ძებნის რეზულტატი:
აშშ ევროპაში საჰაერო სადესანტო ელიტარულ დივიზია, „მყვირალა არწივებს" აგზავნის
აშშ-ის 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ევროპაში 80 წლის შემდეგ ბრუნდება. ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს ელიტარულ საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარებს ევროპაში აგზავნის. 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 2400 ჯარისკაცი რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში განთავსდება. „80 წლის შემდეგ, 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ბრუნდება ევროპაში. თითქმის 2400 ჯარისკაცი განლაგდება რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რათა დაიცვან NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი, მხარი დაიჭირონ ჩვენს მოკავშირეებს და შეაკავონ ჩვენი მოწინააღმდეგეები“, - ნათქვამია NATO-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში. აშშ-ის არმიის 101-ე დივიზია, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის 1944 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადმოსხმის სამხედრო ოპერაციაში.
ცნობილი მწერალი, სალმან რუშდი ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლამდე ცივი იარაღით დაჭრეს
ინდური წარმოშობის ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეეების ავტორი, სალმან რუშდის ნიუ-იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. დამნაშავე პოლიციამ ადგილზე დააკავა. ხოლო რუშდის პირველადი დახმარება სცენაზევე აღმოუჩინეს. 75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ. სალმან რუშდი, ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო, მომდევნო რამდენიმე წელი ის მიმალვაში ცხოვრობდა.
WSJ: სი ძინპინი პანდემიის შემდეგ, პირველად აზიაში ვიზიტსა და ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს
The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენი ღიაა პირისპირ ვიზიტისთვის, მათ შორის ინდონეზიაში ნოემბერში დაგეგმილი G20-ის ქვეყნების სამიტოს ფარგლებში. ცნობისთვის ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 28 ივლისს შედგა და 2 საათი გაგრძელდა. ორი ქვეყნის ლიდერმა დაძაბულ მოლაპარაკებებსა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
ნურ-სულთანში, ცენტრალურ აზიაში უდიდესი მეჩეთი გაიხსნა
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ახალი მეჩეთი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ყაზახეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიიღო. ყაზახეთის მედიის ცნობით, ეს მეჩეთი ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში, აქამდე არსებულ სამლოცველოებზე დიდია. ნურ-სულთანში აგებული მეჩეთის მთავარი კორპუსის სიმაღლე 90 მეტრია, ხოლო მინარეთების სიმაღლე 130 მეტრს უტოლდება. მეჩეთში, ერთდროულად 30 ათას ადამიანს შეუძლია შესვლა.
უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანიები, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ტოვებენ
ჩინეთის ხუთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვება გადაწყვიტა. South China Morning Post-ის ცნობით, ჩინეთის ნავთობკომპანიები PetroChina და Sinopec-ი, ასევე Aluminium Corp-ი, ჩინეთის (Chalco), Sinopec Shanghai Petrochemical-ი და მზღვეველი China Life Insurance ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან გასასვლელად ემზადებიან. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვების მიზეზად, კომპანიები აუდიტის შესახებ აშშ-ჩინეთის დავას ასახელებენ. მხარეების აზრი გაიყო ერთ საკითხზე, რომ უნდა შეამოწმოს თუ არა ჩინური კომპანიები აშშ-ის საზედამხედველო ორგანომ. ბოლო წლებში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია, ბევრი ჩინური კომპანიის საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობით არეგულირებდა. კანონი ითვალისწინებს, რომ კომპანია მოიხსნება საფონდო ბაზრებიდან, თუ აუდიტის მოთხოვნებს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ შეასრულებს.
ლაშა ჟვანია: 2008 წლის ომი არ დასრულებულა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები დაუცველები არიან
საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის ომი არ დასრულებულა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან ხანგრძლივი ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრები არ არიან, განსაკუთრებით დაუცველები არიან. ისრაელში საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ 2008 წელს ვითარება დაიძაბა, რადგან საქართველომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები გადადგა. „ჩვენ რუსეთთან გამკლავება არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO“, - აცხადებს ჟვანია. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
უკრაინის გენერალური შტაბი: ტოროჟოვე-ნოვოსელკას მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის თავდასხმა
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ტოროჟოვე-ნოვოსელკას მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის თავდასხმა და დამპყრობლებმა უკან დაიხიეს. უკრაინის გენშტაბი: უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყების დღიდან რუსეთის 43 200 ჯარისკაცი მოკლეს მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით, რამდენიმე დასახლების ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტები ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბეს. „მტერმა დაბომბა ჩერნიგოვის ოლქის სენკოვკასა და გრემიაჩის მახლობლად მდებარე ტერიტორიები, ასევე სუმის ოლქის ბასოვკასა და კონდრატოვკას დასახლებების მიმდებარე ტერიტორიები“, - აცხადებენ გენშტაბში. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. მესტიაში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება როგორც ცნობილია, მწვერვალ თეთნულდზე 6 ტურისტი იმყოფება, მათ შორის 2 დაშავებულია. თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ
შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შექმნა. საზედამხედველო ერთეული შინაპატიმრობა მისჯილ მსჯავრდებულს საცხოვრებელ ადგილზე მყისიერად გადაამოწმებს. ჯგუფი რეაგირებას სააგენტოში არსებული ელექტრონული მონიტორინგის ცენტრისგან მიღებული შეტყობინების შესაბამისად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოახდენს. ეკიპაჟი რეჟიმის დარღვევის შესაძლო ფაქტის გადამოწმებას 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მონიტორინგი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისის მასშტაბით განხორციელდება. სწრაფი რეაგირების ჯგუფი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ წარადგინა.
ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს და ნარკოტიკული საშუალება "4-CMC"-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა -შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 43 400 ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 856 ტანკს, 4 115 ჯავშანმანქანას, 978 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3036 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 779 უპილოტო საფრენ აპარატს, 91 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იაპონიაში, ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა
იაპონიაში, სიძუოკას პრეფექტურაში ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეფერხდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაციის მოთხოვნა საფრთხის მეოთხე დონეს შეესაბამება. ცნობისთვის, ტაიფუნი „მეარის“ იაპონიისგან სამხრეთით 12 აგვისტოს გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. სამაშველო ღონისძიება გრძელდება. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. მაშველებმა დაშავებული ორი მთასვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალი პროექტის - მოტომედიკოსების განხორციელებას იწყებს. დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა. მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. ქ. ბათუმში ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენმა სამხედროებმა ხერსონთან მდებარე დამბის ხიდი, მწყობრიდან გამოიყვანეს
უკრაინელმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოვიყვენეს ხერსონის რაიონში მდებარე ახალი კახოვკას დამბის ხიდი. ამის შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "უკრაინელმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოვიყვენეს ხერსონის რაიონში მდებარე ახალი კახოვკას დამბის ხიდი. ხერსონის ჰიდროელექტროსდგურთან ახლოს დარტყმები უკრაინის არმიამ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ით მიიტანა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლევან დავითაშვილი: 2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს
2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6%-ით მეტი ტვირთი გადაზიდეს, - ამის შესახებვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. "აღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ საერთაშორისო გადამზიდველების ინტერესი მზარდია. „საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას. საქართველოზე გადის უმოკლესი სახმელეთო გზა ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ დერეფანში მეტი გადამზიდველის შემოყვანას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.2% -ით მეტია, რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.1%-ით მეტია. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9%-ით მეტია. მათ შორის, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. ასევე მზარდია მგზართნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) 122.3 მლნ. მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.0%-ით მეტია. ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებით 20,7%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რკინიგზით - 152%-ით მეტმა, ხოლო სამოქალაქო ავიაციით - 188.9%-ით მეტმა.
იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია
იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც იაპონიაში მთის დღე აღინიშნება, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს. „კავკასიონის ულამაზესი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მან ხაზი გაუსვა მთის საკვანძო როლზე ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში. მოგზაურობის დროს ელჩი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე და არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მესტიის მერთან ერთად ეწვია უშგულს, რომელმაც თავისი ისტორიით, კულტურული თავისებურებებით, უნიკალური არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მონახულება, რომლის სიამაყეა ეთნოგრაფიული ექსპონატები, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების კოლექცია. მოგზაურობის განმავლობაში ელჩი გაეცნო სვანურ კერძებს, მუსიკას და ცეკვას. ელჩმა, ასევე დაათვალიერა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მინი გრანტების ფარგლებში დაფინანსებული ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს. გამოფენა ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს-ს „ემ თი ეი“ მიერ. საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიას 17 აგვისტოდან უმასპინძლებს. ვიზიტის გამორჩეული ნაწილი იყო შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობა, რომელიც 2019 წელს იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი მუნიციპალიტეტში, რომელიც მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის 100 მდე შშმ პირს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უცხოური მედია: გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს
ამერიკული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს, მათგან რამდენიმე დოკუმენტს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს. როგორც დაზუსტდა, ჩხრეკისას ამოღებულია 20-მდე ყუთი ნივთებით, საქაღალდე ფოტოებით, ხელნაწერი. ასევე ნაპოვნია დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე. ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვებამდე თავისი უფლებამოსილება გამოიყენა მასალებზე საიდუმლოს გრიფის მოხსნისთვის. ამასთან, თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამკვირიანი სწავლება ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და მასობრივი იარაღისგან თავდაცვის მომზადებას ითვალისწინებდა. „სამხედროები სახმელეთო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, ლიდერობისა და საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს გაეცნენ. სწავლების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა მომავალი ლიდერის გამოვლენა, რომელიც ქვედანაყოფში ათეულის, ოცეულის ან ასეულის დონეზე სამეთაურო რგოლში გააგრძელებს კარიერას. კურსის გამოშვების ღონისძიება კოჯორში, ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და კურსის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს უცხოელი ტურისტი ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს. რაც შეეხება დანარჩენ ტურისტს, 2 მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო