ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროკავშირის წევრობის მისაღწევად, ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა
საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა - აღნიშნული საკითხები სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან პირისპირ შეხვედრისას განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არცერთი დემოკრატია არ არის სრულყოფილი, თუმცა საქართველო იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პარტნიორებისაგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და 12 პუნქტიან რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რაზეც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აბრკოლებს პოლარიზაცია და სწორედ ამიტომაა, რომ წამოიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი. „პოლარიზაცია აუცილებლად უნდა დავძლიოთ და შევამციროთ, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ის გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის და 2023 წელს დაგეგმილ კონფერენციაზეც მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მეორედ ჩატარდება.
დონეცკის ოლქი ოკუპანტების "უდიდესი სიგიჟის" ეპიცენტრად რჩება - ზელენსკი
დონეცკის ოლქი ოკუპანტების "უდიდესი სიგიჟის" ეპიცენტრად რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საწარმოების ნაციონალიზაცია უკრაინის დასაცავადაა აუცილებელი "ფრონტის გასწვრივ ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში არიან - აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ და თანდათან წინ მივიწევთ. დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება, ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრემიერ-მინისტრი: ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას მიუძღვნა
დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. “ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის.დღეს, უდიდესი ქართველის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას”,- ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ირანის მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 აშშ დოლარი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს 30 ნახატი ჩამოართვა
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, მის კოლექციაში არსებული 30 ნახატი ჩამოართვა. მათ შორისაა მარკ შაგალის ნამუშევარი. ნახატების საერთო ღირებულება სულ მცირე 5 მილიონ ევროს შეადგენს. Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნახატები უსმანოვის სუპერიახტის - Dilbar-ის ინტერიერის ნაწილი იყო. 2021 წლის შემოდგომაზე, იახტა ჰამბურგში, სარემონტოდ განათავსეს. ამის შემდეგ, ნახატები საექსპედიტორო კომპანიის ერთ-ერთ საცავში ინახებოდა. თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო მოექცა. მას კანონით, გერმანიაში არსებული ყველა ქონების დეკლარირება მოეთხოვებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა. 600 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა (Dilbar) გერმანიის ხელისუფლებამ მას მარტში ჩამოართვა.
აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება
აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია. წარმომადგენელთა პალატასა და სენატშიც უმრავლესობას ამჟამად დემოკრატები ფლობენ. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. მოქალაქეები 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს ირჩევენ. 36 შტატში აირჩევენ გუბერნატორებსაც. მათ ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია. ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ. „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვებას პროგნოზირებენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა
2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების მთლიანი წლის მაჩვენებელზეც კი მეტია, - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყნასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს. „რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს. რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება; სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს; ამასთან ერთად, რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან“, - ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება იმპორტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან შემოსული პროდუქციის წილი 10.2%-დან 13.1%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. „რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. თუმცა, ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მაღალი რისკების შემცველია. რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავტომობილო საწვავის და ქვანახშირის იმპორტის ზრდის გამო“, - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. „ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს - 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდებოდა. 2022 წელს ფულად გზავნილებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თვეში საშუალოდ 24 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა რუსეთიდან საქართველოში. გზავნილებმა სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაისში კი ერთი თვის რეკორდული თანხა - 314 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, ივნისი-სექტემბერში კი ჩამორიცხვებმა თვეში საშუალოდ 154 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1,135 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების მთლიანი წლის მაჩვენებელზეც კი მეტია. ამის შედეგად, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან ფულად გზავნილებში 40%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2015 წელს იყო. 2022 წლის აპრილი-სექტემბრის რუსეთიდან გადმორიცხვებს თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იგი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვნად გაზრდილი ნაკადებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, რომელთა ნაწილმაც საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ასეთი მაღალი ტემპით ზრდა ერთჯერადი ფაქტორია და მომავალ წელს იგივე ნიშნულზე დარჩება ან შემცირდება”, - ნათქვამია ანგარიშში.
ნედ პრაისი: აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გპუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის აღიარებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა. ნედ პრაისის განმარტებით, პრიგოჟინმა ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ვაშინგტონისთვის ცნობილი არ იყო. მისივე განცხადებით, პრიგოჟინის პირდაპირი აღიარება იმ დაუსჯელობისა გამოვლინებაა, რომლითაც თაღლითები და თანამზრახველები პუტინის რეჟიმის დროს სარგებლობენ. „მოგეხსენებათ, ჩვენ ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ, 2018 წელს დავაწესეთ სანქციები. ეს სანქციები მიმართული იყო მათ შორის იმ მავნე აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ერეოდნენ. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არამხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც. პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციების გარდა, ამ ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ გამოაცხადა სანქციები.ჩვენ ეს გავაკეთეთ 2021 წლის აპრილში, არამხოლოდ რუსეთის მავნე კიბერშეტევის საპასუხოდ და იმ კონტექსტში, რაც მან გაუკეთა ბატონ ნავალნის ქიმიური იარაღით თავდასხმით; რასაც ის აკეთებდა ბატონი ნავალნის მხარდამჭერების მიმართ, არამედ ჩვენს არჩევნებში მისი ჩარევის საპასუხოდ. ჩვენ იგივე გავაკეთეთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, იგივე გავაკეთოთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც შეეცდებიან, ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა. „ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, - ნათქვამია ევგენი პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ 7 ნოემბერს გაავრცელა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულნი.
პოლიციელებზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ქ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ინფორმაციით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანა, მცენარე კანაფის უკანონო შენახვა, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ახმეტაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ეზოში არსებულ სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 ვაზნა, გამომშრალი „მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. პოლიციამ მიმალვაში მყოფი ი.ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. ბრალდებულმა დაკავებისას დანის გამოყენებით სცადა პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანის, მცენარე კანაფის უკანონო შენახვის, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე, 273-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულნი. „მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ 7 ნოემბერს გაავრცელა. პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, ვაშინგტონის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ის გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ იძებნება. პრიგოჟინი მიიჩნევა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი.
მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში, საქართველოში 9 500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა "მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა ხოლო რუსეთიდან იმპორტი 73%-ით. ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - ვკითხულობთ კვლევაში.
კელი დეგნანის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრას მიესალმა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა „ნებისმიერ დროს, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთად სხდებიან სასაუბროდ, ეს აზრთა გაცვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვაშინგტონში, მდივან ბლინკენთან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის განსხვავებების გადასალახად. ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის. ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.
ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ არის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეგობარი და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, მშვიდობის მისაღწევად მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად. „აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად გრძელვადიანი მშვიდობისკენ და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნის უფლებების უზრუნველყოფაში, იმ უფლებების, რომლებსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ 30 წელზე მეტი ხანგრძლივობის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი – ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, ღრმა იარები, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ნამდვილი და მამაცი ნაბიჯები ორივე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც მიმართულია წარსულის უკან დასატოვებლად და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობისკენ. ორივე ქვეყანა მუშაობს ამ მიზნისთვის და საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
დონალდ ტრამპი: 15 ნოემბერს "დიდ განცხადებას" გავაკეთებ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნედ პრაისი: აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას "მე ვაპირებ ძალიან დიდ განცხადების გაკეთებას სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოში" - თქვა ტრამპმა მხარდამჭერების წინშე ოჰაიოში, ორშაბათს ღამით, სადაც ის ატარებდა შუალედური არჩევნების ბოლო მიტინგს. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა ცნობისთვის, დღეს ამერიკელები ხმას აძლევენ არჩევნებში, რომლის შედეგებმაც შეიძლება გამოიწვიოს რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლი.
კელი დეგნანი: ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის მას, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს
ამერიკის ელჩის განცხადებით, მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ელჩს ჰკითხეს „მედიის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე“, რომლის მაგალითად, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები მოიყვანეს. მედია ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ჩანაწერებზე, ელჩის შეფასებითაც დაინტერესდა. „მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს, ან ძირს უთხრის მას, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის ((EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს. მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით, სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.
აშშ ადასტურებს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღიაა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის არხები ღია რჩება. WSJ: პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი კრემლის წარმომადგენლებს კონფიდენციალურად ესაუბრა 7 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „ინტერესშია“ კრემლთან კონტაქტის შენარჩუნება. მისივე თქმით, მოსკოვთან კონტაქტი რისკების შესამცირებლადაა საჭირო. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაგალითად მოიყვანა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით მოსალოდნელი კატასტროფის რისკის შემცირება. მანამდე ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა.
ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. განხილვა თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება. ტექსტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი შესწორების თანახმად, აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა. უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტარების ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის და ასიტა კანკოს მიერ შეტანილ შესწორებააში გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ “. „კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, რომელიც რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის კავშირებს შეეხება. ხსენებული ცნობების დადასტურების შემთხვევაში, კომიტეტი ივანიშვილის და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ცვლილებებში წერია, რომ აუცილებელია საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა“. „ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - ვკითხულობთ ტექსტში. გარდა ამისა, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ტექსტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენაც მოუწოდებენ. კიდევ ერთი შესწორების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს. „ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იყოს საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში. ამასთან, ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ვკითხულობთ „[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება; საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე“. ერთ-ერთი ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი. „[კომიტეტი] სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, - წერია ტექსტში. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.
ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს
ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს. „ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დარწმუნებული ვარ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, დროის პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება ყველას მოუწევს. „დროის პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება ყველას მოუწევს. ამჟამინდელი კონტექსტი არ იძლევა ამ საკითხზე სწრაფი განმარტებების საშუალებას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.