ძებნის რეზულტატი:

სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. „იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა. საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს. დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი. კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა. პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების – ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“, – აცხადებენ სუს-ში. ამასთან, სუს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება.  

ზალუჟნი: მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. დავარწმუნე, (გენერალი მარ მილი, რედ.) რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანი რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირი პირობებით არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ დათანხმდებიან არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, - აცხადებს ზალუჟნი.

ზელენსკიმ G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა

უკრაინა ყოველთვის იყო ლიდერი სამშვიდობო ძალისხმევის თვალსაზრისით და მსოფლიოც ამის მოწმე იყო. თუ რუსეთი იტყვის, რომ თითქოს, უნდა ამ ომის დასრულება, საქმით დაამტკიცოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ახლა - როცა ხერსონი თავისუფალია. რაშისტებისაგან მთელი ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, კიდევ ცოტა ხანი მოგვიწევს ბრძოლა... ბრძოლა! თუმცა, თუ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი იქნება და ამაში დარწმუნებული ვართ, მაშინ არ უნდა ვეცადოთ მშვიდობის ჩვენი ფორმულის განხორციელებას, რათა გადავარჩინოთ ათასობით სიცოცხლე და დავიცვათ მსოფლიო შემდგომი დესტაბილიზაციისგან? ვოლოდიმირ ზელენსკი: მე ვსაუბრობ სახელმწიფოს სახელით, რომელიც იძულებულია, დაიცვას თავი, თუმცა აქვს მშვიდობის ფორმულა სწორედ ამიტომ, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე - როგორ მივაღწიოთ რეალურად მას? არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა თქვენგანისთვის, თქვენი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის. მე მინდა, რომ ეს აგრესიული რუსული ომი სამართლიანად და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდეს. უკრაინას არ უნდა შესთავაზონ კომპრომისების დადება მის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და ჩვენი სიტყვის ხალხი ვართ. თუ არ არსებობს კონკრეტული ქმედებები მშვიდობის აღსადგენად, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ სურს, მოგატყუოთ ყველა თქვენგანი, მოატყუოს მსოფლიო და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამარცხება განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. „უკრაინის წინადადებები ასეთია: 1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; 2. სურსათის უვნებლობა; 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება; 5. გაეროს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა; 7. სამართლიანობის აღდგენა; 8. ანტი-ეკოციდი; 9. ესკალაციის პრევენცია; 10. ომის დასრულების დაფიქსირება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც. პუტინი სამიტს არ ესწრება, ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ G19-ს მიმართა, რადგან ის „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვას ითხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. "იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება", - წერია NCDC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ელჩი პაველ ჰერჩინსკი: უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის „ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ელჩმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დაიწყო

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ. მათივე ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს.  

