ძებნის რეზულტატი:

NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიან მიზნად რჩება

NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიანი მიზანია, მაგრამ მანამდე უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები მოკავშირეებისგან. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი იერმაკმა The Guardian-თან განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გრძელვადიანი მიზნად რჩება NATO-ში გაწევრიანება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთის ამჟამინდელი საომარი მოქმედებები ამას ართულებს.თუმცა იმავდროულად, ჩვენ გვჭირდება იურიდიულად სავალდებულო გარანტიები ჩვენი მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისა და ჩვენი ეკონომიკის დაცვისთვის“, - წერს იერმაკი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 73% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პუტინის დავალებით, დიმიტრი მედვედევი ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია და დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა.  მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სახელით გამართა შეხვედრა, რომელიც „მიეძღვნა პრიორიტეტულ ზომებს „რესპუბლიკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისივე თქმით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და სხვა პირები.

მიხეილ სარჯველაძე შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შესაძლო აკრძალვაზე: გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველი

„ევროკავშირის მიერ შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე მსჯელობის დაწყება და ცალკეული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმეს მიმოსვლა შეეზღუდება, დავუშვათ ეს გადაწყვეტილებაც რომ იყოს მიღებული, საქართველოს შემთხვევაში გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი, სპეციფიკური გარემოება - მილიონ ეთნიკურად ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ინფორმაციას, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხვდეს. სარჯველაძის აზრით, ევროპულ სახელმწოფოს მსგავსი გარემოება რომ ჰქონდეს - ეთნიკურად თავისი მოსახლეობის 1/4 რუსეთში ცხოვრობდეს და რუსეთის მოქალაქე იყოს, ამას მხედველობაში მიიღებდა. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს „საქართველოს ჰყავს დაახლოებით მილიონი ეთნიკურად ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან. ეს გარემოება რომ მხედველობაში არ იყოს მიღებული, მე არ მგონია, რომ ეს მართებული იყოს. ამ სპეციფიკური გარემოების მხედველობაში მიღებაც აუცილებელი იქნება ყველა შემთხვევაში. ჯერ ერთი, ეთნიკური ნიშნით ვერ აიკრძალება, მოქალაქეობის ნიშნით თუ აიკრძალება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ეს გახდეს პრობლემა 1 მილიონი ქართველისთვის საქართველოში ჩამოსვლა და აქ კავშირების შენარჩუნება“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკი დასავლეთს მოუწოდა, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს 10 აგვისტოს მიმართა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს.  აღსანიშნავია, რომ რიგ ქვეყნებს ხსენებული ზომა უკვე შემოღებული აქვთ. ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან ფინეთის პრემიერი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ

დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს ნორვეგიაც გზავნის

ნორვეგია დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში წვლილს შეიტანს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. „ნორვეგია დადებითად უყურებს ბრიტანეთის ინიციატივას დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის შესახებ. ჩვენ ინსტრუქტორებთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას ჯარისკაცების საბაზისო წვრთნებში“, - განაცხადა მინისტრმა. დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს დანიაც გზავნის. ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის 2022 წელს დანია უკრაინელი სამხედროების მომზადების მხარდასაჭერად $137,000 მილიონს გამოყოფს. მანამდე შვედეთმა და ფინეთმაც განაცხადეს, რომ თავიანთ ინსტრუქტორებს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ბრიტანეთში გაგზავნიან. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი დიდ ბრიტანეთში ივლისის დასაწყისში ჩავიდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია ფსკერს უფრო მიუახლოვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში არავის არასოდეს უცდია ატომური ელექტროსადგურის ინსტრუმენტალიზაცია, რათა საფრთხე გამოეწვია. „რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, არის ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული. დღეს უფრო მეტი რუსული ჭურვები დაფიქსირდა ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს. რუსეთი კიდევ ერთხელ მიდი ტერორიზმის გზით, სხვას არავის გამოუყენებია ატომური სადგური ასე აშკარად, რათა დაემუქროს მთელ მსოფლიოს და წამოაყენოს გარკვეული პირობები“, - აღნიშნა ზელენსკიმ აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

უკრაინის ოფიციალური პირი: უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას, 13000-მდე ბელორუსმა სამხედრომ მოაწერა ხელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი ჰრომოვმა განაცხადა, რომ 13000-მდე ბელორუსმა სამხედრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ. „ბელორუსის შეიარაღებული ძალების ექვსი ბატალიონი განლაგებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და ასრულებს ამოცანებს უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს ბელორუსის ჩართვას სრულმასშტაბიან ომში უკრაინის წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემებით, 13000-მდე აქტიურმა და ბელორუსის სპეცოპერაციების ძალების ყოფილმა სამხედროებმა, ისევე როგორც OMON-მა [სპეციალური დანიშნულების მობილურმა ქვედანაყოფმა] ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა უკრაინის ოფიციალურმა პირმა. ჰრომოვმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალების გარდა, რუსეთი იწვევს უცხოელ წარმომადგენლებს ბელორუსის საწვრთნელ პოლიგონზე. „3 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის, ვიეტნამის, უზბეკეთის, კამერუნის, ტაჯიკეთის, სირიის, ლაოსისა და მალის პირველი ჯგუფები  ჩავიდნენ მაჩულიშის აეროდრომზე (მინსკის რეგიონი). 8 აგვისტოს რიაზანის უმაღლესი სადესანტო სამეთაურო სკოლის პერსონალის გუნდი ნახეს. ეს ყველაფერი აგრესორის ე.წ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სურათის შესაქმნელად ხდება“, - განაცხადა ჰრომოვმა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი ამასთან, მისი თქმით, საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლების მთავარი მოტივი მატერიალური და ფინანსურია, მათ ქმედებებში კი, იდეოლოგიური კომპონენტი არ არის. „არავის სჯერა დენაციფიკაციის, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის. შიში და ფული სამხედრო ყოფნისთვის მთავარი ფაქტორია", - აღნიშნა ჰრომოვმა. NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და უკრაინაში მის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. ივლისში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა თავისი ქვეყნის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა. რუსეთის ჯარები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით შევიდნენ, მათ შორის სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ივლისში განაცხადა, რომ ბელორუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. უკრაინა ბელორუსის სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს  ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა.

ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია

ელექტროენერგიის ფასებმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გახანგრძლივებულმა სიცხემ ელექტროენერგიის ბაზრებზე ზეწოლა მოახდინა. წერს  Financial Times. შვედეთი საფრანგეთს უსწრებს და ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი ხდება გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში რესურსების დეფიციტია. გერმანიაში ელექტროენერგ 5%-ით გაიარდა და მეგავატსთ-ზე 452,50 ევროს მიაღწია, გასული წლის ფასსზე 5-ჯერ მეტია. მსგავსი კონტრაქტი საფრანგეთში 4%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად მეგავატსთ-ზე 600 ევროს გადააჭარბა. „ელექტროენერგიის ფასები დიდად არის დამოკიდებული გაზის ღირებულებაზე და იზრდება მთელი წლის განმავლობაში, რადგან გაზის ფასი ოთხჯერ მეტია. ზაფხულის ხანგრძლივმა სიცხემ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, შეაფერხა გამომუშავების სიმძლავრე და გაიზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. მაღალი ტემპერატურის გამო ქარის დაბალმა სიჩქარემ შეამცირა ქარის ენერგიის გამომუშავება და წყლის დაბალმა დონემ მდინარე რაინის გასწვრივ შეაჩერა ნახშირის მიწოდება გერმანიის ელექტროსადგურებში“, - აცხადებს უილიამ პეკი, ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი ICIS-ში. მისი თქმით, საფრანგეთში, სადაც მდინარეები ატომური ელექტროსადგურების გასაგრილებლად გამოიყენება, წყლის დაბალმა დონემ წარმოებაზე იმოქმედა. „საფრანგეთის ატომური ელექტროენერგიის სიმძლავრის ნახევარზე მეტი გათიშულია ტექნიკური მომსახურებისთვის“. გაერთიანებული სამეფო ელექტროენერგიის ნაწილს, ჩრდილოეთის ზღვიდან, ოფშორული ქარითა და გაზით გამოიმუშავებს. „თუმცა, ურთიერთდაკავშირებული ევროპული ელექტროქსელი ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის რეკორდული ფასები ევროპაში ასევე ზრდის ფასებს ბრიტანეთში“, აღნიშნა პეკმა.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის არმია შეტევას ცდილობდა ქალაქ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ

"რუსეთის არმია შეტევას ცდილობდა ქალაქ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ. რუსებმა უკან დაიხიეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის რუსებმა უკან დაიხიეს. ბრძოლა გრძელდება დასახლებულ პუნქტ პესკისთან და ასევე კოდემასთან. რუსეთის არმია ქალაქ ბახმუტს და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს ტანკებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან უხსნიდა ცეცხლს. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აღიარებენ, რომ მტერს გარკვეული წინსვლა ჰქონდა გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ავდეევკის მიმართულებითაც. ხარკოვის ოლქში კი რუსეთი კვლავ იყენებს რეაქტიულ არტილერიას", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯანმოს პრესსპიკერი: ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში

"ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისიმ განაცხადა, რითაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმებს გამოეხმაურა. “ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ გადაცემა ხდება ადამიანებიდან ადამიანებზე. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ დაინფიცირებისა და გავრცელებისგან თავის დასაცავად და არა თავდასხმები განახორციელონ ცხოველებზე“, - აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, სან-პაულოში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 10 მაიმუნი მოწამლეს, საიდანაც 7 მოკვდა. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ  1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს  

რუსეთმა მოლდოვიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა

მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მოლდოვადან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მიზეზები აქვს. „რუსეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები ადრეც დააწესა. მანამდე ეს რეგულარულად ხდებოდა ღვინოზე, ხილსა თუ ბოსტნეულზე. ამავდროულად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ხილ-ბოსტნეული კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე. პროდუქცია ექსპორტირებულია ევროკავშირის ბაზარზე, რომელსაც დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს“, - განაცხადა პოპესკუმ Moldova 1-ზე. 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Rosselkhoznadzor)მოლდოვის 31 რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში იმპორტზე შეზღუდვები გამოაცხადა. Rosselkhoznadzor-ი აცხადებს, რომ აკრძალვის მიზეზი, რომელიც ძალაში 15 აგვისტოს შევა, მოლდოვური ბოსტნეულისა და ხილის პარტიებში აღმოჩენილი მწერები და მავნებლები გახდა. აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზე და არ ვრცელდება, მაგალითად, დაკონსერვებულ ბოსტნეულზე, ხილზე ან ღვინოზე. რუსეთის სამსახურმა განაცხადა, რომ აკრძალვას არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ აკრძალვის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირმა გადასახადები და კვოტები მოლდოვადან შვიდი სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დროებით გააუქმა. ევროკავშირის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების ფონზე, მოლდოვის ეკონომიკას მხარი დაუჭიროს.   

ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა ახლად დანიშნულ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობის ეს ისტორია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.  

აშშ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, დემილიტარიზებული ზონის შექმნას ემხრობა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ნიუ-იორკში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აშშ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის ობიექტი რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს და ეს ადგილი დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.  გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ „აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას აღადგინოს განსაკუთრებული უსაფრთხოება და გარანტიები, რომლებიც მას ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა ობიექტზე. რუსეთმა თავად შექმნა რისკები სრულმასშტაბიანი შემოჭრით და მას შეუძლია ამ რისკების აღმოფხვრა ახლავე, თუ უკრაინას დატოვებს. აშშ იმეორებს, რომ IAEA-ს პერსონალისთვის წვდომის დაშვება მნიშვნელოვანია, რათა ზაპოროჟიეს ობიექტში ბირთვული უსაფრთხოების საკითხები გადაიჭრას, ისევე როგორც სხვა ბირთვულ ობიექტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.  „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.  

შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 გმირის ხსოვნას მიეძღვნა. „შეჯიბრებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენს შეეძლო. საპრიზო ადგილების მფლობელები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პრიზიორებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები. გარდა აღნიშნული სამი წონითი კატეგორიისა, შეჯიბრება გაიმართა აბსოლიტურ წონით კატეგორიაშიც. ამ წონითი კატეგორიის პრიზიორებსაც გადაეცათ ფულადი ჯილდოები. ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.  

მსოფლიოში ყავის მეოთხე მსხვილი მწარმოებელი Tchibo, რუსული ბიზნესიდან გავიდა

რუსული მედიის ცნობით, გერმანულმა კომპანია Tchibo GmbH, რომელიც ყავის მეოთხე მწარმოებელია მსოფლიოში, რუსული ბიზნესი დატოვა.  იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის თანახმად, ივლისში ჩიბო შპს Chibo CIS-ის მფლობელობიდან გავიდა.  გამოცემის წყაროს ცნობით, 2022 წლის ბოლომდე Cibo CIS-მა შეინარჩუნა Tchibo-სა და Davidoff-ის ყავის ბრენდების გამოყენების უფლება, რის შემდეგაც კომპანიამ ყავის მიწოდება ახალი ბრენდით უნდა დაიწყოს.  Tchibo GmbH, გერმანელ მეწარმეთა ჰერცის ოჯახს ეკუთვნის და გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და უნგრეთში ყავის უმსხვილესი მომწოდებელია. კომპანიის ბრუნვამ 2020 წელს 3,13 მილიარდი ევრო შეადგინა. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ათასზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი დატოვებენ რუსეთს ან შეზღუდავენ თავიანთ საქმიანობას ქვეყანაში.  

შვედეთმა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაუშვა

კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე შეხვედრის შედეგად, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის წარმოება დაუშვა. კოპენჰაგენში კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. შვედეთს, რომელმაც უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 120 ინსტრუქტორი უზრუნველყო, უკრაინისთვის იარაღის დამზადება შეუძლია. „სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე მიუთითეს, რომ მათ შეუძლიათ, დაეხმარონ იარაღის წარმოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოო ხაზების გამოყენებაზე სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინას შეიძლება, პირდაპირ მივაწოდოთ“, - ამბობს პიტერ ჰულტკვისტი. მანამდე შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში მონაწილეობენ.  

უკრაინის გენშტაბი: უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყების დღიდან რუსეთის 43 200 ჯარისკაცი მოკლეს

"უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყების დღიდან რუსეთის 43 200 ჯარისკაცი მოკლეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 849 ტანკს, 4 108 ჯავშანმანქანას, 977 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3021 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 778 უპილოტო საფრენ აპარატს, 90 ერთეულ სპეცტექნიკას, 185 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების 374,62 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა

ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. „გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძემ. ამასთან, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  

რა ზარალი მიადგა რუსუთის ფედერაციას, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება,  $650-$850 მილიონია. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ.  რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები: დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია

"მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომელიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას - დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა.   პრემიერმა დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცხრა საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება „ძლევაი საკვირველი“, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა.   „დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.