ძებნის რეზულტატი:
უკრაინის დაზვერვა: „ვაგნერის“ ქვედანაყოფს საზარბაზნე ხორცად იყენებენ
სამხედრო ქვედანაყოფი „ვაგნერი“ არ არის ელიტარული ერთეული, მაგრამ პუტინის ფაშისტური რეჟიმის იარაღად იქცა.ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. „სამხედრო ქვედანაყოფი „ვაგნერი“ არ არის კერძო სამხედრო კომპანია, არამედ კრემლის ინსტრუმენტია, რომელიც პუტინის რეჟიმის ბრძანებით მუშაობს. „ვაგნერი“ ჩაფიქრებული იყო როგორც გარკვეული ელიტური დანაყოფი. დღეს ელიტარულობისგან ნამდვილად აღარაფერი დარჩა, ეს მითი განადგურდა. ანუ ვხედავთ იმას, რასაც ქვემეხის საკვებად იყენებენ. ეს არის ჭეშმარიტად ფაშისტური რეჟიმი და ვაგნერის ქვედანაყოფი არის აბსოლუტურად ფაშისტური ინსტრუმენტი“, - თქვა იუსოვმა. მან ასევე გაიხსენა, რომ აივ და ჰეპატიტით დაავადებულ რუს პატიმრებს სამაჯურები აქვთ და ჯარში „ქვემეხების საკვებად“ იყენებენ. როგორც Ukrinform იტყობინება, 25 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიწყო რუსეთის ციხეებში სერიოზული ინფექციური დაავადებებით დაავადებული პატიმრებით მასობრივად დაკომპლექტება.
უნგრეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
რუსეთისა და ბელორუსის ელჩებს ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება აუკრძალეს
რუსეთის და ბელორუსის ელჩები ნობელის პრემიის წლევანდელ ცერემონიას ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ ნობელის ფონდმა განაცხადა. „რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ნობელის ფონდმა არჩია, არ მოიწვიონ რუსეთისა და ბელორუსის ელჩები სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს არის დაგეგმილი.
პაპუაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: კარგი შესაძლებლობა იყო, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები გვეჩვენებინა
„ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს გამოცდილება რუსული აგრესიასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით სამიტის მონაწილეებისათვის გაეზიარებინა. „პლატფორმის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ სხვა მონაწილეებთან ერთად, დაახლოებით 30 პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ამ სამიტზე, სიტყვით მიგვემართა მონაწილეებისთვის და მიგვემართა ჩვენ, როგორც საქართველოს, რომელსაც რამდენჯერმე აქვს გამოცდილი რუსული აგრესია და დღესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის რუსეთის მხრიდან ოკუპაციების ქვეშ. ზელენსკი: ყირიმის პლატფორმამ ბიძგი უნდა მისცეს სხვა პლატფორმების ამოქმედებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის დეოკუპაციასაც ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო სამიტის მონაწილეებისთვისაც და შესაბამისად, რეაქციებიც შემდეგ შესაბამისი გვქონდა, ვინაიდან ის სამი საკითხი, რომელიც გამოსვლაში მქონდა, ომის დანაშაულების დოკუმენტირება, საერთაშორისო სოლიდარობა და საერთაშორისო სამართლის საბაზისო ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, არის ის სამი საკითხი, რომელიც მნიშნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი აგრესიები ერთი მხრივ შეწყდეს, მეორე მხრივ, აღარ განმეორდეს. ეს არის ქვაკუთხედი, იმ მშვიდობისა, რომელსაც ჩვენი რეგიონი მიესწრაფვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში ხორვატიაში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იმყოფებოდნენ. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკი დაპატიმრების საფრთხის გამო, რუსეთიდან გაიქცა
ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რუსეთი 25-26 ოქტომბრის ღამეს დატოვა, იუწყება TASS სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტის დაკავების თაობაზე, სამართალდამცავებს გამომძიებლის ბრძანება ჰქონდათ, თუმცა მან „გაქცევა მოახერხა". ქსენია სობჩაკი ლიეტუვაში, ბელორუსის გავლით შევიდა, აღნიშნავს გამოცემა. მანამდე, TASS-ის ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტის ქმედებებში, სახელმწიფო ძალაუფლების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე დაინახა. შედეგად, სამართალდამცველებმა, მის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით მასალები გადაუგზავნეს. 25 ოქტომბერს ცნობილი გახდა სობჩაკის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაკავების შესახებ. გამომძიებლების თქმით, ის „ნეგატიური ინფორმაციის არ გამოქვეყნებისთვის, ფულის გამოძალვის ბრალდებით“ დააკავეს. 26 ოქტომბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მახლობლად, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ანტიკორუფციული ბიურო იქმნება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით, ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენას მხარი დაუჭირა. შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა კორუფციას ვერ შეებრძოლება ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. მისი უფლებამოსილების ვადა 6 წელი იქნება. „ევროკომისიის მხრიდან შემოთავაზება იყო, რომ მომხდარიყო ამ ფუნქციების კონსოლიდაცია - კოორდინაციის გაუმჯობესება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი უზრუნველყოფს 12 - პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ამით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესაძლებლობა იქმნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ გაწერილი გეგმის მიხედვით პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები პირველ დეკემბრამდე უნდა ჰქონდეს მიღებული, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას იმ პირობით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 1-4 ნოემბრის სასესიო კვირაში მხოლოდ პირველი მოსმენით, ხოლო მომდევნო კვირაში კი, მეორე და მესამე მოსმენით იქნება განხილული.