სალომე ზურაბიშვილი: დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ - ეთქვას საქართველოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია Franceinfo-სთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ჩვენი სტუმარია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო. მოგესალმებით. ჩვენი მაყურებლებისთვის დავაზუსტებ, რომ თქვენ სრულყოფილი ფრანგულით მეტყველებთ, რადგან დაბადებული ხართ საფრანგეთში. საქართველომ იცის რა არის ომები. ბოლოს, 2018 წელს, ისევე როგორც უკრაინაში, რუსეთმა აღიარა ორი სეპარატისტული რეგიონი. როდესაც ასე ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ომი, 15-იოდე წლის წინ, მშვიდობაზე სხვანაირი განწყობით საუბრობთ ? რა თქმა უნდა. არა მხოლოდ 15 წლის წინ, საქართველოზე რეგულარულად ხორციელდებოდა რუსეთის შემოტევები, ეს ძალიან აქტუალურია. 2008 წელს მოხდა ომი, მას შემდეგ ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რაც გულისხმობს სამხედრო ბაზების არსებობას, მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება... რუსული სამხედრო ბაზები… [საქართველოს] ტერიტორიაზე რუსული ბაზები, ზოგიერთი მათგანი დედაქალაქიდან 30-იოდე კილომეტრში, ეს ძალიან ახლოსაა.  დღესდღეობით სიმშვიდეა ამ ორ ტეროტორიაზე ?  დიახ სიმშვიდეა, ეს არის სიმშვიდე ქარიშხლის შემდეგ, ან ქარიშხლამდე. მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობაა ადამიანის უფლებების კუთხით, მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების კუთხით (კოვიდის დროს), მუდმივად ხდება იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდებიან, რომელიც რეალურად, იურიდიულად არ არსებობს. მათ აგზავნიან ციხეებში და ჩვენ გვიჭირს იმის დადგენა, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ამ სიტუაციას კარგად ვიცნობთ და როდესაც ვხედავთ რომ ეს მეორდება უკრაინაში, ეს ჩვენთვის ნაცნობი სიტუაციაა და ამჯერად, როდესაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, ეს ძალიან კარგი ამბავია. ამ კონტექტსტში, როდესაც ხედავთ რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, თქვენ მიმართავთ მათ, რომ თქვენც გჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები? დიახ, ჩემი გზავნილი დღეს სწორედ ესაა! როგორც იცით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა; ახლა, როდესაც უკრაინა იგებს, საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არის ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად მიზანდასახულები არიან, სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დაზარალდა დღეს უკრაინაში, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიულად... რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ ყურადღებით მიადევნებდა თვალს ცვლილებებს, რეფორმებს, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობდით, რას ეტყვით მას, მაგალითად «დღეს ვიმუშავეთ კორუფციის საკითხებზე»? დიახ, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს. ეს არ არის საბოლოო თანხმობა? ეს არ არის საბოლოო თანხმობა, გაგრძელდება ზეწოლა, წახალისება, მაგრამ დღეს საჭიროა მკაფიო პასუხი რუსეთისთვის. თქვენ საუბრობდით რუსეთისთვის პასუხის გაცემაზე.. დღემდე ევროპის არჩევანზე ახდენს თუ არა გავლენას გეოგრაფიული საკითხიც? ეს საკითხი დასრულებულია.  _რომ დავაზუსტოთ, თუ დავხედავთ საქართველოს რუკაზე, მას აქვს საზღვრები თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან. რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინას, და ეს არ.... _უკრაინა შესაძლებელია უფრო გახსნილია დასავლეთ ევროპასთან... მე ვთვლი, რომ ეს [გეოგრაფიული საკითხი] უკან დარჩა, ეს ასე იყო გარკვეული წლების განმავლობაში. ახლა, როდესაც ევროკავშირმა მისცა კანდიდატი ქვეყნის სტუტუსი უკრაინას და მოლდოვას, მან მისცა ევროპული პერსპექტივა სამივე ქვეყანას და ეს არის პასუხი. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიული კრიტერიუმები, გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მსოფლიო პატარავდება და საქართველო ხდება მთავარი წერტილი ამ ახალ, სატრანზიტო გზაზე, რომელიც აუცილებელია ევროპის (ენერგიისათვის) კასპიის ზღვთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. შავი ზღვა გახდა სრულიად ევროპული ზღვა და ეს ევროპული ზღვა არის დასაცავი რუსული თავდასხმისგან, დანაღმვისგან, რაც რეალობა და დიდი პრობლემაა, როდესაც ვფიქრობთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც დაგეგმილია შავ ზღვაში. _მაგალითად, ევროპას შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ზუსტი. უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეუერთდა სანქციებს. _როგორ? ფინანსურად. სრულად. დღეს რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, რომლიბიც «ვაგონებით» ჩამოდიან... _დაახლოებით, 100 000? დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ საბანკო ბარათები, გადარიცხვები. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები. არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ. ეს არ არის ცენტრალური საკითხი. ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყენაზე უფრო ნაკლებად ვართ რუსეთზე დამოკიდებული; ენერგეტიკულ საკითხებში დიდი დამოუკიდებლობა გვაქვს. გაზი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, არ გვაქვს რუსული გაზი. ელექტროენერგიასთან დაკავშირებით გვაქვს ჰიდროელქტროსადგურები.  _[ჰიდროელექტროსადგურები] მუშაობენ მაშინ, როდესაც ამის პირობები და ამის საშუალებაა, არა? არა! _მუდმივად? სრული [ენერგეტიკული] დამოუკიდებლობა გაქვთ?  _ზაფხულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ამ დროს შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, გარკვეული პერიოდებში, 8%-ია, რაც სრულიად მართვადია. ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს არა ეს იმპორტი, არამედ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი ბევრჯერ დაიმუქრა, რომ უკრაინის მსგავსად, იქ [ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ჩაატარებდა რეფერენდუმებს და მოახდენდა ამ ტერიტორიების სრულ ანექსიას. ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ევროპის მკაფიო პასუხი. მე არ ვფიქრობ, რომ ევროპას, ან მსოფლიოს სჭირდებათ, უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტი. _თქვენ დამოკიდებულებაზე საუბრობდით, შესაძლებელია, ეს ისტორიული კავშირებიდანაც მომდინარეობს - არის ქართულ-რუსული ოჯახები, ის 100 000 რუსი, რომლებმაც შეძლეს ჩამოსვლა რადგან ვიზისგან გათავისუფლებული არიან. თქვენ რაღაც მომენტში ამბობდით, რომ გაგეუქმებინათ ეს უვიზო მიმოსვლა, ამ საკითხთან დაკავშირებით რა ხდება ? მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ საჭირო იყო ამ შემოსვლების მკაცრი კონტროლი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს პირები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში არ არიან პუტინის არმიის წევრები, ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, უფრო ახალგაზრდები, რომლებიც ამ სიტუაციაში, რუსეთში თავიანთ ადგილს ვეღარ ხედავენ. ეს 10 თვეა რაც გრძელდება, იმდენივე, რამდენიც ომი. იყო შემომსვლელების რამდენიმე ტალღა, მათ შორის, იყვნენ სხვათა შორის ქართველები, რომლებიც რუსეთში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ. არ არის დაპირისპირება არც უკრაინელ ლტოლვილებთან, რომლებსაც ასევე ვიღებთ საქართველოში, რომლებიც დაახლოებით, 30 000 არიან, და არც რუს და ქართველ მოსახლეობას შორის, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობისა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. _ვიზებისგან გათავისუფლება... ვიზები არის, ისევე როგორც სხვებისთვის. არის 1-წლიანი ვიზები. არ არის უვიზო რეჟიმი, ისევე როგორც ევროპელებისთვის. მე ვთქვი, რომ შესაძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზის ხანგრძლივობა შეგვეცვალა. ეს საკითხი დახურული არ არის, და ჩვენ ვაკონტროლებთ ამ მოსახლეობას, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, თავი დააღწია მობილიზაციას. ამ შეკითხვაზე თეთრი ან შავი პასუხი არ არსებობს, რთულია და უნდა ვმართოთ.  _ძალიან მოკლედ, აპირებთ ემანუელ მაკრონთან, ან საფრანგეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრას?  ვფიქრობ, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია, რაც შეეხება ემანუელ მაკრონს, ეს დღე სწორედ ის დღეა, რომელიც იძლევა არაფორმალური შეხვედრების საშუალებას იმ საკითხებზე, რომლებიც საერთოა ყველასათვის; მშვიდობა და დეპოლარიზაცია, რომელიც ვიტყოდი, ახალ,  ,,პოლიტიკურ კოვიდად“ გადაიქცა. 

