ძებნის რეზულტატი:

ირანი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს

ირანმა, ევროკავშირთან დაკავშირებულ რვა ორგანიზაციასა და 12 ფიზიკურ პირს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ბრიუსელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების საპასუხოდ, სანქციები დაუწესა.  ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებსა და ორგანიზაციებს ბრალად ედებათ „საქმიანობების განხორციელება, რამაც გამოიწვია არეულობები, ძალადობა და ტერორისტული აქტები ირანელი ხალხის წინააღმდეგ“. თეირანის სანქციების სიაშია შემდეგი ორგანიზაციები: „თავისუფალი ირანის მეგობრები“ და მისი წევრები ევროპარლამენტში, „რასიზმისა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის ასოციაცია“.  ირანის სანქციების სიაში მოხვდნენ ევროპარლამენტარები: ჩარლი ვაიმერსი, იან ზაგრადილი, ჰელმუტ გოიკინგი და ჰერმან ტერჩი, ასევე გერმანული სახელმწიფო მედია Deutsche Welle, სპარსული და ფრანგული რადიო France Internationale. ყველა ჩამოთვლილი პირი, ირანის ვიზის აღებას ვერ შეძლებს და მათ ქონებას ირანში ჩამოართმევენ. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ირანის 11 მოქალაქესა და 4 ორგანიზაციას. მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს

რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.  „იმისთვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შორის ხიდებმა იარსებონ, ამისთვის საჭიროა სახელმწიფოებმა არ ააფეთქონ ინფრასტრუქტურა. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რამეზე საუბარი შესაძლებელია. მეორე სკითხია, ვისთანაა საუბარი შესაძლებელი.  მეორე საკითხი, რომელიც რუსეთმა გადმოგვცა, რომ განვბლოკოთ ურთიერთობები... მოდით დავიწყოთ განბლოკვით, ჯერ შავი ზღვა განბლოკეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი

NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს. ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს „რუსეთის ომმა, შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. შავ ზღვაში რუსული ხომალდებიდან გაშვებულმა რაკეტებმა გაანადგურა უკრაინის ქალაქები. თვეების განმავლობაში რუსული ძალები ბლოკავდნენ უკრაინის პორტებს, რამაც გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს თურქეთის დახმარებით მიღწეული გაეროს „მარცვლეულის შეთანხმება“ და დაუშვას სურსათის მიწოდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს სტოლტენბერგის თქმით, შავ ზღვას NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „შავი ზღვის აუზის ქვეყნებს წარმოადგენს სამი მოკავშირე ქვეყანა და ასევე ალიანსის ახლო პარტნიორები - უკრაინა და საქართველო. სწორედ ამიტომ ალიანსი აძლიერებს სამხედრო ყოფნას რეგიონში. კერძოდ, ეს ეხება რუმინეთის ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ჯგუფის განლაგებას. შავ ზღვაში, წვრთნებში მონაწილეობს საფრანგეთის ხელმძღვანელობით კონტინგენტი, რომელიც ასევე მოიცავს ჯარებს ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და შეერთებული შტატებიდან, ეს მოწმობს NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ დაიცვას პოტენციური აგრესიისგან, რუმინეთი თუ სხვა მოკავშირე ქვეყნები“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.  

უკრაინა: ერთი ტანკის ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია, მეორე არ ისვრის. რუსეთის არმიაში ჩივიან, რომ აღჭურვილობა არ აქვთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის არმიის სამხედროების საუბრის ჩანაწერი მოიპოვეს, სადაც ისინი, სამხედრო ტექნიკის გაუმართაობაზე საუბრობენ. ჩანაწრს, უკრაინული მედია, შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ჩვენ არ გვაქვს ტექნიკა. საერთოდ არ გვაქვს...ერთი ტანკი დგას, მაგრამ იქიდან სროლა შეუძლებელია. მეორე ტანკიც აქვეა, მაგრამ ამით გადაადგილებაა შეუძლებელი“, - ამის შესახებ მამას, ბელგოროდიდან კონტრაქტით გაწვეული რუსი სამხედრო უყვება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ეს ბრიგადა, ამ დროისთვის დონეცკის მხარეში ლიმანთან იმყოფება.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირანში, მავზოლეუმში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები

ირანში შირაზში, შაჰ ჩერახის მავზოლეუმში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.  „ერთმა კაცმა ცეცხლი გაუხსნა პილიგრიმებს შაჰ ჩერახში", - განაცხადა ფარსის გუბერნატორის მოადგილემ ესმაილ მოჰებიპურმა. მისი თქმით, მსროლელი და კიდევ ერთი თავდამსხმელი დააკავეს. შაჰ-ჩერახის მავზოლეუმი შირაზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და მნიშვნელოვანი რელიგიური სალოცავია. მასში განთავსებულია აჰმედისა და მუჰამედის საფლავი - იმამ რეზას ძმები - 12 იმამიდან ერთ-ერთი, რომლებსაც შიიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრეებად თვლიან.  

სერბეთში ახალი მთავრობა აირჩიეს

სერბეთის პარლამენტმა ორდღიანი დებატების შემდეგ, 153 ხმით 68-ის წინააღმდეგ, ახალი მთავრობა აირჩია. ახალ მთავრობას ანა ბრნაბიჩი ხელმძღვანელობს, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო. ბრნაბიჩი არის პირველი ქალი, რომელიც სერბეთის მთავრობას მეთაურობს და პირველი პოლიტიკოსი, რომელიც არ მალავს იმ ფაქტს, რომ ქალზეა დაქორწინებული. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება სტაბილურობის შენარჩუნება „იმ დროს, როცა კაცობრიობას ემუქრება მესამე მსოფლიო ომი“, ხოლო შიდა პლანზე – ენერგეტიკის სექტორის სტაბილურობა. ბრნაბიჩი კოსოვოსთან დიალოგის მომხრე იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას სთავაზობს ბელგრადი.    სერბეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილის დასაწყისში გაიმართა. არც პრეზიდენტმა და არც პრემიერმა არ უპასუხეს ოპოზიციის კითხვას, თუ რატომ გადადო ექვსი თვით აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბება კოალიციამ, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს.   

ენტონი ბლინკენი: პუტინი პირადადაა გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად არის გაფრთხილებული იმ შედეგების შესახებ, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.  „ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ვუთხარით რუსებს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს”, - თქვა ბლინკენმა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის განცხადებები უკრაინული მხარის მიერ ეგრეთ წოდებული „ბინძური ბომბის“ სავარაუდო მომზადებაზე, კრემლის „მორიგი გამოგონებაა“. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის ყველაზე ცხელი წერტილები დაასახელა

დონეცკის რეგიონში, კერძოდ, ბახმუტის მიმართულებით და ქალაქ ავდიივკაში, უმძიმესი ბრძოლები გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.  „ამ ცხელ წერტილებში ყველაზე მეტად ჩანს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის სისასტიკე. ყოველდღე და თვეების განმავლობაში, ისინი ადამიანებს გარდაუვალი სიკვდილისკენ უბიძგებენ იმ ადგილებში, სადაც არტილერიის დარტყმები ყველაზე ძლიერია“, -განაცხადა ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში მოქმედი 175 გემი დაბლოკა - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის ფედერაციამ უკვე დაბლოკა 175 გემი, რომლებსაც „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში პორტებს უნდა დაეტოვებინათ.ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.  NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის დასაცავად. „აშკარაა, რომ რუსეთი აპირებს კიდევ ერთხელ გაამწვავოს გლობალური სასურსათო კრიზისი, კიდევ ერთხელ დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე. ყველა ჩვენი პარტნიორის პასუხისმგებლობაა კვლავ უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება და დაასრულოს ეს ბინძური „რუსული შიმშილის“ თამაში. დღეს, რუსეთის მიერ ჩვენი სურსათის ექსპორტის მიზანმიმართული შენელების გამო, გემების რაოდენობამ, რომლებიც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას ელოდებიან, უკვე 175-ია“, - განაცხადა ზელენსკიმ.  სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო უნგრეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   

ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს. ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში იცხაკ ჰერცოგს უმასპინძლა. როგორც ისრაელის პრეზიდენტი განმარტავს, ისაუბრეს ლიბანთან საზღვაო საზღვრის შეთანხმებაზე, რომელსაც ხვალ უნდა მოეწეროს ხელი.   

აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორის სანქციები დაუწესა. ამერიკული მხარის განმარტებით, მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრი ვლადიმერ პლახოტნიუკი მანიპულაციას ახდენდა მოლდოვის მთავრობის საკვანძო სექტორებით, მათ შორის სამართალდამცავ, საარჩევნო და სასამართლო სექტორებით. უფრო კონკრეტულად, აშშ-მ დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციაში. აშშ-მ მოლდოვაში, ათობით ადამიანსა და ორგანიზაციას, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თქმით, შორი ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის ძირის გამოთხრას. „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯაში“, - წერს ის Facebook-ის გვერდზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სანქცირებულთა სიაში მყოფები დაკავშირებულები არიან სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში (კრემლთან დაკავშირებულ) არჩევნებში ჩარევასთან. მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. მედია წერდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, მოლდოვაში გამართული აქციების უკან სწორედ ის იდგა.

უკრაინა: ირანული წარმოების 17 “კამიკაძე-დრონი” ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა, ორ საათში, რუსების მიერ გაშვებული ირანული წარმოების 17 “კამიკაძე-დრონი” ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. უკრაინა: ერთი ტანკის ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია, მეორე არ ისვრის. რუსეთის არმიაში ჩივიან, რომ აღჭურვილობა არ აქვთ „ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას ირანული წარმოების „კამიკაძე-დრონებით“. საჰაერო თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და ძალებით 17 დრონი გაანადგურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ხახუბიას ცხედარი დღეს გამთენიისას, თბილისში, საკუთარ სახლში ნახეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია.  

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ჰ.ი. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 1970 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჰ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამოა განცხადებაში.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო მათი უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის განცხადებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც გარანტირებულად უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები. მას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მისიის გაგზავნის თაობაზე დაუსვეს შეკითხვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირდაპირი დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით, საკვანძო როლს ასრულებს „როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ერთგულებას ადასტურებს. ორივე ლიდერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რაც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება. ჩვენი მთავარი მოსაზრებაა, რომ პირდაპირი დიალოგი ასრულებს საკვანძო როლს ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის.  აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც გარანტირებულად უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.  

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი მებრძოლის ცხედარს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები დახვდნენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. შაბათს კი მას დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. შეგახსნებთ, რომ მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.  

CNN: CIA-ს დირექტორი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა, - ამის შესახებ CNN ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. უილიამ ბარნსმა უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. წყაროებმა უარი განაცხადეს მისი მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე. კონტექსტიაშშ-ს სულ უფრო მეტად აწუხებს ის გარემოება, რომ რუსეთი შესაძლოა, ატომური იარაღის გამოყენებაზე გადავიდეს მის მიერ წარმოებულ ომში. ბარნსმა და სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, რომ მოსკოვი აქტიურად ემზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ დაზვერვის წარმომადგენლები გამოდიან გაფრთხილებით, რომ რისკი, ალბათ, ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.  

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაუწესა. შტატების ახალი ზომები ამოქმედებულია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დარბევისთვის. თვეზე მეტია, ირანში მართავენ ანტისამთავრობო აქციებს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებისას გარდაიცვალა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალი თანამდებობის პირებსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეეხო. სანქცირებულები არიან ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორი წარმომადგენელი, ასევე, რავინის აკადემია. აშშ-ის ცნობით, ხსენებულ ორგანიზაციაში ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროს თანამშრომელთა რეკრუტირება.  

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ცდილობდა, 10 წლის ბავშვი მუქარით დაეთანხმებინა სახლის კარის გაღებაზე

1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.