ძებნის რეზულტატი:

თოყაევი: ყაზახეთი მუშაობს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე და აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ინდური კომპანია Adan Group-ის ხელმძღვანელი გაუტამ ადანი მიიღო. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გრძელვადიანი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი მუშაობს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე და აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR). ადანმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ კომპანიის ინტერესია ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობა ენერგეტიკის, ნავთობქიმიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სეგმენტებში. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს   ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, სკოლის მოსწავლეებს საახალწლო არდადეგები გაუუქმეს და სამხედრო მომზადების გავლას აიძულებენ - გადაი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, სკოლის მოსწავლეებს საახალწლო არდადეგები გაუუქმეს და სამხედრო მომზადების გავლას აიძულებენ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰეი გაიდაიმ განაცხადა. "მოსწავლეებს საახალწლო არდადეგები გაუუქმეს და 3 კვირიან სამხედრო მომზადების გავლას აიძულებენ. ეს რუსული ცინიზმის ახალი ეტაპია. ასევე სკოლებიდან ამოიღეს უკრაინულ ენაზე დაწერილი ყველა წიგნი.  ეს ყველაფერი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ფრონტის სიახლოვეს მდებარე სოფლებიდან ადამიანებს გასვლას უკრძალავენ. ასევე ფიზიკურად უსწორდებიან მამაკაცებს ვინც ომში წასვლაზე უარს აცხადებენ. მობილიზებულებმა კარგად იციან რომ ფრონტის ხაზზე წასვლა - სიკვდილის ტოლფასია", აცხადებს სერჰეი გაიდაი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ირანის ტერიტორიის სატრანზიტო კორიდორად გამოყენების შემშთხვევები და ანგარიშსწორებების ნაწილი შესაძლოა, აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. საუბარია ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებაზე. „ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს. აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ", - წერია 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში. კომერციული ბანკების ზედამხვედელი უწყება აცხადებს, რომ შემუშავდა დებულება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს: „აღნიშნული დოკუმენტის შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებასა და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობას. დამატებით, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან თავიანთი შიდა პოლიტიკა-პროცედურების თანახმად, კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები გამოიყენონ".  

შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს. პაპუაშვილმა სორენსენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში. თავმჯდომარემ ასევე დანიაში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ 1-ელ ნოემბერს დანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დანიის ყველა მთავრობა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების მხარდაჭერას, რასაც მოწმობს თბილისში დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დანიის ელჩმა დაადასტურა დანიის მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში.საუბარი, ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის შედეგებს და საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.  

საერთაშორისო ჯილდო „პრესის თავისუფლებისთვის" უკრაინელმა ჟურნალისტებმა მიიღეს

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტური ნაშრომების ყოველწლიურ კონკურსში „პრესის თავისუფლებისთვის“ გამარჯვებულები გამოაცხადა. ნომინაციაში „გავლენისთვის“ გაიმარჯვეს უკრაინელმა ფოტორეპორტიორებმა, ამერიკული სააგენტო Associated Press-ის თანამშრომლებმა, მსტისლავ ჩერნოვმა და ევგენი მალოლეტკამ. მათ ჯილდო ოკუპირებული მარუპოლიდან რეპორტაჟებისთვის გადაეცათ. ორგანიზატორების ვებგვერდის მიხედვით, ჩერნოვი და მალოლეტკა იყვნენ „ერთადერთი რეპორტიორები, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში აშუქებდნენ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დაბომბვას". დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა.  

თავდაცვის ძალებში საუკეთესო ჯარისკაცები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო ჯარისკაცის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა კაპიტან ელგუჯა შეყილაძეს, კაპრალ პაატა საბიაშვილს, სერჟანტ გიორგი ქვრივიშვილს, სერჟანტ გიგლა ჯანელიძესა და უფროს ლეიტენანტ შოთა მეხეშიძეს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.  

აზერბაიჯანში ციფრული საბაჟო იქმნება

აზერბაიჯანი, საბაჟოებზე ციფრული ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ADB-ის მხარდაჭერით საბაჟო პუნქტი აშენდება ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შაჰინ ბაგიროვმა მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ინვესტიციებია საჭირო ICT ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. მთელი მონაცემთა ბაზა განთავსებულია საინფორმაციო სისტემებში და უსაფრთხოების სისტემის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლო კიბერშეტევებმა შეიძლება შექმნას პრობლემები", -  განაცხადა შაჰინ ბაგიროვმა.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება.  

აშშ-მ უკრაინას, $13 მილიონის ღირებულების ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების სახით ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა.  დმიტრო კულებას თქმით, ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება მედია, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პირველი ტრანში წარმოადგენდა ელექტრო აღჭურვილობას, რომლის ღირებულება დაახლოებით, $13 მილიონია. ამასთან, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატებიდან აღჭურვილობით დატვირთული კიდევ ორი თვითმფრინავი გაემგზავრება.  

ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა - ხორვატიის სახელმწიფო მდივანი

ხორვატია მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. „ხორვატია ყოველთვის გახლდათ ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ. ახლა კი ხორვატია მხარს უჭერს სამ ახალ სახელმწიფოს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომლებიც დაემატნენ გაფართოების პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. გაფართოებას აქვს პირდაპირი ზეგავლენა ევროპის მთელი კონტინენტის სტაბილურობაზე, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია ორი პირობის შესრულება. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს გაფართოების სანდო პერსპექტივა თითოეული ქვეყნისთვის. მეორე მხრივ კი ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე ვალდებულება და იმოქმედონ რეფორმების გასატარებლად, დაიცვან ჩვენი ღირებულებები, თანხვედრაში იყვნენ ჩვენს პოლიტიკასთან( საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი) “, – განაცხადა ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: სახელმწიფოს არამხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა

სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა "რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან - ციხეში არის ის პირობები, რაც უნდა იყოს; საავადმყოფოებში პატიმრებისთვის არის პირობები, რაც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები დაცულია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, ეს სხვაობა განსაკუთრებით ხელშესახებით ციხის ნაწილშია“,- განაცხადა კობახიძემ. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საახალწლოდ ხორცპროდუქტების მოხმარებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად იყიდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: · ხორცი ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; · ეტიკეტი განთავსებული იყოს თვალსაჩინო ადგილას. ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: · ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო; · თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; · თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც; · სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი. არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.  

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, გაფართოების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში პირველად მოხვდებიან

პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირის გაფართოების, სტაბილიზაციისა და ასოციაციის პროცესი. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „სლოვაკეთს სჯერა, რომ უკრაინა უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული ოჯახის წევრი. პირველად მოხდება, როდესაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ნახსენები ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ჩვენი კავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, გაფართოება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებით. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს იქნება ძლიერი ბიძგი, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა გააგრძელონ ქვეყნის რეფორმირება ევროპული გზით“, – განაცხადა სტანჩიკმა საზოგადოებრივი მაუყებლის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

რეინჯერთა მორიგმა ნაკადმა მომზადება დაასრულა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-11 ნაკადმა დაასრულა. რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სერტიფიკატები გადასცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. 18-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები, რაც მოიცავდა: სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს. ასევე, კურსანტებმა შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა. დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში სამსახურს გააგრძელებენ. სამხედრო მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა განაგრძონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაირიცხებიან სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში.  

ბრიტანეთის „ფორმულა 1-ის“ გუნდი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად აუქციონს მართავს

Aston Martin-ის ფორმულა 1-ის გუნდმა (დიდი ბრიტანეთი) რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო. ამის შესახებ RBC-Ukraine ასტონ მარტინის გუნდის ოფიციალურ ვებსაიტზე დაყრდნობით იუწყება. აუქციონზე გამოტანილი ნივთები მოიცავს F-1-ის ოთხგზის ჩემპიონის სებასტიან ფეტელის სარბოლო კოსტუმს და ხელთათმანებს, ცნობილი Aston Martin-ის მანქანის დიაგრამას და მის ნაწილებს. სამახსოვრო ნივთების აუქციონი 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მთელი თანხა გადაირიცხება UNICEF-ს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. აუქციონის სლოტები განთავსებულია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.  

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა “საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. გონების კარგვის ერთ-ერთი ეპიზოდის მერე მოხდა მისი გადმოყვანა "ვივამედში". სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, რომ თუ შეძლო, შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში. ამის შესახებ მან პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხისთვის“ განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. მაკრონის თქმით, რუსეთი სამხედრო წარუმატებლობას, უკრაინის ჯარების წინსვლას, ტერორისტული აქტებით პასუხობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. მისი თქმით, დღევანდელი კონფერენციის შედეგები ძალიან კონკრეტული უნდა იყოს. „პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი პარტნიორების, უკრაინის მეგობრების მობილიზებაზე, ვინც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ სახსრებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რათა მოაწყონ ყველა ის აქცია, რომელიც დაეხმარება უკრაინის მოსახლეობას წყლის, ენერგიის მიღებაში. გათბობა, საკვები, ტანსაცმელი და გადარჩება ზამთარი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა საუკეთესო იქნება“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უკრაინას წლის დასაწყისიდან 151,5 მილიონი ევროს დახმარება გაუწია და მალე ამ შენატანს კიდევ 48,5 მილიონი ევროთი გაზრდის.  

შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა. ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობას, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.  

მედია: ჩინეთი რუსეთში „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი" პროცესორების ექსპორტს კრძალავს

რუსული მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ, რუსეთის ფედერაციაში Loongson-ის პროცესორების მიწოდება აკრძალა. ~ აკრძალვა მოტივირებულია იმით, რომ ტექნოლოგია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რადგან PRC-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში გამოიყენება. გაზეთის წყაროებმა განაცხადეს, რომ მიწოდების აკრძალვა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ეს უფრო მგრძნობიარე საკითხია, რადგან ელექტრონიკის არაერთმა ადგილობრივმა მწარმოებელმა უკვე გამოსცადა ჩინური პროცესორები პარალელური იმპორტის არხების დაბლოკვისას.  ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ექსპერტი თვლის, რომ ჩინურ პროცესორებზე შიდა ელექტრონიკის მასობრივი წარმოება უფრო რთული იქნება, ვიდრე ამერიკული ჩიპების მიწოდების გზების პოვნა. გარდა ამისა, მისი თქმით, ჩინური პროცესორები, თუნდაც ისინი უსწრებენ შიდა განვითარებას, მაინც ეფექტურობით ჩამორჩებიან ამერიკულ პროცესორებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასობით უცხოურმა კომპანიამ შეამცირა ან მთლიანად შეაჩერა საქმიანობა რუსულ ბაზარზე.  კერძოდ, პროცესორების ორმა უმსხვილესმა მწარმოებელმა AMD-მ და Intel-მა მთლიანად შეაჩერეს პროდუქციის მიწოდება რუსეთში. მარტის ბოლოს რუსეთის მთავრობამ, რამდენიმე საქონლის, მათ შორის AMD-ისა და Intel-ის პროცესორების პარალელური იმპორტი დააკანონა, კერძოდ, ამ პროდუქციის იმპორტისთვის რუსეთის ფედერაციაში საავტორო უფლებების მფლობელისგან ნებართვა აღარ სჭირდება.   

