ძებნის რეზულტატი:

ახალქალაქში ჰესების კასკადი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები - კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ამ ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი. ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს. ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. რომეო მიქაუტაძე ასევე გაეცნო კასკადური ტიპის მცირე სადგურების საქმიანობას და დაათვალიერა სოციალური პროექტები საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელში - სპორტული დარბაზი სოფელ კორხში და სოფელ ორჯაში წყლის სატუმბი სადგური. ამ პროექტებით 7000-ზე ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.  

ესპანეთის პოლიციამ, ფერმებიდან 32 ტონა მარიხუანა ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ შაბათს განაცხადა, რომ ფერმებიდან 32 ტონა შეფუთული მარიხუანა ამოიღო, რომელის ღირებულებაც დაახლოებით 64 მილიონი ევროა.   სამართალდამცველების ცნობბით, პოლიციამ ესპანეთის ფერმებსა და საწარმოო ქარხნებში ჩხრეკების სერია ჩაატარა. ოპერაცია „ბაღების“ ფარგლებში 20-დან 59 წლამდე ასაკის ცხრა კაცი და 11 ქალი დააკავეს. „სამოქალაქო გვარდიამ, ესპანეთში ამ დრომდე, შეფუთული მარიხუანას ყველაზე დიდი პარტია ამოიღო“, - ნათქვამია ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხადებაში.  

ზელენსკი: ირანი ცრუობს, რომ რუსეთს უმნიშვნელო რაოდენობის დრონები გადასცა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ირანი ცრუობს, როდესაც აცხადებს რომ რუსეთს უმნიშვნელო რაოდენობის დრონები გადასცა.  ამ საკითხზე ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვეში ისაუბრა.  უკრაინა: მივიღებთ მკაცრ ზომებს, რათა ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები ვეღარ მიაწოდოს „დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან, მათ გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდნენ რუსეთს ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებით ტყუილი თქვეს. ჩვენ ყოველდღიურად სულ მცირე 10 ირანულ უპილოტო თვითმფრინავს ვანადგურებთ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა, რომ ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა ირანის რეჟიმი აცხადებს, რომ რუსეთს სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინ დრონების უმნიშვნელო რაოდენობა გადასცა. მხოლოდ გუშინ, ერთი დღის განმავლობაში გავანადგურეთ 11 „შაჰედი“. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ, თეირანში კი ამაზე ზოგადად ჩუმად არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.    20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

უკრაინის ხუთ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

საჰაერო განგაში გამოცხადდა აღმოსავლეთ უკრაინის რიგ რეგიონებში ამის შესახებ მედია Air Alert Map-ზე დაყრდნობით იუწყება. სირენების ხმა ისმის ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, სუმისა და ზაპოროჟიეს რაიონებში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ხარკოვის რეგიონში მომხდარი აფეთქებების შესახებ.  

გენერალური შტაბი: უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის 14 თავდასხმა მოიგერია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმები ოთხ რეგიონში მოიგერიეს. შესაბამის ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ოთხი რაკეტა გაუშვა და უკრაინის მასშტაბით 19 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მოიგერიეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რას სთხოვს ირანი მოსკოვს კამიკაძე-დრონების მიწოდების სანაცვლოდ

ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა თავის უახლეს შეფასებაში განაცხადა, რომ ირანი კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე რუსეთის დამოკიდებულებას სავარაუდოდ, უკვე იყენებს იმ მიზნით, რომ ბირთვულ პროგრამაში მოსკოვის დახმარება მოითხოვოს. „ბირთვული დახმარების“ მოთხოვნა და თვითმფრინავების მიწოდების აღიარება აჩვენებს, რომ ირანის ოფიციალურ პირებს შეიძლება, აქვთ განზრახვა, უფრო მკაფიოდ დაამყარონ ორმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობები რუსეთთან“, - წერს ISW. უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ შეგახსენებთ, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და განაცხადა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს. აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი მიუთითებდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ განცხადებით, ყოველდღიურად უკრაინა სულ მცირე, 10 ირანულ დრონს ანადგურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება აღდგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტრომომარაგება აღდგა. სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ 5 ნოემბრიდან გარე ელექტრომომარაგების ორივე ხაზი აღდგენილია და კვლავ ჩართულია. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები მარტის შემდეგ აკონტროლებენ, მაგრამ სადგურს უკრაინელი ინჟინრები მართავენ. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომმა“ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ბოლო ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მიხაილო პოდოლიაკი: პუტინის დასწრება G20-ის სამიტზე, მსოფლიო ელიტას არასწორ სიგნალს გაუგზავნის

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფნა G20-ის სამიტზე, არასწორ სიგნალს გაუგზავნის გლობალურ პოლიტიკურ ელიტებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ის ვინც გენოციდს ჩაიდენს უკრაინაში, უნდა იყოს განდევნილი და იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. მიხაილო პოდოლიაკი: პუტინის ყოფნა G20-ის სამიტზე, შესაძლოა, აგრესორთან ფლირტს და გენოციდის დაკანონებას ნიშნავდეს „ამის გამოსწორება გვიანი არ არის“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.  

უკრაინა: რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქიდან 34 ბავშვი გაიტაცეს

რუსეთის ძალებმა მირნის თემის სოფელ პრეობრაჟენკიდან 34 ბავშვი წაიყვანეს. ამის შესახებ ხერსონის ოლქის გუბერნატორმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა. „მშობლებს დაჰპირდნენ, რომ მათ შვილებს ამ კვირის ბოლომდე დაუბრუნებდნენ, მაგრამ ეს დრო კიდევ ერთი კვირით გაგრძელდა“, - განაცხადა იანუშევიჩმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები რუსეთში, ანაპაში წაიყვანეს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთი და იაპონია უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეები უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივიბების გაზრდის ფონზე, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. სამინისტროს ცნობით, სუნაკმა და კიშიდამ დაადასტურეს, რომ იაპონია და ბრიტანეთი დააჩქარებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც გააძლიერებს თავსებადობასა და თანამშრომლობას მათ შეიარაღებულ ძალებს შორის, ასეევე, შეთანხმებას მოიერიშე თვითმფრინავების ერთობლივად შექმნის მიზნით.  

იაპონია და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს - FT

იაპონია და დიდი ბრიტანეთი აპირებენ ხელი მოაწერონ მთავარ თავდაცვის პაქტს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, გააძლიერონ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ინდო-წყნარ ოკეანეში და გაზარდონ შეკავება ჩინეთიდან მზარდი საფრთხის წინააღმდეგ. FT-ის ინფორმაციით, დოკუმენტის გაფორმება დეკემბერში იგეგმება. გამოცემის წყაროს ცნობით, ქვეყნები ორმხრივ შეთანხმებას (RAA) მოაწერენ ხელს, რაც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ტოკიო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავდაცვით კავშირებს კიდევ უფრო აღრმავებს, რათა ტაივანის გარშემო ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოემზაადოს. პაქტი ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და ლოგისტიკურ თანამშრომლობას გაამარტივებს. ის ასევე უზრუნველყოფს საკანონმდებლო ჩარჩოს, რათა ხსენებულ სახელმწიფოებში ერთმანეთის ჯარების შესვლისთვის მძიმე ბიუროკრატიული ბარიერი გაამარტივოს. „იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი შეთანხმება საშუალებას მისცემს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო ადვილად განლაგდნენ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ზაკ კუპერი. The Financial Times-ის წერს, რომ პაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე, დიდ ბრიტანეთში ფუმიო კიშიდას ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, როდესაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმჟამინდელ პრემიერს ბორის ჯონსონს შეხვდა.

New York Times: ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს

კიევის ხელისუფლებამ სამმილიონიანი ქალაქის ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო, იტყობინება New York Times. ასეთ სცენარს უკრაინა ელექტროენერგიის სრული გათიშვის პირობებში განიხილავს.„თუ არ იქნება ელექტროენერგია, წყალი და სხვა საჭიროებები, ქალაქის ადმინისტრაცია მიმართავს ყველა შესაძლო ზომას ჩვენი ელექტრომომარაგების სისტემის დასაცავად", - განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა. რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% უკვე დააზიანეს ან გაანადგურეს. რუსეთის ხელმძღვანელობა საჯაროდ აღიარებს, რომ მისი მიზანია, ხელი შეუშალოს მშვიდობიანი მოსახლეობის წვდომას ელექტროენერგიასა და გათბობაზე, რაც უკრაინაში პოტენციურ ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. მაგალითად, 22 ოქტომბერს, უკრაინის მასშტაბით, 1,4 მილიონზე მეტ უკრაინულ ოჯახს ელექტროენერგია შეუწყდა.

