ძებნის რეზულტატი:
ოთხ უკრაინელ ოლიგარქთან აფილირებული კომპანიები, სახელწიფო საკუთრებაში გადადის
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც კონსტანტინ ჟევაგოსთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან და კონსტანტინ გრიგორისინთანაა აფილირებული, სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. 6 ნოემბერს, უკრაინის ფასიანი ქაღალდების კომისიამ „უკრაინნაფტას“, „მოტორ სიჩის“, „ავტოკრაზისა“ და „ზაპოროჟტრანსფორმატორის“ აქციების სახელმწიფოსთვის იძულებთ წესით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. „უკრაინნაფტას“ აქციების 42% იგორ კოლომოისკის კომპანიებს ეკუთვნის. სახელმწიფოს მფლობელობაშია 50%+1 აქცია. კომპანიის სხვა აქციების წილი მინორიტარ აქციონერებზე ნაწილდება. „უკრაინნაფტა“ უკრაინაში ნავთობის მოპოვების სექტორში უმსხვილესი კომპანიაა. „მოტორ სიჩს“ ვეჩესლავ ბოგუსლაევი ფლობდა, რომელმაც 2017 წელს აქციების 57% გაასხვისა ჩინურ Beijing Skyrizon Aviation Industry Investment Co Ltd-ზე. თუმცა გასხვისების პროცესში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაირღვა და ოპერაცია დაიბლოკა. ოქტომბერში ბოგუსლაევი, ქვეყნის ღალატის ბრალდებით დააკავეს. „ავტოკრაზი“ ფინანსურ ჯგუფში „ფინანსები და კრედიტი“ შედის, რომელსაც ოლიგარქი კონსტანტინ ჟევაგო ფლობს. კომპანია მაღალი გამავლობის ავტომობილებს აწარმოებს. „ზაპოროჟტრანსფორმატორი“ - ამ დროისთვის გაკოტრებულია. მანამდე კომპანია ტრანსფორმატორებსა და სარაკეტო ხელსაწყოებს ამზადებდა. ამ ბიზნესს კონსტანტინ გრიგორიშინი ფლობს.
რიში სუნაკი უკრაინას ეწვევა
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. მან უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა. მანამდე, რიში სუნაკმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი განიხილა. რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად, 25 ოქტომბერს გახდა.
ჯანდაცვის სამინისტრო: სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg
ევროკავშირის მკაცრი აკრძალვის ფონზე, რომელიც 10 აგვისტოს რუსული ნახშირის იმპორტზე ამოქმედდა, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა, ნედლეულის ფასდაკლებით შესყიდვა დაიწყეს. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსული ქვანახშირის საზღვაო ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა - Bloomberg როგორც Bloomberg წერს, ნახშირის ეს პარტიები სხვა ქვეყნების მსგავსი კლასის ნახშირთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება. მაგალითად, სექტემბერში თურქეთმა 1 ტონა რუსული თერმული ნახშირი $199-ად შეისყიდა, რაც კოლუმბიის პროდუქციაზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი მომწოდებელია, 23%-ით იაფია. რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია შეგახსენებთ, რომ რუსული ნახშირის იმპორტი ჩინეთში, 2022 წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. სექტემბერში ჩინეთმა, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) და ფოლადის ნახშირის რეკორდული მოცულობის იმპორტი განახორციელა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი
გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. „მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
შალვა პაპუაშვილი: იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით
იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა „ინტერესი, რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, დღესდღეობით არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, მათ შორის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იაპონია დაინტერესებულია, საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდოს. „დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ორი მომენტია, რომელსაც ამ შეხვედრებიდან გამოვყოფდი – ეს შეეხება დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ისტორიულადაც, იმ პრობლემური ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთთან ჰქონდა, ამ მხრივ შეიძლება, ყოველთვის აცნობიერებდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, თუმცა დღეს ჩანს, რომ მას გახსნილად ესმის ის პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებების დაგმობასთან, საქართველოსთან მიმართებით მის საოკუპაციო პოლიტიკასთან და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია, იყოს მხარდაჭერილი და გაძლიერებული. ამ მხრივ, ჩვენ ინტენსიურად გვქონდა საუბარი როგორც რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ იაპონიის მხრიდან დიდი ინტერესია განახლებადი ენერგიის კუთხით. პაპუაშვილის განცხადებით, ამ მხრივ, იაპონური კომპანიები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ. „ინტერესი, რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, დღესდღეობით არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, მათ შორის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთან“ მატჩსაც გამოტოვებს
იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო, კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ვარჯიში გამოტოვა. ანალოგიური მიზეზით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ მატჩის გამოტოვა. სერია A-ს მე-14 ტურის მატჩი „სტადიო დიეგო მარადონაზე“, 8 ნოემბერს გაიმართება. „ნაპოლი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს.
IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საზოგადოებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულები უკმაყოფილებას გამოხატავენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო და პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ. გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60% ის მხარდაჭერა უცვლელია, თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას. „საქართველოს მოქალაქეებში მოთხოვნა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი კვლავ მაღალია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი, ურყევი სურვილი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ოჯახს, რასაც ჩვენი ბოლო კვლევაც ადასტურებს“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა. კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ. „ჩვენი მონაცემები აჩვენებს რომ საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული რუსების მასიურად შემოდინებას ქვეყანაში, საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს აღნიშნული განწყობა საზოგადოებაში“, განაცხადა სტივენ ნიქსმა. კვლევის მიხედვით, ნდობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ დაბალია. ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა განაცხადა რომ ენდობა პოლიტიკური პარტიებს, ხოლო 42% აცხადებს რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ამასთან ერთად, საზოგადოების სურვილი, რომ იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში მზარდია და 79% შეადგენს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
IRI: გამოკითხულთა 88%-ს პატრიარქი მოსწონს, კახა კალაძე - 51%-ს, ირაკლი ღარიბაშვილი - 44%-ს
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა კახა კალაძე 51%-ით, მესამეზე - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 44 პროცენტით. IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება: პატრიარქი ილია მეორე - 88 %; კახა კალაძე - 51%; ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %; ანა დოლიძე - 40 %; სალომე ზურაბიშვილი - 38%; დავით უსუფაშვილი - 38%; ნინო ლომჯარია - 38 %; გიორგი გახარია - 37%; გიორგი ვაშაძე - 37%; ბიძინა ივანიშვილი - 36%; ირაკლი კობახიძე - 34%; ელენე ხოშტარია - 33%; მიხეილ სააკაშვილი - 33%; შალვა ნათელაშვილი - 33%; ნიკა მელია - 32%; ხატია დეკანოიძე - 31%; ალეკო ელისაშვილი- 30%; მამუკა ხაზარაძე - 29%; შალვა პაპუაშვილი - 28 %; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %; ბადრი ჯაფარიძე - 23%; გიგა ბოკერია - 17 %; ხათუნა სამნიძე - 15 %. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
IRI: კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%. გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: „ქართულ იოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 25%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 12%; „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%; „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ - 2%; „დროა - ელენე ხოშტარია“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი - 2%; „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 2%; „გირჩი“ - 2%; „პატრიოტთა ალიანსი “- დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%; „ლელო“ - 1% ; „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი - 1%; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ - 1%; სხვები - 2% გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11% ხმას არ მივცემდი - 6% არ ვიცი - 16% უარი პასუხზე - 7%. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ყასიმ ჟომართ თოყაევი: ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ტრანსკასპიური მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირება წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მანგისტაუს რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს თიყაევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აქტაუს და კურიკის პორტების ყველა არსებული სიმძლავრე, რათა გავზარდოთ გამტარუნარიანობა და ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე მივიყვანოთ“, - დასძინა თოყაევმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
რუსეთში სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით შემცირდა
2022 წლის ათ თვეში, რუსეთში, სატრანსპორტო საინჟინრო საწარმოებში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (წინასწარი მონაცემებით), სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით 39 679 ერთეულამდე შეამცირდა. ამის შესახებ NP "რკინიგზის ტექნიკის მწარმოებელთა ასოციაცია" (OPZhT) იტყობინება. მსუბუქი ავტომობილების წარმოება იმავე პერიოდში 17,8%-ით შემცირდა და 383 ერთეული შეადგინა. სატვირთო ვაგონების (საწყობი და კაპიტალური) შეკეთების მოცულობა გასულ წელს 5,3%-ით გაიზარდა და 379 317 ერთეული შეადგინა. 10 თვის განმავლობაში სარკინიგზო ვაგონების წარმოება 2,2-ჯერ შემცირდა და 19 ერთეული შეადგინა. წარმოებული მრავალერთეული მოძრავი შემადგენლობის (MVPS) რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში გაიზარდა 3,4%-ით და 422 ერთეულამდე, ხოლო ლიანდაგის მანქანების წარმოებამ 227 ერთეული შეადგინა და 16,8%-მდე შემცირდა. დიზელის ელმავლის გამოშვება 14%-ით შემცირდა და 358 სექცია შეადგინა. ასევე შემცირებულია ელმავლების გამომუშავება 3,9%-ით, 624 სექციამდე.
სალომე ზურაბიშვილი: პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიასა თუ ეკლესიაში
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიღწევია იდეალური დემოკრატიისთვის, თუმცა რომელმა თქვენგანმა მიაღწია დღეს? ჩვენ ვნახეთ პერიოდები, როცა რეფორმები სწრაფად წავიდა და ისეთი პერიოდებიც, როცა ნაკლებად სწრაფად, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალოე ზურაბიშვილმა სტრასბურგში „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცახდა. „გამოწვევა, რომელსაც შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას მთლიანად უკრაინელი ერი (და მსურს პატივი მივაგო მთლიანად უკრაინელ ხალხს, არა მხოლოდ მებრძოლებს). რაც კიდევ უფრო გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ამ ერის სრული ერთობაა. ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ომში წარმატებულია. არის კიდევ დემოკრატიის სხვა გამოწვევაც - პოლარიზაცია, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა. იქნება ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში თუ ეკლესიაში, რომელიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. პოლარიზაცია იმ მნიშვნელობით, რომ აღარ ენდობი სხვას, როცა ფიქრობ, რომ სხვა უკვე მტერია, მაშინ, როცა მტერი საზღვართან გყავს, როცა ხარ რეგიონში, რომლის სტაბილურობაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა მიღწეული, რადგან არაა არცერთი უსაფრთხოების ინსტიტუტი, ევროპულ და ნატო-ს საზღვარს ჯერ არ შევერთებივართ. ვართ, არ ვიტყოდი ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ, და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბაზა დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს არაა დამამშვიდებელი სიტუაცია, ეს ის სიტუაციაა, რაშიც ვცხოვრობთ და რომლის მიუხედავადაც, ვავითარებთ ამ დემოკრატიულ გამძლეობას, მიუხედავად იმისა, რომ არაიდეალურია. მესამე გამოწვევა, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაა. საქართველოსთვის ნაცნობია ეს გზა, რომელზეც მიიწევს წინ მეზობლობის პოლიტიკიდან დაწყებული. მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ როცა საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩავედი საქართველოში. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ მეზობლობის პოლიტიკა საქართველოსთვის არაა, რომ ეს ძალიან შორია და არასდროს მოხდება. შემდეგ ვიხილეთ მეზობლობის პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა არ ყოფილა ევროპის მხრიდან რეაქცია. შესაძლოა, ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა. მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია. ასე რომ, ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება. ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია რომ, რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა. გზავნილი გაგებულ იქნა - თქვენ არ ხართ სრულყოფილი - და არ ვართ სრულყოფილი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.
IRI: მოსახლეობის 89% საქართველოს უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს. IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 89%; თურქეთი - 11%; აშშ - 6%; სომხეთი - 4%; აზერბაიჯანი - 3%; ირანი - 3%; ჩინეთი - 2%; ევროკავშირის - 1%; უკრაინა - 1%; დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები; არცერთი - 1% არ უპასუხია/არ იცის - 4% ამას გარდა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
IRI: გამოკითხულთა 64%, NATO-ში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა - 70%
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას? - მოქალაქეები ასე პასუხობენ: 70% -სრულად უჭერს მხარს; 15% - ნაწილობრივ უჭერს მხარს; 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება; 7% - მტკიცედ ეწინააღმდეგება; 5%-მა - არ იცის; მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას? 64% - სრულად უჭერს მხარს; 14% - ნაწილობრივ უჭერს მხარს; 5% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება; 12% - მკაცრად ეწინააღმდეგება; 5% - არ იცის; შეკითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად პოლიტიკური პარტნიორად - 51% ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ს, 24 % -უკრაინას, 16% - თურქეთს, 14% - აზერბაიჯანს, 11% - დიდი ბრიტანეთს, 7% კი -რუსეთს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საწარმოების ნაციონალიზაცია უკრაინის დასაცავადაა აუცილებელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენიმე უმსხვილესი საწარმოს აქტივების ნაციონალიზაციას გამოეხმაურა. ოთხ უკრაინელ ოლიგარქთან აფილირებული კომპანიები, სახელწიფო საკუთრებაში გადადის კერძოდ, მათ შორისაა ძრავების მწარმოებელი Motorsich-ისა და ქვეყნის მთავარი ნავთობკომპანიების - Ukrnafta-სა და Ukrtatneft-ის აქტივები. ზელენსკის თქმით, ეს აუცილებელი იყო ომის დროს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. „ასეთი ნაბიჯები, ომის პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. ეს ხდება მოქმედი კანონების შესაბამისად. ამ რთულ დროს, ჩვენ მთელი ძალები უნდა მივმართოთ ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად და მხარი დავუჭიროთ უკრაინის არმიას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ყველა ეს საწარმო უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის 24/7 -ზე იმუშავებს.
რომის პაპს გადასცეს რუსული ნაღმის ნამსხვრევი, რომელმაც ირპენში ეკლესიის ფასადი გაანადგურა
უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა სვიატოსლავმა, რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში, რუსული ნაღმის ნამსხვრევი გადასცა, რომელმაც ირპენში, ეკლესიის ფასადი დააზიანა. რომის პაპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის უფლება ლავროვმა არ მისცა „ეს სიმბოლური საჩუქარია, არამხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ნაღმის ფრაგმენტია, რომელმაც გაანადგურა ჩვენი ტაძარი მოწამეობრივ ქალაქ ირპენში... ჩვენ ყოველდღიურად, რუსული ნაღმების, ბომბებისა და რაკეტების ასეთ ფრაგმენტებს სამხედროების, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და თუნდაც უდანაშაულო ბავშვების სხეულებიდან ვიღებთ“, - თქვა სვიატოსლავმა. მისივე თქმით, ეს არის ტოტალური განადგურებისა და სიკვდილის „თვალსაჩინო ნიმუშები“, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მიწაზე სჩადის. რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და დაარწმუნა სვიატოსლავი, რომ ის უკრაინელების გვერდით არის ლოცვითა და კონკრეტული ქმედებებით.
ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ
ოდესაში, რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონატაჟისთვის ამზადებენ. მონუმენტი შავ პარკში შეფუთეს და ლენტა შემოახვიეს, ხოლო ტერიტორია შემოღობეს. მანამდე, ქალაქში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, ძეგლის დემონტაჟს 3 914 ადამიანმა დაუჭირა მხარი. ძეგლის დემონტაჟის საკითხი ოდესის საკრებულოს სხომაზე, კანჭისყრის შედეგად გადაწყდება.
საქართველო ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა. ეს მარშრუტებია - „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), საექსპორტო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ყაზახი გადამზიდავებისთვის ყველაზე ეკონომიური მარშრუტია. „დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებზე. ამასთან, ტექნიკური ფაქტორების ჩათვლით და ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს „ბაქო-სუფსის ნავთობსადენის“ გავლით ელოდება. KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დაურენ კარაბაევის თქმით კი, ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 2022 წლის ზაფხულში დაურენ კარაბაევმა დააკონკრეტა, რომ აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-სუფსა“, რომლებიც შესაძლოა, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენონ. „ბაქო-სუფსის“ მილსადენს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობის გატარება შეუძლია.
უკრაინა: კუნძულ ზმეინის 30 დამცველი, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან თავისუფალია
კუნძულ ზმეინის 30 ლეგენდარული დამცველი რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან თავისუფალია. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი ადამიანის უფლებათა უმაღლესი რადას კომისრის დიმიტრი ლუბინეცის პუბლიკაციაზე დაყრდნობით იუწყება. რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა „ემოციური კომუნიკაციის დროს, სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 30 სამხედრო ტყვე ზმეინის კუნძულიდან ტყვეობიდან უკვე თავისუფალია. ამასთან, ჩვენი ჯარისკაცებს, რომლებიც კვლავ ტყვეობაში არიან, აუცილებლად გავათავისუფლებთ",- აღნიშნა ლუბინეცმა. ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში მისივე თქმით, კუნძულ ზმეინის მეომრები ამ ომის ლეგენდად იქცნენ, „რადგან მათ ბრძოლა მაშინ მიიღეს, როცა ბევრი დეზორიენტირებული იყო“. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი