ძებნის რეზულტატი:

უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით

უკრაინა ემზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, განიხილება მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობაც. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს. „ჩვენ ყველას გვინახავს რუსული ჯარების მიერ ელექტროსადგურების დაბომბვა. ეს საშინელებაა. სადგურზე ბოლო თავდასხმების შემდეგ დავრწმუნდით, რომ მათთვის შემაკავებელი საშუალებები არ არსებობს", - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი. აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს დენის მონასტირსკის თქმით, „ამჟამად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური ადეკვატურად არ კონტროლდება და სადგური „არამხოლოდ მტრის, არამედ, გამოუცდელი სპეციალისტების ხელშია, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ტრაგედიის დაშვება“. შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა დაბომბვაში ადანაშაულებს. გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

მომავალ შაბათ-კვირას თბილისის მეტროს პირველი ხაზი სრულად არ იმუშავებს

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები ზონალური სქემით იმოძრავებენ. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაო იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ. „მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - იტყობინება კომპანია. მეტროსადგური „გოცირიძე“ 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა, რასაც დავთანხმდით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  11 აგვისტოს განაცხადა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება. თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პოდოლიაკის თქმით, აფეთქებებს ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთსა და ბელორუსში შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები აწყობენ

რიგი აფეთქებები რუსეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ დონეცსა და ბელორუსის „ზიაბრივკას“ აეროდრომზე შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული პროვოკაციების შედეგი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ, შეეცადონ საზოგადოების განწყობის მობილიზებას გარკვეული გზით, რადგან ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს და ბრძოლის სურვილს ბევრი არ გამოთქვამს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა. ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. შეგახსენებთ, სამშაბათს ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ავიაბაზაზე აფეთქების შემდეგ, New York Times-მა და Washington Post-მა წყაროებად ანონიმურობის პირობოთ მოიყვანეს ოფიციალური პირები, რომ აფეთქებაზე უკრაინული ძალები არიან პასუხისმგებელნი. კიევის მთავრობამ, თავის მხრივ, უარი ოფიციალურად განაცხადა, დაეზუსტებინა, იდგა თუ არა აფეთქებების უკან. ამასთან, საგულისხმოა, რომ Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება არა რეანიმაციულ, არამედ თერაპიულ განყოფილებაში - არ შიმშილობს

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება არა რეანიმაციულ, არამედ თერაპიულ განყოფილებაში - არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა. "მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- განაცხადა ბრეგაძემ. მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა

შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. გერმანული მხარე პრეზიდენტის უკრაინის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდგუზენმა უკრაინულ მეიასთან ინტერვიუში განაცხადა. კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. „ჩემი კოლეგები გერმანიაში ამაზე მუშაობენ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მე სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ფედერალური პრეზიდენტის შტაინმაიერის უწყებაში და მასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ეს ვიზიტი შედგება“, - განაცხადა ანკა ფელდგუზენმა.

გერმანიის ელჩი: იარაღის ჩამონათვალი, რომელიც უკვე მივაწოდეთ და ჯერ კიდევ უნდა მივაწოდოთ უკრაინას, შთამბეჭდავია

გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რადგან გერმანიის მთავრობა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და საკითხს უკრაინელ პარტნიორებთან განიხილავს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდგუზენმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყანა იყო, არის და იქნება უკრაინის ყველაზე სანდო პარტნიორი. ჩვენ 2014 წლიდან ვეხმარებით ყველა სექტორში, გარდა იარაღისა, მაგრამ ამას ვაკეთებთ ახლა. ინტერვიუს წინ გადავხედე იმ იარაღის ჩამონათვალს, რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ და ჯერ კიდევ უნდა მივაწოდოთ - ეს ფაქტობრივად, შთამბეჭდავი მონაცემებია, თუ გახსოვთ, 24 თებერვლამდე ჩვენ ვამბობდით, რომ ამას პრინციპში არასდროს გავაკეთებდით“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს. გერმანიის მიერ უკრაინაში დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარება მოიცავს: 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს; 500 „სტინგერს", 10 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცას, 2700 პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემას; ასევე, ანტიდრონის მოწყობილობებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა იარაღს.  

ილია დარჩიაშვილი: განსაკუთრებით ვაფასებთ, იმ ურთიერთობებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება საქართველოსა და აშშ-ს შორის

განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან იმ ურთიერთობებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენი სამინისტროს, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს პარტნიორთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყოველდღიურ რეჟიმში, ერთი მხრივ, ვიმუშაოთ ძალიან ახლოს, ხოლო მეორე მხრივ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ჩამოგვიყალიბდა წლების განმავლობაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან არის განსაკუთრებულად ღირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, რომელიც არის საწინდარი ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.  

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერატიული ძალების საველე სწავლება ჩატარდა

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერატიული ძალების საველე სწავლება ჩატარდა. სწავლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრო. უწყების განცხადებით, საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა, რასაც სწავლების მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს. საველე სწავლებაში მონაწილეობდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 70-მდე წარმომადგენელი. სწავლებისას გამოიყენებოდა UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი, 4 ერთეული “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანა და 1 ერთეული სამედიცინო ჯავშანმანქანა “მგელი”. სუს-ის ცნობით, საველე სწავლებას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი. სწავლების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ჯავშანტექნიკა და გამნაღმველთა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს. საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სწავლება მაღალ დონეზე შეაფასეს. საწვრთნელ ოპერაციას ესწრებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის წევრები.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა. „ფლოტის საზღვაო საავიაციო შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ინციდენტი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუს სამხედროებს, საფრთხის აღქმას გადახედონ“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე. თუმცა აღნიშნავენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვა წარმოადგენს ავიაციის საერთო ფლოტის უმნიშვნელო ნაწილს, რომელსაც რუსეთი ამ ომში ფლობს. „საკი ძირითადად გამოიყენებოდა რუსეთის საზღვაო ფლოტის შავი ზღვის ფლოტის თვითმფრინავების ბაზად“, - განმარტეს სამინისტროში. როგორც ცნობილია, ყირიმის საოკუპაციო „ხელისუფლებამ“ 9 აგვისტოს დაადასტურა აფეთქებები ნოვოფედორივკას რაიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროდრომზე „საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა“. ასევე ნახეთ რა ზარალი მიადგა რუსუთის ფედერაციას, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ  

აშშ-ის დაზვერვა: შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ რუსების მსხვერპლი ექვს თვეზე ნაკლებ დროში 70-80 000 ჯარისკაცს შეადგენს

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსების მსხვერპლი ექვს თვეზე ნაკლებ დროში 70-80 000 ჯარისკაცს შეადგენს, - ინფორმაციას აშშ-ის დაზვერვისა და სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყების დღიდან რუსეთის 43 200 ჯარისკაცი მოკლეს „ვფიქრობ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსების მსხვერპლი ექვს თვეზე ნაკლებ დროში 70-80 000 ჯარისკაცს შეადგენს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა, რომელმაც მსხვერპლში როგორც დაღუპულები, ასევე დაშავებულები იგულისხმა. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

„ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია“, - ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ გაუცხადა, რითაც გამოეხმაურა Reuters-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „ვინაიდან აქ პირდაპირი მილსადენი არ არის, ყაზახეთიდან კონტეინერებით უნდა ჩამოვიდეს ნავთობი ბაქოში. შემდეგ, ბაქოდან ორი მიმართულებით წავა: „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით. პირველ და მეორე ნავთობსადენსაც აქვს დაახლოებით 20%-იანი რეზერვი, რომ ნედლეულის დამატებითი რაოდენობა გაატაროს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადასაზიდად, აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით, ინფრასტრუქტურა მზადაა, ბუნებრივია, საქართველოც მიიღებს სარგებელს“, - აცხადებს არაბიძე. 27 ივლისს საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტისას რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. მათ შორის ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით. „რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - განაცხადა 15 ივლისს ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადაზიდვის მეორე ალტერნატივად, „საქართველოს რკინიგზას“ განიხილავს. „მეორე ვარიანტია ყაზახეთის ნავთობპროდუქტების „საქართველოს რკინიგზით“ გადატანა. სქემა ასეთია - ნავთობპროდუქტები ყაზახეთის რკინიგზით ჩადის ბაქოში, შემდეგ ბაქოდან „საქართველოს რკინიგზის“ გავლით ევროპისკენ მიემართება. ეს ძირითადად „ბაქო-სუფსის“ მიმართულებიდან უნდა მოხდეს“, - აცხადებს გია არაბიძე Europetime-თან. Reuters-ის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარესთან ხელშეკრულება ყაზახური ნავთობის გადაზიდვის შესახებ აგვისტოს ბოლოს უნდა გაფორმდეს, ხოლო ნედლეულის გადაქაჩვა „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის" მილსადენით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. თუმცა გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის ნავთობის გარკვეული მოცულობები „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გადაზიდა. ამას გასულ კვირას „საქართველოს რკინიგზის “ მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს. 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი, შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა. გია არაბიძე მიიჩნევს, რომ „ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით, ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. „ესაა რეალური სქემა და მისი შესრულება შესაძლებელია. მთავარია ნავთობპროდუქტები ჩამოვიდეს ბაქოში, საიდანაც მისი გამოტანის საშუალება არსებობს. ესაა სწრაფი და იოლი გზა შუა აზიის ენერგორესურსების გადმოსაზიდად“. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. ცნობილია, რომ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არ გამორიცხავს, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკითხზე, ივლისში მომხდარი ინციდენტის გამო, ყაზახეთმა ახალი პროექტების განხორციელება გადაწყვიტოს. „ნოვოროსიისკის“ მარშრუტი ყაზახეთისთვის საიმედო აღარ არის. პირველ ეტაპზე მოხდება ყაზახეთის ნავთობპროდუტების „საქართველოს რკინიგზის“, „თბილისი ბაქო ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა. ყაზახეთის რესურსებიდან გამომდინარე აუცილებლად დაიწყება ფიქრი იმაზე, რომ პირდაპირი მილსადენი აშენდეს და შეუერთდეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ნავთობსადენს, რომლის გაძლიერებაც მისი გამტარუნარიანობიდან გამომდინარე შესაძლებელია. რაც შეეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გაზის ტრანზიტს, როგორც თურქმენეთის ასევე ყაზახეთის შემთხვევაში, აუცილებლად ასაშენებელია ახალო გაზსადენი, რომელიც კასპიის ზღვაზე გაივლის“, - აღნიშნა არაბიძემ.  

ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების წინადადებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები უმაღლეს რადას გაუგზავნა. როგორც უკრაინული მედია წერს, წინასწარი ინფორმაციით, საუბარია საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივებაზე, თუმცა ვადები ოფიციალურად ჯერ არ არის ცნობილი. ამ წინადადებას უკრაინის პარლამენტი სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში განიხილავს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სომხეთის თხოვნით საქართველო, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად, საზღვაო ტრანსპორტს განიხილავს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტება

რატომ იწყება საბორნე მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის, ამ საკითხზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.  სააგენტოს ცნობით, სომხეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტი განიხილოს.  სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს  „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია.   სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას. ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.   სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის - „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ  ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“, - ნათქვამია საზღვაო სააგენტოს განცხადებაში.   12 აგვისტოს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მედიასთან განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყოს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს, სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე ელაპარაკა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.   რომის პაპმა უკრაინის ელჩთან კიევში შესაძლო ვიზიტი განიხილა „ვესაუბრე პონტიფიკოსს. მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და სასტიკი დანაშაულების შესახებ უკრაინაში. ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ის ლოცულობს უკრაინისთვის. ჩვენს ხალხს სჭირდება მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა, რომლებმაც მსოფლიოს უნდა უთხრან სიმართლე იმ საშინელებებზე, რაც აგრესორმა უკრაინაში ჩაიდინა“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.  რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს მანამდე ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა.   

მონტენეგროში სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

მონტენეგროში, ქალაქ ცეტინში კაცმა გამვლელებს იარაღიდან ესროლა.  მედიის მონაცემებით, სროლის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაღუპა, ხოლო 6 ადამიანი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.  ცნობილია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელი თავის არეში დაიჭრა, სულ მცირე ორი ადამიანი - მოხუცი ქალი და კაცი - მონტენეგროს კლინიკურ ცენტრში გადაიყვანეს. პორტალ In4s-ის ცნობით, თავდამსხმელი დაიღუპა. ის 34 წლის ადგილობრივი მცხოვრები, ვუჩკო ბორილოვიჩია. სროლის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური ჩხუბი გახდა.  

ევროკავშირმა უკრაინას სახელმწიფო საზღვრის დასაცავად ოთხი კატერი გადასცა

ბელგოროდ-დნესტრის მესაზღვრეების რაზმს, ევროკვშირის ეგიდით, 2,2 მილიონი გრივნის ღირებულების ოთხი კატერი UMS – 425CC გადაეცა.   კატერში ოთხკაციანი ეკიპაჟი ეტევა, რომელიც სამაშველო ჟილეტებითა და ექო ხმის სიგნალითაა აღჭურვილი. როგორც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, 2021 წელს, ამავე პროექტის ფარგლებში, მესაზღვრეებმა მიიღეს ორი კატარღა UMS-545DC და UMS-425CC, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის დაცვაში „მაღალი საიმედოობა გამოიჩინეს“.  

ესპანეთში, ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ  ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო.   ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე - მზის პანელებზე აკეთებს.  Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს. მოსალოდნელია, რომ მზის ელექტროსადგური გააძლიერებს წარმოებას და სრულ სიმძლავრეს მომდევნო თვეში მიაღწევს. თუმცა, Bloomberg აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც კი ელექტროენერგიის ფასების შემცირება იქნება შესაძლებელი. 2030 წლისთვის ესპანეთი, ქვეყანაში მთელი ენერგიის თითქმის 75%-ის წარმოებას, ალტერნატიული ენერგიის წყაროების საშუალებით გეგმავს. ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ია.    

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანნო პევკურმა განაცხადა. „ბალტიის ზღვა NATO-ს შიდა ზღვა გახდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს შეუერთდებიან. ვითარება შეიცვლება“,- განაცხადა მინისტრმა. „ჩვენ უნდა მოვახდინოთ სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირება. ესტონური და ფინური რაკეტების ფრენის სიგრძე ფინეთის ყურეს სიგანეს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და ერთმანეთს ყველანაირ ინფორმაციას გავუზიარებთ“,- აღნიშნა პევკურმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს უჭრს.  ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს „ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვა, ეფექტური ზომა იქნებოდა“, - ამის შესახებ იან ლიპავსკიმ გამოცემა Novinky-თან ინტერვუში განაცახდა.  ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ამ თემას აგვისტოში, პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დააყენებს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი ცნობისთვის, ჩეხეთს ახლა ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსი აქვს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.