ძებნის რეზულტატი:
რუსმა ბიზნესმენმა პრიგოჟინმა პუტინთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედება გააკრიტიკა - WP
რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირად საუბარში გააკრიტიკა რუსეთის არმიის მოქმედება უკრაინასთან ომში. ამის შესახებ The Washington Post-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსე დაყრდნობით წერს. The Washington Post წერს, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის ისტებლიშმენტის ფორმალური ხელმძღვანელობის მყიფე მდგომარეობას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მხრიდან კრიტიკის სამიზნედ იქცა, ბრძოლის ველზე შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ. თავად პრიგოჟინმა უარყო, რომ მას პუტინთან ჰქონდა საუბარი და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრს კრემლის ლიდერთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 7 ოქტომბერს წერდა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, უკმაყოფილება, რომელიც პუტინის ახლო წრის წევრმა გამოთქვა, ეხებოდა არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას ომის მიმდინარეობისას და სამხედრო მობილიზაციის კამპანიის განმახორციელებელთა მიერ დაშვებულ შეცდომებს. მედია: პუტინი მინისტრებს თავისი გეგმების შესახებ აღარ ესაუბრება, მას გარემოცვა აკრიტიკებს „დაზვერვა ხაზს უსვამს განხეთქილებას ზედა ეშელონებში, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს დიდი ხანია, არ სურთ ცუდი ამბების მიტანა ავტოკრატი ლიდერისთვის“, - წერს The Washington Post-ი. „ოკუპაციის დაწყების შემდეგ ჩვენ პუტინის რამდენიმე ახლო გარემოცვის მხრიდან მზარდი განგაშის სიგნალის მოწმენი ვართ. სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით გამოწვეულია რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგებით, არასწორი მიმართულებით და ფართო სამხედრო ხარვეზებით", - განაცხადა დასავლური დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Washington Post-ის ცნობით. მისივე ცნობით, უამრავი ადამიანია კრემლში, ვინც ფიქრობს, რომ „სამხედრო ოპერაცია“ კარგად არ მიმდინარეობს, ან საერთოდ, ეს ქმედებები არასწორი იყო.
შტაინმაიერი: გერმანია მალე უკრაინაში ორ MARS II ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და ოთხ თვითმავალ ჰაუბიცას გაგზავნის
გერმანია მალე უკრაინაში ორ MARS II ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და ოთხ (Panzerhaubitze 2000) თვითმავალ ჰაუბიცას გაგზავნის. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს დღეს, რომ ორი MARS ტიპის სისტემის მიწოდება მოხდება უახლოეს მომავალში და ჩვენი ოთხი Panzerhaubitze 2000 ასევე გადაეცემა უკრაინას უახლოეს დღეებში“, - განაცხადა შტაინმაიერმა. გარდა ამისა, მან შეახსენა კიევს, რომ გერმანია უკრაინაში ასევე გზავნის თანამედროვე Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ვიზიტით 25 ოქტომბერს ჩავიდა. 12 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კიევმა გერმანული IRIS-T ტიპის სისტემა მიიღო. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
უკრაინა: დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
დნიპროში, ბენზინგასამართ სადგურზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსული რაკეტის ფრაგმენტები ბენზინგასამართ სადგურზე ჩავარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ჯუანშერ ბურჭულაძე: დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე გამოყოფილი ხუთი მილიონის გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გრანტებით დაფინანსდება
„პარტნიორებთან დაწყებული გვაქვს მუშაობა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე გამოყოფილი ხუთი მილიონი ლარის გარდა გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გრანტებით დაფინანსდება, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს. „წელს სავარაუდოდ, დავიწყებთ კონცეპტუალურ მოდელზე მუშაობას და 2023 წელს დავიწყებთ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ოფისის მშენებლობას, რომელიც თანადაფინანსებული იქნება ჩვენი და ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მიერ. ეს არ იქნება ასახული ამ თანხაში, ეს ცალკე ასიგნებაა და ჯამში, ჩვენი ძალისხმევა არის გაცილებით მეტი, ვიდრე 5 მილიონი ლარი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ამ განცხადებით თავდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საკმარისია გამოყოფილი ხუთი მილიონი ლარი კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე იმ მასშტაბური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც შეიძლება, თავდაცვის სისტემასთან მიმართებით არსებობდეს. შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ომის წარმოების პრინციპებიდან გამომდინარე თავდაცვის სისტემა გახდეს პასუხისმგებელი მთლიანად კიბერუსაფრთხოების ნაწილზე, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქეები შესაძლოა, საჭიროებდნენ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომას და გარკვეული მოცემულობიდან გამომდინარე მათ ამ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება, შეეზღუდოთ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ზოგადად, სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს. „ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სხვადასხვა სამსახური მუშაობს. არის ინფორმაცია და რისკები, რაც შეიძლება, ქვეყანაში ელექტრონულად შემოვიდეს და სახელმწიფო ამის უზრუნველყოფასაც ახდენს, რომ ამან თუნდაც, ნებისმიერი ადამიანი არ დააზარალოს. ასე რომ, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც მუშაობს და ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქციაა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ბოლო რამდენიმე წელია, განვითარებულ ქვეყნებში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სარდლობა. მათ შორის, ჩვენც ამ სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით. ყველა რისკი თუ ასპექტი, რაც ახსენეთ და თეორიულად შეიძლება, იყოს, გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და გათვალისწინებული იქნება ჩვენ ახალ სარდლობაში. ეს გარკვეულწილად, მტკივნეული პროცესია, თუმცა ამ მიმართულებით მივდივართ და უახლოეს მომავალში ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება იქნება ერთი სარდლობის ქვეშ და ამას მენეჯმენტს თავდაცვის ძალები გაუწევს“, – განაცხადა ბურჭულაძემ. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის, ათი პროცენტით გაიზარდა, რაც რიცხვებში 80 მილიონით გამოიხატა და ეს თანხები ყველა მიმართულებით პროპორციულად მიიმართება, ხოლო მომავალი წლიდან ბიუჯეტი 260 მილიონით იზრდება, ამ ტენდენციის შენარჩუნება კი ძალიან კარგი შედეგი იქნება.
ესტონეთი რუსულ ნავთობს 5 დეკემბრიდან სრულად აკრძალავს
ესტონეთის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, ევროკავშირის სანქციებით დადგენილ ვადას ორი თვით უსწრებს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ Postimees-თან ინტერვიუს დროს. ევროკავშირმა სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც უფრო მალე გაიმარჯვებს უკრაინა, მით უფრო ნაკლებ ბოროტებას მოუტანს რუსეთი სხვა რეგიონებს
„რაც უფრო მალე მიაღწევს უკრაინა გამარჯვებას, მით უფრო ნაკლებ ბოროტებას მოუტანს რუსეთი სხვა რეგიონებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ თავის მიმართვაში ასევე ისაუბრა ყირიმის პლატფორმის მნიშვნელობაზე. „რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მიწაზე უკრაინის გამარჯვების წყალობით, მით უფრო ნაკლებ ბოროტებას მოუტანს რუსეთი სხვა რეგიონებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთს ირანთან თანამშრომლობით. მჯერა, რომ ერთ დღეს ისრაელი პოლიტიკოსები მოისმენენ ამ პოზიციას, როგორც ეს უკვე გააკეთა ისრაელის საზოგადოებამ - ჩვენ ამას ვგრძნობთ“. „ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ყირიმს. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილს არამარტო უკრაინულ, არამედ სრულიად ევროპულ სივრცეში. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. და მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის - თითქმის 50 სახელმწიფოსი და საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლებიც გვეხმარებიან საპარლამენტო ფორმატში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
უკრაინა: ომის დანაშაულზე 39 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა რუსი და ბელორუსი სამხედროების მიერ ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, 39 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, - ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც უფრო მალე გაიმარჯვებს უკრაინა, მით უფრო ნაკლებ ბოროტებას მოუტანს რუსეთი სხვა რეგიონებს „მხოლოდ დონეცკის ოლქში, 26 სექტემბრის შემდეგ, გამოვლინდა 212-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ან შეიძლება იყვნენ ჩართული ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, დივერსიულ საქმიანობაში“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ რუსეთს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბაიდენი მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. რაიდერის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში გამოიყენებს „ბინძურ ბომბს“ ან სხვა ბირთვულ იარაღს, ამას შედეგები მოჰყვება, რაზეც რუსეთს გზავნილი სხვადასხვა არხით გადასცეს. „რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე „ბინძური ბომბის“ გამოყენების შემთხვევაში ექნება. ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს, რომ გამოიყენოს“, – განაცხადა რაიდერმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
იენს სტოლტენბერგთან საუბრისას დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები - ბლინკენი
ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. პენტაგონი: ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, რომ პუტინი ბირთვული, ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს „დღეს ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
რუსი ოკუპანტები ხერსონიდან გაქცევას ვერ შეძლებენ - რეზნიკოვი
რუსი ოკუპანტები ხერსონიდან გაქცევას ვერ შეძლებენ, რადგან ჩევენი ჯარისკაცები ყველა ხიდს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. უკრაინა: ომის დანაშაულზე 39 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნიპროზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა ხერსონში დარჩენა, რადგან შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს იზიუმში, ”- აღნიშნა რეზნიკოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც უფრო მალე გაიმარჯვებს უკრაინა, მით უფრო ნაკლებ ბოროტებას მოუტანს რუსეთი სხვა რეგიონებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანსა და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს, სომხეთში შესვლა აეკრძალათ
კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს სომხეთში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ, მან ტელეგრამ-არხზე დაწერა. „კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც", – წერს სიმონიანი ტელეგრამზე. მანამდე, 25 ოქტომბერს რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა. წერილში, მან განმარტა, რომ სომხეთისთვის, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მიუღებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება, სიმონიანს, ის სომხეთში ჩასვლაზე აკრძალვის მიზეზს არ ასახელებს. ამ დრომდე, მარგარიტა სიმონიანისთვის დაწესებულ აკრძალვაზე, სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება
„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღეს გატარებული პოლიტიკით ჩვენ გვაქვს საშუალება, თანხები არ დავზოგოთ და ჯარს არაფერი მოვაკლოთ“ , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება და თუ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, რასაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ეფექტურად გამოვიყენებთ.“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ძლიერი რეზერვის მოდელის შექმნაზე მუშაობს
„ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, არსებული გამოწვევების ფონზე, ჯარის პოპულარიზაციის, ტოტალური თავდაცვის, რეზევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, უწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძლიერი რეზერვის მოდელზე მუშაობს. „ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ თავდაცვის კოდექსში რეზერვისა და წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციაზე. ვიხელმძღვანელეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითით. ვიმედოვნებ, ამ დოკუმენტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ, რომლითაც მომავალი 10-20 წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციასა და ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესზეც ისაუბრა. „ჯარის პოპულარიზაცია არის საკითხი, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ვერ წარმომიდგენია ამ პროცესს ვინმე აზიანებდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ხედავთ, მასიურ წინააღმდეგობას, ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას, შუღლის ჩამოგდებას... ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ სამხედრო სამსახური მეტად პოპულარული გავხადოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჯარი დედაქალაქის ცენტრშიც კი, პოპულარული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაჭირვებულია ეს ოჯახი თუ მატერიალურად ძლიერია. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ჯარის გაცნობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ კომუნისტური თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. სატელევიზო ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ცივილურ სამყაროში საზოგადოებისათვის ჯარის ინსტიტუტისა და ჯარისკაცის მნიშვნელობაზეც და მიმოიხილა თავდაცვის კოდექში ჯარისგან თავის არიდების დამცავი მექანიზმები.
კახა კალაძე: მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში, 3 სამშენებლო ობიექტი 30 ათასი ლარით დააჯარიმა
"მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის შედეგად, თბილისში 3 სამშენებლო ობიექტი გამოავლინა, სადაც უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო და სამივე მათგანი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთი ობიექტი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, მეორე ისანში, ახალი უბნის ქუჩაზე და მესამე დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე მდებარეობს. „მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მის ხელმძღვანელს ასევე ჩემს მოადგილეს მივმართო, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და რა თქმა უნდა, ყოველდღიური მონიტორინგი აწარმოონ, რომ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულება მკაცრად განხორციელდეს. რაც შეეხება თავად სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს მოვუწოდებ, რომ სამშენებლო პროცესებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, რადგან საქმე უსაფრთხოებას და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონიტორინგი გავაგრძელოთ და ყველა გამოვლენილ შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს“, - განაცხადა მერმა.
შსს-მ, 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ხოლო ჯ.ზ. მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. კ.ვ. პოლიციამ 2004 წელს დააკავა. 2002 წელს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს წარმოებაში კ.ც.-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე წლიდან მასზე ძებნა მიმდინარეობდა. დაკავებული კ.ც. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია უწყების განცახდებაში.
ჯუანშერ ბურჭულაზე: იგეგმება კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა
„ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყებამ კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. „ზოგადად, ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სამსახურები მუშაობენ. საზოგადოებას რომ ჰქონდეს შეგრძნება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც, პირობითად კი ჰქვია საზღვრების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის საზღვრები, ის ინფორმაცია და ის რისკები, რაც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ელექტრონულად. ამის უზრუნველყოფასაც ახდენს სახელმწიფო, რომ მან არ დააზიანოს, თუნდაც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი”, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა იგეგმება. „განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სარდლობა არსებობს, მათ შორის ჩვენც სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით და ყველა ის რისკი და ასპექტი რაც თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და იქნება გათვალისწინებული ჩვენს ახალ სარდლობაში. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება ერთი სარდლობის ქვეშ მოექცეს რომელსაც, მენეჯმენტს თავდაცვის ძალები გაუწევს,” - განაცხადა მინისტრმა.
რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. პენტაგონი: ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, რომ პუტინი ბირთვული, ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს "რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, - აღნიშნა ბაიდენმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
მივმართავ ვანდალიზმის ჩამდენ პირებს, რასაც თქვენ აკეთებთ, უმძიმესი დანაშაულია - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები, რა დროსაც სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს აზიანებენ, ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ. „ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ, რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში, უსაფრთხოების. რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამის რეაგირება, ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან დაყენება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან ცუდი, როდესაც ვანდალიზმი ხდება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რაშიც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. მინდა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული, ამით თქვენ საფრთხეს უქმნით თქვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს. ასევე, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი ინფორმაცია. მერიის ცხელ ხაზზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან დაუკავშირდით თქვენივე რაიონის გამგეობას. ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპორტული ცენტრის აუზში ბავშვები ქლორით მოიწამლნენ
სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სამარცხვინო და მიზანმიმართული ტყუილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვიდეო გადაღებულია ზაფხულში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესი. თბილისის მერის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, ასევე, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელმაც ქლორისა და ph-ის მაჩვენებლების ნორმებთან შესაბამისობა აჩვენა. „სამწუხაროდ, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირების ფაქტს და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია ბავშვებით სავსე საცურაო აუზში, წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი (კერძოდ, ქლორის დამატება), რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს, ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარდა ამისა, ჩატარდა დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელშიც ყველაფერი წესრიგშია. „ამის მიუხედავად, ჩავატარეთ დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება და კვლევის პასუხებიც გვაქვს. ყველაფერი აბსოლუტურად ნორმაშია და პრობლემას არაფერი წარმოადგენს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს სპორტული ცენტრის კონკრეტული თანამშრომლების მიერ სიცრუის მიზანმიმართული გავრცელება, რასაც მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც გაავრცელეს მიზანმიმართული სიცრუე და ადამიანების შეცდომაში შეყვანას შეეცადნენ. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არ მინდა ვისაუბრო იმ რეალურ პრობლემაზე, რაც არის და რაც აქვს იმ კონკრეტულ თუ ყოფილ თანამშრომელს, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა მოგვარდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება სამარცხვინო და სამწუხაროა, მაშინ, როდესაც ჩვენი მუნიციპალიტეტი, შესაბამისის სამსახურები ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ შეკითხვას გასცენ კომპეტენტური პასუხი. რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და თქვენ დღის წესრიგში ჩვენ ვერ ჩავერევით, თუმცა, მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ყოველთვის მივაწოდო საზოგადოებას სიმართლე. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად დაამთხვიეს ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს, ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყოველთვის მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, აუზში წლის ქიმიური დამუშავებისთვის გამოიყენება ესპანური წარმოების ქლორი DIASA, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები გააჩნია.
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.