უკრაინა: ტყვეთა გაცვლის შედეგად, 10 ჯარისკაცი დავიბრუნეთ
ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. „ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტი. მადლობას ვუხდი სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბს. ვაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ყველა ჩვენიანს სახლში არ დავაბრუნებთ”, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე". ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7821 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7874 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7329 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0545 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. უძრავ ქონებზე ფასები ერთ წელიწადში 10.7%-ით გაიზარდა. ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე და ვაკეში „უკვე ვახსენე ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია შიდა მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში. რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება - რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი. ასევე შესაძლებელია გამოყოფა ფაქტორების, მაგალითად, როცა საუბარია ბინის ფასის ზრდაზე, ამან 1-1.5%-ით იმოქმედა წლიურ ინფლაციაზე”,-აცხადებს გვენეტაძე. საქსტატი: 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.9 პროცენტი შეადგინა ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის.
ომბუდსმენი: შემოწმებული სოციალური საცხოვრისებიდან, ზოგან, პირობები ღირსების შემლახავია
სახალხო დამცველის შეფასებით, ეროვნულ დონეზე უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემები წლიდან წლამდე უცვლელია და სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. „სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის იანვარსა და მარტში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში მოქმედი 11 სოციალური საცხოვრისის მონიტორინგი განახორციელა. ამავდროულად, სამაგიდო კვლევის ფარგლებში გაანალიზა როგორც სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტები, ისე, სოციალური საცხოვრისის და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა. ასევე, დამუშავდა საქართველოს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. მიუხედავად სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით არსებული მოთხოვნებისა, საქართველოში ამ დრომდე არ შემუშავებულა საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არ არსებობს უსახლკარო პირის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცნება, უსახლკარობის პრევენციის მექანიზმები, ინფორმაცია უსახლკარობის მასშტაბებისა და ფორმების შესახებ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეროვნულ დონეზე უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემები წლიდან წლამდე უცვლელია და სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. არაეფექტური ცენტრალური პოლიტიკის ფონზე, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სოციალური საცხოვრისისა და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისები უსახლკარო ადამიანების მხარდაჭერის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს. თუმცა, იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც აღნიშნული სერვისები მოქმედებს, უსახლკარო პირად მიჩნევის კრიტერიუმები არ შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. თავის მხრივ, ბიუჯეტებში მობილიზებული თანხები სრულად ვერ ფარავს უსახლკარო პირთა ჯგუფებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხერსონისთვის უმძიმესი ბრძოლები წინაა - არესტოვიჩი
"ხერსონისთვის უმძიმესი ბრძოლები წინაა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ISW: უკრაინა ხერსონს სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაიკავებს „ხერსონის მიმართულებით ყველაფერი ნათელია. ისინი ავსებენ, აძლიერებენ იქ დაჯგუფებას. უკან დახევას არავინ აპირებს. მათ თავიანთი ჯარები შემოჰყავთ ჩვენი დამარცხების სრული განზრახვით“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა კორუფციას ვერ შეებრძოლება
ოპოზიცია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას აფასებს. პროცესები არ მიდის სწორი მიმართულებით, ამის დასტურია, მათ შორის, ანტიკორუფციული წყალწყალა კანონპროექტი, რომელიც კორუფციას ვერ შეებრძოლება, მიაჩნია ჟურნალისტებთან „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებას და უფრო გააღრმავებს პრობლემებს, რომლებიც შერჩევითი მართლმსაჯულების მხრივ არსებობს. „ის, რაც დღეს არის წარმოდგენილი არ უზრუნველყოფს ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი მთავარი წინაპირობის შესრულებას. რიტორიკულ კითხვას ვსვამ, რა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ის ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე? ანტიკორუფციული ბიურო იქმნება რაც შეეხება ღარიბაშვილთან მიმართებით საკითხს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ერთი წუთით რომ გვარები და სახელები გვერდზე გავწიოთ, სულ რომ ჩემი თანაგუნდელი ან მე ვიყო პრემიერი, იგივეს გეტყოდით, ინსტიტუციურად უნდა გააკონტროლონ, ნიშნავდეს მაკონტროლებელს. მაკონტროლებელი ჩვენს მოდელში შეირჩევა პარლამენტის მიერ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, როცა „ქართული ოცნების" მოდელის თანახმად, უწყების ხელმძღვანელის დანიშვნა თუ მოხსნა ჩამოკიდებულია ერთპიროვნულად პრემიერზე, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი კორუფციას კი ვერ გამოუცხადებს ბრძოლას, იქნება პრემიერის ინსტრუმენტი, რომ თვალი დახუჭოს კორუფციის ფაქტებზე, როცა ეს პრემიერს ენდომება, მაგრამ გამოუცხადოს ბრძოლა კორუფციას მაშინ, როცა პრემიერი გადაწყვეტს, რომ მისთვის არასასურველი ფიგურა გზიდან უნდა ჩამოიცილოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, რადგან ამაზე ოპოზიცია მანამდეც საუბრობდა. მისი შეფასებით, პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მაღალი კვორუმით არჩევა გამოსავალი არ იქნება. „მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის, რადგან ვხედავთ, მაღალი კვორუმით არჩევის საკითხს შემდგომ როგორი გადაწყვეტილებებიც მოჰყვება ხოლმე - როდესაც არის ამ კვორუმის უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა და საბოლოო ჯამში, უარესს მდგომარეობას ვიღებთ. ასეთი მდგომარეობა მივიღეთ, მაგალითად, ცესკოს შემთხვევაში, როცა მის ხელმძღვანელს 5 წლის ნაცვლად, 6 თვის ვადით ვირჩევთ. იგივეს მივიღებთ გენერალური პროკურატურის შემთხვევაში, როცა ერთწლიანი პროკურორი გვეყოლება 2026 წლიდან. ამიტომ ყოველთვის ეს გამოსავალი არ არის. ამ შემთხვევაში გამოსავალი ისეთი სტრუქტურის შექმნაა, რომელსაც ექნება გამაწონასწორებელი ფუნქცია ამ რგოლში. ამაზე უფრო დეტალურად შევძლებ საუბარს მას შემდეგ, რაც კანონის პროექტს გავეცნობი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ასევე მედიასთან განაცხადა, რომ დამატებით კვლავ წარადგენენ საკუთარ წინადადებებს და თუ მმართველი გუნდი მათ არ გაიზიარებს, პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. „ჩვენი წინადადებები და მოთხოვნა იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, სადაც გაერთიანდებოდა ყველა უწყებაში გაფანტული ანტიკორუფციული ფუნქციები, ექნებოდა საგამოძიებო ფუნქცია და იქნებოდა ორიენტირებული მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მისი ხელმძღვანელი კი იქნებოდა პარლამენტის მიერ მაღალი ლეგიტიმაციით, 2/3- ით არჩეული. ხელისუფლებამ წარმოადგინა პოზიცია, რომელიც გულისხმობს ანტიკორუფციული უწყების შექმნას ანტიკორიფციული მიმართულებით, მაგრამ მათ წარმოდგენილ პროექტში ფუნქციები, რაც ამ სამსახურმა უნდა შეასრულოს, არ ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ამიტომ ამ კანონპროექტს დეტალურად განვიხილავთ და ჩვენს მოსაზრებებს დამატებით დავაფიქსირებთ. თუ არსებული სახით დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან არ იქნება ქმედითი და ეფექტიანი. ჩვენი რეკომენდაციები და წინადადებები ჯერ კიდევ ზაფხულში წარვადგინეთ სამუშაო ჯგუფში, თუმცა, მათ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის ეს ასახული, ასახულია დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის საკითხი, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციები“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ინიციატივა ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება, - აცხადებს თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. „ჩვენ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც ამ უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მისი ხელძღვანელი პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დანიშნული იქნება, რაც იმის გარანტიაა, რომ ძნელი იქნება მის საქმიანობაში ჩარევა. ის რომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სათაურში ეწეროს, ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად არავინ ჩაგვითვლის, რადგან მთავარია არა რაღაცის შექმნა, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება და რეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას", - აცხადებს რომან გოცირიძე. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
პროკურატურამ გენდერის ნიშნით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა. ბრალდებულის ქმედებების გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
26 ოქტომბერს პოლონეთის სენატმა (პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას „ტერორისტულ რეჟიმად“ აღიარებს. რეზოლუციას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიღებულ დოკუმენტში პოლონეთი „მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა ამასთან, აღნიშნულია, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკი ომი წამოიწყეს უკრაინასთან, სურდათ სუვერენული ქვეყნის პირიდან მოსპობა და მისი ერის განადგურება. აღნიშნულია, რომ უკრაინა დღეს დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ამასთან, რეზოლუციის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები ატერორებენ უკრაინის ქალაქების მოსახლეობას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, პარტნიორული თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლასლო კოვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და იქ შექმნილ ვითარებას. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ზელენსკიმ ისრაელთან, ირანული დრონების საკითხზე, თანამშრომლობის დეტალები გაასაჯაროვა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისრაელთან ირანულ დრონების საკითხეზე თანამშრომლობს. ამის შესახებ მან კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელთან ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესახებ მონაცემების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობა „რამდენიმე დღის წინ დაიწყო". „ისრაელის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი ირანული უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა“, - თქვა ზელენსკიმ. „ჩვენ ისრაელთან თანამშრომლობის დასაწყისში ვართ. ეს არის პოზიტიური გზა ისრაელისგან. მადლობელი ვარ ამისთვის", - დასძინა პრეზიდენტმა. ამავდროულად, ზელენსკის თქმით, მას ისრაელისგან უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი აქვს. „ისრაელმა იცის რა არის ომი. გვჯერა, რომ ისრაელი უფრო მეტად უნდა დაუჭერს მხარს უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა, ვაშინგტონში ვიზიტისას, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სადაზვერვო მონაცემები წარუდგინა, რითაც დასტურდება, რომ რუსეთმა უკრაინაში ირანული „კამიკაძე-დრონები“ განათავსა. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა მისი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება. „პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური კომისია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას განვიხილავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს ხაზს უსვამს უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დასრულდება, დამტკიცდება და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
უკრაინა: ხერსონთან, საჰაერო ძალებმა რუსული Ка-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს
ხერსონის რაიონში რუსული Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის საჰაერო სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება, იუწყება Ukrinform. ხერსონისთვის უმძიმესი ბრძოლები წინაა - არესტოვიჩი „26 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, ოდესის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის „სამხრეთის“ ნაწილმა რუსული Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო“, - ნათქვამია ანგარიშში. როგორც ცნობილია, 25 ოქტომბერს, ბერისლავის რაიონში, ხერსონის რაიონში მტრის ორი Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-მ მოლდოვაში, ათობით ადამიანსა და ორგანიზაციას, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, მოლდოვაში ცხრა ადამიანისა და 12 ორგანიზაციის წინააღმდეგ, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დააწესა. „სანქცირებულ პირებსა და სუბიექტებს შორის არიან ოლიგარქები, რომლებიც ფართოდ არიან ცნობილი მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ხელში ჩაგდებისა და კორუმპირების გამო“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამგვარად, სანქციების სიაში მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ფორმალური ლიდერი ვლადიმერ პლახოტნიუკი მოხვდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ის ჩართული იყო მანიპულაციებში რესპუბლიკის ხელისუფლების საკვანძო სექტორებში, მათ შორის ზეგავლენას ახდენდა სამართალდამცველ, საარჩევნო და სასამართლო ორგანოებზე. გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვები სხვა პოპულისტი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც გავლენიანი თანამდებობები ეკავათ და ცდილობდნენ მოლდოვას კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.
Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor Company-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესაზებ გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ამერიკულმა ავტომწარმოებელმა განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც კომპანიამ დაასრულა შეთანხმება რუსულ ერთობლივ საწარმოში Sollers Ford-ის 49%-ის გაყიდვის შესახებ. გარიგებისა და ფასის დეტალები არ ხმაურდება. ამავდროულად, ამერიკული კომპანია ინარჩუნებს შესაძლებლობას, რომ თუ მსოფლიოში ვითარება შეიცვლება, 5 წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე ისევ დაბრუნდება. Ford-ი, მეოთხე ავტომწარმოებელია სამგზავრო სეგმენტში, რომელმაც რუსეთი დატოვა. მანამდე, თავიანთი აქტივები Mercedes-მა, Renault-მა და Nissan-მა და დატოვეს რუსეთი, ასევე ქვეყანაში Toyota-ს ქარხანა დაიხურა.