ძებნის რეზულტატი:

კიევს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ენერგეტიკული კომპანია Yasno-ს აღმასრულებელი დირექტორი სერჰი კოვალენკო ამბობს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი მოსალოდნელზე 32%-ით მეტი იქნება. გამორთვა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს 7 ნოემბრის ოფიციალური გრაფიკით არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქსელის ოპერატორის Ukrenergo-ს ცნობით, ენერგომომარაგების შეწყვეტა დაგეგმილია კიევში და უკრაინის 7 ოლქში: კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ჟიტომირში, სუმში, ხარკოვსა და პოლტავაში. ოფიციალური პირის განმარტებით, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ახლა არ დგას უკრაინას კრიზისთან გამკლავება რუსეთის ძალების მხრიდან ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბის გამო უწევს. კიევს დასავლეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ „უახლოეს კვირებში კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, რადგან უკრაინა დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს“. კიევში საწვავის, ელექტროენერგიის გენერატორების, საკვებისა და სასმელი წყლის მარაგებს ამზადებენ მისივე თქმით, დრონების განეიტრალების მაჩვენებელი პროცენტულად გაიზარდა, მაგრამ ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. 38 წლის ლევან სახელაშვილი მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ცხედარი ამ დროისთვის მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.  

"ხალხის ძალა": „ქართულ ოცნებას“ გამბედაობა არ ჰყოფნის, ამერიკელებს დაუპირისპირდეს

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, ქართული ენჯეოების რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია - „ნედი“ აფინანსებდა და „ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა“. „ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას და ყოფილ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები - „მე დავიფიცე ღვთის საკურთხევლის წინაშე, რომ ვიქნებოდი დაუძინებელი მტერი ტირანიის ნებისმიერი ფორმისა ადამიანის გონზე“. თანამედროვე ე.წ. ლიბერალები თომას ჯეფერსონს უსათუოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ და დაგმობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ფიცის გასამყარებლად ღვთის საკურთხეველი ახსენა. მეტიც, ისინი ჯეფერსონს მტრადაც კი გაიხდიდნენ, მაგრამ არა იმდენად ღვთის საკურთხევლის ხსენებისთვის, რამდენადაც იმის გამო, რომ ე.წ. ლიბერალების დღევანდელი პოლიტიკური ჰეგემონია უპირატესად სწორედ ადამიანის გონზე ტირანიას ემყარება. განსაკუთრებული ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ გლობალური ტირანიის უპირველესი წყარო, სამწუხაროდ, სწორედ თომას ჯეფერსონის სამშობლოა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუეს და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ, რისი უმთავრესი ამოცანა ადამიანების დემორალიზება, ნიჰილიზმის დათესვა, ტრადიციული ღირებულებებისგან ადამიანების დაცლა, მანიპულირების ბრმა იარაღად საზოგადოების ქცევა და შედეგად, სახელმწიფოში სრული პოლიტიკური ინტერვენციის უზრუნველყოფაა. თანამედროვე მედიაში მოჭარბებული სიცრუისა და ზიზღის ენის აღკვეთის ნებისმიერ მცდელობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, აგრესიულად უპირისპირდებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ, სინამდვილეში, სწორედ საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონიის მთავარ იარაღს - სიცრუესა და სიძულვილს იცავენ. ე.წ.ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული. „დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა. “ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მედიაში სიცრუე, ზიზღის ენა და რადიკალიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. თუმცა, როგორც კი ვინმე ამ პრობლემის მოგვარების გზებზე დაიწყებს საუბარს, მაშინვე ე.წ. ლიბერალები გამოდიან აგრესიულად ავანსცენაზე და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსაც კი გვიკრძალავენ. ანუ ყველა თანხმდება უმძიმეს დიაგნოზზე, მაგრამ გვიკრძალავენ სენის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენისგან ქვეყანა და საზოგადოება, უმარტივესი საკანონმდებლო რეგულირების გზით, ძალიან იოლად განკურნებადია. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმაოდ დიდი შავი ფული იხარჯება. სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, მათ ჯამში საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ტელევიზიების არა მომხმარებლები და დამკვეთები, არამედ მეტწილად მსხვერპლები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები. საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია - „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა. როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა, ამ სენისგან განკურნებას კატეგორიულად გვიკრძალავენ. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობთ, ესეც ის საკითხია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ და მისგან მოვისმინოთ შეფასება, არის თუ არა სიცრუე და ზიზღის ენა გამოხატვის ის ფორმა, რომელიც აბსოლუტური ფორმით დაცვას იმსახურებს. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი „ხალხის ძალას“ შეუძლია დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებისგან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

WSJ: პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი კრემლის წარმომადგენლებს კონფიდენციალურად ესაუბრა

ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა. ამერიკული გამოცემის წყაროების ცნობით, ამ საუბრების მიზანი იყო უკრაინის გამო, გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება. კერძოდ, მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ გამოიყენოს და ამასთან, მოხდეს კავშირის ღია არხების შენარჩუნება. ამერიკისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაზეთთან, სალივანის უშაკოვთან და პატრუშევთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. გაზეთის წყაროები ასევე ადასტურებენ Washington Post-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებს, რომ ვაშინგტონმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, „მშვიდობისათვის მზადყოფნა საჯაროდ გამოეხატა“. „აშშ არ უბიძგებს უკრაინას მოლაპარაკებებისკენ“, - აცხადებენ ოფიციალური პირები. პუტინის განცხადებების შემდეგ, რომ ის მზადაა, რუსეთის დასაცავად, „მის ხელთ არსებული ყველა საშუალება“ გამოიყენოს, დასავლურმა მედიამ ამერიკისა და რუსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის არაფორმალურ კონტაქტებზე, ინფორმაცია გაავრცელა.  პრესის ცნობით, ამ საუბრების დროს ვაშინგტონმა მოსკოვს მიანიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. თუმცა, მანამდე არ იყო ცნობილი, ვის შორის მიმდინარეობდა ასეთი მოლაპარაკებები.  

უკრაინის ოპერატიული სარდლობა: საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეთ

უკრაინის ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს. „დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია: 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, ასევე 3 საბრძოლო საცავი ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე“, - აცხადებენ სარდლობაში. ომის დაწყების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა გარემოს წინააღმდეგ მიმართული 2200-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს - მინისტრი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ერეკლეობას! მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის

გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის,  განათლების, კულტურის განვითარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას. “ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას - სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას... მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის”, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.  

იაპონიამ და აშშ-მ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები გამართეს

იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF) და აშშ-ს არმიამ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ საჰაერო ძალების წვრთნებში იაპონიის საჰაერო ძალების 9 სამხედრო თვითმფრინავი, საჰაერო ძალების F-2 და ამერიკული B1-B ბომბდამშენი და F-16 თვითმფრინავი მონაწილეობდნენ.  „წვრთნები ორი მოკავშირე ძალის მჭიდრო ურთიერთქმედების დემონსტრირებას ისახავს მიზნად“,- აცხადებენ იაპონიის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ASDF-მა და აშშ-ს სამხედროებმა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის მიზნით მზადყოფნა გამოავლინეს. იაპონიის თავდაცვის უწყების ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ გაეროს რეზოლუციების დარღვევით, 30-ზე მეტი მრავალმხრივი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის მიერ 4 ოქტომბერს გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუარა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ბოლოს მსგავსი გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის სექტემბერში ჩაატარა.   

"ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს - მასკი

"ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი მისია, - ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა განაცხადა.  ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს „სიტყვის თავისუფლებისადმი ჩემი ვალდებულება ვრცელდება იმაზეც, რომ არ აიკრძალოს ანგარიში, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩემს თვითმფრინავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩემს პირად უსაფრთხოებას“, - აცხადებს მასკი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.  

რომის პაპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის უფლება ლავროვმა არ მისცა

რომის პაპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა 25 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე დღესვე სურდა და ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად რუსეთის საელჩოშიც კი მივიდა.  Vatican News-ი, რომის პაპის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ფრანცისკემ გადაწყვიტა ამ თემაზე რუსეთის ელჩთან ესაუბრა, რომელსაც „კეთილ ადამიანად“ მიიჩნევს. პაპმა ფრანცისკემ ამ საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა,რომ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვში ჩავიდოდა და პუტინს შეხვდებოდა. „მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო იყო, მაგრამ ლავროვმა, ელჩს ძალიან თავაზიანად უპასუხა და უთხრა, „გმადლობთ, მაგრამ ამჟამად ეს არ არის საჭირო“, - განაცხადა რომის პაპმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად,,ქურდული სამყაროს“ წევრებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს მიმართეს. კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისსა და სამეგრელოში რამდენჯერმე ე.წ. ქურდული გარჩევები მოაწყვეს. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადება.  „რუსეთის საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების უხეში დარღვევას. ხერსონის რაიონის სოფელ კახოვკაში დივერსიული ჯგუფებისა და მეხანძრეების სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დაკავებულები გორნოსტაევკაში გადაჰყავთ და წამების ქვეშ აიძულებენ ჩვენების მიცემას“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის დილის განცხადებაში. გენშტაბის ცნობით, ანალოგიური ვითარებაა ლუგანსკის ოლქის ბოროვსკოესა და შჩედრიშჩევოს დასახლებებში.  „ხდება მასობრივი ჩხრეკა, მობილური ტელეფონების ამოღება, გაურკვეველი მიმართულებით ადამიანების გატაცება. ხერსონში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ოკუპანტები, მშვიდობიანი მოსახლეობის შენობებს იკავებენ და პოზიციებს ქუჩის ბრძოლებისთვის ამაგრებენ. პარალელურად, რუსი პროპაგანდისტული ჟურნალისტები, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების თემაზე ხერსონში ვიდეომასალის გადაღებას გეგმავენ“, - აცახდებენ უკრაინის გენშტაბში.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდებათ. გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავენ - მედია „ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, - განაცხადა ზელენსკიმ. ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა "ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირაბ დოლაჰაინმა ჟურნალისტებთან. ცნობისთვის, მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და თქვა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს. აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი ამბობდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.  

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება - ბაიდენი

ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ განვადიდებდით ძალადობას პოლიტიკურ საფუძველზე. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, - აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დასასრულს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. მედიის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების 76% წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე. „ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ განვადიდებდით ძალადობას პოლიტიკურ საფუძველზე. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ბოლო გამოკითხვები ამბობს, რომ ამერიკელების 76 პროცენტი წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს თქვენი თაობის მომენტია, დაიცვათ, შეინარჩუნოთ, აირჩიოთ იგი“, – განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ში კონგრესის არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.  

უკრაინა: ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო, რუსეთის ძალები თავდაცვის ხაზს აგებენ

რუსმა დამპყრობლებმა ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის „პირამიდებისგან“, დროებით ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო თავდაცვის ხაზის აგება დაიწყეს,- ამის შესახებ Telegram-ში მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშჩენკო იტყობინება. „მარიუპოლის გარშემო დამპყრობლებმა თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყეს. ფრონტზე მუშაობს ბეტონის წარმოების ორი მინი ქარხანა, რომლებიც მარუიპოლში იყო დამონტაჟებული. ისინი აწარმოებენ ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის „პირამიდებს“, რომლებიც  ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებით ნაწილობრივ ტრანსპორტირდება“, - წერს ანდრიუშჩენკო. „მიუხედავად ყველა განცხადებისა, რომ „რუსეთი აქ არის სამუდამოდ", რეალურად რუსები არ განიცდიან ასეთ ოპტიმიზმს. დღეს მარიუპოლის მნიშვნელოვნად გაძლიერების პროცესი მათ ტენდენციაშია“, - დასძინა ანდრიუშჩენკომ. „რუსეთის აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. დაბომბვის შედეგად ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. მარიუპოლი დღეს ელექტროენერგიის, წყლის, გაზის ნორმალური მიწოდების გარეშეა. ამჟამად ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი“, - წერს უკრაინული მედია.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე, 4 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში, რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადება „ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, სუმისა და ხერსონის ოლქების 30 დასახლებული პუნქტი მტრულ დარტყმას განიცდიდა“, - ნათქვამია მოხსენებაში. „ხდება მასობრივი ჩხრეკა, მობილური ტელეფონების ამოღება, გაურკვეველი მიმართულებით ადამიანების გატაცება. ხერსონში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ოკუპანტები, მშვიდობიანი მოსახლეობის შენობებს იკავებენ და პოზიციებს ქუჩის ბრძოლებისთვის ამაგრებენ. პარალელურად, რუსი პროპაგანდისტული ჟურნალისტები, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების თემაზე ხერსონში ვიდეომასალის გადაღებას გეგმავენ“, - აცახდებენ უკრაინის გენშტაბში.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილია დარჩიაშვილმა, ფრანგ კოლეგასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

2022 წლის 7 ნოემბერს შარმ-ელ-შეიხში, გარემოს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობასა და  ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატითაა გამყარებული. ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა  ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე. ილია დარჩიაშვილმა კატრინ კოლონას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  მდგომარეობასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას იღებს გაეროს გაეროს კლიმატის ცვლილებების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება. მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

პროკურატურა: ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

WSJ: მარკ ცუკერბერგი თანამშრომლების მასოვრივ შემცირებას გეგმავს

ამერიკული კორპორაცია Meta Platforms-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ამ კვირაში თანამშრომლების ფართომასშტაბიანი გათავისუფლების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. მოსალოდნელია, რომ სამსახურის დატოვება ათასობით მუშაკს მოუწევს. წყაროების ცნობით, Meta Platforms-ის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად, 9 ნოემბერს გახდება ცნობილი. სექტემბრის ბოლოსთვის Meta Platforms-ში 87 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ასეთი ფართომასშტაბიანი შემცირება, კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება.  Meta Platforms-ის პრესსპიკერმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.  

უკრაინა: ხერსონის ოლქში, საჰაერო ძალებმა რუსული სუ-25-ის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის სამხრეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, 7 ნოემბერს დაახლოებით 09:30 საათზე, ხერსონის რაიონში საზენიტო მსროლელებმა რუსული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. „ხერსონის რაიონში სამხრეთის საჰაერო სარდლობის ხერსონის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის ნაწილმა, რუსული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო“, - ნათქვამია საჰაერო ძალების მოხსენებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიკა სიმონიშვილი: 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ

საიამ ადამიანის ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 მედია წარმომადგენლის (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით საჩივარი გააგზავნა - სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს „მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.