ძებნის რეზულტატი:

ოლივერ ვარჰეი: ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს - 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი

დღეს ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე: 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს „დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს. შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე. ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსენსუსის შემადგენელი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა“, – განაცხადა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ოლივერ ვარჰეი: ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები. ყველაზე მნიშვნელოვანია - ენერგეტიკის სფერო, საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო პარტნიორი და მოკავშირე

ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები, იქნება ეს უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკის სფერო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია - ენერგეტიკის სფერო, საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო პარტნიორი და მოკავშირე, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.   

უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის - ღარიბაშვილი

უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიური, ძალიან ძლიერი პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ურთიერთობები დამყარებულია ჩვენს საერთო ფასეულობებზე და ინტერესებზე. დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, ბუნებრივია, უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ ანალოგიური ასეთი ომი, მართალია სხვა მასშტაბით, თუმცა 2008 წელს გამოსცადა და მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

პრემიერი ევროკომისარს: ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულების პროცესში

ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. „მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. აქვე, მინდა, აღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა რეკომენდაციების…სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება არის დეპოლარიზაცია. ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა. მას შემდეგ, რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, როგორ ვასრულებთ ჩვენ – მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი – ყველა ერთად ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე, ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს – ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. „აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დანარჩენი 11 რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობა მუშაობს. „რაც შეეხება ოპოზიცის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო დეტალებით, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. ბატონ კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, უვიზო რეჟიმზე, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე. აუცილებელია, ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. პირველი რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, არის დეპოლარიზაცია ანუ პოლარაციზაციის დასრულება. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ვმუშაობთ, გვაქვს პროგრესი. ამაზე რეპორტი გადაეცემა კომისარს. რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მახსოვს ძალიან კარგად და მინდა, ბატონ კომისარს მივაწოდო დადასტურებული ინფორმაცია, რაც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მაშინ როდესაც ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი პარლამენტის გასაკეთებელია - ოლივერ ვარჰეი

რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ, ევროპის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება და რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს. „ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით,სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა, ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12 -დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით. ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება სუფთა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტია შავი ზღვის ინტერნეტკაბელი. რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც. ასევე საუბარი გვაქვს პორტების განვითარებასა და საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ. ეს მნიშვნელოვანია. ამას ექნება ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ვარჰეიმ.  შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.  

ევროკომისარი ვარჰეი: ომი უკრაინაში ისევე, როგორც 2008 წლის ომი საქართველოში, ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან

ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს. ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერის ერთგულია. „როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში, ისევე როგორც 2008 წლის ომი საქართველოში, ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, - განაცხადა ვარჰეიმ.  

ოლივერ ვარჰეი: ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადარ,  რომ საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ. ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება მას შემდეგ, რაც ბოლოს ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, განვითარებას ვხედავ - ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. საქართველოში პროგრესი არსებობს, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში ეს პირველად მოხდა ამ რანგში - არამხოლოდ სამეზობლო, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი და ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია. ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და საქართველოში ჩამოვედი არა იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამხოლოდ მთავრობისთვის, მთელი პოლიტიკური ელიტისთვის. დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ. მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობა. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 რეკომენდაციის შესრულება და ამ მიმართულებით საჭიროა კარგი ისტორიის ჩვენება. მიხარია, რომ ვხედავ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევროკომისია. ევროკომისარმა აღნიშნა, ეს კრიტერიუმი „არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება“. „თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არ მგონია. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი 12 რეკომენდაცია. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები. ეს არის სისტემის ჩარჩო, რომელიც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება. ამ ჩარჩოში ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას და იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რაც საბოლოო ჯამში, მისთვის იქნება სასიკეთო. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება რომელიმე ადამიანს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვითხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს - ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე შესაფასებლად გაიტანოს ეს კანონპროექტი და ვნახოთ რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ოლივერ ვარჰეი: პოზიტიურ ძვრებს ვხედავთ სასამართლო რეფორმის კუთხით, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. ევროკომისრის თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება. „ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით. ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ყირიმის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო მასიური სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება. „რაკეტები ჩვენს საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა. დღეს რუსები 10 ოქტომბრის გამეორებას შეეცდებიან. საჰაერო თავდასხმის განგაშია მთელ უკრაინაში, ყირიმის გარდა“, - აღნიშნავს გერაშენკო Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.77 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8432 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.69 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1464 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2328 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოს ევროპული პერსპექტივა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს. ,,დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს დახმარება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ“, – განაცხადა ევროკომისარმა. ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ყველაფერში, რაც მის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ევროკომისარმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მის უმნიშვნელოვანეს როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო, იმ უდიდეს პოტენციალს, რაც რეგიონს და საქართველოს გააჩნია ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კუთხით.  

