ძებნის რეზულტატი:
საქართველოს ელჩი უნგრეთში: უნგრეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
დღეს უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომდგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში, ზაზა გოგსაძემ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა მისივე თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ამასთან ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა. „როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქათველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ეს ვიზიტი, რა საკვირველია, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს. საუბარი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას და განვითარებას. საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა,“- აღნიშნა ელჩმა.
რუსეთი, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს იწყებს
პენტაგონის განცხადებით, რუსეთმა, შეერთებულ შტატებს Grom-2022 სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების ჩატარების შესახებ ოფიციალურად აცნობა. წვრთნების დროს გაშვებული იქნება ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება. წვრთნები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება, წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები 26-29 ოქტომბერს ჩატარდება პარალელურად, ბელგია მასპინძლობს NATO-ს ყოველწლიურ სამხედრო-საჰაერო ძალების სწავლებას Steadfast Noon-ს, სადაც არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს იყენებენ.
პროკურატურა: ლატვიის მოქალაქის მიმართ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 3 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან. ბრალდებულებმა თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26.320 ევრო და 6.500 აშშ დოლარი (95 723 ექვივალენტი ლარში), მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თავდაცვის მინისტრი: ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ ადამიანმა მექანიკურად აარიდოს თავი ჯარს
თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიზნით განსახორციელებლ უწყების გეგმებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ჯარის პოპულარიზაცია დიდწილად დასახული მიზნების მიღწევის საშუალებასაც წარმოადგენს. „მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო, შევამციროთ რისკები და შევქმნათ ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიო ნებისმიერი შემადგენლობის მოწინააღმდეგეს. ჯარის პოპულარიზაციის საკითხი გამოწვევად რჩება. ეს ის საკითხია, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ძლიერი რეზერვის მოდელის შექმნაზე მუშაობს ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მეტად პოპულარული გავხადოთ ჯარი, ეს საკითხი მთელ საზოგადოებას უნდა შეეხოს. პირველ ეტაპზე ამას რადიკალური ნაბიჯების ხარჯზე ვერ გავაკეთებთ, ძირითადი აქცენტები საზოგადოებისთვის ჯარის გაცნობაზე იქნება გაკეთებული“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების მისაღწევად სხვადასხვა დონეზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ცვლილებები და გადასადგმელი ნაბიჯები წარმოდგენილი იქნება თავდაცვის კოდექსში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი ადგილი წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციის საკითხებს დაეთმო. უწყებამ რამდენიმე ქვეყნის მოდელით იხელმძღვანელა და საქართველოს სპეციფიკისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით, არსებულ რეალობასთან ადაპტირებას შეეცადა. „ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა სავალდებულო სამსახურს, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, პოტენციურად, რამდენი ადამიანიც შეიძლება იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, ყველა გავიწვიოთ, ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში არც საჭიროება დგას ამ ეტაპზე. საკმაოდ დიდი გამოწვევაა ეს საკითხიც. ზოგადად, პოტენციურად შეიძლებ,ა წელიწადში გვყავდეს 16-17 ათასი გასაწვევი მოქალაქე. ზოგადად, სახელიც გვინდა რომ შევცვალოთ. სავალდებულო ძველი ტერმინია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სისტემა იყოს მოქნილი, სადაც ნებაყოფლობითობას გაუთანაბრდება ჯარში მსახური. ესეც პოპულარიზაციის ნაწილია, რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება გვაქვს და მათგან შევარჩევთ საუკეთესოს, რელევანტურს ჩვენს მდგომარეობასთან და გარემოსთან შესაბამისობაში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობის მაღალ მაჩვენებელზე, ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში ჯარის, ჩვენი ქვეყნის, ოჯახების დამცველის დაფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული ინსტიტუციისადმი ნდობის მაღალი კოეპიციენტი და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ ნაკლები ინტერესი ერთმანეთისგან განცალკევებული თემებია. „ჯარი ყველაზე პოპულარული ინსტიტუციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული ისეთ ნეგატივებთან, როგორთანაც შეიძლება სხვა უწყება იყოს დაკავშირებული. რატომ აფასებს მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ჯარისკაცს?! შეიძლება გავიდეს ეპოქა, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ომი არ დადგება, თუმცა ჯარისკაცი გამოხატავს მზაობას, თავი გასწიროს ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ცივილურ სამყაროს. ადამიანებს ინტუიციურ დონეზე გააზრებული აქვთ თუ რა ღირებულება აქვს ჯარს, თუმცა ასევე ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რატომ აფასებენ ცივილურ სამყაროში ჯარისკაცს“, - განაცხადა ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი თქმით, დღეს ბევრი ლეგალური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა ჯარს თავი აარიდოს, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს შეიცვლება. „არის ერთი ორგანიზაცია, რომლის სახელი არც მინდა, დავასახელო, თუმცა მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ჩვენ ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა. ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოტენციურად რამდენი ადამიანიც შეიძლება, იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, დღეს ყველა გავიწვიოთ. ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში, ამ ეტაპზე ამის არც საჭიროება დგას, თუმცა უსამართლობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
აშშ-მ უკრაინას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის ორი ერთეული პირველად გადასცა
კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა, CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, პირველად გადასცა. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ“, - აღნიშნა ჰეისმა. ჰეისის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება, მაგრამ ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე. ჰეისმა აღნიშნა, რომ ამაზე მოლაპარაკებები რეგულარულად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს. მანამდე, 11 ოქტომბერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები NASAMS-ის პირველ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემის კიევს „უახლოეს მომავალში" გადასცემს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. "27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს
გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს. ავტოკონცერნი ყიდის თავის ქარხანას მოსკოვის რეგიონში. ამის შესახებ რუსული მედია, კომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდინგი Автодом-ი, როგორც Mercedes Benz-ის წილების ახალი მფლობელი, საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიების მოზიდვას შეძლებს პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის. Mercedes-ი, მესამე ავტომწარმოებელია სამგზავრო სეგმენტში, რომელმაც რუსეთი დატოვა. მანამდე, თავიანთი აქტივები Renault-მა და Nissan-მა და დატოვეს რუსეთი, ასევე ქვეყანაში Toyota-ს ქარხანა დაიხურა.
ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალისა და პერსპექტივის მქონეა - დავითაშვილი
დღეს, ყველგან განსაკუთრებით აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. ამიტომ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება ენერგეტიკის სფეროს ეთმობა, გამომდინარე არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა. შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ზუსტად ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ელჩი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ლევან დავითაშვილი დღეს განახლებადი ენერგიების საინვესტიციო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების და განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების ეფექტურად ათვისების საკითხებზე გააკეთა, მათ შორის ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. „ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის 2030 წლის მთავრობის ხედვაში – თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტურად ათვისება იმისთვის, რომ ქვეყანამ განიმტკიცოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, ასეთი საერთაშორისო კონფერენცია დაგვეხმარება, რომ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. თბილისში მიმდინარე საერთშორისო კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტის – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გაფორმდა 68 მემორანდუმი, 700 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა მოაზრებული და დაახლოებით 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ის დამატებითი გენერაციის პროექტებია შეთანხმებული. ლევან დავითაშვილი აღნიშნული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა, სექტორის მხარდაჭერა და ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების, ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ტარდება, ვფიქრობ, პროგნოზირებადს ხდის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ამ და სხვა ახალი პროექტების რეალიზებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტუმრები მიმდინარე სამუშაო პროცესსა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია რეგიონებში ახორციელებს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. „მოხარულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა. პრესსამსახურის ცნობით, კელი დეგნანმა ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობას პანდემიის კვლევასა და ტესტირებაში, ამასთანავე, ისაუბრა ლაბორატორიის როლზე ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს ასეთი ლაბორატორიის ფუნქციონირებას", - განაცხადა კელი დეგნანმა. ახალციხის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2022 წელს საქართველოში, 10%-იან ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი - გვენეტაძე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, - განაცხადა გვენეტაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით 2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა.
მედია: 31 ოქტომბერს სოჭში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები შეხვდებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში ჩასვლას გეგმავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანზე დაყრდნობით იუწყება. კრემლს მანამდე, პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, სამმხრივი მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით TASS-ის კითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ ამის შესახებ „დამატებით გახდება ცნობილი“.
შსს: მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე - უკრაინის. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს დეპუტატ ლევან ქარუმიძის კითხვის საპასუხოდ მიაწოდა. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე - უკრაინის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატისტიკის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,4%-ს შეადგენს.
სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ
პრეზიდენტ პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია და ის უგუნური და უპასუხისმგებლოა. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება უკრაინაში, ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგი: არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში „ამ კუთხით, ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ფხიზლად ვართ. მზად ვართ, ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის მკაფიო გზავნილის გაგზავნა ან იმის დემონსტრირება, რომ მათ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი უკრაინაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ადრიატიკის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს (USS George H.W.) ეწვია. ხომალდი ამჟამად ხელმძღვანელობს გადამზიდავ დამრტყმელ ჯგუფს NATO- ს მეთაურობით, რომელსაც სტოლტენბერგმა აშშ-ის შესაძლებლობებისა და ალიანსისადმი ერთგულების დემონსტრირება უწოდა. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ISW: ვლადიმერ პუტინთან, ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), უკრაინის ომის უახლეს ანალიზში, პრეზიდენტ პუტინსა და უსაფრთხოების ჩინოსნებს შორის მიმდინარე ღია კონფლიქტზე ამახვლებს ყურადღებას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს აკრიტიკებენ. რუსმა ბიზნესმენმა პრიგოჟინმა პუტინთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედება გააკრიტიკა - WP „ასეთი პირდაპირი დაპირისპირება აჩვენებს, რომ უშიშროების ძალების ცალკეულ წარმომადგენლებს აქვთ გავლენა რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ადრე ვარაუდობდნენ“, ნათქვამია ISW-ის ანალიზში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევგენი პრიგოჟინის პიროვნებას და მის დიდ გავლენებს. „Washington Post-მა, აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოავლინა, რომ „ვაგნერ ჯგუფის“ დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ძალებზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თუმცა არ აფინანსებდა დაჯგუფებას და არ უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებით“, – ნათქვამია ანალიზში. ექსპერტები ასევე თვლიან, რომ სწრაფად იზრდება პრიგოჟინის გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეში. „პუტინის რეჟიმი დიდწილად არის დამოკიდებული საინფორმაციო სფეროში კრემლის მონოპოლიაზე და პრიგოჟინი სულ უფრო აშკარად უქმნის ამ მონოპოლიას გამოწვევას“, - ნათქვამია ანგარიშში. აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრს კრემლის ლიდერთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 7 ოქტომბერს წერდა.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა იცის, რომ თუ ერთ მოკავშირეს თავს ესხმიან, მას ყველა მოკავშირე დაიცავს
წვრთნების - Steadfast Noon მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, ეს წვრთნები დიდი ხნის წინ დაიგეგმა. „ჩვენი სწავლება Steadfast Noon დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ეს რუტინული წვრთნებია. ეს არის წვრთნები, რომლებსაც ჩვენ რეგულარულად ვატარებთ და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არასწორ სიგნალს გავაგზავნიდით, თუ მას მოულოდნელად გავაუქმებდით. NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. წვრთნების მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. შეკავება კი, კონფლიქტის თავიდან აცილების საშუალებაა. რუსეთმა იცის, რომ NATO მზად არის უპასუხოს, მათ ასევე იციან, რომ თუ ერთ მოკავშირეს თავს ესხმიან, მას ყველა მოკავშირე დაიცავს. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. და, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, NATO-ს სანდო შემაკავებელი მექანიზმი ინარჩუნებდა მშვიდობას. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაგრძელებთ ამ მექანიზმის უზრუნველყოფას 24/7-ზე, ყოველდღე, ყოველი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შალვა პაპუაშვილი: ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა მიიღოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება. „იცით, რომ იყო შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება. სხვადასხვა მოდელია მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში და ამ მოდელების გაანალიზების საფუძველზე შესაბამისი პროექტი მომზადდება. ვნახოთ, რა იქნება შედეგი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა იქნება საბოლოო სახე იმ გადაწყვეტილების, რომელსაც სამუშაო ჯგუფი და კომიტეტი მიიღებს ინიციატივის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.
აშშ-ის საელჩო: ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა აშშ-ისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია
"ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. "ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია. მადლობას ვუხდით ახალციხისა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოებს საინტერესო დისკუსიისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. მათ, როგორც საქართველოს უწყვეტი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტიტუციის წარმომადგენლებს, ელჩი დეგნანი მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა. საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად შეერთებული შტატები მუშაობს ყველა მოსამართლესთან, რათა ისინი უკეთ ემსახურონ ქართველ ხალხს, რომელიც კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის წევრობის გზას ადგას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Foreign Policy: რუსეთი, უკრაინის ომისთვის, ავღანური სპეცრაზმის ყოფილი ჯარისკაცების გადაბირებას ცდილობს
რუსეთი, ყოფილი ავღანელი სპეცრაზემელების უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადაბირებას ცდილობს, წერს Foreign Policy. გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდოს კორპუსის წევრები, რომლებმაც წვრთნები დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში გაიარეს, WhatsApp-ისა და Signal-ის მესინჯერების საშუალებით, იღებენ შეთავაზებებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუაერთდნენ. Foreign Policy წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთიდან დასავლური ძალების გაყვანის შემდეგ, ქვეყანაში დაახლოებით 30 000 კარგად გაწვრთნილი სპეცრაზმის ჯარისკაცი დარჩა. მათმა უმეტესობამ დაკარგა სამსახური, ზოგს კი ეშინია თალიბების, რომ შური იძიონ ყველაზე ვინც NATO-ს ძალებთან თანამშრომლობდა. ავღანეთის უსაფრთხოების წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები დაუცველობის გამო, შესაძლოა, რუსი დამქირავებლების შეთავაზებას დათანხმდნენ. „მათ არც ქვეყანა აქვთ, არც სამსახური, არც მომავალი. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ", - თქვა Foreign Policy-ის ერთ-ერთმა წყარომ. წყაროს ცნობით, დაახლოებით 10 000 ადამიანს შეუძლია მიიღოს რუსეთის შეთავაზება. ექსპერტების პროგნოზით, ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე. „ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლებენ ისინი ავღანეთის დატოვებას, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ საკითხის გადაწყვეტას მოსკოვი თალიბანის რეჟიმთან მოაგვარებს“, - წერს გამოცემა.
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას დაჰპირდა
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. რისი სინაკმა საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება. რიში სუნაკის თქმით, ზელენკისაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ, დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. „ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით“, - აღნიშნავს სუნაკი. დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთანაც გამართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა, ხაზგასმით აღნიშნეს მათი სურვილი, გააძლიერონ თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხებზე. ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე, რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების, ჩინეთის მიერ წამოჭრილი გამოწვევებისა და მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგორესურსების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ირანში, ისლამური რევოლუციური გვარდიის პოლკოვნიკი მოლაშახი მოკლეს
ირანში ისლამური რევოლუციური გვარდიის პოლკოვნიკი მოლაშახი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაშახი რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი. ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაშახისთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს კიდევ ერთი ოფიცერი, ჯავად კიხა. ცნობისთვის, კრემლთან თანამშრომლობის გარდა, მოკლულ პირებს ირანში პროტესტების სასტიკ ჩახშობაშიც ადანაშაულებდნენ.