ძებნის რეზულტატი:

BBC: მარიუპოლის მახლობლად, 1500-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს

ახალი სატელიტური სურათების ანალიზის მიხედვით, მარიუპოლის მახლობლად მდებარე მასობრივ საფლავზე, (ქალაქი მაისიდან რუსეთის სრული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება), 1500-ზე მეტი ახალი საფლავია გათხრილი. ამის შესახებ BBC იტყობინება.  ფოტოებზე ჩანს, რომ სამი მასობრივი საფლავების ფართობები მარიუპოლის მახლობლად, ძველ ყირიმში, მანგუშსა და ვინოგრადნოეში მნისვნელოვნად გაიზარდა.  ინფორმაციის მდგრადობის ცენტრმა Stary Krym-ის სურათი გააანალიზა, და დაასკვნა, რომ 1500-ზე მეტი ახალი საფლავი იქ, ივნისში იყო გათხრილი. ექსპერტების აზრით, ომის დაწყებიდან მოყოლებული მარიუპოლის მახლობლად 4 600-ზე მეტი საფლავია გათხრილი, თუმცა ამ ადგილას დაკრძალულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. მარიუპოლის მცხოვრებმა ტატიანამ, რომელმაც შვილთან კონტაქტი დაკარგა იმ დროს, როდესაც ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, განუცხადა BBC-ს, რომ შვილის მოსაძებნად ამ ზაფხულს ის ვინოგრადნოიეში მარიუპოლის მახლობლად ჩავდიდა, სადაც 800-მდე ახალი საფლავი დათვალა. ქალმა ვინოგრადნოიეში საფლავის ფოტო გადაიღო. „ბევრი საფლავი ამ ადგილას არის მონიშნული პატარა ფირფიტებით ნომრებითა და სქესით, მაგრამ ზედ არაა დატანილი სახელები. „ცხედრების უმეტესობა დაუდგენელია“, - აღნიშნა BBC-თან საუბარში მარიუპოლის მცხოვრებმა.  

კობა გვენეტაძე: ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს მისივე თქმით, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. "გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის შესაბამის სანქციებზე მიერთების სათანადოდ და დროულად მოთხოვნით", - განაცხადა კობა გვენეტაძე. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იქნება აუცილებელი. ამ მოსაზრებას, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, თავად ვაცხადებდით და სრულად ვიზიარებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან, რომლის მიხედვით, წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი მაღალი დონის გამო მაინც 3%-ზე მეტი გამოვა“.- აცხადებს გვენეტაძე.  

მარიამ ჯიშკარიანი: ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს."ჩვენი დასკვნის მიხედვით უნდა იყოს გადაუდებელი ზომა მიღებული, პირველ რიგში, გასაყვანად და ასევე, ჩვენი დასკვნის შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არის გათავისუფლების საფუძველი. წამყვანი დიაგნოზი გახლავთ ნეიროკოგნიტიური მიმართულების დიაგნოზი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ასე რომ, ნევროლოგიური პრობლემა გახლავთ წამყვანი და ეს ნევროლოგიური პრობლემა დღემდე არ დიაგნოსტირდება. შესაბამისად, უაცილებელია, იქნება ეს ბატონი მიხეილ საკააშვილი თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ციხის შიგნით და ციხის გარეთ, აუცილებელია გაყვანილი იქნეს მულტიპროფილურ სადიაგნოსტიკო კლინიკაში, სადაც მოხდეა სწორი დიაგნოსტიკა", - თქვა ჯიშკარიანმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს $38 მილიონის რესურსს გამოუყოფს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $38 მილიონს მიიღებს - ამას ფონდის მისიასა და საქართველოს მთავრობას, ასევე ეროვნულ ბანკს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „საქართველოს ხელისუფლებასთან პროდუქტიული განხილვების შედეგად მიღწეულია ტექნიკური შეთანხმება მისიასა და ხელისუფლებას შორის პირველ მიმოხილვასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ეს გადაწყვეტილება წარედგინე აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს და დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მიმოხილვის დასრულება 30 მილიონი SDR-ის გამოყოფას გულისხმობს, რაც დოლარებში 38 მილიონი დოლარია. 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინლფაცია 10.5% იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წელს შემცირდება.პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების ჩათვლით დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას. ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც თავის მხრივ ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ასევე პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით.გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს,” - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.  

ლევან დავითაშვილის თქმით, ტყის გასხვისება არ ხდება

საქართველოში ტყის გასხვისება, ანუ მისი განკერძოება არ ხდება და ეს დარეგულირებულია ტყის კოდექსითა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა, მაგრამ ვიდრე გადაიფორმებდა, 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა. „მინდა, საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თქვენი ინფორმაცია არ არის მართებული, მართალი - სიცრუეა. საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით ტყის ფონდის გასხვისება, განკერძოება არ ხდება. რაც შეეხება იჯარასთან დაკავშირებით, დიახ, გარკვეული მიზნებით საქართველოს ტყის ფონდის იჯარით გადაცემა შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით", - განაცხადა დავითაშვილმა.  

მედიის ცნობით, თურქეთმა რუსეთის სამხედრო გემები შავ ზღვაში არ შეუშვა

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ შეუშვა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები ბოსფორის სრუტეს გასავლელად ნებართვას თებერვლის დასაწყისიდან ელოდნენ. ამის შესახებ BBC წერს.  „წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და დიდი წყალქვეშა ხომალდი „ადმირალ ტრიბუცი“, 6 ნოემბერს, კვირას, სინგაპურის სრუტეში გემთმშენებლებმა, ვლადივოსტოკში ბაზისკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს“, - წერს facebook-ზე შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო. მისივე თქმით, „ვარიაგი“ და „ადმირალი ტრიბუცი“ ხმელთაშუა ზღვაში 2 თებერვლიდან იმყოფებოდნენ და უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის მიზნით, შავ ზღვაში გადასასვლელად ემზადებოდნენ“. „ხედავთ Z და V ასოებს მილებზე? როგორც ძველ ანეკდოტშია: „არ გამოგვადგა“. ყველაფერი თურქეთისა და მისი სრუტეების გამო. ისინი 9 თვე იცდიდნენ. დაიღალნენ, შეკეთების საშუალება არსად იყო, ეკიპაჟის წევრები გაგიჟდნენ...“, - წერს facebook-ზე ანდრეი კლიმენკო. 

შალვა პაპუაშვილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, იაპონელ კოლეგასთან ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჰიროიუკი ჰოსოდას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი და პოზიტიურად შეფასდა ბოლო წლებში საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მზარდი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციების თანასპონსორობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემის აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და შეთანხმდნენ მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე. შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო 9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება ნისლიანი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს. ამასთან, თბილისში 7-8 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს.   

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა, ასევე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით ხედვები შეჯერდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ სტრუქტურულ რეფორმებზე მუშაობას განვაგრძობთ, რითაც გლობალური გამოწვევებისადმი მეტი ეკონომიკური მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მუშაობას განვაგრძობთ და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე სსფ-ის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან სსფ-ის მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისა და მისიის დონეზე საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა.  

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში იმყოფება

7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური პროფილის დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს სტუმრობს. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში. მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს. თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.

უკრაინის დაზვერვა: რუსეთს „ისკანდერის“ 120 და „კინჟალის“ 40 რაკეტა დარჩა

უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას, რუსეთმა თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% უკვე გამოიყენა, განუცხადა ჟურნალ Economist-ს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ. დაზვერვის ინფორმაციით, კრემლს დარჩა 120 „ისკანდერისა“ და 40 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა და სწორედ ამიტომ, რუსეთის ფედერაციამ ირანისგან  ბალისტიკური რაკეტების Fateh-110-სა და Zolfaghar-ის ყიდვა გადაწყვიტა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი საჰაერო გზით, ამ რაკეტების გადაზიდვას ანექსირებულ ყირიმში გეგმავს, ხოლო ზღვით კასპიის რეგიონში გადაიტანს. სკიბიცკის თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს ეფექტური თავდაცვა ამ ტიპის რაკეტებისგან, რადგან მათ აქვთ უფრო მაღალი სიჩქარე, ვიდრე რუსულ ფრთოსან რაკეტებს ან თვითმფრინავებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა 900 „ისკანდერი“, 500 საზღვაო კალიბრის რაკეტა და 444 Kh-101-სა და Kh-555-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა.  

პაველ ჰერჩინსკი: შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა, ახლა თქვენი დროა, იმოქმედოთ

„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა - ახლა თქვენი დროა, იმოქმედოთ, დრო, როდესაც სრულიად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთად უნდა იმუშაოს და „შედეგი დადოს“ ამ თორმეტ რეკომენდაციასთან მიმართებით“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს. ელჩის შეფასებით, ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭება და მომავალი წლის შეფასების პროცესი გვიკარნახებს, რომ ახლა მოქმედების დროა და ეს შესაძლებელია, მიღწევადია. „მუშაობა მიდის - საქართველოს პარლამენტშია სამუშაო პროცესი. ჩვენი გზავნილი მმართველი პარტიისადმი ასეთია - იყავით ღია, იყავით გამჭვირვალენი, იყავით ინკლუზიურები, ეს არ ნიშნავს უბრალოდ მოსაწვევის გაგზავნას ოპოზიციისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებასაც. „გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს”. ოპოზიციას კი მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ პროცესებში, იყვნენ კონსტრუქციულნი, საერთო სიკეთის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანონ. ახლა ერთად მუშაობის, პოლიტიკურ ნაპრალზე ხიდების გადების დროა. უნიკალური მომენტის წინაშე დგახართ - ეს მიღწევადია. დაიჯერეთ ამის. ყველა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს გაკეთებადია, მიღწევადია. რა არის საჭირო ამისთვის? სერიოზულად მუშაობა, კონსტრუციულად მუშაობა, ყველას მხრიდან, რათა დაამტკიცოთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულად უდგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს. ერთი წელი დიდი დროა“, - აცხადებს ელჩი ჰერჩინსკი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ირგვლივ თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყეს

ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ირგვლივ ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყეს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადება „ბეტონის წარმოების ორ მინი ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის პირამიდებს აწარმოებენ, რომლებიც ნაწილობრივ ტრანსპორტირდება ზაპოროჟიეს/ხერსონის მიმართულებით”, - აღნიშნა ანდრიუშენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსი სამხედროები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ: ძარცვავენ სახლებს - პოდოლიაკი

"რუსი სამხედროები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადება "სანამ ხერსონის მცხოვრებლებს იძულებით ასახლებენ თავიანთი სახლებიდან, საუბრობენ „ევაკუაციაზე“, რუსი სამხედროები და „ეფესბეს“ ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს. მათი ძარცვა, ვის „დასაცავადაც“ მოვიდნენ - საუკეთესო „რუსული სამყაროს“ ილუსტრაციაა“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სომხეთმა, საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს მისი თქმით, საქართველოს ფოთის პორტის ოპერატორი ევროპული და ამერიკული სანქციების დაცვის საკითხს მკაცრად აკონტროლებს. ქერობიანის თქმით, კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია პასუხი რამდენი დრო დასჭირდება იმის გადაწყვეტას, გაუშვას თუ არა ესა თუ ის ტვირთი. „ჩვენი სურვილია, რომ ეს კავშირი იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების საფუძველზე, ეკონომიკური შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა ქერობიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოდან რუსთში საბორნე მიმოსვლა ზამთრამდე ამოქმედდება. „როგორც გაირკვა, ეს პრობლემა იმაზე რთულია ვიდრე თავიდან ხელისუფლება წარმოიდგენდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რადგან ეს კავშირი სომხეთსა და ევრაზიის კონტინენტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქერობიანმა. შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტი ჰოლანდიური გადამზიდავი კომპანია APM Terminals Poti-ის კონტროლს ექვემდებარება. მანამდე, სომხურმა მხარემ საქართველოს პორტიდან, რუსეთის პორტ „კავკაზში“ საბორნე მიმოსვლის გარდაუვალი გაშვების შესახებ, რამდენჯერმე განაცხადა. ამავდროულად, საქართველოს გზა ზემო ლარსის გავლით არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ბორანი ამ გზის ალტერნატივაა. აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ სომხეთმა ქართულ მხარეს რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნის თხოვნით (ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მძიმე დატვირთვის გამო) მიმართა. თბილისმა განაცხადა, რომ სომხეთს არ აქვს წვდომა ზღვაზე და საერთაშორისო ვაჭრობისთვის „საქართველოს პორტებს ტრადიციულად იყენებს“.  აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაასრულა.   

აშშ-ის მიერ გადაცემული NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Aspide უკვე უკრაინაშია. ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და გახდის ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. გასულ კვირას პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა უკრაინას NASAMS საჰაერო თავდაცვის რვა სისტემას გადასცემდა, რომელთაგან ორი უახლოეს მომავალში იქნებოდა ადგილზე. ასევე გასულ კვირას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოაცხადა ესპანეთისგან მოსალოდნელ ახალ სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომელიც მოიცავს Aspide-ის ტიპის საზენიტო რაკეტას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა

რუსული მედიის ცნობით, ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა. რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკი დაპატიმრების საფრთხის გამო, რუსეთიდან გაიქცა „რია ნოვოსტი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სობჩაკმა რუსეთის ფედერაციის საზღვრი ფსკოვის ოლქში გადმოკვეთა და რუსეთში მეუღლესთან, კონსტანტინე ბოგომოლოვთან ერთად დაბრუნდა.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რუსეთი 25-26 ოქტომბრის ღამეს დატოვა.  25 ოქტომბერს ცნობილი გახდა სობჩაკის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაკავების შესახებ. გამომძიებლების თქმით, ის „ნეგატიური ინფორმაციის არ გამოქვეყნებისთვის, ფულის გამოძალვის ბრალდებით“ დააკავეს. 26 ოქტომბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მახლობლად, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.   

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. „მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან და ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან“, - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა "ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო. საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაიხსნა. ისტორიული შესაძლებლობა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა წევს, რათა დაიცვას ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირიც არის აგებული. ჩვენ, ევროპარლამენტში, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს. სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან. ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია მთავარი დირექტორ, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები, ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას. ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში", - ვკითხულობთ განცხადებაში. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7340 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7340 ლარი გახდა.  "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7304 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0466 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.