეხვედრები. სერგეი ლავროვის ვიზიტი ტაშკენტში 29 ივლისს დასრულდება.  მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.   

პრორუსული ორიენტაციის "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი: "ალტ-ინფოს" ფინანსური რესურსი ფაქტობრივად არ აქვს, ტელევიზია მაუწყებლობას, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს

"ალტ-ინფოს" რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. დახურვის საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძლებელი, - ამის შესახებ პრორუსული ორიენტაციის "ალტ-ინფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა. მისივე ცნობით, ტელევიზიას ფინანსური პრობლემები დაუდგა და არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს. ამასთან,"ალტ-ინფოს" წარმომადგენლები დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვენ. "ალტ-ინფოს" რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. დახურვის საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძლებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით.  პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გვქონდა რიგ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს "ალტ-ინფოს" და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მათთან და ხალხთან ერთად გამოვასწორებთ. საუბარია ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ"- განაცხადა კოკა მორგოშიამ.   

ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა

ბულგარეთში, ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა. ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ის გახდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების ფორმირება ვერ შეძლეს.  ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, დღეს ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.  პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.  ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.   2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.   

გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე მისი თქმით, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმ დეპუტატების მსგავსად, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს. „მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონინუქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა. მანამდე სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობი დატოვეს.   

ჩინეთის ელჩმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის პანდემიამდე თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენისა და განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს ჩინეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცახდებაში.  

ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს

დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.  ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ.  26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ.  „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.  იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.  ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.  უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული. ევროპის გაზსაცავების მონაცემები:  ქვეყანა გაზის მოხმარება (მილიარდი კუბური მეტრი გაზსაცავის ტევადობა (მილიარდი კუბური მეტრი) შევსების მაჩვენებელი(%) ესპანეთი 32,1 3,5 75,6 ბელგია 18,4 0,92 71,4 რუმინეთი 11,7 3,38 55,1 უნგრეთი 10,6 6 49,2 ავსტრია 8,8 9 51 ჩეხეთი 8,8 3,68 77,7 პორტუგალია 5,9 0,37 99 საბერძნეთი 5,8 - გაზსაცავები არ აქვს სლოვაკეთი 4,9 3,96 68,3 ბულგარეთი 3 0,59 44,4 ხორვატია 3 0,53 47,9 დანია 2,8 0,93 85,6 ფინეთი 2,6 - გაზსაცავები არ აქვს ლიეტუვა 2,4 - გაზსაცავები არ აქვს შვედეთი 1,4 0,1 90,7 ლატვია 1,1 2 50,8