კიევში საწვავის, ელექტროენერგიის გენერატორების, საკვებისა და სასმელი წყლის მარაგებს ამზადებენ

დედაქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ქმედებების გამო, ელექტროენერგია, სითბო და კომუნიკაციები შევინარჩუნოთ. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიევი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს.  „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელნი, ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გარეშე დატოვონ“, - განაცხადა კლიჩკომ. New York Times: ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას გეგმას განიხილავს კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევის ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს განიხილავს, რათა ნებისმიერი მოვლენისთვის მზად იყოს. კერძოდ, ქალაქმა მოამზადა საწვავის მარაგი, ელექტროენერგიის გენერატორები, საკვები და სასმელი წყალი, ასევე, გათბობის პუნქტები. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი სცენარი არ დადგეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერ ვიძლევით, ამიტომ, თითოეული ჩვენგანი ასევე მზად უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად რეაგირებისთვის“, - განაცხადა კიევის მერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ“, - წერია ინფორმაციაში.  სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უდიდესი სამხედრო ოლქის მეთაური შეცვალა

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ლინკოვმა შეცვალა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 6 ნოემბერს განაცხადა. „ეს ფაქტი რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსი სამხედრო მეთაურების თანამდებობიდან გათავისუფლების სერიას მოჰყვა“, - იუწყება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.  რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა თავისი უდიდესი სამხედრო ოლქის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა ახალი მეთაური ლინკოვი ადრე რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ორგანიზაციული და სამობილიზაციო განყოფილების უფროსად მუშაობდა. როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის „ჩაბარებისთვის“ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან გარღვევისთვის აკრიტიკებდა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, Wagner Group-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩენი ლიდერი რამზან კადიროვი ლაპინს ლიმანიდან, დონეცკის ოლქის მთავარი ლოგისტიკური ცენტრიდან რუსული ძალების გაყვანაში ადანაშაულებდნენ. ლიმანი უკრაინელებმა პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.

რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა 2,765 ტანკი, 5,611 ჯავშანტექნიკა, 4,191 მანქანა და საწვავის ავზი, 1,781 საარტილერიო სისტემა, 391 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 202 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 277 თვითმფრინავი, 26014 ვერტმფრენი და 16 ხომალდი დაკარგა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ეკოაქტივისტებმა ამსტერდამის აეროპორტში კერძო თვითმფრინავების ბლოკირება სცადეს

ასობით ეკოაქტივისტმა შიფჰოლის აეროპორტში, კერძო თვითმფრინავებს დაძვრის საშუალება არ მისცა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხედრო პოლიციამ მომიტინგეები ადგილიდან გაიყვანა.  გავრცელებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. „ჩვენ გვინდა ნაკლები ფრენა, მეტი მატარებელი და არასაჭირო მოკლე მანძილიდან ფრენების და კერძო თვითმფრინავების აკრძალვა“, - განაცხადა Greenpeace Netherlands-ის კამპანიის ლიდერმა.  

ირანმა ახალი საჰაერო თავდაცვის რაკეტა წარადგინა

ირანმა ახალი საჰაერო თავდაცვის რაკეტა შექმნა. ირანული მედია იუწყება, რომ თეირანმა ახალი რაკეტა წარმატებით გამოსცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამიზნის აღმოჩენა 450 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეძლო. ახალ რაკეტას (Sayyad 4B) 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების რადიუსი აქვს. რაკეტის ძრავა ჰიბრიდულ მყარ საწვავზე მუშაობს და ოპერატიული გამოცდა პირველად გაიარა. ირანი ამტკიცებს, რომ მისი სამხედრო ძალა რეგიონის ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ხაზს უსვამს, რომ ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის დოქტრინა მთლიანად, შეკავებას ეფუძნება.

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი იმ დროს ჩამოვარდა, როცა ქალაქ ბუკობის აეროპორტში დაშვებას, ქარიშხლის პირობებში ცდილობდა. ტანზანიის სამაუწყებლო კორპორაცია (TBC) იტყობინება, რომ ამ დროისთვის 15 ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა Precision Air-ის რეისზე ან არის თუ არა მსხვერპლი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-12 ბატალიონმა NATO-ს მე-2 დონის შეფასება წარმატებით გაიარა

NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩართულმა (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე დონის შეფასების (NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და NATO-ს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად. „ალფა“ ასეულმა NATO-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო „წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. სწავლებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა NATO-ს სახმელეთო სარდლობის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზოლთან ნემეთი. ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი“. ქვედანაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა. NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დადებითად შეაფასა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა. NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა.   NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.