ძებნის რეზულტატი:
ელჩის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში დაეხმაროს
ევროკავშირი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო სისტემა საქართველოში პროფესიონალური და დამოუკიდებელი უნდა იყოს. „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი იყოს “, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკავშირის ელჩი: ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა შეკითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. „ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს, ორგანიზებულია მუშაობა საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო კომიტეტებში. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. გუშინ მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ხვალაც მივალ პარლამენტში. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად. შეფასების პროცესი მომავალ წელს განხორციელდება. პირველი შეფასება იქნება ევროკომისიისგან, შემდეგ კი, მას განიხილავენ ევროპელი ლიდერები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.
ომი უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია - ღარიბაშვილი
ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ვქიტორ ორბანი: უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი მალე დასრულდეს, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა მთავრობის მეთაურის თმით, უკრაინის ომი აისახება ბევრ სფეროზე და ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება. „ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი და ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველომ და უნგრეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს
საქართველომ და უნგრეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეხვედრაზე აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მის უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. აქვე აღინიშნა უნგრეთის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორჯერ არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. იმედი გამოითქვა, რომ ევროპელი პარტნიორებისა და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების უფრო აქტიური ჩართულობით სრულად მოხდება შავი ზღვის მთელი პოტენციალის გამოყენება. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რთულ დროს, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის ინტერესი
ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა, დავადასტურო დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის, მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები ამ რთულ დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა. მისივე თქმით, უკრაინაში ომი აბსოლუტურად მიუღებელია და ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს ამ ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება. „ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ჩვენი ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ ომის, ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე. ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა შესაძლოა, ხერსონის რეგიონში ტერაქტები მოაწყოს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ოლექსი გრომოვი არ გამორიცხავს, რომ ხერსონის რეგიონიდან ევაკუაციისას რუსეთის ჯარებმა ტერორისტული თავდასხმების ორგანიზება მოაწყონ და საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქონ. ISW: უკრაინა ხერსონს სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაიკავებს ამის შესახებ გრომოვმა, უშიშროებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინული მედია: უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, რუსული ძალები გეგმავენ, ხერსონი მობილური კავშირის გარეშე დატოვონ „მსოფლიოს „მეორე არმია“ არ იცავს საერთაშორისო კონვენციებს. ამასთან, კრემლის პოლიტიკოსებმა და პროპაგანდისტებმა პათოლოგიური ტყუილის გათვალისწინებით, შესაძლოა, „რთული გადაწყვეტილებები“ მიიღონ. დიდი ალბათობით, უკან დახევის შემთხვევაში, მტერმა შეიძლება, მიმართოს ტერორისტული თავდასხმების სერიას. ვოლოდიმირ ზელენსკი: კახოვკის ჰესზე შესაძლო ტერაქტი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი იქნება ააფეთქოს საცხოვრებელი სახლები და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები გადამწვარ მიწად აქციოს, რაც კრიტიკულ ზიანს აყენებს უკრაინის ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა გრომოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის პროკურატურა: რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, 430 ბავშვი დაიღუპა
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 430 ბავშვი დაიღუპა, 1252-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. "ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში - 419, ხარკოვის ოლქში - 260, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 69, ლუგანსკის ოლქში - 64, მიკოლაევის ოლქში - 77, ხერსონის ოლქში - 64, ზაპოროჟიეს ოლქში -70 ლასტროვის ოლქში - 64", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ
„მინდა ვთქვა, თუ როგორ ვაფასებთ, რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ამას ძალიან ვაფასებთ, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ერთობლივ ბრიფინგზე.მისივე თქმით, საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და ასევე NATO-ს წევრი. ჩვენ არამხოლოდ სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში.მაგალითად, თქვენ კარგად იცით ბატონო პრემიერო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ NATO-ს მისიებში, ერაყში, ავღანეთში, ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს და მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს. მე ასევე მინდა ვთქვა, ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერსები დავიცვათ ამ რთულ დროს. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