შალვა პაპუაშვილი: ევროკომისრის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო. რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს "მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნისა და კინკლაობის დრო, დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულება ცნობილია, ის არის ჩვენი წინსვლის გულშემატკივარი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, მას მივცეთ ამის შესაძლებლობა, რომ წინსვლის დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს. მოვახსენეთ, სად ვდგავართ დღეს კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა, რომ ვცდილობთ სწრაფად ვიმუშაოთ, ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანია ჩვენ მხარეს გადმოსროლილ ბურთს რაც შეიძლება მალე ვუპასუხოთ და ევროკავშირს მივაწოდოთ უკან იმისთვის, რომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.  

იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს და ის ფაქტი, რომ ალიანსმა შეძლო NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეზე აყვანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ვცხოვრობთ უფრო სახიფათო დროში, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომელიც თავდაცვის ფორმატში იმართება. „ყველა მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ხერსონის გათავისუფლებით. ეს განპირობებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცით. ამავდროულად, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს, ჯარების დიდ რაოდენობას. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი მზად არის, განიცადოს დიდი მსხვერპლი და ასევე, ჩვენ ვნახეთ სისასტიკე, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც გათავისუფლებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, შესაძლებლობებით, მაგრამ ასევე, ტრენინგით. გასულ კვირას, გაერთიანებულ სამეფოში ვესტუმრე სასწავლო დაწესებულებას, სადაც NATO-ს სხვადასხვა მოკავშირე უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნის. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინული ძალებისთვის სწავლების დაწესების შესახებ. ეს შეავსებს NATO-ს მოკავშირეების მიერ გაწულ სამუშაოს. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ წვრთნები, რადგან უკრაინელები ძალიან რთულ ბრძოლაში იბრძვიან“, - აღნიშნა ვარჰეიმ. 

კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში 15 ნოემბერს, ნაშუადღევს, ორ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ლიჩკოს თქმით, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. წინა თავდასხმა, მასიური დარტყმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიევსა და უკრაინის გარშემო, 31 ოქტომბერს განხორციელდა. ამან ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა გამოიწვია. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროკომისარი ვარჰეი: ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. „საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერაზე და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებიც ევროპული საბჭოს დასკვნაში გაიწერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ოლივერ ვარჰეი: ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ საუბარი გვექნება ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ფლაგმანურ პროექტებზე“, - წერს ევროკომისარი. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა. „ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის განსახილველად შეხვედრაზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში. დღეის მდგომარეობით, 34 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს აქვს მიღებული ჩვენი მხარდაჭერა. გვინდა, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველოში ისარგებლოს 80 000-მა კომპანიამ. ჩვენი მიზანია, ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა”, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი. მისივე თქმით, საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ  და შევისმინეთ. მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით 15 ნოემბერს შეხვდა. ოლივერ ვარჰეი შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინსტორს პრესსამსახური ავრცელებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკერების საცხოვრებლები დაათვალიერებინა. მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომელშიც აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი კურსანტები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ფუტსალში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო აკადემიების სამმხრივი ფორმატით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის აკადემია მასპინძლობს. აკადემიაში სტუმრად აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის და თურქეთის სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების სასწავლებლების კადეტები იმყოფებიან. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.  

ბენქსიმ დაადასტურა, რომ ომით დაზარალებულ უკრაინაში შვიდი გრაფიტი შექმნა

ცნობილმა ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ The Art Newspaper-ს დაუდასტურა, რომ მან შექმნა შვიდი ფრესკა უკრაინის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის კიევში და დედაქალაქის ორ გარეუბანში - ირპენსა და ბოროდიანკაში. როგორც უკრაინული მედია წერს, ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბენქსი შესაძლოამ უკრაინაში იმყოფებოდეს, გაჩნდა მას შემდეგ, რაც მისი ხელოვნების სტილის მსგავსი სამი ნამუშევარი ბოროდიანკაში, ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა. მარტის ბოლოს, ბენქსის ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით 106,000 დოლარი შეგროვდა უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოსთვის. 

რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დღეს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს“, უმნიშვნელოვანესი უწოდა. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებს.  „შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყელა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო,საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო და  საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-თან, პროფესორი, ენერგეტიკის აკადემიის საპატიო პრეზიდენტი რევაზ არველაძე ამბობს, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ საქართველოსა და ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია. „ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი კავშირი,  ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს მხოლოდ შავი ზღვითაა შესაძლებელი. ეს იდეა კარგა ხანია, არსებობს. ჩვენ ენერგეტიკის სექტორში, მხოლოდ თურქეთის მეშვეობით ვუკავშირდებით ევროპას. ეს კავშირი საკმაოდ სუსტია და იქ დამატებითი სიმძლავრის დამატება რთული იქნება“. ამასთან, რევაზ არველაძე ამბობს, რომ  „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ სიმძლავრე უნდა გაიზარდოს, რადგან ამ შემთხვევაში, ეს პროექტი  კომერციულად, უფრო მიმზიდველი იქნება. „ეს იქნება საკმაოდ ძვირი პროექტი. აქედან გამომდინარე უნდა არსებობდეს დიდი სიმძლავრეები. 1000 მეგავატის გასატარებლად, ამხელა ხაზის მშენებლობა კომერციულად არ იქნება საინტერესო. აქ უნდა იყოს საუბარი მრავალ ათას მეგავატზე, რომელიც საქართველოს გავლით ევროპამ უნდა მიიღოს. საქართველო, დამოუკიდებლად, ამხელა სიმძლავრის მობილიზებას ვერ შეძლებს, ამ პროექტში, აუცილებლად უნდა ჩაერთოს აზერბაიჯანი“. არველაძის შეფასებით, იმ ჯგუფმა, რომელიც ახლა პროექტს აკეთებს, ეს უნდა გაითვალისწინოს. „მოლოდინი და გათვლები, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურებით შევძლებთ დიდი სიმძლავრეების მიღებას, ეს რეალურია. მაგრამ ეს არასტაბილური წყაროებია, რადგან ქარსა და მზის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული, ევროპას კი სტაბილური მიწოდება სჭირდება. თუმცა გვაქვს შანსი, რომ ექსპორტზე „მწვანე ენერგიაც“ გავიტანოთ“, -  აცხადებს არველაძე. მისივე თქმით, ამ პროექტის მნიშვნელობა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ძალიან მაღალია. „ასევეა ევროპისთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება დივერსიფიკაციის კიდევ ერთი გზა და ახალი შესაძლებლობაც“. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ განხორციელების შემთხვევაში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში,  განახლებად ენერგიის სეგმენტში სოლიდურ ინვესტიციებს პროგნოზირებს. „იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდების ზრდას. ინვესტორების ინტერესი ჰიდრო, მზის და ენერგეტიკის სხვა მიმართულებებზე გაიზრდება. შესაბამისად, საქართველო გახდება სუფთა, „მწვანე ენერგიის“ ექსპორტიორი“, - აცხადებს ვარჰეი. საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მანამდე პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება ჩატარდა და დადგინდა რომ მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს. „კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, სსე-ის მხრიდან – ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან. ტენდერით შეირჩევა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამოიკვლევს (Feasibility Study), თუ რა დაჯდება ზღვის დსკერზე საკაბელო სისტემის მშენებლობა, რა იქნება პროექტის სრული ბიუჯეტი, მანვე უნდა ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციაში. სატენდერო პირობებით, პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე წყალქვეშა კაბელების პროექტირების გამოცდილებაც. ქართულმა მხარემ ამ პროექტში აზერბაიჯანიც მოიწვია. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ნათია თურნავას, აზრით, „პროექტის კომერციულ მიმზიდველობას გაზრდის, თუ მასში ჩაერთვება რეგიონი, მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც საქართველოს საიმედო პარტნიორია და მონაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში მაშინ, როცა საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს პროექტი ელექტროკაბელთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობასაც გულისხმობს. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ:  ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია