ძებნის რეზულტატი:
უკრაინამ ხერსონში სახმელეთო მარშრუტები გაანადგურა, რუსეთი თავის ჯარს საბრძოლო მასალით ვეღარ ამარაგებს - ISW
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში გაანადგურეს სახმელეთო მარშრუტები, რაც ხელს შეუშლის რუსეთის ფედერაციას, მხარი დაუჭიროს თავის ჯარებს საწვავით, საბრძოლო მასალითა და მძიმე ტექნიკით. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტუტის ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენმა სამხედროებმა ხერსონთან მდებარე დამბის ხიდი, მწყობრიდან გამოიყვანეს „რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ მექანიზებული ოპერაციების მხარდაჭერა, სამხედრო სტრატეგიაში საიმედო სახმელეთო კომუნიკაციების ხაზების გარეშე. საბრძოლო მასალის, საწვავის და მძიმე აღჭურვილობის შეტანა, რომელიც საჭიროა შეტევითი ან თუნდაც ფართომასშტაბიანი თავდაცვითი ოპერაციებისთვის, შეუძლებელი თუ არა, არაპრაქტიკულია, - ნათქვამია აშშ-ს ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშში. უკრაინა: რუსეთის ძალები ვეღარ გამოიყენებენ სარკინიგზო ხაზს, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ძალებისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი ხიდები, რომლებიც მძიმე ტექნიკის ან მარაგის გადასატანად გამოიყენებოდა. „გაიზარდა რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობა და დასავლეთ ხერსონში ტრანსპორტირებული ახალი მძიმე ტექნიკა აღარ შეინიშნება“, - აღნიშნავს ISW.
ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 20 ადამიანი, დაღუპულია ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა და შემდეგ აფეთქება მოხდა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველი მუშაობენ.
ერევანში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
სურმალუს სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა. მისივე თქმით, ამ წუთებში აფეთქების ადგილზე ხანძარია და სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს, შესაძლებელია ნანგრევების ქვეშ იყოს ხალხი მოყოლილი. წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარს აფეთქება მოჰყვა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა. შეგახსენებთ, ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა.
ეგვიპტის ეკლესიაში ხანძრისას სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა
Reuters-ის ცნობით, ეგვიპტის ეკლესიაში ხანძრისას სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, 45 დაშავდა. შემთხვევა ქალაქ გიზაში მოხდა. ხანძარმა ეკლესიის შესასვლელი ჩაკეტა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია. „გულწრფელად ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს. ეს ადამიანები ეკლესიაში სალოცავად იყვნენ მისულნი“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ. გიზა, ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქია.
იერუსალიმში სროლისას 8 ადამიანი, მათ შორის, ორსული დაიჭრა
იერუსალიმში, გოდების კედლის სიახლოვეს ავტობუსის მისამართოთ ცეცხლის გახსნის შემდეგ, რვა ადამიანი, მათ შორის, ხუთი ამერიკელი დაიჭრა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენი ექვსის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი დაჭრილი, ორსული იყო და გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის ცნობით, დედაც და ბავშვიც მძიმე მდგომარეობაში არიან. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველა ტერორისტულ აქტს და ქმედებებს, რომლებიც ამძაფრებს დაძაბულობას“, - განუცხადა ამერიკის საელჩოს სპიკერმა CNN-ს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირში მყოფნი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხს აგებენ.
უილიამ კორტნი: კრემლი მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიულ პროგრესს საფრთხედ მიიჩნევს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებით, კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. ამერიკელ დიპლომატს ამის თქმის საფუძველს ჯერ საქართველოში რუსეთის შეჭრა და შემდეგ, უკრაინაში მოსკოვის ინტერვენცია აძლევს. უილიამ კორტნის შეფასებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დასავლეთი დღეს უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. „ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-თან საუბრისას. „კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განუცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-ს.
პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიზნით, კონცეფციაზე მუშაობს
ევროკავშირში რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვის თაობაზე მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს. როგორც ცნობილია, ათასობით რუსი ტურისტი ფინეთს სატრანზიტო ქვეყანად იყენებს. ამ ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის. გერმანია და საფრანგეთი ანალოგიურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, ფინეთი, დანია და სლოვაკეთი კი, მხარს უჭერენ. პოლონეთის მიერ სტანდარტული ეროვნული ვიზის გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეჩერებულია. სავიზო კატეგორიის სხვა განაცხადები მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ. „პოლონეთი მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც საშულებას მოგვცემს, რუსებისთვის ვიზების გაცემა შევწყვიტოთ“, – განაცხადა პიოტრ ვავზიკმა. მისივე თქმით, ამჟამად ევროკავშირის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის. „დიდი წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები, წინააღმდეგნი არიან. იმის გამო, რომ შეუძლებელია ამ ქვეყნების წინააღმდეგობის დაძლევა, პოლონეთი მუშაობს ახალ გადაწყვეტაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა. მისივე თქმით, პოლონეთის დიპლომატია რამდენიმე კვირაა, ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან და ამ საკითხზე მსგავსი შეხედულება აქვთ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს. პოლონეთი რამდენიმე თვეა, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს არ გასცემს. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტულ ვიზებს აღარ გასცემენ. ლატვია რუსებს ახლა მხოლოდ ახლო ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში უშვებს. დმიტრო კულება ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ფინეთისა და ესტონეთის მთავრობის მეთაურებმა ცოტა ხნის წინ მოუწოდეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის. საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ჩატარებული კვლევით, ფინეთში მოსახლეობის 58%-ს აღარ სურს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს რუსებისთვის შენგენის ვიზების შეჩერების საკითხის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აგვისტოს ბოლოს, პრაღაში განიხილება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა.
თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად
თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად. დაკავებულია ბიჭის მეგობარიც, რომელიც გამოძიების ვერსიით, დანაშაულის ჩადენას უწყობდა ხელს. „2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. „დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა ( 34, 39 გრადუსი) შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მისივე ცნობით, 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.
ირანს ერაყთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თეირანს ერაყთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს. ნასირზადე ერაყის თავდაცვის უნივერსიტეტის უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების პრეზიდენტს, გენერალ-ლეიტენანტ საად მიჟერ მოჰსენ ალ-ალაკს შეხვდა. აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველყოფა მოითხოვს ორივე მხარის თანამშრომლობას, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს. ერაყულმა მხარემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში რეგიონის ყველა ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელი. ალ-ალაკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად ერაყს, ირანს, სირიასა და რუსეთს შორის ინფორმაციის გაცვლის ცენტრი შეიქმნა.
40-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედროები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან
მსოფლიოს ქვეყანები, მათ შორის, საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. შესაბამისი ტექსტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე განთავსდა. განცხადების ავტორების თქმით, რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების უხეში დარღვევაა. „რუსული სამხედრო ძალების არსებობა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს, შეასრულოს მისი უსაფრთხოების მანდატი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე”, - წერია განცხადებაში. ერთობლივი ტექსტი შემუშავებულია ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ევროკავშირის მიერ.
ლატვიის პრეზიდენტის ინიციტიავით, ქვეყანაში ცხოვრების უფლება უნდა გაუუქმდეთ უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსებს
ლატვიის პრეზიდენტი ეგილ ლევიტსი გამოდის ინიციატივით, რომ გადაიხედოს და გაუქმდეს ცხოვრების უფლება და ვიზები მათთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მისი თქმით, წინა მთავრობები „გაუმართლებლად ხელგაშლილები იყვნენ“ რუსეთის მოქალაქეთათვის ლატვიაში ცხოვრების უფლების მინიჭების თვალსაზრისით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოვიდა ამ პოლიტიკის რევიზიის დრო. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. მისივე თანახმად, გაზაფხულის მონაცემებით, ლატვიაში რუსეთის 50 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და 120 ათასამდე - მოქალაქეობის არმქონე სტატუსით. ლატვიაში 2010 წლიდან მოქმედებდა პროგრამა, რომლითაც რესპუბლიკაში ცხოვრების უფლების მოპოვება უძრავი ქონების მოპოვების ან სხვა ინვესტიციების სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. ქვეყანამ უცხოელებს საერთო ჯამში დროებით ცხოვრების 46 ათასზე მეტი უფლება გასცა. აქედან 10 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. მათმა ნახევარმა ცხოვრების უფლება ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის გზით მოიპოვა.
ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ყველა მეტროსადგურზე, მნიშვნელოვან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტზე, ყველა სავაჭრო ცენტრში, ზოოპარკში, ასევე, ეკლესიაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვის ძალების კოლექტიური ცენტრის კინოლოგიური და საინჟინრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დღეს ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა World Rugby მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს 31-14 მოუგო და ფინალში გავიდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი Facebook-ზე ავრცელებს. ფინალში საქართველო ურუგვაისა და გერმანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
კაპიტოლიუმის მახლობლად კაცი ავტომობილით ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი, ცეცხლი გახსნა - CBS
კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, აშშ-ის კაპიტოლიუმის მახლობლად, ბარიერს დაეჯახა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. პოლიციის ვარაუდით, კაცი თავდასხმას არ ისახავდა მიზნად. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჰაერში ისროდა. კაპიტოლიუმის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოება 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმის შემდეგ გაძლიერდა. პოლიციამ კომპლექსის ირგვლივ ბარიერები აღმართა, რომელიც ადგილზე კვირების განმავლობაში იდგა. ცნობისათვის, კონგრესის წევრები შვებულებაში არიან. 6 იანვრის შემდეგ, სხვა ინციდენტიც მოხდა. 2021 წლის აპრილში კაცი თავისი მანქანით უსაფრთხოების ბარიკადის მახლობლად მდგარ ოფიცრებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და მეორე დაჭრა. თავად 25 წლის ნოა გრინი კი, პოლიციამ მოკლა.
ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს დელეგაცია ჩავიდა. BBC-ს ცნობით, დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, რომელსაც დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს ორშაბათს შეხვდებიან. ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება. ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
აფეთქება ერევანში: დაღუპულია სამი ადამიანი
ერევანში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა დაღუპულია ორი ადამიანი 20 მოქალაქე დაკარგულად ითვლება სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვმა 60-ს მიაღწია. ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია 7 საათზე მეტია, მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ კიდევ არიან მოყოლილნი. 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 გამოკვლევის შედეგად გაწერეს. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა 5 წლის ბავშვი, რომელიც სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ენერგოდარის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
რუსმა ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ენერგოდარის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვისას კაცი ძაღლს ასეირნებდა. მოკლულია ძაღლიც. ქალაქის მერის თქმით, არაინ დაშავებულებიც. უფრო ადრე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ქალაქის ქუჩებში გამოსვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
ზელენსკი: ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რათა ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ
უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც იტყობინება, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე აქტიურად მუშაობს, რათა ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ „ვემზადებით აგვისტოს მეორე ნახევრის ძალიან აქტიური კვირებისთვის - მოლაპარაკებები, შეხვედრები, ყირიმის პლატფორმა, ახალი მიმართვები უცხოური საზოგადოებებისთვის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტივობა - ჩვენი ინიციატივით. ამ კვირაში გავაგრძელებ ჩვენი კავშირების გაფართოებას აფრიკის ქვეყნებთან და ლათინური ამერიკის რეგიონთან. ხვალ ევროპულ დონეზე მნიშვნელოვანი კონტაქტები შედგება. რამდენიმე დღეში კიევში სამუშაოდ ჩამოსული უცხო ქვეყნების ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გლობალურ პოლიტიკაში გარკვეული პაუზაა - აგვისტოა, უკრაინისთვის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, პაუზები არ ყოფილა და არც იქნება. ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რათა ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის შესახებ დისკუსია დღითიდღე ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამას შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს. ყველა ეს ველური აუცილებლად აგებს პასუხს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როცა ბოროტება ასეთ მასშტაბებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობას უტოლდება. და, ბოროტების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის უარყოფა მის ხელშეწყობას ნიშნავს. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ მის აგრესიას. სადაც არ უნდა იყოთ - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ისმოდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გაგრძელების და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „უკრაინა ყოველთვის სურს და სურდა მშვიდობა. რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დასრულება და უკრაინული მიწის ოკუპაციისგან გათავისუფლება სხვადასხვა მოლაპარაკების ფორმატებში არაერთხელ შევთავაზეთ. მაგრამ ჯერჯერობით, რუსეთს სჯერა ტერორის, თავისი პროპაგანდისტული ილუზიების მარწუხებში რჩება და მაინც იმედოვნებს, რომ რაღაცის მიღწევა სხვადასხვა სახის შანტაჟის გზით შესაძლებელია. თუმცა მინდა გითრათ, ეს ასე არ იქნება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, დაბომბვის ყველა შემთხვევას - სასტიკ დაბომბვას, რომელიც არცერთი დღე არ წყდება. სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონესა და ყველა ფრონტზე, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციაში. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, ეს ომი მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება. ყველამ უკრაინაში, ყველამ თავისუფალ სამყაროში უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა კიდევ უფრო დიდი ფასი გადაიხადონ რუსესთის სახელმწიფო ტერორისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინა: მომავალი კვირები ხერსონის რეგიონისთვის გადამწყვეტი იქნება
ხერსონის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა ავიაციის გამოყენება გააძლიერეს, გვიან ღამით უკანონო ჩხრეკა და დაკავება განაგრძეს, გაზარდეს ზეწოლა ჯანდაცვის მუშაკებსა და მასწავლებლებზე. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს წევრმა სერჰი ხლანმა განაცხადა. „როგორც ჩანს, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება ხერსონის რეგიონში, ოკუპანტები მოქალაქეებს აიძულებდნენ, მიეღოთ ხელფასი [რუსული] რუბლში და დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით“, - ამბობს სერჰი ხლანი. მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა 26-27 აგვისტოს, ჰენიჩესკში საგანმანათლებლო მუშაკებისთვის „სემინარი“ დანიშნეს, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის განათლების მინისტრი და სხვა „სტუმრები“ დაესწრებიან. ხლანის თქმით, რუსეთი თავისი პროპაგანდისტული მედიის საშუალებით, სიცრუის გავრცელებას განაგრძობს. ამ თემაზე წაიკითხეთ უკრაინამ ხერსონში სახმელეთო მარშრუტები გაანადგურა, რუსეთი თავის ჯარს საბრძოლო მასალით ვეღარ ამარაგებს - ISW