ზურაბიშვილი რუსეთზე: არ ვიზიარებ მთავრობის ფრთხილ რიტორიკას, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა, ახალი ხაზი არ გაავლოს „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის

საქართველოს პრეზიდენტი France inter-თან ინტერვიუ საუბრობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. სალომე ზურაბიშვილს ხერსონის გათავისუფლებაზე დაუსვეს შეკითხვა. „ეს გარდამტეხი მომენტია. ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ, მცდარი გათვლები ამერიკის და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგობის ხანგრძლივობის შესახებ, და დღესაც მცდარი გათვლა იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა. დამაზუსტებელ კითხვაზე, ამაში დამარცხების დასაწყისს ხედავს თუ არა, პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა. კიდევ რა საკითხებზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. _ერთი თვის წინ, ასევე რთული ეპიზოდი იყო, როდესაც კრემლმა გამოაცხადა დიდი საყოველთაო მობილიზაცია ბრძოლის ასაკის მქონე რუსების გასაწვევად, მაგრამ მათგან გარკვეულმა ნაწილმა რუსეთიდან გაქცევა და მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლა გადაწყვიტა. გვახსოვს სასაზღვრო პუნქტებთან კილომეტრიანი რიგების შთამბეჭდავი კადრები. რამდენმა შეაფარა თავი თქვენთან, საქართველოში? ძალიან საინტერესოა, მე წამოსვლამდე ვიკითხე მონაცემები. 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 710 000 დან 720 000 მდე. (რედ. 700 000 ... 3 500 000 მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის, შევახსენებ [მსმენელს]) „მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო, რომ აქვს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია, სამხედრო ბაზებით.  და, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე. არის დროდადრო ვერბალური დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, ეს რუსი მოსახლეობა, რომელიც ჩამოვიდა და ჯერჯერობით რჩება, არის ის, რომელსაც არ სურს გაიზიაროს ამ პუტინისეულ ომში მყოფი რუსეთის ბედი, არ სურთ მობილიზაცია, არიან საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები... _რატომ დაუშვა ეს ვლადიმერ პუტინმა? რატომ გამოუშვა ისინი, მას სავარაუდოდ, შეეძლო, ძალიან სწრაფად ხელი შეეშალა მათი გამოსვლისთვის? თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ეს შეასუსტებდა მოსახლეობის რეაქციას განსაკუთრებით, მოსკოვში, სადაც ამ მობილიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ეს ქმნის [ქვეყნის] გარეთ მასას, რომელიც მას არ ექვემდებარება. კიდევ გავიმეორებ, ის ყველა გათვლას არასწორად აკეთებს და ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი შეხედულებისამებრ... _რას საქმიანობენ ეს რუსები თქვენთან, საქართველოში?  ბევრი მათგანი IT სფეროშია, ისინი მუშაობენ, ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა. კიდევ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, თუ რას იმეორებენ აქ ყველგან, მე ვიტყვი, ჩვენ სრულიად და დიდი მონდომებით შევუერთდით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, რადგან ჩვენი ბანკები არიან როგორც ამბობენ «ultra compliant» , ამიტომ, ისინი (რუსები) იძულებულები არიან, ნაღდი ფულით ჩამოვიდნენ, ეს თანხა ეყოფათ თუ არა... _ვისაუბრებთ ამ სანქციების შესახებ; ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ გვიჭირს გავიგოთ, რომელ მხარესაა საქართველო, ისევ უკრაინის მხარეს, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორს. სრულად უკრაინის გვერდით - რაც შეეხება მოსახლეობას. ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში. უმრავლესობა? სრულად! თქვენ თუ ჩამოხალთ საქართველოში ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და ასევე სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა.  _რაც შეეხება მთავრობას? დიახ, ვიმეორებ, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ახლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს, იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ! _ეს მთავრობა ძალიან შორს წავიდა. ამ ზაფხულს თქვენ ხალხის მტერი გიწოდეს... ივლისის შუა რიცხვებში... ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ ცხადია, არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც.  _ამ ომს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. შიშობთ, რომ შესაძლებელია ევროპელებმა, რაღაც მომენტში, აღარ გამოიჩინონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, თუ ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება? ვფიქრობ, რუსეთი გათვლას ამაზე აკეთებდა. მას ეგონა, რომ აქაც იგივე მოხდებოდა, რაც ყოველ ჯერზე ხდებოდა საქართველოში: 1991 წელს, 2008 წელს და ყირიმში - 2014 წელს; ცოტა ხმაურის შემდეგ, ევროპელები დაუბრუნდებოდნენ (მასთან) ბიზნესს, როგორც ყოველთვის. ეს ასე არ მოხდა. მას ასევე, ეგონა, რომ კომფორტს მიჩვეული ევროპელი მოსახლეობა აუჯანყდებოდა ხელისუფლებას და მათ სანქციებს, რომლებიც ძვირი უჯდება მოსახლეობას, ეს ასე რადიკალურად არ მოხდა. მართალია, რთულია ეს ყველაფერი, იქნება მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ნაკლები ენთუზიაზმი ექნება, მაგრამ სრული გახლეჩა, რასაც რუსული მმართველობა ელოდებოდა, არ მოხდა, არცერთი მათი მოლოდინი არ შესრულდა. _თქვენ სრულიად ენდობით ევროპელებს? ისინი უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობას შეინარჩუნებენ? შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჯერად, ყველაფერი ნათელია, ევროპის რეორიენტაცია მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის დღესდღეობით საბოლოოა. ყველამ გაიგო, რომ არ შეიძლება დამოკიდებული იყო არადემოკრატიულ ქვეყანაზე. ეს დიდი გაკვეთილია, რომელიც ყველამ გაიგო, უკრაინის წყალობით. 

მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს - ადვოკატი

"სააკაშვილს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. "დარწმუნებული ვარ, რასაც "ვივამედის" ექიმები აცხადებენ იმას გაიმეორებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. იტყვიან, რომ ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს. მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, მინდა თავშივე გავაფრთხილო",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე. მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი, პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტია მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. 15 ნოემბერს, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქართულ მედიასთან ისაუბრა ევროკომისრის ვიზიტის მიზნებზე. ის „გულწრფელად იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ელჩის სიტყვებით, მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, ასევე, კონომიკური და საინვესტიციო გეგმა განიხილება. „არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი. პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით. ლიეტუვის ელჩი: ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ევროკავშირი, ეს არის 27 წევრი სახელმწიფოს ხმა ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას. ყველა ეს საკითხი განიხილება დღეს და ხვალ. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით. ჩვენ ასევე შევხვდებით პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს. გვექნება შეხვედრები პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 82 080; ტანკი - 2 861 ჯავშანტექნიკა - ​5 773, საარტილერიო სისტემა - 1 850; სარაკეტო სისტემა - 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 208; თვითმფრინავები - 278; ვერტმფრენი - 261", - ვკითხულობთ ინფორმაციაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჩინეთმა, რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირა

ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times: დასავლეთის სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძინეს ESPO-ს ციმბირის ნავთობის ბრენდი, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით (ESPO) მიეწოდება. ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ჩინური საწარმოები მიწოდებისას იხდიდნენ უფრო დაბალი პრემიას, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ. დამოუკიდებელმა ქარხნებმა გადაწყვიტეს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებების დაზღვევა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყოს და ალტერნატიული მიწოდება ბრაზილიიდან და დასავლეთ აფრიკიდან გაზარდეს. ჩინურმა საწარმოებმა, ეს ნაბიჯი იმის მიუხედავად გადადგეს, რომ ამ ქვეყნებიდან ნავთობი უფრო მაღალ ფასად იყიდება. სახელმწიფო საწარმოებმა ასევე დაიწყეს ნაკლები რუსული ნავთობის ყიდვა, რათა წინა ორი თვის განმავლობაში საწვავის დიდი მარაგების შესყიდვის შემდეგ, სანქციების რისკი თავიდან აიცილონ.  ოქტომბერში ჩინეთმა, დღეში 235,000-340,000 ბარელი რუსული ნავთობი გადაზიდა.  Vortexa-ს ანალიტიკოსი ემა ლი აღნიშნავს, რომ ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის 85 პროცენტი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის, რაც სამჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ინდოეთმა, რომელიც რუსული ნავთობის მეორე მთავარი იმპორტიორია, შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას რუსული ნავთობის შეძენაზე. ამის მიზეზი შესაძლოა, ტვირთის მაღალი ხარჯები გახდეს, ამ შემთხვევაში ქვეყანა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყებს ნავთობის იმპორტს.  