უკრაინა: რუსეთმა შესაძლოა, კვლავ სცადოს კიევზე კონტრშეტევა
გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა კიევზე კონტრშეტევას ბელორუსიიდან, ჩერნობილის ზონისა ან ჩერნიგოვის რეგიონის გავლით მიმართოს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა სამხედრო მედია-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არ გამოვრიცხავთ, რომ მტერმა კვლავ მიმართოს კიევზე თავდასხმას. უპირველეს ყოვლისა, ისინი გრძნობენ, რომ ფრონტის გარღვევა არ შეუძლიათ არც სამხრეთით და არც აღმოსავლეთით. უკრაინის ე.წ. კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ერთ-ერთი ვარიანტია კიევის აღება და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია“, - განაცხადა გრომოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დეზინფორმაცია და პროპაგანდა საწამლავია, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება - ჰერჩინსკი
დეზინფორმაცია და პროპაგანდა საწამლავია, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება - საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში დაეხმაროს „სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით. მედია წიგნიერება საუკეთესო პასუხია პროპაგანდის გამოწვევის მიმართ. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მედია წიგნიერებას და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩი: ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს
გაეროს კოორდინატორი: საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს, რაც ყველაზე მაღალი შეფასებაა
საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლიმ განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. „საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს. ასე რომ, ეს ნიშნავს ყველაზე მაღალ შეფასებას, რაც მათ შეუძლიათ მიიღონ GANHRI-გან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს. მომავალ წელს ისინი კვლავ განიხილავენ საქართველოს ომბუდსმენს და შეაფასებენ, თუ რეიტინგი კვლავ A არის. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და ყველა კანდიდატის განხილვა მოხდეს“, - აღნიშნა საბინე მახლიმ. ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილები, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესს შეეხება. ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია
გერმანიის მთავრობა, მიიჩნევს, რომ Nord Stream2-ის გაზსადენის ტექნიკური გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია. სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ Nord Stream2-ს ჯერ არ მიუღია საჭირო სერთიფიკატი და, შესაბამისად, მისი გაშვება შეუძლებელია. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება "სოციალ-დემოკრატების", "თავისუფალი დემოკრატების" და "მწვანეების" კოალიციური მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია რუსეთში მიაჩნიათ, რომ Nord Stream2-ი ექსპლუატაციისთვის მზადაა. ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს" შეუძლია გაზის ტრანსპორტირება და საჭიროა მხოლოდ ონკანის გახსნა. სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
Politico: აშშ ევროპაში ბირთვული ბომბების განახლების გეგმებს აჩქარებს
გამოცემა Politico-ს ცნობით, აშშ ევროპაში, NATO-ს სამხედრო ბაზებზე ბირთვული ბომბების განახლების გეგმებს აჩქარებს შეერთებულმა შტატებმა განახლებული „ბი61-12“ ტიპის გრავიტაციული ავიაბომბის განთავსება თავდაპირველად მომავალი წლის გაზაფხულზე დაგეგმა, ახლა კი მისი განახლება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგემება. იტყობინება Politico წყაროებზე დაყრდნობით. „აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა NATO-ს მოკავშირეებს პროცესის დაჩქარების შესახებ ოქტომბერში, ბრიუსელში გამართული დახურული შეხვედრის დროს განუცხადეს“, - წერს Politico. მისივე ცნობით, გადაწყვეტილების მიზანია ძველი შეიარაღების განახლება, რომლის მიზანიც აშშ-სა და მოკავშირეების ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პოტენციური გამოყენებაა. პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ თარიღის ცვლილება „არანაირად არ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“.
ამერიკის საელჩო: უკვე $20 მილიონამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დღემდე ვეხმარებით სასწავლებლების განვითარებას
ამერიკის საელჩოს შეფასებით, საქართველოში კვალიფიციური კადრების არსებობისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული პროფესიული სასწავლებლები. ამისთვის კი, საელჩოს განმარტებით, ამერიკის მთავრობა თითქმის ათი წელია, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. „ვამაყობთ, რომ ქვეყანაში არაერთი სასწავლებლის შექმნას შევუწყეთ ხელი. უკვე $20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დღემდე ვეხმარებით სასწავლებლების განვითარებას. ამის პარალელურად ვმუშაობთ სკოლის მოსწავლეებს შორის ცნობიერების ამაღლებაზე, რომ მათ იცოდნენ არსებული შესაძლებლობების შესახებ და უკეთ დაგეგმონ თავიანთი მომავალი. ამ საქმეში ჩვენი უახლესი პარტნიორი სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2-ა, რომელიც დაგვეხმარება, რომ იმერეთის მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებს მივაწვდინოთ ხმა“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.
პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს
პოლონეთში, 27 ოქტომბრის დილით, წითელი არმიისადმი მიძღვნილი კიდევ ოთხი ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, პოლონეთის მთავრობა აგრძელებს საბჭოთა კავშირს თემატიკაზე ძეგლების, ქანდაკებებისა და სიმბოლოების „დანგრევის“ კამპანიას. ოპოლსკის სავოევოდოს ქალაქ გლუბჩიცასა და ბიჩინაში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლები აიღეს. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კაროლ ნავროცკიმ, რომელიც სოფელ გლუბჩიცეში საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის ადგილს ესტუმრა, განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირმა პოლონეთს მოუტანა არა განთავისუფლება, არამედ მონობა“. პოლონეთში რუსი ჯარისკაცების ძეგლების დემონტაჟი, ბოლოს 24 აგვისტოს ქალაქ ბჟეგში განხორციელდა.
ISW: პუტინი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით და კვლავ სურს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი „ისევ ცდილობს სამხედრო გამარჯვებას უკრაინაში და კიევში ხელისუფლების შეცვლას“. ISW-ის თანახმად, პუტინის რიტორიკა იმის შესახებ, რომ უკრაინამ „დაკარგა სუვერენიტეტი“, გააძლიერა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც განაცხადა, რომ „უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოდ არსებობის უნარი“ და ის ოკუპირებულია NATO-ს მიერ. ბოლო ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ოლექსი გრომოვი არ გამორიცხავს, რომ ხერსონის რეგიონიდან ევაკუაციისას რუსეთის ჯარებმა ტერორისტული თავდასხმები მოაწყონ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი აცხადებდა, რომ კახოვკის ჰესზე შესაძლო ტერაქტი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი იქნება. ISW: უკრაინა ხერსონს სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაიკავებს
ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში 20 სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. ამის შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდა, რომელიც ითვალისწინებს ხარკოვის ქალაქ ვოლჩანსკის, ჩუგუევსკის რაიონის პეჩენეჟისა და ჩკალოვსკის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციების, იზიუმის რაიონის სოფელ კუნევსკაიას სამხედრო ადმინისტრაციის ფორმირებას. ასევე ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ჩამოყალიბდა ქალაქი კუპიანსკის, დვურეჩანსკის დასახლების, კინდრაშევსკისა და პეტროპავლოვსკის სოფლების სამხედრო ადმინისტრაციები. ამასთან, ხერსონის ოლქის დასახლებების 20 სამხედრო ადმინისტრაციის შექმნაა გათვალისწინებული.
უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი განიხილა. უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. „პროდუქტიული საუბარი მქონდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან, მარგარიტა რობლესთან. ჩვენ ველოდებით სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მალე ჩამოვა“, - განაცხადა მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. მან მადლობა გადაუხადა ესპანეთს იმისთვის, რომ კიევს Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები პირველმა შესთავაზა, რათა ქვეყანამ ცის დაცვა შეძლოს. მიმდინარე წლის ოქტომბერში ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს დახმარების კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა, რომელშიც შედიოდა რვა ჯავშანტექნიკა, ორი სასწრაფო დახმარების მანქანა და ხუთი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა.
უკრაინა იტალიას SAMP-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იტალიასთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებას ელის. ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინას მიეწოდება ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა SAMP-T. ამის შესახებ მან იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა. „საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს ჩვენთვის დღეს დიდი პრიორიტეტია. თქვენ იცით რატომ. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდეს საზღვარგარეთიდან, რათა მათმა შვილებმა ისწავლონ სკოლაში, უნივერსიტეტში და ა.შ. მაგრამ უსაფრთხოების გარეშე, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც აწარმოებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. იტალია აწარმოებს SAMP-T სისტემებს საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად. ჩვენ გვჭირდება ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მსგავსი საჭიროებების შესახებ მან უკვე აცნობა იტალიის მთავრობას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი ჰქონდა იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონთან და მიიწვია ის უკრაინაში. „ვფიქრობ, ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობების ახალ დონეს უკრაინასა და იტალიას შორის. ეს იყო მარიო დრაგის დროს. ეს შესაძლებელი გახდა მისი და იტალიელი ხალხის წყალობით. ვფიქრობ, ჩვენ ავაშენეთ ძალიან კარგი და ძლიერი ურთიერთობები. მე არ მინდა მათი განადგურება. მე ეს ვუთხარი ჯორჯიას და მან თქვა: დიახ, რა თქმა უნდა. მე ნამდვილად მხარს გიჭერთ და მინდა ისეთივე დონის ურთიერთობა გქონდეთ, როგორიც ადრე გქონდათ და არც მათი განადგურება მინდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ამის შესახებ ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი. „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები. მიმდებარეობს ქუჩების დატბორვა. შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.