მეუფე შიო: პატრიარქის ღვაწლი არის ვახტანგ გორგასლის საქმის გაგრძელება

ვახტანგ გორგასალმა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მოუტანა, უწმინდესობამ კი ავტოკეფალიის აღიარება მოიპოვა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენება. ეს ორი განსაკუთრებული წმინდანია ჩვენთვის, ვინაიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და დააფუძნა ქრისტეს ეკლესია ჩვენთან,ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე,რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი, ამ ორ დიდ წმინდანს რამდენიმე საუკუნე აშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე მათგანი ერთ დიდ საქმეს ემსახურებოდა - ქრისტეს სახარების ქადაგებისა და ეკლესიის განმტკიცების დიდ საქმეს. ეს აერთიანებთ მათ და ორივე მათგანს კარგად ესმოდა, რა არის მთავარი ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში, რისთვის ღირს სიცოცხლე, რისთვის ღირს თავდადება და სიკვდილი. სწორედ ამაზე გვმოძღვრავს ჩვენ დღეს წაკითხული სახარების მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს პირველი მოწაფეების გამორჩევის შესახებ. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მიუთითებს იესო ქრისტეზე თავის ორ მოწაფეს, ანდრიასა და იოანეს და იტყვის: „აი, ტარიგი ღვთისა“, ე.ი. აი, კრავი ღვთისა. საერთოდ, ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი მესიანური შინაარსით. „კრავი ღვთისა“ - ეს მესიანური სახელწოდებაა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყენებდნენ. მაგალითად, ამ სახელწოდებას იყენებენ წმინდა ისაია წინასწარმეტყველი და იოანე მოციქულიც თავის „გამოცხადებაში“. შემდეგ სახარება არ მოგვითხრობს, რა გრძნობები ჰქონდა ანდრიას, როცა მან შეიტყო იოანესგან, რომ იესო ქრისტე არის მესია, მაგრამ იგი მაშინვე მიდის თავის ძმასთან, სვიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან და ეტყვის მას: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“. ამ სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ მისი განწყობის შესახებ, რამდენი ნუგეშია მის სიტყვებში, როგორი დაკმაყოფილებულია იგი, როგორი იმედია ამ სიტყვებში მომავალი ცხოვრებისა, რომელიც იქნება სავსე საღვთო სიმართლითა და ჭეშმარიტებით - „ჩვენ ვიპოვეთ მესია!“ შემდეგ ამავე სახარებაში ფილიპე ეტყვის ნათანაელს: „ჩვენ ვიპოვეთ ის, ვისზეც რჯულში დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველებმა, იესო ნაზარეთიდან“. ნათანაელი ეტყვის მაცხოვარს: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა! შენ ხარ მეფე ისრაელისა!“ ამდენად, მოციქულთათვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მესიის პოვნა, რომ მათ მიატოვეს ყველაფერი, გაჰყვნენ ქრისტეს და შემდგომ ქრისტეს სახარების ქადაგებისთვის თავიც გასწირეს. სახარების ეს მონაკვეთი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მესიის პოვნა არის უმთავრესი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. იპოვო მესია, აღიარო უფალი იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, როგორც მხსნელი სოფლისა და ემსახურო მას სულითა და ჭეშმარიტებით - აი, ეს არის უმთავრესი, ეს არის სულის ცხონება, ეს არის საუკუნო სიცოცხლე. როგორც თავად უფალი იესო ქრისტე ბრძანებს თავის ლოცვაში: „ის არის საუკუნო სიცოცხლე, რომ ადამიანები იცნობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, ზეციერ მამას და მის მიერ მოვლენილ იესო ქრისტეს“. ვინაიდან ადამიანი არის მარადიული არსება, მარადიული სულის მქონე, მოწოდებული საუკუნო სიცოცხლისა და მარადისობისთვის, შესაბამისად, ვინც რჩება მესიის გარეშე, ის რჩება ამ საუკუნო სიცოცხლის გარეშე. დაბოლოს, ამ სახარებაში არის უფალ იესო ქრისტეს შესანიშნავი სიტყვები: „ამიერითგან თქვენ იხილავთ გახსნილ ზეცას და ანგელოზებს აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე“. ეს „ძე კაცისაც“, როგორც იცით, მესიანური სახელწოდებაა. ამას უფალი თავად ამბობს. რას ნიშნავს - „გახსნილ ზეცას იხილავთ“? ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გვესმოდეს. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში „გახსნილი ზეცა“ ნიშნავდა უფლის განსაკუთრებული წყალობის მოვლინებას. წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს: „და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და განახვნა ბჭენი ცათანი“. აქაც ასე, გადატანით უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები, რომ მესიის მოსვლის შემდეგ დაიწყება განსაკუთრებული წყალობის მოვლინება ადამიანებზე და ჩვენი შინაგანი, სულიერი თვალით ვიხილავთ განსაკუთრებულ სიახლოვეს ღმერთისა და ანგელოზებისა ადამიანებთან. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს გახსნილი ზეცა იხილეს მოციქულებმა, იხილა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა როგორც თავისი სულიერი, ასევე ფიზიკური თვალითაც და ეს დიდება და სიხარული მოიტანა ჩვენამდე. ამიტომ ჩვენ ვმადლობთ დღეს მას. პირველ რიგში, უფალს ვმადლობთ და წმინდა ანდრია პირველწოდებულს ამ დიდი ღვაწლისთვის. რა დიდი ნუგეშია ჩვენთვის, ყველასთვის, ვინაიდან ამიერიდან რაგინდ ცოდვილი იყოს ადამიანი, რაგინდ დაცემულობიდან იწყებდეს ქრისტესკენ სიარულს, მისთვის მაინც შესაძლებელია სინანულიც, გამოსწორებაც და უფალთან მიახლებაც. დღეს მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში შესრულდება 45 წელი მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან და 90 წელი დაბადებიდან. ეს ორი დიდი თარიღი გვიახლოვდება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი - ეს არის ჭეშმარიტად გაგრძელება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლისა, ვინაიდან მან ამ ურთულეს ათწლეულებში, რომლებიც ჩვენმა ერმა გამოიარა, შეძლო ეკლესიის აღორძინება. ასევე არის გაგრძელება წმინდა ვახტანგ გორგასლის დიდი საქმისა და ღვაწლისა, ვინაიდან თუ ვახტანგ გორგასალმა ჩვენ, ჩვენს ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია,მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ თავისი ღვაწლით მოიპოვა ჩვენთვის ამ ავტოკეფალიის აღიარება,რაც ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო, ნაყოფიც არის მისი მსახურებისა სამოციქულო და ჩვენ ვმადლობთ, როგორც შვილები, მას ამისთვის, ვუსურვებთ დღეგრძელობას და სულიერ სიძლიერეს. ღმერთმა გააძლიეროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ლოცვით, უფალმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ! დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს სასულიერო პირებს: დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი თომა შავთვალაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ანტონ წერეთელი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ხანთიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი დავით ბერაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ჭიაბრიშვილი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ირაკლი დუმბაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“,- განაცხადა მეუფე შიომ.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიზეზს ასახელებს, რის გამოც პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, გაუქმებულია „რუსეთში ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გავრცელების გამო". „კრემლის ოფიციალური პირები თითქმის უაღრესად მგრძნობიარედ უდგებიან იმ საკითხს, რომ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელსაც პუტინი დაესწრება, შესაძლოა, დისკუსია მოჰყვეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ“, ნათქვამია სამინისტროს ცნობებში. მისივე თანახმად, რუსი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, კვლავ შეშფოთებულნი არიან „რუსეთში ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გავრცელებით“, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის კითხვები „თითქმის, როგორც წესი, წინასწარ შემოწმებულია“.   კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, 10 წლის განმავლობაში პირველად გადადო, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია.