ძებნის რეზულტატი:
მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტმა გაავრცელა. ცნობილი მწერალი, სალმან რუშდი ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლამდე ცივი იარაღით დაჭრეს მათი თქმით, რუშდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს. "სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს", - განაცხადა აგენტმა. ცნობისთვის, 75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ. ამასთან, მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო, მომდევნო რამდენიმე წელი ის მიმალვაში ცხოვრობდა.
ესპანეთში, მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულთაგან სამმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 14 ადამიანს კი ნაკლები სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. „ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც დღეს მოხდა“,- ვკითხულობთ ფესტივალის ორგანიზატორების გაცხადებაში. ამასთან, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Medusa-ზე, სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანებაც ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინულ პორტში მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტისთვის ჩასული გემი ჩამოდგა
უკრაინაში, „პივდენეს“ პორტში ჩამოდგა აფრიკული გემი, რომელიც, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის პირველ პარტიას გაიტანს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. „სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. ძალიან მალე, უკრაინული მარცვლეული ეთიოპიას მიეწოდება“, - დაწერა Twitter-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ცნობილია, რა მოცულობის გაზს აწვდის „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით
რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით, ტრანზიტით დღე-ღამეში 41,4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის რუსულ გაზს აწვდის უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით „სუჯას“ მილსადენით. 1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის 13 აგვისტოს მდგომარეობით დღე-ღამეში უკრაინის გავლით, ევროპაში 41,4 მილიონ კუბური მეტრი გაზი ტრანსპორტირდა. „გაზპრომის“ ცნობით, „სოხანოვკას“ გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე უკრაინული მხარის განაცხადი უარყოფილია.
ევროკავშირის ანგარიში: შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები
ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. „2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. ევროკავშირი აგრძელებდა საქართველოს გვერდში დგომას და უპრეცედენტო და არსებით ზომებს ახორციელებდა საქართველოს დასახმარებლად COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სანიტარიულ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის შესახებ კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხების იქნება გადაწყვეტილი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ევროკავშირი ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები აიღოს. 33 განახლებული და სერიოზული ვალდებულება დემოკრატიული კონსოლიდაციისა, სასამართლო რეფორმებისა და ქმედებებისა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება. ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. შრომის ინსპექციის დამატებითი თანამშრომლებით უზრუნველყოფა და გაფართოებული მანდატი ქმნის შესაძლებლობას გაძლიერდეს ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით. სტრუქტურული რეფორმები გადამწყვეტი რჩება, რადგანაც მათი საშუალებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება საგარეო მოვლენებთან და შოკებთან მიმართებით, და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი უმჯობესდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მრავალწლიანი ინდიკატიური პროგრამის მიერ შემოთავაზებულია შესანიშნავი ჩარჩოები ასეთი წინსვლის მისაღწევად“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. ის ხელს უწყობს პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, საერთო ღირებულებების პატივისცემას; შეთანხმება ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ახლოვდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მიერ 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღება. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს „მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად არიან. ახლაც კლინიკაში იმყოფებიან. ქალბატონს ტერფი ჰქონდა მოტეხილი და თაბაშირის ნახვევი დავადეთ, ნორმალურად არის, რენტგენი გადავუღეთ, გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, რამდენიმე ნეკნი აქვს მოტეხილი, თუმცა ორივე სტაბილურად არის, ოპერაციას, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა, ავთანდილ გვალიამ განაცხადა. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო
ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა. ჯოზეფ ბორელმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველომ უკან დაიხია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის ანგარიში: შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები „საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა. ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით „მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები - ევროკავშირის ანგარიში დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - განაცხადა ვარჰეიმ. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ევროკავშირი: 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა
ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. „საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. უფრო მეტიც, 2021 წელს, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით კარგი საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტების რეალიზებისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავცელებს. „არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები“, - ნათქვამია ცესკოს განცახდებაში. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.
ევროკავშირის ანგარიში: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის
ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ამის შესახებ საუბარია ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. ამასთან, შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები. ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ანგარიშის თანახმად, მთავრობის თავდაპირველ განზრახვას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წელს წარედგინა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის და უსაფრთხოებისთვის მისი შედეგების კონტექსტში ბიძგი მიეცა. „2021 წელს დიდი პოლიტიკური მოვლენები და საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავება აღინიშნებოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური შედეგები 2021 წლის პირველ თვეებში გრძელდებოდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებების ოფისის (ოდირის)4 არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენეს და მანდატების აღებაზე უარი განაცხადეს. 2021 წლის 19 აპრილის პარტიების ჩართულობით მიღწეულმა პოლიტიკურმა შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით ფასილიტაციისა და მედიაციის ძალისხმევის კულმინაციას წარმოადგენდა, ოპოზიციის ბოიკოტი დაასრულა და ძირითადი რეფორმების წინ წაწევის საერთო გზა გამოკვეთა. შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ძალაუფლების განაწილებას და 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, თუ მმართველი პარტია 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 43%-ს არ მიიღებდა. შეთანხმებას თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პარლამენტის წევრმა ხელი მოაწერა. თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან 2021 წლის ივლისში გავიდა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ნაციონალური მოძრაობა) შეთანხმებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ შეუერთდა. შეთანხმების ძირითადი ნაწილები - განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში - ამ ანგარიშის დაწერის დროს კვლავ შეუსრულებელი რჩება“. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვაზე მოწოდებებს შეუერთდა
მას შემდეგ, რაც ესტონეთმა შენგენის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ლიეტუვამ განაცხადა, რომ აფასებს მეზობლის გადაწყვეტილებას და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს უერთდება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ის ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული. „ლიეტუვა თანმიმდევრულად გამოდის აგრესიული სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით და მხარს უჭერს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე მოქმედებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაროსლავ ნადმა უკრაინისთვის ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცის Zuzana 2-ის გადაცემა დაადასტურა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ „სლოვაკეთი ეხმარება უკრაინას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვაში. მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ უკრაინას ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 გადავეცით. ჰაუბიცები უკვე უკრაინელი სამხედროების ხელშია და მიმდინარეობს იარაღის მომზადება რუსული აგრესიისგან თავდასაცავად“, - წერს ნადი Twitter-ზე. სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაოფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს. „მხოლოდ ბოლო 20 წელია, ჩვენი ქვეყანა იარაღის იმპორტიორების რიგებში აღარ არის. თურქეთი იარაღის წარმოებისა და მიწოდების კუთხით მსოფლიო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა“, - ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, თურქეთის პროვინცია ჩორუმში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სფეროში თურქეთის იმპორტდამოკიდებულება 21 წლის მინიმუმზეა. „ჩვენი ძალისხმევა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვის სექტორით. ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. მაშინ, როცა ევროპელები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი მომავალი ზამთრის გამო, თურქეთი დგამს სტრატეგიულ ნაბიჯებს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მან ყურადღება გაამახვილა შავ და ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის წყლებში საძიებო და ბურღვით სამუშაოებზე. „მჯერა, რომ საბურღი გემი „აბდულჰამიდ ჰანი“, რომელიც ამჟამად ახორციელებს საძიებო სამუშაოებს ხმელთაშუა ზღვაში, არანაკლებ გაგვახარებს, ვიდრე შავ ზღვაში 540 მილიარდი კუბური მეტრის მარაგის მქონე გაზის საბადოს აღმოჩენის ამბავი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „შიდა საბადოებიდან გაზის წყალობით თურქეთი კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა ერდოღანმა.
რუს ოლიგარქ აბრამოვიჩის Eclipse-მა თურქეთის სანაპიროსთან ღუზა ჩაუშვა
რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის რომან აბრამოვიჩის Eclipse-მა, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საკურორტო რაიონში, მარმარისში ღუზა ჩაუშვა. რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News 164 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის იახტას ექვსი სართული აქვს, ასევე აუზი და შვეულმფრენის მოედანი, ასევე საშუალო ზომის წყალქვეშა აპარატი. რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა მარმარისის მცხოვრებნი და სტუმრები აბრამოვიჩის კუთვნილ იახტასთან ფოტოებს იღებენ. 2010 წელს Eclipse-ს ღირებულება 340 მილიონ ევროს შეადგენდა. ლუქსის კლასის იახტა, თურქეთის ერთი კვირაა რაც თურქეთის სანაპიროზე ფიქსირდება. მანამდე Eclipse ალჟირის სანაპიროსთან დაფიქსირდა. აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი. ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს. bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა
ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს
ფინეთის ხელისუფლება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდისთვის ემზადება. ამის შესახებ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცახდა. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა მისი თქმით, ფინეთის ხელისულრბა უკვე ჩამოყალიბდა, თუ რა ფორმით შეაჩერებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას. „პრაქტიკაში, ეს [შეზღუდვა] ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ტურისტულ ვიზის ასაღებად შესაბამის უწყებას ორშაბათს, ხოლო სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეგიძლიათ წარადგინოთ საბუთები ოჯახური მდგომარეობის შესაბამისი, სწავლის, სამუშაო ან სხვა ტიპის ვიზის მისაღებად," - განმარტა ჰაავისტომ. მისი თქმით, ინოვაციები მნიშვნელოვნად შეანელებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას და ისინი ეროვნულ დონეზე განხორციელდება. მისი თქმით, ამ გზით ფინეთს თავად შეუძლია შეზღუდოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ამასთან, ჰაავისტომ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეები ფინეთის საზღვრის გადაკვეთას, სხვა ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზით მაინც შეძლებენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
დმიტრო კულება: ევროპაში ტურიზმის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ, საჩივრით კრემლს მიმართონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან, ურჩევს პრეტენზიები კრემლისკენ მიმართონ. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა „ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით მიმართონ კრემლს და მათი თანამემამულეებიდან ომის მომხრე 70%-ზე მეტს. არავინ ითხოვს იმ რამდენიმე რუსისთვის აკრძალვას, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს“,-წერს კულება Twitter-ზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ოზურგეთში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა
ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ოზურგეთში, ქალის მკვლელობისთვის, ყოფილი ქმარი დააკავეს „შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ბრალდებულმა, ქ. ოზურგეთში, სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც შერიგებისა და თანაცხოვრების ერთად გაგრძელების თაობაზე მოუხდა კამათი, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ბრალდებული დაზარალებულს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის და სისტემატური შეურაცხყოფისთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018, 2020 და 2021 წლების განაჩენებით იყო მსჯავრდებული. სამივე საქმეზე პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, საქმეები არსებითი განხილვით დასრულდა და აღნიშნულ საქმეებზე, ბრალდებულს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, დაზარალებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისთვის 2018 და 2021 წლებში მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები. აქვე აღსანიშნავია, რომ ი.ტ.-ს მიერ ბოლო სასჯელის მოხდის შემდგომ, კერძოდ, 21 აპრილს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, მკვლელობის ჩადენამდე, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ რაიმე საჩივრით სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. ი.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”,- აღნიშნავენ პროკურატურაში. მათივე ცნობით, გარდაცვლილის მცირეწლოვან შვილთან, საგამოძიებო ორგანოების ჩართულობით მუშაობენ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. „ დაზარალებულის გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ფსიქოლოგის მონაწილეობით ჩატარდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქვე, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა, დაზარალებულებში ნიჰილიზმი გააჩინოს, რასაც შედეგად მსხვერპლის მხრიდან მოძალადის მხილების და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვისგან თავშეკავება მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს დაზარალებულის მხრიდან ნდობა სამართალდამცავი უწყებებისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს და მართლმსაჯულება აღსრულდეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება
„ამ დროისთვის, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში არ არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანთან, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის გადაზიდვის საკითხი უნდა განვიხილოთ“, - ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „სამინისტროში, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებისთვის გეგმა არ დევს. მე გავეცანი ამ სიახლეს და რეალურად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაპირებთ, ხელი მოაწეროთ რაიმე სახის ნავთობის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას [BTC-ის მეშვეობით]. ასეთი ტექნიკური საკითხები ეროვნული კომპანიების დონეზე განიხილება, რადგან დგას ასეთი ამოცანა. მაგრამ არ მიდის საუბარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, სექტემბრიდან ნავთობის გადაზიდვაზე, როგორც ეს იყო ნათქვამი“, - განაცხადა აკჩაკულოვმა ატირაუში გამართულ ბრიფინგზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს მინისტრმა განმარტა, რომ შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვაზე მოლაპარაკებები ნაციონალური კომპანიების დონეზე მიდის, თუმცა „ცალსახაა, რომ ეს საკითხი ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს“. ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
სლოვაკეთი უკრაინისთვის „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს
სლოვაკეთი უკრაინისთვის ქვეყნის მფლობელობაში არსებული „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, მარტინა კოვალკაშიკოვამ განაცხადა. „ჩვენი ინტერესია, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინაში გაიგზავნოს. შესაბამისად, შესაძლებელია ისეთი სცენარიც, რომ სლოვაკეთი უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდის და ევროკავშირისგან მიიღებს მათი ღირებულების საფასურს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის”, – განაცხადა პრესმდივანმა. კოვალკაშიკოვას ავიაგამანადგურებლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც რუსული BBC წერს, სლოვაკეთის განკარგულებაშია 12-მდე „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებელი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.