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. გაეროს მონაცემებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში ადამიანების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე ერთი მილიარდით გაიზარდა, 50 წლის წინ კი დედამიწის მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიარდი იყო.   "2030 წელს ეს რიცხვი 8.5 მილიარდს მიაღწევს, 2050 წელს, 10 მილიარდს. გარდა ამისა, პროგნოზირებენ, რომ 2023 წელს ინდოეთი ჩინეთს გადაასწრებს და მსოფლიოში მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყანა გახდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ, მიკოლაივის მიმართულებით, სარკინიგზო მიმოსვლა პირველად აღადგინა

კიევიდან რეგიონის დედაქალაქში მატარებელი 15 ნოემბერს, დილით ჩავიდა. 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა წარუმატებლად სცადა მიკოლაივის და მიკოლაივის ოლქის სხვა ქალაქების დაკავება და რეგიონი დაბომბა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, 11 ნოემბერს უკრაინის ჯარების მიერ მეზობელი ქალაქ ხერსონის გათავისუფლებას მოჰყვა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი (ე.მ.) დაიღუპა. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. ცნობისთვის, დაღუპული მებრძოლი25-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა. მისი ძმა, აპრილში, ზაპოროჟიეს ფრონტზე ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბოსნია-ჰერცოგოვინა, იონი-ადრიატიკის მილსადენის პროექტის გაფართოებას გეგმავს

ბოსნია-ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია აზერბაიჯანულ გაზზე წვდომით. ამის შესახებ დღეს Trend-ს ბოსნია-ჰერცეგოვინის ყოფილმა პრეზიდენტმა მლადენ ივანიჩმა განუცხადა. მისი თქმით, ბოსნია და ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტით, რომელიც დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP), რომელიც თავის მხრივ სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია. „ჩვენ უკვე გავაფორმეთ რეგიონალური შეთანხმება. ეს პროექტი შესაძლოა გაგრძელდეს ალბანეთიდან ჩერნოგორიის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და დასავლეთ ევროპის მიმართულებით. მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო, ჩვენ გვჭირდება გაზის მიწოდების სხვა წყაროები და ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. გვინდა დაარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ამ პროექტისადმი მხარდაჭერა გაზრდოს“, - განაცხადა ივანიჩმა. ექსპრეზიდენტმა იმედი გამოთქვა ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.   

2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 21.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს - საქსტატი

დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 21.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით საბითუმო და საცალო ვაჭრობა გამოირჩევა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 პროცენტი) და განათლება (4.7 პროცენტი). "2021 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (12.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (28.9 პროცენტი), ხელოვნება გართობა და დასვენება (47.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (29.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (21.2 პროცენტი), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (44.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (30.1 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (34.0 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის (-23.9 პროცენტი) დარგში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში

დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს „მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ მზადაა, გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი, რომ რა თქმა უნდა, ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ, უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და ვაქციოთ რეალობად“, - განაცხადა ვარჰეიმ.  მისივე თქმით, ამის გასაკეთებლად საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება.  „მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს“, - აღნიშნა ვარჰეიმ.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

2012 წლამდე ვცხოვრობდით დიქტატორული რეჟიმის პირობებში, შემდეგ კი, ქვეყანამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა - ღარიბაშვილი

საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.~ ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში „საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, – განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამოცანაა, ქვეყანა იყოს დეოკუპირებული მშვიდობიანი გზით. „ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის დიდი გამოწვევა, ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირის მისიას, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია

3,9 მილიარდი ევრო შემოვა საქართველოში, საჯარო და კერძო სექტორში. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა, დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ -  ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ვარჰეის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი უკვე დაიწყო და შავი ზღვა ევროკავშირის გეგმების ცენტრია.  „რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე. ჩვენ ვქმნით ჩვენს პარტნიორობას ჩვენს ირგვლივ და გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში, ასეთია: გვინდა პარტნიორობა ამ მიმართულებით, რათა დამყარდეს ენერგოუსაფრთხოება საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას“, - განაცხადა ვარჰეიმ. მისივე თქმით, ღრმაწყლოვან ელექტროკაბელის პროექტზე მუშაობა უნდა დაჩქარდეს.