ძებნის რეზულტატი:

პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. „პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას“, იუწყება საქართველოს მთავრობა. 

იარაღის მიწოდების შესახებ ცნობების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მატარებელი ჩავიდა - Reuters

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მატარებელი ჩავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთს საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში ომისთვის ფარულად აწვდის. ამის შესახებ ვაშინგტონის ანალიტიკურმა ცენტრმა (38 North) თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით განაცხადა. მისივე ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში მატარებლის ასეთი მოძრაობა შენიშნეს. რუსეთის ვეტერინარულმა სამსახურმა განაცხადა, რომ მატარებელმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა და მას ცხენები გადაჰყავდა.  „გამოსახულებიდან შეუძლებელია მატარებლის მისიის დადგენა, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა ხდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიყიდვის შესახებ ცნობებისა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის აღდგენის ზოგადი მოლოდინის ფონზე”, - განაცხადეს თავის მხრივ, ანალიტიკურ ცენტრში. ჩრდილოეთ კორეამ სექტემბერში განაცხადა, რომ არასოდეს მიუწოდებია რუსეთისთვის იარაღი ან საბრძოლო მასალა და არ აპირებს ამის გაკეთებას. უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა 23-27 სექტემბერს, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგებს უკრაინაში. 

რუსეთში, ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში, ნავთობის ტერმინალი იწვის. მსხვერპლი არ არის. გლადკოვმა აღნიშნა, რომ 21 ნოემბრამდე, რეგიონში საფრთხის დონე მაღალია, რაც „ტერორისტული თავდასხმების" მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.  

გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავენ - მედია

გერმანია და ევროკავშირის რვა სხვა წევრი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს, იტყობინება ჟურნალი Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით.  ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. მოსალოდნელია, რომ ხსენებულ პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო შეხვედრაზე, 14 ნოემბერს დაამტკიცებენ. სანქციები შეეხება ისლამურ რესპუბლიკაში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. გერმანიის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია. ისლამურ რესპუბლიკასა და დასავლეთს შორის კავშირები სულ უფრო იძაბება იმ ფონზე, როცა ირანელები ანტისამთავრობო პროტესტს აგრძელებენ.

ტანზანიაში მომხდარ ავიაკატასტროფაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ოფიციალური პირის თქმით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი პილოტი ავარიას გადაურჩა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც თვითმფრინავში მყოფთა გადარჩენას ცდილობენ. ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა. Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ახალი სატელიტური რაკეტა გამოსცადა

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ახალი სატელიტური რაკეტა გამოსცადა, ამის შესახებ სახელმწიფო მედია იუწყება. Ghaem 100, ირანის პირველი სამსაფეხურიან მზიდ რაკეტას შეუძლია, 80 კგ მასის თანამგზავრები დედამიწის ზედაპირიდან 500 კმ -ის(300 მილის) მანძილზე, ორბიტაზე განათავსოს. რევოლუციური გვარდიის საჰაერო კოსმოსური განყოფილების ხელმძღვანელმა, ამირალი ჰაჯიზადემ, რომელმაც შექმნა Ghaem 100, განაცხადა, რომ ახალი რაკეტის მეშვეობით, კოსმოსში სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ Nahid-ის გაყვანაა დაგეგმილი. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-თან განაცხადა, რომ ირანის ეს ქმედება „ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას (UNSCR) 2231, რომელიც მოუწოდებს ირანს, არ განახორციელოს რაიმე ქმედებები ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით, რომლებიც შექმნილია ბირთვული იარაღის განვითარებისთვის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით“.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ურუგვაის ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ნოემბრის ტესტ-მატჩებზე პირველ შეხვედრას ატარებს. „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის მასპინძლობენ. მატჩი დინამო არენაზე იმართება. ბექა გორგოძემ მეორე ლელო და დადო. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 17:10 იგებს.  

ოფიციალური პირის განმარტებით, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ახლა არ დგას

დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამჟამად არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ დედაქალაქის დაახლოებით 3 მილიონიანი მოსახლეობის გადაუდებელი ევაკუაცია განიხილებოდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლება სავარაუდოდ, მოსახლეობის ევაკუაციას აპირებდა. მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რომან ტკაჩუკმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების შედეგები მინიმუმამდე დაიყვანოს. ტკაჩუკმა განმარტა, რომ სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მომზადების ფარგლებში, ქალაქის ოფიციალური პირები იძულებულნი არიან, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ. „სამოქალაქო დაცვის სისტემა უნდა მომზადდეს სხვადასხვა ვარიანტისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ვემზადებით ევაკუაციის დასაწყებად. სწორი რეაგირებისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმა ყველა შესაძლო სცენარისთვის“, - განაცხადა ტკაჩუკმა. მისივე განმარტებით, თითოეულ რაიონში საშუალოდ 100 გათბობის პუნქტი მოეწყობა, რომელიც ზამთარში საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ამოქმედდება. „ისინი განთავსდება სოციალურ დაწესებულებებში, რადგან იქ იქნება გათბობა და ელექტრომომარაგება კრიზისის შემთხვევაში. ეს პუნქტები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით: გათბობით, განათებით, სველი წერტილებით, სასადილოებით, დასასვენებელი ადგილებით, თბილი ტანსაცმლითა და საბნებით. გარდა ამისა, პუნქტები აღიჭურვება ავარიული დენის გენერატორებით და გამათბობლებით. საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე, სასწრაფო დახმარების პერსონალი დაიწყებს მორიგეობას“, - აღნიშნა რომან ტკაჩუკმა.

ტანზანიაში, ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს. ორი პილოტი ასევე გადაურჩა ავარიას. ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა. Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი „ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას ცდილობს

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს, მაგრამ კიევი და უკრაინა მტკიცედ დგას. ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, კონტრზომის გეგმა მარტივია: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და მოხმარების ოპტიმიზაცია. „სახელმწიფო ეფექტიანად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რომან ტკაჩუკმა განმარტა, რომ დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამჟამად არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ დედაქალაქის დაახლოებით 3 მილიონიანი მოსახლეობის გადაუდებელი ევაკუაცია განიხილებოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო.   საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.   მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ.   ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.   შარმ-ელ-შეიხში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ხერსონი და ხერსონის ოლქის კიდევ ათი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა

ხერსონი და ხერსონის ოლქის კიდევ ათი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა. „დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ოკუპანტებმა უკვე თქვეს, რომ ტერორისტული თავდასხმა მოხდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომ თავად ჩაიდინეს ტერაქტი", - წერს სობოლევსკი. ოფიციალური პირის განმარტებით, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ახლა არ დგას სობოლევსკის თქმით, მას სჯერა, რომ ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შიშით მოქმედებენ.

ევროკომისია უკრაინას €18 მილიარდის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს მომავალ კვირას წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განვიხილე უკრაინის მაკროფინანსური დახმარება მიმდინარე წლისა და 2023 წლისთვის. ხაზი გავუსვი „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების მნიშვნელობას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, ევროკომისია უკრაინას 2023 წლისთვის, ყოველთვიურად, 1,5 მილიარდ ევრომდე პაკეტს შესთავაზებს. ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას განიხილავს ევროკომისიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საჭიროებების დაფარვას 2023 წელს. გარდა ამისა, ლიდერებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე, განსახილველ თემებს შორის ირანის საკითხიც იყო. ევროკავშირი უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ყოველთვიურად გამოყოფას, რაც მთელი წლის განმავლობაში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ოქტომბერს განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვიურად, დაახლოებით, 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება მიმდინარე ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი დასჭირდება. 

საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავის თაობაზე პრესკონფერენციას ხვალ გამართავს. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში ამ საქმეზე 31 ბრალდებული და 57 დაზარალებულია.

თბილისსა და ციურიხს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

შვეიცარული ავიაკომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით დაინტერესდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა, რომლის დროსაც საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის. „შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩეხეთი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს

ჩეხეთი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მომხრეა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ Twitter-ზე დაწერა. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატამ, რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. „ჩეხეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც სურთ სპეციალური სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა, რათა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდეს. ქვეყნის ნებისმიერმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აგოს პასუხი, როდესაც ის ომს იწყებს“, - წერს ლიპავსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ადმინისტრაციის ცნობით, მაღალი რანგის შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“. ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. „დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან. დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება. 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იქნება მულტიკრიზისისა და მსოფლიო დესტრუქციული პოლარიზაციის თავიდან აცილებაზე. ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი“, - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტაივანი აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჩინეთის თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილებას აკონტროლებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძულის გარშემო 44 ჩინური თვითმფრინავი, ოთხი ხომალდი და ორი სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირა. მისივე განმარტებით, ჩინეთის საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებს ელექტრონული თვალთვალის ხელსაწყოები, საპატრულო თვითმფრინავები, გემები და სახმელეთო სარაკეტო სისტემები აკონტროლებდნენ. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. თურქულ მედიასაშუალებას ჩინეთის პოზიცია და დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაჭრა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე, 15 ოქტომბერს განაცხადა. აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელი: ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში „ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში მას შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.  ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

უკრაინა: რუსეთის ძალების იერიშმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანა

რუსეთის ძალების იერიშმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. შესაბამისი განცხადება გაკეთდა სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. „რუსული ტერორისტული თავდასხმების გამო, დღეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია“, - წერს დმიტრო ჟივიცკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დაწყების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა გარემოს წინააღმდეგ მიმართული 2200-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს - მინისტრი

ომის დაწყების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა გარემოს წინააღმდეგ მიმართული 2200-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს. მიყენებული ზიანი 37.4 მილიარდ ევროს უკვე აღემატება. შესაბამისი განცხადება უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გააკეთა. რუსლან სტრილეტების თქმით, ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია ნავთობპროდუქტებისა და ტყის ხანძრების დაწვის გამო. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მატერიალური ზიანი 927 მილიარდს შეადგენს. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა მიყენებული ზიანი შეფასდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.